თეგი: ბრიუსელი

აშშ თავის მოქალაქეებს ბელორუსში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს

აშშ-ის თავის მოქალაქეებს ბელორუსში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, უკრაინის საზღვართან რუსეთის უჩვეულო და შემაშფოთებელი სამხედრო აქტიურობის ზრდის გამო აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც იმყოფებიან ბელარუსში ან აპირებენ გამგზავრებას, უნდა იცოდნენ, რომ სიტუაცია არაპროგნოზირებადია და რეგიონში გაზრდილი დაძაბულობაა. განცხადებაში აღნიშნავენ, რომ რუსეთის სამხედრო მოქმედებების საფრთხის გამო 12 თებერვალს სახელმწიფო დეპარტამენტმა კიევში მდებარე აშშ-ის საელჩოდან თანამშრომლობის გაყვანის განკარგულება გასცა. ამასთან, არსებული არასტაბილური ვითარების გათვალისწინებით, აშშ-ის მოქალაქეებს მტკიცედ ურჩევენ, არ გაემგზავრონ ბელარუსში.    

ბრიუსელში დღეს NATO-ს თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრა იწყება

ბრიუსელში დღეს NATO-ს თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრა იწყება, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი გაუძღვება. „NATO-ს თავდაცვის მინისტრები შეიკრიბებიან უსაფრთხოების ყველაზე სერიოზული კრიზისის განსახილველად, რომლის წინაშეც ევროპა ბოლო ათწლეულების განმავლობაში მდგარა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც დაგეგმილ მინისტერიალთან დაკავშირებით ისაუბრა.

შალვა პაპუაშვილი: მომავალ კვირას, ვიქნები ბრიუსელში და ევროპარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა მექნება

მომავალ კვირას პირადად მე, პარლამენტის თავმჯდომარე ვიქნები ბრიუსელში და მექნება შეხვედრა ევროპარლამენტის თავმჯდომარესთან, - ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „საქართველოს სახელმწიფო გააკეთა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე – შემდეგი ნაბიჯი არის, რომ ევროკავშირმა უნდა გამოაგზავნოს სპეციალური კითხვარი, რომლის მიხედვითაც დაიწყება ქვეყნის შეფასება, ეს ითქვა ცალსახად, ეს იქნება თანაბრად სწრაფი უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვისაც. რაც შეეხება ვიზიტებს, არაერთი ვიზიტი განხორციელდა და მომავალ კვირას მე, პირადად, პარლამენტის თავმჯდომარე ვიქნები ბრიუსელში და მექნება შეხვედრა ევროპარლამენტის თავმჯდომარესთან, ეს არის რასაც ვაკეთებთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ჯო ბაიდენი მსოფლიო ლიდერებთან შესახვედრად ბრიუსელში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მსოფლიო ლიდერებთან შესახვედრად ბრიუსელში ჩავიდა. თეთრი სახლის ლიდერის კუთვნილი ბორტი ნომერი პირველი, ბრიუსელის აეროპორტში, ადგილობრივი დროით, 21 საათზე დაეშვა. ბაიდენი ნატოსა და "დიდი შვიდეულის" ქვეყნების სამიტებს დაესწრება. ამას გარდა, როგორც ცნობილია, ბაიდენი რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციების გამოცხადებასაც გეგმავს. ასევე წაიკითხეთ: თეთრი სახლის ცნობით, ჯო ბაიდენმა და ემანუელ მაკრონმა უკრაინის საზღვრებზე რუსეთის სამხედრო გაძლიერების საკითხი განიხილეს

ევროკავშირი და NATO-ს ორი სამიტი დღეს ბრიუსელში გაიმართება

ევროკავშირი და NATO-ს ორი სამიტი დღეს ბრიუსელში გაიმართება. ბრიუსელში ორგანიზაციის ლიდერები კრაინაზე მსჯელობას NATO-ს საგანგებო სამიტზე დაიწყებენ. სამიტიდან რუსეთს უმკაცრესი გზავნილი უნდა გაუგზავნონ და უკრაინის მიმართ პარტნიორებმა მხარდაჭერა უნდა გააძლიერონ. ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენი მსოფლიო ლიდერებთან შესახვედრად ბრიუსელში ჩავიდა

შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 29 მარტს ბრიუსელს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 29 მარტს ბრიუსელს ეწვევა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, შალვა პაპუაშვილი შეხვედრებს ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან და ევროპარლამენტარებთან, მათ შორის, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის საკითხებში დელეგაციის ხელმძღვანელ მარინა კალიურანდთან და სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის პრეზიდენტთან, ირაჩე გარსია პერესთან გამართავს. დაგეგმილია შეხვედრა ბელგიის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტ ელიანე ტილიესთან და სენატის სპიკერთან, სტეფანი დჰოსთან, ასევე, ევროკომისარ დიდიე რეინდერსთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მრჩეველთან საგარეო საკითხებში, საიმონ მორდიუსთან. შალვა პაპუაშვილი, დეპუტატებთან ერთად, Think Tank-ების წარმომადგენლებსაც შეხვდება.

შალვა პაპუაშვილმა ყოფილ ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსს საქართველოს სახელმწიფოს ღირსების ორდენი გადასცა

შალვა პაპუაშვილმა, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხში გაწეული მხარდაჭერისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში შეტანილი პერსონალური წვლილისათვის მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ყოფილ ევროკომისარს, დიმიტრის ავრამოპულოსს საქართველოს სახელმწიფოს ღირსების ორდენი გადასცა. 28 მარტს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებიდან 5 წელი შესრულდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღებაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერას. ამ პროცესში განსაკუთრებით აღსანიშნავია დიმიტრის ავრამოპულოსის ღვაწლი.

ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მიმდინარე წლის 16-18 მაისს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რომლებიც ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ფარგლებში იკრიბებიან. „შეხვედრებზე  განხილული იქნება ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი, ქართული მხარის მიერ შევსებული ევროკომისიის კითხვართან დაკავშირებული საკითხები, ასევე რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანგ კოლეგას შეხვდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 16-18 მაისს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. ოფიციალური ცნობით, შეხვედრების მთავარი თემები იქნება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობი, ისევე როგორც რეგიონში არსებული რთული და მძიმე უსაფრთხოების გარემო. ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა „ჩვენ მივაწვდით ინფორმაციას კითხვართან დაკავშირებით. ვისაუბრებთ განაცხადისა და იმ პასუხების შესახებ, რომელიც ქართულმა მხარემ ძალიან ოპერატიულად და მოკლე დროში გასცა ევროკომისიის კითხვარს. ბუნებრივია, ვისაუბრებთ ჩვენს მოლოდინებზეც“, - განაცხადა ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა. ვახტანგ მახარობლიშვილის თქმით, ბრიუსელში იმართება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომა. საქართველო იყენებს ამ შესაძლებლობას და საგარეო უწყების ხელმძღვანელს შეხვედრები ექნება თავის კოლეგებთან საბჭოს სხდომის პარალელურად. „მნიშვნელოვანია, რომ სხვა შეხვედრებთან ერთად, მინისტრი შეხვედრას გამართავს თავის ფრანგ კოლეგასთან. მოგეხსენებათ, რომ საფრანგეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა და ბუნებრივია, მასთან საუბარი და პოზიციების გაცვლა უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება შემდგომი კვირებისა და თვეების განმავლობაში“, - განაცხადა მახარობლიშვილმა.  

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელს ეწვევა

დღეს მივემგზავრები ბრიუსელში, სადაც მექნება მაღალი დონის შეხვედრები. ბუნებრივია, ჩვენ გვექნება განხილვა ჩვენს მიერ უკვე წარდგენილი კითხვარის ირგვლივ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, მას შეხვედრები ექნება ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ბატონ შარლ მიშელთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან და სხვა მნიშვნელოვან ადამიანებთან. „მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვადაზე ადრე დავამთავრეთ კითხვართან დაკავშირებით მუშაობა. კიდევ ერთხელ, მინდა ყველა საჯარო მოხელეს მადლობა გადავუხადო, ვინც იყო ჩართული, მინისტრებს, ყველას, მთელ მთავრობას, ყველა უწყებას, პარლამენტს, რომ დროულად მოხდა კითხვარის შევსება და ევროკავშირისთვის წარდგენა. ამ და სხვა საკითხებზე მექნება შეხვედრები ბრიუსელში, უმაღლეს დონეზე. ასევე მექნება შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ბატონ შარლ მიშელთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან და სხვა მნიშვნელოვან ადამიანებთან. ასე რომ, ამ შედეგებს საზოგადოებას მოგვიანების გავაცნობთ“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ილია დარჩიაშვილი: იმედი მაქვს, საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, რომელიც თვითშეფასების კითხვარშია, სათანადოდ დაფასდება პარტნიორების მხრიდან ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა რა წერია ევროკავშირის კითხვარში  

საგარეო საქმეთა მინისტრი: ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, რადგან პრემიერ-მინისტრი ჩვენს მიერ შევსებული კითხვარის პარალელურად უკვე თავად, პირადად შესაბამის ლიდერებთან ისაუბრებს იმ მნიშვნელობაზე, რაც უნდა ჰქონდეს ჩვენს მონაწილეობას ამ პროცესში, - ამის შესახებ ბრიუსელში ვიზიტით მყოფმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „სამუშაო ვიზიტის ფარგლებში NATO-ს შტაბ-ბინაში გენერალურ მდივანთან შეხვედრაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილო ამ ვიზიტის, რომელსაც ექნება დამატებითი იმპულსების ჩვენი საგარეო პოლიტიკის ამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის მიმართულებით“, - აღნიშნა დარჩიაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელს ეწვევა  

ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ახლა ბრიუსელში იმყოფება 18 მაისს NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას შეხვედრის შესახებ NATO-ს პრესსამსახური ავრცელებს. ამასთან, შეხვედრა ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის შტაბბინაში შედგება. ასევე წაიკითხეთ: პრემიერი ბრიუსელში ვიზიტისას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს განიხილავს - მთავრობის ადმინისტრაცია  

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა იყო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პერსპექტივები. პრემიერის თქმით, ქვეყანა აფასებს ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ინსტიტუტების ურყევ მხარდაჭერას  ევროპული ინტეგრაციის გზაზე, განსაკუთრებით კი საქართველოსთვის ისეთ მნიშვნელოვან დროს, როდესაც ქვეყანა ევროკომისიის შეფასების და საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების მოლოდინშია. შეხვედრაზე აღინიშნა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. პრემიერმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სოლიდარობა უკრაინელების მიმართ, ასევე, აღნიშნა რომ ამ დროისთვის უკრაინელი ხალხის დასახმარებლად საქართველოდან საჰაერო და სახმელეთო გზებით უკრაინაში 500 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა. გაფართოებული შეხვედრის შემდეგ კი პრემიერ-მინისტრმა და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა პირისპირ შეხვედრა გამართეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს  ევროპარლამენტის მხრიდან ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესში უწყვეტი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა  

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე გაიმართა. თავდაცვის ძალების მეთაურებმა ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) საკითხებსა და ევროკავშირის ეგიდით საერთაშორისო სამხედრო მისიებსა და ოპერაციებზე იმსჯელეს. „გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი სამხედრო კომიტეტის სხდომას გენერალ კლაუდიო გრაციანოს მიწვევით დაესწრო, რომელიც ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავჯდომარის პოსტს ტოვებს და მას მიმდინარე წლის 1 ივნისიდან ავსტრიის თავდაცვის ძალების მეთაური გენერალი რობერტ ბრიგერი შეცვლის. თავდაცვის ძალების მეთაური, ასევე შეხვდა მოლდოვის ეროვნული არმიის გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ ედუარდ ოჰლადჩუკს. მხარეებმა შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და არსებულ გამოწვევებზე გაამახვილეს ყურადღება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ვიზიტზე: ევროპა არა მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია

„ბრიუსელში ორდღიანი სამუშაო ვიზიტი დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრები შედგა ევროპულ საბჭოში - პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროპარლამენტში - პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან, ევროკომისიაში - უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელსა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან. მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკომისიის თვითშეფასების კითხვარი შეავსო, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებთან პირადად განმეხილა ის პროგრესი, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ რეფორმების პროცესში, ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების განხორციელების გზაზე მიაღწია,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. ირაკლი ღარიბაშვილი ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე: ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებზე ძალიან კარგი საუბარი მქონდა სტოლტენბერგი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ: NATO სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს ბრიუსელში შეხვდა  მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ევროპა არა მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია და ევროპელ პარტნიორებს ამ გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. „შეხვედრებზე კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ ევროპა არა მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია. მადლობას ვუხდი ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ამ გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის.რეგიონულ გამოწვევებზე და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, ასევე ნატო-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობაზე ვისაუბრე ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან, რომელმაც თავის საცხოვრებელ რეზიდენციაში მიმასპინძლა. გენერალური მდივანი რჩება საქართველოს მტკიცე და ძლიერ მხარდამჭერად ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში,“- აღნიშნულია განცხადებაში.

ილია დარჩიაშვილი ხვალ ბრიუსელს ეწვევა

საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტის ფარგლებში, 2 ივნისს, ბრიუსელის ცენტრალურ მოედანზე, ქალაქის მერიის ისტორიულ შენობაში გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც დამსწრე საზოგადოებას ასევე მიმართავს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი. ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან ბელგიის სამეფოს, ევროკავშირის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ორგანიზაციის წარმომადგენლები, ბრიუსელში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სტუმრებს საკუთარ შემოქმედებას წარუდგენს გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა. ამასთან, ღონისძიების ფარგლებში გაიმართება გამოფენა, რომელიც მიეძღვნება საქართველოს ევროპულ გზას.  

ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ევროკომისრებთან შეხვედრებს მართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა ევროკომისრებთან ტრანსპორტის, კრიზისების მართვის და გარემოს დაცვის საკითხებში, ადიანა ვალეანთან, ვირგინიუს სინკევიჩიუსთან და იანეს ლენარჩიჩთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს. უწყების ცნობით, ევროკომისრებთან შეხვედრებზე მხარეებმა ძირითადი ყურადღება გაამახვილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმდინარე პრიორიტეტებსა და აქტუალურ მიმართულებებზე, ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების კუთხით, ასევე ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის დინამიკურ პროცესზე. მხარეებმა შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განაცხადს და შემდგომ ნაბიჯებს, ხაზი გაესვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების ახალ ეტაპს, რაც სწორედ ქვეყნის მიერ წევრობაზე განაცხადის გაკეთების შემდეგ დადგა. აღინიშნა თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესის ასახვას ევროკავშირის შესაბამის გადაწყვეტილებებსა და სამომავლო გეგმებში. დარგობრივ ევროკომისრებთან შეხვედრაზე, საქართველო-ევროკავშირის მიმდინარე თანამშრომლობის კონტექსტში დადებითად შეფასდა სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს მხრიდან განხორციელებული რეფორმები. ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისართან ადიანა ვალეანესთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო-ლოგისტიკური რეგიონული ცენტრის უმნიშვნელოვანეს როლს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებდნენ მუშაობას საერთო პრიორიტეტებზე ევროკავშირის დაკავშირებადობის სტრატეგიის კონტექსტში. კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისართან იანეშ ლენარჩიჩთან შეხვედრაზე დადებითად შეფასდა კრიზისების მართვის სფეროში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა, მათ შორის საქართველოს მიერ კოვიდ-პანდემიის მართვისთვის მიღებული ზომები და ევროკავშირის დახმარება ამ პროცესში. გარემოს დაცვის საკითხებში ევროკომისართან, ვირგინიუს სინკევიჩიუსთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციის შესაძლებლობებზე, განსაკუთრებით ისეთ პრიორიტეტულ დარგებში, როგორიცაა გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება და გამოთქვა ევროკომისიის მზაობა, კიდევ მეტად გააღრმაოს საქართველოსთან თანამშრომლობა გარემოს დაცვისა და კლიმატის სფეროებში. ევროკომისრებთან შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებდნენ აქტიურ მუშაობას ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების ახალი 2021-2027 წლების დღის წესრიგით გათვალისწინებული პრიორიტეტების რეალიზაციის მიზნით. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელს სამუშაო ვიზიტით 1-2 ივნისს სტუმრობს, ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ევროკომისრების პარალელურად შეხვედრებს მართავს ევროპარლამენტში. 

სალომე ზურაბიშვილი: უკრაინაში ქალებმა საკუთარი როლი შეასრულეს, მინდა, უკრაინის პირველ ლედის გადავცე ეს გზავნილი და სოლიდარობა

უკრაინაში რასაც ვხედავთ, ქალებმა საკუთარი როლი შეასრულეს. ისინი არიან მაქსიმალურად მდგრადები და სრულად ჩართული პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა ბრიუსელში, სადაც მონაწილეობდა დისკუსიაში – „ქალები კონფლიქტებში“. სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში შარლ მიშელს ხვდება მისივე თქმით, ეს არის საზოგადოების ერთიანობის გამოხატულება. სალომე ზურაბიშვილმა ქართველი ქალების სახელით, უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა. „ალბათ არ არსებობს სიტყვები, რომლებიც აღწერს სურათებს, რასაც ვხედავთ უკრაინაში უკვე 106 დღის განმავლობაში მიმდინარე ომის დროს. ვერც ერთი სიტყვა ვერ აღწერს ძალადობრივ ომს, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელსაც მოძმე სახელმწიფოდ აცხადებდა. პარადოქსი სახეზეა. შენ არ გაუკეთებ ასეთ რამეს ახლობელ სახელმწიფოს და ხალხს. რუსეთი ამ ხალხს კლავს ყოველდღე, მათ შორის ქალებსა და ბავშვებს. ჩვენ ვიცით, რომ კონფლიქტებში პირველი მსხვერპლი ქალები არიან. ჩვენ გვქონდა ეს გამოცდილება რუსეთის სამი აგრესიის პერიოდში. ქალები იყვნენ მსხვერპლთა და იძულებით გადაადგილებულ პირებს შორის, მაგრამ რასაც ახლა უკრაინაში ვხედავთ არის ის, რომ ქალებმა საკუთარი როლი შეასრულეს, ისინი არიან მაქსიმალურად მდგრადები და სრულად ჩართული პროცესში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ექსტრაორდინალური გამოხატულებაა საზოგადოების ერთიანობისა. ეს არ არის ომი, რომელსაც კაცები ხელმძღვანელობენ, ეს არის ომი, რომელსაც სათავეში უდგას მთელი უკრაინელი ერი, რაც იმსახურებს ჩვენს აღტაცებას. მინდა, უკრაინის პირველ ლედის გადავცე ეს გზავნილი და სოლიდარობა ყველა ქართველი ქალის სახელით, რომელთაც ახლა მე წარმოვადგენ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ბრიუსელში დაგაგმილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქალი ლიდერები და კონფლიქტში დაზარალებული ქალები, მათ შორის, უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი სიმა სამი ბაჰუსი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ნადია მურადი.  

პრეზიდენტი: ბრიუსელში დამხვდა გაფუჭებული საქმე, ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის მოწინავე პოზიციიდან საქართველომ ბოლო ადგილას გადაინაცვლა

საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგი მის უცხოეთში ვიზიტებზე საუბრით დაიწყო. სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში არსებული სურათი საქართველოსთან დაკავშირებით, უარყოფითად შეაფასა. „ბრიუსელში დამხვდა ის, რასაც უნდა დავარქვა გაფუჭებული საქმე. გასული წლის 19 ივლისი, ბათუმის ასოცირებული ტრიოს დეკლარაცია, რომელსაც ჩვენი ინიციატივით მოეწერა ხელი იყო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. მაშინ ცხადი იყო, რომ საქართველოს ეჭირა მოწინავე პოზიცია. გაფუჭებული საქმე იმას ჰქვია, როცა ერთი წლის შემდეგ საქართველომ მოწინავე ქვეყნიდან გადაინაცვლა ბოლო ადგილას. გაფუჭებული საქმე აშკარად გამოვლინდა სხვადასხვა კუთხით პირველი არის ევროპარლამენტის რეზოლუცია“, შესაბამისი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. პრეზიდენტის შეფასებით, გაფუჭებული საქმე ყველაზე ნათლად გამოჩნდა რეზოლუციის იმ ნაწილში, რომელიც აპელირებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე. ზურაბიშვილი თვლის, რომ ასეთი ტექსტი თავისი ფაქტობრივი უზუსტობებით და დაუსაბუთებელი ბრალდებებით მხოლოდ ერთი რამის მანიშნებელია, რომ არ იყო გაწეული სათანადო მუშაობა იმ ევროპარლამენტის პარტიებთან, რომლებიც მონაწილეობდნენ რეზოლუციის მომზადებაში. პრეზიდენტის განცხადებით, ოპოზიცია თავისი მიზნების მისაღწევად მუშაობდა, მთავრობას, ან პარტიას კი ის სამუშაო, რომელიც მას ევალებოდა, არ ჩაუტარებია და ამის ნაცვლად „ხან დუმილი, ხან სერიოზულ კითხვებზე შეურაცხმყოფელი პასუხები არჩია“, რის გამოც „შესაბამისი შედეგიც მიიღო“. ზურაბიშვილის შეფასებით, ევროკავშირის მიერ მიღებული რეზოლუცია უფრო განწყობის გამოხატვაა, ვიდრე რაიმე გადაწყვეტილების დაანონსება, შესაბამისად, საზოგადოება შეცდომაში არ უნდა იყოს შეყვანილი. „უნდა გვესმოდეს, რომ ეს რეზოლუცია უფრო განწყობის გამოხატვაა, ვიდრე რაიმე გადაწყვეტილების დაანონსება, რომლის ფაქტობრივი საფუძველიც ამჟამად არ არსებობს. საზოგადოება არ უნდა იყოს შეყვანილი შეცდომაში, ეს რეზოლუცია ამ ეტაპზე მხოლოდ ერთვარი გაღიზიანების გამოვლენაა, ზოგი რადიკალური ოპოზიციის თანმიმდევრული მუშაობისა და ხელისუფლების დუმილის და უმოქმედობის შედეგია. ეს არ წარმოადგენს არც ჯერ გადაწყვეტილებას და არც მზაობას ევროკავშირის მხრიდან, რომ ასეთ ზომებს მიმართოს. სიმართლეს ასევე არ წარმოადგენს განაცხადი, რომ უკვე იყოს დაწესებული რაიმე ფორმის სანქციები. ეს ბუნდოვანება ემსახურება იმას, რომ გადაიფაროს მათი დანაშაული, ვისაც ეს მუშაობა ევალებოდა და ყველაფერი არ ეცადა, რათა ეს უსამართლობა ქვეყნისთვის და მთავრობის ყოფილი მეთაურისთვის აეცილებინათ თავიდან. ამ დანაშაულზე კონსპირაციული თეორიებით და ანტიევროპული განცხადებები მხოლოდ საკუთარი დაუდევრობის გადაფარვის მცდელობაა, მმართველ პარტიაზე ვლაპარაკობ, საკუთარი დაუდევრობის გადაბარების მცდელობაა, თითქოს, მე დავსვი ტოლობის ნიშნები და არა ის, რომ თქვენ, მმართველმა პარტიამ არაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი იმ რიგში არ ჩაწერილიყო, თქვენ უნდა მიხედოთ ამ საკითხს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.  პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას ბრიუსელში საკმაოდ დამძიმებული სურათი დახვდა. „როგორც მოგეხსენებათ დავბრუნდი საქართველოში საკმაოდ კონტრასტული ვიზიტების შემდეგ. ერთი მხრივ იტალია, სადაც მქონდა არაჩვეულებრივი მიღება და საქართველოსთვის არაჩვეულებრივი მხარდაჭერა იტალიისგან, სადაც გაიმართა სახელმწიფო ვიზიტი 25 წლის შემდეგ პირველად, სადაც ხელი მოეწერა 65 წლის წინ 1957 წლის 25 მარტს რომის ტრაქტატებს. ქვეყანა, სადაც ამგვარად დაიბადა ევროპა და საიდანაც იშვა ევროპული ცივილიზაცია, დაიწერა პირველი კანონმდებლობა და ევროპის იდეის ინსპირატორი გახდა. ამგვარად ეს იყო უმნიშვნელოვანესი ვიზიტი, ამ ჩვენი ევროპული გზის გადამწყვეტ ეტაპზე. მეორე მხრივ, ჩავედი ბრიუსელში ევროპული საბჭოს ხელმძღვანელთან შარლ მიშელთან, სადაც დამხვდა საკმაოდ დამძიმებული სურათი. მოცემული სიტუაციიდან გამომდინარე, ვაპირებდი კიდევაც საფრანგეთსა და პოლონეთში სტუმრობას. აქ არ დავწვრილმანდები პროცედურული საკითხებით. ამ შემთხვევაში წერილობით არც მოთხოვნა ყოფილა და არც პასუხი ეს მოხდა, ზეპირად, რამეთუ საჩქარო იყო. მაგრამ „ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდების“ ლოგიკამ გაიმარჯვა იმაზე, რაც, ჩემი აზრით, იქნებოდა ქვეყნის ინტერესში ამ მომენტში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ევროპული მომავლისკენ წინსვლაში: არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს - პრეზიდენტი   პრეზიდენტი: ბრიუსელიდან მინდოდა საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლა, თუმცა უარი მივიღე - თურმე, მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა   პრეზიდენტი: ევროპარლამენტის რეზოლუციას მოჰყვა ისეთი კომენტარები სახელისუფლო გუნდიდან, რომელიც არ მაძლევს საშუალებას, რომ ეფექტურად დავიცვა ჩვენი კანდიდატურა

ორბანის განცხადებით, ბრიუსელი უნგრეთის „უფროსი“ არ არის

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცახებით, მისი ქვეყანა საკუთარი თავის უფროსი თავად არის. ამის შესახებ ორბანმა Facebook-ზე დაწერა. ორბანი რუსული გაზის ემბარგოს მხარს არ დაუჭერს - Bloomberg „ბრიუსელი არ არის ჩვენი უფროსი. ჩვენ დამოუკიდებელი, სუვერუნული უნგრული ნაცია ვართ. ჩვენ ვმონაწილობთ ერთობლივ გადაწყვეტილებებში. თუ ჩვენ გვაწყობს ეს გადაწყვეტილება, ამის შესახებ ვიტყვით“, - დაწერა ორბანმა.  ორბანის მრჩეველი პრემიერის „ნაცისტური“ გამონათქვამების შემდეგ გადადგა შეგახსენებთ, რომ უნგრეთის ხელისუფლებამ რუსეთთან მიმართებით, სანქციებთან დაკავშირებით ევროკავშირი რამდენჯერმე გააკრიტიკა. მისი თქმით, „დასავლეთმა იარაღიდან თავისი ფილტვების მიმართულებით გაისროლა და დახჩობა ელის“.   

სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები ბრიუსელში ევროკავშირის შუამავლობით, მოლაპარაკებას გამართავენ

31 აგვისტოს ბრიუსელში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩარლზ მიშელის შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ სომხეთის მთავრობაში განაცხადეს. რას სთავაზობს სომხეთი აზერბაიჯანს ბოლო ასეთი სამმხრივი შეხვედრა ბრიუსელში 22 მაისს გაიმართა. შემდეგ მხარეები საზღვრის დელიმიტაციის სომხურ-აზერბაიჯანული კომისიის მუშაობის დაწყებაზე შეთანხმდნენ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან მოლაპარაკებები გამართა კომისიის პირველი სხდომა ორი ქვეყნის საზღვარზე 24 მაისს გაიმართა. დელიმიტაციისა და უსაფრთხოების კომისიის მორიგი სხდომა მოსკოვში 30 აგვისტოს გაიმართება.  

ბრიუსელში ერთ-ერთ კაფეში ავტომობილი შევარდა, შემთხვევის შედეგადაც 6 დამიანი დაშავდა

ბრიუსელში ერთ-ერთ კაფეში ავტომობილი შევარდა, რის შედეგადაც 6 დამიანი მსუბუქად დაშავდა. დაზარალებულები კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ადგილზე სამძებრო სამუშაო მიმდინარეობს.  

მაკა ბოჭორიშვილმა და ირაკლი ჩიქოვანმა ბრიუსელში შეხვედრებზე, საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესი განიხილეს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, ბრიუსელში, ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს.ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.  ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტის წევრებს - სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე მარინა კალიურანდს, საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მომხსენებელს, სვენ მიკსერს და საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრს, ტონინო პიცულას შეხვდა. ქართველმა პარლამენტარებმა შეხვედრა, ასევე, გამართეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის კაბინეტის უფროსთან და საგარეო პოლიტიკის საკითხებში მთავარ მრჩეველთან, ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის მმართველ დირექტორთან და ევროკომისიის წარმომადგენლებთან. შეხვედრებისას, მხარეებმა, საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს, საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და სამომავლო გეგმებს. ვიზიტის ფარგლებში, რომელიც ბრიუსელში 31 აგვისტო-2 სექტემბერს გაიმართა, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრები,ასევე,  ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან გამართა.  

ირაკლი ღარიბაშვილი ბირიუსელში ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომას დაესწრება

„დღეს ჩვენ მოვემგზავრებით ბირიუსელში, სადაც ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომა იმართება. დელეგაციას პირადად ვუხელმძღვანელებ, რომელშიც ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრებიც იქნებიან“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ჩვენ ვისაუბრებთ ყველა იმ პროგრესზე და რეფორმაზე, რომელზეც ვმუშაობთ. ასევე ბუნებრივია ჩვენ გვექნება საუბარი იმ 12 რეკომენდაციაზე, რომელზეც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს პარლამენტში. რა თქმა უნდა, საუბარი შეეხება ქვეყანაში მიმდინარე სიტუაციას, როგორც პოლიტიკურს, ასევე ეკონომიკურს, ზოგადად რეგიონში არსებულ გამოწვევებს უკრაინის ომთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ დეტალურად წარვუდგენთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ჩვენ მიერ მიღწეულ პროგრესს“, - განაცხადა პრემიერმა. 24  ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.  გაეცანით Europetime-ს სტატიას:   ევროკავშირი ახლა უფრო სიღრმისეულად დააკვირდება, რამდენად ეფექტიანად შეასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციას  

ილია დარჩიაშვილი ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ბელგიის სამეფოს საგარეო, ევროპულ საქმეთა, ვაჭრობის და ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრთან, ჰადია ლაბიბისთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  მათივე ცნობით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიმოიხილა როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და მეგობრული ურთიერთობები. "მინისტრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობა, მათ შორის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავება მაღალი პოტენციალი. ბელგიის მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ბელგიის სამეფოს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროკომისიის ისტორიული გადაწყვეტილების მნიშვნელობას და იმედი გამოითქვა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების შემდეგ, საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. აღინიშნა ამ მნიშვნელოვან პროცესში ბელგიის სამეფოს მხარდაჭერის მნიშვნელობა. ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავების საკითხზე საუბრისას მინისტრებმა განსაკუთრებით აღნიშნეს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში – „ევროპალია“ საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობის მნიშვნელობა, რაც კარგი შესაძლებლობაა საქართველოს და მისი კულტურის პოპულარიზაციისთვის არა მხოლოდ ბელგიის სამეფოში, არამედ ევროპის კონტინენტსა და მის მიღმა. შეხვედრაზე მინისტრებმა კიდევ ერთხელ აღინიშნეს მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პროცესში. ილია დარჩიაშვილმა ბელგიელი კოლეგა საქართველოში მოიწვია", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ილია დარჩიაშვილი ევროპარლამენტარ ვიტოლდ იან ვაშიკოვსკის შეხვდა

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროპარლამენტარ ვიტოლდ იან ვაშიკოვსკის შეხვდა. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და ევროპარლამენტს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და მიესალმნენ ევროპარლამენტის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ. "საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, როგორც იმ პროგრესის აღიარებას, რომელსაც საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიაღწია. გამოითქვა იმედი, რომ საქართველო ახლო მომავალში მიიღებს კანდიდატის სტატუსს, რაშიც ევროპარლამენტი პოზიტიურ წვლილს შეიტანს. რეგიონში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას და ევროკავშირის მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ბრიუსელში იმყოფება. მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, დელეგაციის შემადგენლობაშია საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ლევან დავითაშვილი: ევროპის ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით, საქართველოს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია

„ევროპა ეძებს ალტერნატიურ ენერგომომარაგების წყაროებს, ალტერნატიულ მარშრუტებს ზოგადად ევროპის ეკონომიკისთვის, ალტერნატიულ დაკავშირებას აზიასთან და ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან - ამ კუთხით ჩვენს ქვეყანას შეუძლია  მნიშვნელოვანი და საიმედო პარტნიორის როლი შეასრულოს“, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომელიც ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და თავს ევროკომისიაში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.  მისივე თქმით, საქართველოს ამ თანამშრომლობისთვის კიდევ უფრო დიდი პოტენციალი აქვს. „ამაზე ვისაუბრეთ ევროკომისრებთან შეხვედრაზე, ასევე  ტრანსპორტისა და ენერგეტიკის   სფეროში თანამშრომლობაზე და განვიხილეთ ის საკითხები, რომლებიც დღეს აქტუალურია მსოფლიოში, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში და ევროპაში“, - აღნიშნა დავითაშვილმა.  ეკონომიკის მინისტრის თქმით, შეხვედრებზე აღინიშნა, რომ საქართველო ევროკავშირისთვის ისეთივე საინტერესო უნდა იყოს, როგორც საქართველოსთვის არის ევროკავშირი მნიშვნელოვანი. „ევროკომისრებთან ასევე ვისაუბრეთ  იმ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან - ჩვენს ქვეყანას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევროპის ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.  

მედია: კოსოვო, ევროკავშირში გაწევრიანების თხოვნით ბრიუსელს, ოფიციალურად მიმართავს

მოსალოდნელია, რომ კოსოვო ბრიუსელს, ევროკავშირში გაწევრიანების თხოვნით ოფიციალურ განაცხადით 15 დეკემბერს მიმართავს.  ამის შესახებ კოსოვოს ტელეარხი RTK იტყობინება, რომელმაც განაცხადის დამადასტურებელი დოკუმენტი მოიპოვა.  ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმით განიხილავს ევროკავშირი კოსოვოს განაცხადს, რადგან ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ კოსოვოს დამოუკიდებლობა არ აღიარა. ეს ქვეყნებია: ესპანეთი, კვიპროსი, საბერძნეთი, სლოვაკეთი და რუმინეთი.  

აშშ-ში ვიზიტის შემდეგ, ზელენსკი ბრიუსელში მიიწვიეს

უკრაინა-ევროკავშირის სამიტი 2023 წლის 3 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ Reuters-ი ევროპული საბჭოს სპიკერზე დაყრდნობით იუწყება. მისივე ინფორმაციით, მოწვევა გაეგზავნა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. უკრაინა-ევროკავშირის ბოლო სამიტი 2021 წლის 12 ოქტომბერს კიევში გაიმართა. სპიკერმა განმარტა, რომ ზელენსკის მიწვევა ბრიუსელშიმ არ ნიშნავს, რომ სამიტი ბელგიის დედაქალაქში გაიმართება. აშშ-ის მხარდაჭერა გაგრძელდება, ვიდრე კიევი რუსეთის ძალებს უკრანიდან არ განდევნის - პოლ გობლი ზელენსკის პირველი საერთაშორისო ვიზიტი, 20-21 დეკემბერს, აშშ-ში შედგა.  

ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ბელგიაში გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტის ფარგლებში ბრიუსელში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს როგორც ნატო-ში, ისე ევროკავშირში. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, ლევან იოსელიანმა შეხვედრა გამართა ევროპის საგარეო მოქმედების სამსახურის (EEAS) საქართველოს საკითხებზე მომუშავე ხელმძღვანელ პირებთან: რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის მმართველ დირექტორთან მაიკლ ზიბერტთან, საქართველოს საქმეთა სამმართველოს უფროსთან დოროტა დლუჩსთან და საქართველოსთან ურთიერთობის ოფიცერთან ფრანჩესკა კარდონასთან. „ბრიუსელში ვხვდები ყველა იმ ორგანიზაციას, ვინც მუშაობს და გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს საკითხზე. მათ კიდევ ერთხელ დამიდასტურეს, რომ სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის აპარატი, რჩება მათ მთავარ პარტნიორად და ჩვენი ოფისის შეფასებები თუ მოსაზრებები მათთვის მნიშვნელოვანია. ამავე დროს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი არის ის, რომ პოლარიზაცია ძალიან უშლის ხელს კანდიდატის სტატუსის მიღებას. ახლა, როცა მოახლოებულია გადაწყვეტილების მიღების დრო, ყველამ უნდა აიღოს თავისი პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით ხელისუფლებამ, ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ - გადადგან ნაბიჯები და დავანახოთ ევროკავშირს, რომ შეგვიძლია მოლაპარაკებები. სახალხო დამცველი აქტიურად იქნება ჩართული მოლაპარაკებებისა და მედიაციის პროცესში“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.  

სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი 31 მაისს, 13-წლიანი პაუზის შემდეგ, ევროპარლამენტს მიმართავს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. პრეზიდენტი პირისპირ შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობების პირებთან: ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან. 31 მაისს კი, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუები საერთაშორისო მედიასთან.  

ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომა გაიმართება

8 ივნისს, ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომა თანათავმჯდომარეების, მაკა ბოჭორიშვილისა და მარინა კალიურანდის ხელმძღვანელობით გაიმართება. საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, სხდომაში საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციები, ასევე საქართველოს აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ კომიტეტის სხდომის ფარგლებში განიხილავენ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგს, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობას. პარლამენტში აცხადებენ, რომ სხდომის მონაწილეები ასევე იმსჯელებენ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მიმართულ ძალისხმევაზე. საქართველოს მხრიდან ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები არიან: მაკა ბოჭორიშვილი, ლევან ქარუმიძე, მაია ბითაძე, ხატია წილოსანი, გიორგი ჩაკვეტაძე, ეკა სეფაშვილი, ჰერმან საბო და ანა წითლიძე. ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი (EU-Georgia Parliamentary Association Committee) საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საპარლამენტო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების საფუძველზე ჩამოყალიბდა. მისი მთავარი მიზანია ასოცირების შეთანხმების შესრულების ზედამხედველობა და საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის ხელშეწყობა. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი შედგება საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის წევრებისაგან.  

ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით ჩადის

18-19 ივლისს, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტს გამართავს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის ინსტიტუტების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, მათ შორის ევროკომისართან სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეისთან და ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორთან, გერტ იან კოპმანთან. „შეხვედრების ფარგლებში განიხილება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, ისევე როგორც ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი. ძირითადი აქცენტი გაკეთდება წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე, ასევე საუბარი შეეხება ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს. ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ გაკეთებულ ზეპირ ანგარიშზე, სადაც ასახულია საქართველოს პროგრესი სხვადასხვა მიმართულებით, ასევე აღინიშნება ევროკომისიის მიერ თებერვალში გამოქვეყნებული ანალიტიკური ანგარიში, რომელიც დადებითად აფასებს საქართველოს ძალისხმევასა და პროგრესს ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების კონტექსტში,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მისივე თანახმად, შეხვედრების ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ევროკავშირთან სექტორული დაახლოების პროცესს. ამასთან ყურადღება გამახვილდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიურ დინამიკაზე.  

ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა

25-26 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს ევროკომისიაში, კერძოდ, ევროკომისართან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ასევე ევროკომისართან შინაგან საქმეთა საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროკომისართან ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში, ევროკომისართან ენერგეტიკის საკითხებში და ევროკომისართან ეკონომიკის საკითხებში. ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ასევე შეხვდება ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორს. ასევე გაიმართება სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან. ევროკომისია განმარტავს, რა შემთხვევაში იქნება მზად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცეს შეგახსენებთ, ილია დარჩიაშვილის გამგზავრებამდე, საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი. ჯოზეფ ბორელი: 12 პრიორიტეტიდან 9 შესასრულებელია - ევროპის გზაზე შემდგომი ნაბიჯები დამსახურებაზე იქნება დამოკიდებული ცნობისთვის, გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ამასთან, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი. სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.

ბრიუსელმა თავდასხმის შემდეგ, ტერორისტული საფრთხის დონე მაქსიმუმამდე გაზარდა

ბრიუსელმა ტერორისტული საფრთხის დონე უმაღლეს დონემდე გაზარდა. ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ბელგია-შვედეთს შორის შეჩერებულია და გულშემატკივრებს მოუწოდეს, რომ სტადიონზე დარჩნენ. მანამდე ბელგიის პოლიციამ განაცხადა, რომ ბრიუსელის ცენტრში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. BBC-ის ცნობით, თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და ამ დრომდე მიმალვაშია. პროკურორები ამბობენ, რომ სროლას ტერორიზმად განიხილავენ.  

ბრიუსელის ცენტრში სროლის დროს ორი ადამიანი დაიღუპა

ბელგიის პოლიციამ განაცხადა, რომ ბრიუსელის ცენტრში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. მათ საფეხბურთო ფორმა ეცვათ. მედიაში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ კაცი სადგურის მახლობლად, დიდი იარაღის გამოყენებით რამდენჯერმე ისვრის. ბელგიური მაუწყებლების ცნობით, დაღუპულები შვედები არიან. დღეს შვედეთის ეროვნული ნაკრებისა და ბელგიის საფეხბურთო მატჩი უნდა გამართულიყო. BBC წერს, რომ უცნობია, ისინი მატჩზე დასასწრებად იყვნენ თუ არა ბელგიაში ჩასულები. პოლიციის სპიკერმა აღნიშნა, რომ ოფიცრები მალე მივიდნენ შემთხვევის ადგილზე და გზა გადაკეტეს. მან სროლის გარემოებების დაზუსტებაზე უარი თქვა. Washington Post-ი წერს, რომ ევროპაში უსაფრთხოების თვალსაზრისით მეტ სიფრთხილეს იჩენენ ისრაელ-ჰამასის მიმდინარე ომის გამო.  ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 20 წლის ახალგაზრდა პოლიციამ დააკავა, თუმცა BBC წერს, რომ ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის.  

პოლიციამ ბრიუსელში ორი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაღუპვა დაადასტურა

45 წლის კაცი, რომელიც ეჭვმიტანილია ბრიუსელში ორი შვედი ფეხბურთის ქომაგის მკვლელობაში, სამშაბათს კაფეში, პოლიციის მიერ გასროლის შედეგად დაიღუპა. „ბრიუსელის ტერაქტში დამნაშავე იდენტიფიცირებულია, ის დაიღუპა,“ - დაწერა შინაგან საქმეთა მინისტრმა ანელის ვერლინდენმა X-ზე. მედიის ცნობით, კაცი, რომელსაც ჭრილობა გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის ორშაბათს ღამით ბრიუსელის ცენტრში, შვედეთის ორი მოქალაქის მკვლელობაში და მესამე ადამიანის დაჭრაშია ეჭვმიტანილი. პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კრუმ ორშაბათის სროლას სასტიკი „ტერორისტული თავდასხმა" უწოდა. „წუხელ სამი ადამიანი გაემგზავრა მშვენიერი ფეხბურთის ზეიმზე. მათგან ორის სიცოცხლე შეეწირა სასტიკ ტერორისტულ თავდასხმას,“ - განაცხადა დე კროომ პრესკონფერენციაზე. „დამნაშავის სამიზნე იყვნენ შვედეთის გულშემატკივრები, რომლებიც ბრიუსელში იყვნენ „წითელი ეშმაკების“ („მანჩესტერ იუნაიტედი“, რედ.) ფეხბურთის მატჩზე დასასწრებად,“ - განაცხადა დე კროომ. ბრიუსელმა თავდასხმის შემდეგ, ტერორისტული საფრთხის დონე მაქსიმუმამდე გაზარდა პოლიციამ 16 ოქტომბერს განაცხადა, რომ ბრიუსელის ცენტრში სროლის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა.  

ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში გაემგზავრა. საქართველოს მთვრობის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს ევროკომისიის მიერ ორგანიზებულ ფორუმში - „გლობალური კარიბჭის ფორუმი 2023". „გლობალური კარიბჭე” არის ევროპული სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხო კავშირების გაუმჯობესებას ციფრულ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სექტორებში, ასევე − ჯანდაცვის, განათლებისა და კვლევის სისტემების გაძლიერებას მთელ მსოფლიოში. „გლობალური კარიბჭე” სრულად შეესაბამება გაეროს 2030 წლის დღის წესრიგს, მდგრადი განვითარების მიზნებს და პარიზის შეთანხმებას. სტრატეგიის მიზანია პრიორიტეტული მიმართულებების დასაფინანსებლად 300 მილიარდ ევრომდე ინვესტიციების მობილიზება. „გლობალური კარიბჭე” აერთიანებს როგორც ევროკავშირსა და მის წევრ-ქვეყნებს, ისე ფინანსურ და განვითარების ინსტიტუტებს, რათა მოხდეს კერძო სექტორის მობილიზება ინვესტიციების ტრანსფორმაციული გავლენისთვის გამოსაყენებლად. ფორუმის ფარგლებში გამართულ სამუშაო პანელზე − „სატრანსპორტო დერეფნები” − პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავარი მომხსენებელი იქნება. ფორუმში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიიწვია,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ერევანმა და ბრიუსელმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სტატუსის შესახებ შეთანხმება გააფორმეს

ერევანმა და ბრიუსელმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სტატუსის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. კერძოდ, ერევანსა და ბრიუსელს შორის ევროკავშირის მისიის სტატუსის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. გავრცელებული ცნობით, დოკუმენტი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პარუირ ოვანისიანმა და სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვასილის მარაგოსმა შეადგინეს. „მინდა მადლობა გადავუხადო სომხეთის ხელისუფლებას თებერვალში ამ მისიის მიღებისთვის. ამ მისიამ სომხეთს უკვე ბევრი რამ შესთავაზა სტაბილურობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. სტატუსის შესახებ შეთანხმება, რომელიც ჩვენ დღეს გავაფორმეთ, ხელს შეუწყობს უფრო მეტი სამართლებრივი სიზუსტის მოპოვებას, როდესაც საქმე ეხება ქვეყანაში მისიის ყოფნისას სხვადასხვა უფლებებისა და მოვალეობების რეგულირებას," - განაცხადა ვასილის მარაგოსმა. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პარუირ ოვანისიანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის მისიის სტატუსის შესახებ შეთანხმება სომხეთში მისი საქმიანობის უფრო ეფექტურ განხორციელებას შეუწყობს ხელს. ევროკავშირის სამოქალაქო მისიამ სომხეთში მუშაობა 2023 წლის თებერვალში დაიწყო და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სომხურ მხარეს ევროპელი დამკვირვებლები პატრულირებენ.

ბლინკენი ბრიუსელშია

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბრიუსელში ჩავიდა. ის NATO-უკრაინის საბჭოს სხდომას დაესწრება, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გაიმართება. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ბრიუსელს 27029 ნოემბერს ეწვევა. „სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 2023 წლის 27-29 ნოემბერს გაემგზავრება ბრიუსელში, ბელგიაში, რათა დაესწროს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, მათ შორის NATO-უკრაინის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების პირველ შეხვედრას," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. მისივე თანახმად, ბლინკენი ხაზს გაუსვამს NATO-ს მტკიცე ვალდებულებას უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, დასავლეთ ბალკანეთში დემოკრატიისა და რეგიონული სტაბილურობის მხარდაჭერას და განიხილავს 2024 წლის ივლისში ვაშინგტონის სამიტის პრიორიტეტებს. რას პასუხობს ბაქოს პროტესტს ო'ბრაიენი და განიხილება თუ არა სამხრეთ კავკასიის საკითხი ბრიუსელში  

ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა

11-12 დეკემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრი მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში, სადაც  განხილული იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში არსებული თანამშრომლობა, აქცენტი გაკეთდება 2022-2023 წლებში მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე, გამართავს შეხვედრებს ევროპელ კოლეგებთან და ევროკომისიის წარმომადგენლებთან. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო 14/15 დეკემბერს მიიღებს.  

ბრიუსელში დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი გაიმართება, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც დაესწრება

ბრიუსელში დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი გაიმართება, რომელშიც ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან ხუთი ქვეყნის - სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის - საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას. ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას, რომელიც საგარეო საქმეთა საბჭოს დასრულების შემდეგ დაიწყება, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი გაუძღვება. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს ევროკომისარი ოლივერ ვარჰეიც. „მინისტრები გაცვლიან მოსაზრებებს აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ, მიმოიხილავენ მის მიღწევებს და გამოავლენენ კონკრეტულ რეკომენდაციებს პოლიტიკის მომავლისთვის. შეხვედრაზე მინისტრები განიხილავენ თუ როგორ შეუძლია აღმოსავლეთ პარტნიორობას გააგრძელოს წევრი ქვეყნებისა და პარტნიორი ქვეყნების საჭიროებების დაკმაყოფილება, რა უნდა იყოს ერთობლივი მუშაობის ძირითადი პრიორიტეტები 2024 წელს, როგორ უნდა დაჩქარდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელება და როგორ გაიზარდოს თანამშრომლობა ისეთ რეგიონებთან, როგორიცაა ცენტრალური აზია და დასავლეთ ბალკანეთი და სინერგია სხვა რეგიონულ პოლიტიკასთან, როგორიცაა შავი ზღვის სინერგია. მინისტრები მიზნად დაისახავენ გააძლიერონ ვალდებულება 2024 წლის კონკრეტულ მიღწევებზე, განსაკუთრებით რეგიონული როუმინგის, საგზაო უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის სფეროში“, - წერია ევროკავშირის ინფორმაციაში. მინისტრებს სიტყვით მიმართავს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი.  

ირაკლი კობახიძის პირველი ვიზიტი პრემიერის რანგში 20-21 თებერვალს ბრიუსელში შედგება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისი პირველი ვიზიტი პრემიერ-მინისტრის რანგში 20-21 თებერვალს, ბრიუსელში განხორციელდება. მან მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვიზიტი შეეხება ევროკავშირს და ასევე NATO-ს. „უკვე დაგეგმილია ვიზიტები, 20-21 თებერვალს დაგეგმილია ვიზიტი ბრიუსელში, ეს ეხება, როგორც ევროკავშირს, ასევე, NATO-ს. დღის წესრიგიც უკვე გაწერილია, შესაბამისად, პირველი ვიზიტი ბრიუსელში განხორციელდება,“ - განაცხადა კობახიძემ. პარლამენტმა დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც პრემიერი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს  

ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და NATO-ში. ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში, რის შემდეგაც, პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური შეხვედრას გამართავს NATO-ს გენერალურ მდივანთან, ასევე, მონაწილეობას მიიღებს NATO-საქართველოს კომისიის სხდომაში. ბრიუსელში პრემიერ-მინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან: პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი; ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი; საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი.  

ევროკომისია ბრიუსელის შტაბბინაზე დრონების საწინააღმდეგო სისტემების მონტაჟს განიხილავს - POLITICO

Politico-ს ინფორმაციით, ევროკომისია ბრიუსელში, Berlaymont-ის შტაბ-ბინაზე დრონების საწინააღმდეგო სისტემების დამონტაჟების შესაძლებლობას იკვლევს. წყაროს ცნობით, ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ დაიწყო იმ კომპანიების მოძიება, რომლებიც შენობას შესაბამისი აღჭურვილობით უნდა უზრუნველყონ. როგორც Politico წერს, ანონიმურობის პირობით ამბობენ, დრონების საწინააღმდეგო სისტემები უპილოტო საფრენი აპარატების საშუალებით ჯაშუშობისა და ფიზიკური თავდასხმებისგან თავის დასაცავად იქნება გამიზნული. ჯერ უცნობია, კონკრეტულად, რა ტიპის სისტემა იგულისხმება ანტისადრონო აღჭურვილობაში. ამასთან, არასანქცირებული დრონები, რომლებიც მნიშვნელოვან საჯარო შენობებთან ახლოს დაფრინავენ, უსაფრთხოებისთვის პოტენციურ საშიშროებას წარმოადგენენ. „ევროკომისია სხვა დაინტერესებულ მხარეებსა და მასპინძელი ქვეყნის [ბელგიის] ხელისუფლებასთან ერთად განიხილავს ყველა შესაძლო ზომას ამ საფრთხეზე რეაგირებისთვის. რადგან ეს არის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხი, კომისიას არ შეუძლია დამატებითი კომენტარის გაკეთება იმ ზომებთან დაკავშირებით, რომლებიც მიღებულია ან მომავალში მიიღება," - აღნიშნა ევროკომისიის წარმომადგენელმა Politico-სთან. Berlaymont-ის შენობაში განთავსებულია კომისიის მაღალი რანგის 32 000 თანამშრომელი. ამ შენობაში ასევე ცხოვრობს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი.  

მირზოიანი: ბრიუსელთან და ვაშინგტონთან ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებს ვაღრმავებთ

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ ერევანი ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაღრმავებისკენ მიისწრაფვის პორტალ Todos Noticias-თან ინტერვიუში მირზოიანმა განაცხადა, რომ სომხეთს სურს, გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები. „ჩვენ ვხედავთ, რომ, მაგალითად, შეერთებული შტატები და ევროკავშირი მთავარი პარტნიორები არიან. ჩვენ ასევე დავინახეთ, რომ ევროკავშირი მზად იყო, გამოეგზავნა სამოქალაქო მისია და საზღვარზე ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მათი ყოფნა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მშვიდობას რეგიონსა და სომხეთის ნაწილში. ახლა ჩვენ ვაღრმავებთ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებს ბრიუსელთან და ვაშინგტონთან. ჩვენ ვცდილობთ ჩვენი უსაფრთხოებისა და განვითარების დემოკრატიული გზით და ინსტიტუტებით უზრუნველყოფას და ვხედავთ, რომ ამისთვის დასავლეთში კარგი პარტნიორები არიან,“ - განაცხადა მირზოიანმა. სტოლტენბერგის ვიზიტი სომხეთში - „სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობა NATO-სთვის მნიშვნელოვანია,“ ამ გზავნილით აღწერს ალიანსი სომხეთში ვიზიტს. ორი კვირის წინ, სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში, ეს იყო სტოლტენბერგის პირველი ვიზიტი მას შემდეგ, რაც სომხეთმა NATO-სთან უფრო დაახლოების სურვილი დააფიქსირა. მოსალოდნელია, რომ ერევანი ალიანსის ახალ პროგრამებში ჩაერთვება, თუმცა „გაწევრიანება დღის წესრიგში არ არის.“ აღსანიშნავია, რომ ერევანმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების სურვილიც ღიად დააფიქსირა. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი რუსეთი მოკავშირედ რჩება, მან არაერთხელ განაცხადა, რომ არ უჭერს მხარს მოსკოვის მიერ წარმოებულ ომს უკრაინაში და კიევში ჰუმანიტარული დახმარებაც გაგზავნა, რამაც რუსეთის გაბრაზებაც გამოიწვია. ერევანში ვიზიტისას კი, სტოლტენბერგმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უკრაინის მიმართ „სოლიდარობის“ გამო შეაქო. ბოლო პერიოდში ერევანი ასევე ხშირად მიუთითებდა, რომ უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულება შეცდომა იყო. NATO-ს ცნობით, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის შესახებ საუბრისას, გენერალურმა მდივანმა მოუწოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს, მიაღწიონ შეთანხმებას ურთიერთობების ნორმალიზაციისა და გრძელვადიანი მშვიდობისთვის გზაზე.  „ეს მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, რადგან ჩვენ უფრო სახიფათო სამყაროს წინაშე ვდგავართ,” - ხაზგასმით აღნიშნა მან და გაიმეორა, რომ ”NATO მხარს უჭერს სომხეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მის მშვიდობიან მისწრაფებებს.” ვიზიტის დროს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა სომხეთის რეფორმების პროგრესზე. „თქვენ ასევე აჩვენეთ რეალური ვალდებულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, თქვენი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიმართ,” - აღნიშნა სტოლტენბერგმა. სომხეთი არ შეურთდა ОДКБ-ს განცხადებას, რომელიც რუსეთში მომხდარ ტერაქტს გმობს

ილია დარჩიაშვილი ბრიუსელს ეწვევა

29-30 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრი ევროკავშირის თავმჯდომარეობის მიწვევით, მონაწილოებას მიიღებს ევროკავშირის საბჭოს ბელგიის თავმჯდომარეობის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებებში, რომლებიც ევროკავშირის გაფართოების ყველაზე მასშტაბური ტალღის 20 წლისთავს ეძღვნება. „გაფართოებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის წევრი და გაფართოების ქვეყნების საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრებთან ერთად მონაწილეობას მიიღბს ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს (GAC) არაფორმალურ სხდომაში, ასევე დაესწრება ევროკავშირის გაფართოების 20 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიას. ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვედრებს გამართავს ბელგიისა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრებებთან, აჯა ლაბიბთან და სავიე ბეტელთან; ასევე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან მართლმსაჯულების საკითხებში ვერა იუროვასთან, უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრთან, იანოშ ბოკასთან, რომელთანაც განხილული იქნება უნგრეთის მომავლი თავმჯდომარეობის პროგრამა და პრიორიტეტები (უნგრეთი მ.წ. ივლისიდან 6 თვით გახდება ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა). საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები გაიმართება ასევე ევროკომისიის პრეზიდენტის კაბინეტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან და ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში გენერალურ დირექტორთან,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. ვიზიტი ე.წ. „აგენტების კანონის“ გამო ხელისუფლების კრიტიკის ფონზე ხორციელდება.