რუსეთის ხელისუფლება სამხედრო ტაქტიკას ცვლის. ამის შესახებ The Wall Street Journal აშშ-ის ადმინისტრაციის გავლენიან წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, კრემლი როგორც ჩანს უარს ამბობს კიევის აღებაზე და გემა „ბე“-ზე გადადის და დაკავებულ ტერიტორიებზე პოზიციების შენარჩუნებას შეეცდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქების დაბომბვა და შეტაკებები კვირები და თვეები გაგრძელდება.
რუსეთის ახალი გეგმით, მოსკოვი შეეცდება უზრუნველჰყოს „მშრალი ხიდი“ რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილსა და ყირიმის ნახევარკუნძულს შორის და გააფართოვოს კონტროლი დონბასზე. კრემლი შეეცდება ერთდროულად აიძულოს კიევი აღიაროს ტერიტორიული პრეტენზიები და ნეიტრალიტეტი. ამასთან ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ თუ რუსეთის ჯარს ექნება უპირატესობა, მოსკოვი შეტევაზე გადავა.
ახლახანს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა ალექსეი ასტეროვიჩმა განაცხადა, რომ ფრონტის ხაზი „პრაქტიკულად მკვდარია“. ორივე მხარე ახორციელებს რეზერვების კონცენტრირებას და არავის აქვს ძალა რომ რელურად შეცვალოს ვითარება და გარდატეხა შეიტანოს ამა თუ იმ მიმართულებით.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს