საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 29 მარტს ბრიუსელს ეწვევა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, შალვა პაპუაშვილი შეხვედრებს ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან და ევროპარლამენტარებთან, მათ შორის, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის საკითხებში დელეგაციის ხელმძღვანელ მარინა კალიურანდთან და სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის პრეზიდენტთან, ირაჩე გარსია პერესთან გამართავს.
დაგეგმილია შეხვედრა ბელგიის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტ ელიანე ტილიესთან და სენატის სპიკერთან, სტეფანი დჰოსთან, ასევე, ევროკომისარ დიდიე რეინდერსთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მრჩეველთან საგარეო საკითხებში, საიმონ მორდიუსთან. შალვა პაპუაშვილი, დეპუტატებთან ერთად, Think Tank-ების წარმომადგენლებსაც შეხვდება.