უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა რუსეთის ფედერაციის სუვერენული რეიტინგი გააუქმა.
სუვერენული საკრედიტო რეიტინგი მთლიანი ქვეყნის საკრედიტო რისკის შეფასებას წარმოადგენს და აჩვენებს, რამდენად მაღალია მისი დეფოლტის ალბათობა. ამასთან, ქვეყნები ფასდება მათი ეკონომიკის სტაბილურობის მიხედვით.