ქალაქის მერის ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, მარიუპოლში 5000-მდე ადამიანი დაიღუპა.
მისი თქმით ქალაქში შენობების 90% დაზიანდა და 40% განადგურდა.
ბლოკადამდე ქალაქი 140 ათასი ადამიანი გაყვანა მოხერხდა. ბლოკადის შემდეგ 1-ელ მარტს კი 150 ათასმა ადამინმა დატოვა ქალაქი. აქედან 71 235 ზაპაროჟიეში გადავიდა, ხოლო დანარჩენები მეზობელ სოფლებში.
მარიუპოლი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ალყაში იმყოფება. ოკუპანტები ქალაქს ინტენსიურად ბომბავენ. ქალაქში დანგრეულია მთელი ინფრასტრუქტურა. მოსახლეობას არ აქვს წყალი, საკვები, მედიკამენტები.
ექსპერტების შეფასებით, რუსეთისთვის მარიუპოლის ხელში ჩაგდებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის ცდილობს შექმნას სახმელეთო დერეფანი ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიებს შორის, რომლებსაც აკონტროლებენ მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ
WSJ: კრემლი სამხედრო ტაქტიკას ცვლის და კიევის აღებაზე უარს ამბობს
როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს