იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „ნოტარიატის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება, რომელიც ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის გაზრდას ითვალისწინებს.
კანონპროექტის თანახმად, ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 70 წელი იქნება.
კანონის მოქმედი რედაქციით, ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 65 წელია, თუმცა იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია ნოტარიუსის განცხადებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე გაუგრძელოს მას უფლებამოსილების ვადა არაუმეტეს 5 წლით.