მე ასეთ ტერმინებს არ გამოვიყენებდი, რადგან მე ჯერ კიდევ ვაწარმოებ მოლაპარაკებებს პრეზიდენტ პუტინთან, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ფრანგულ ტელეარხ France 3-თან ინტერვიუში განაცხადა. ამით მაკრონი გამოეხმაურა, აშშ-ს პრეზიდენტ, ჯო ბაიდენის მიერ შაბათს პოლონეთში, ვარშავაში უკრაინელ ლტოლვილებთან შეხვედრის დროს გამოთქმულ კრიტიკას რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის მიმართ, რა დროსაც ბაიდენმა პუტინს „ყასაბი“ უწოდა.
„ჩვენი მიზანია ომის შეჩერება, რომელიც რუსეთმა უკრაინაში გააჩაღა, ამასთან, უნდა ავიცილოთ ომი და ესკალაცია“, - დასძინა მაკრონმა.
ასევე წაიკითხეთ:
ბაიდენი პუტინზე: ეს ადამიანი ვეღარ დარჩება ხელისუფლებაში