ირაკლი კობახიძე: ჩვენ საკმაოდ ხშირი კომუნიკაცია გვაქვს უკრაინულ მხარესთან

ჩვენ გვაქვს საკმაოდ ხშირი კომუნიკაცია, განსაკუთრებით საერთაშორისო ფორუმებზე, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს საკმაოდ ხშირი კომუნიკაცია, განსაკუთრებით საერთაშორისო ფორუმებზე. რამდენიმე დღის წინ შედგა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შეკრება, რომელზეც ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ და იქ შედგა კომუნიკაცია რადას წარმომადგენლებთან. ჩვენ გავუზიარეთ ჩვენი მსჯელობა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს. ინფორმაციისა და მოსაზრებების ასეთი გაცვლა მუდმივად ხდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე გამოვთქვამთ სინანულს იმ ნაბიჯების გამო, რომლებიც გადაიდგმება იმ კოორდინაციის გამო, რომელიც არსებობს „ნაცმოძრაობასა“ და უკრაინის ხელისუფლებაში მათ წარმომადგენლებს შორის“, - განაცხადა კობახიძემ.