ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრს პეტრ ფიალას უკრაინელი ხალხის მხარდაჭრისა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრს პეტრ ფიალას უკრაინელი ხალხის მხარდაჭრისა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ ზელენსკიმ „ტვიტერის“ გვერდზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღსანიშნავია ჩეხეთის მთავრობის მეთაურის დახმარება როგორც ჰუმანიტარული ასევე თავდაცვითი მიმართულებით.

„მადლობას ვუხდი ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას უკრაინელი ხალხის დახმარებისთვის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. აღსანიშნავია და მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული და უსაფრთხოების მიმართულებით გაწეული დახმარება. ასევე აღსანიშნავია გამორჩეული ყურადღება უკრაინელების მიმართ, რომლებმაც დროებითი თავშესაფარი ჩეხეთის რესპუბლიკაში იპოვეს. მივესალმებით ამას!“- განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე წაიკითხეთ:

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა მზადაა, განიხილოს ნეიტრალური სტატუსის მიღება

ვლადიმირ ზელენსკი: ჯო ბაიდენმა დამარწმუნა, რომ უკრაინა რუსეთის აგრესიის წინაშე მარტო არ დარჩება