ჩრდილოეთ მაკედონიამ ხუთი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ჩრდილოეთ მაკედონიამ ხუთი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ინფორმაციას ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ცნობილია, დიპლომატებმა ქვეყანა 5 დღეში უნდა დატოვონ.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ჩრდილოეთ მაკედონიაში რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და განუცხადეს, რომ 5 რუსმა დიპლომატმა ჩაიდინა ქმედებები, რომლებიც დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის ნორმებს ეწინააღმდეგება. 

ასევე წაიკითხეთ:

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა რუსეთის ფედერაციის სუვერენული რეიტინგი გააუქმა