Guardian: აშშ-სა და ბრიტანეთის ცნობით, რუსეთის ჯარები კიევის გარშემო რაიონებს ტოვებენ

ბრიტანეთმა შენიშნა, რომ რუსეთის ჯარების აქტივობა კიევის გარშემო შემცირდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის სპიკერმა განაცხადა, წერს Guardian.

ამასთან სპიკერმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთის სურვილია რუსეთის ჯარებმა სრულად დატოვონ უკრაინა და მხოლოდ ეს გააჩენს მშვიდობიანი მოლაპარაკების შესაძლებლობას. საჭიროა მოქმედება და არა სიტყვები. 

Guardian-ის კითხვაზე როგორ აფასებს ბორის ჯონსონის ოფისი რუსეთის გადაწყვეტილებას კიევის გარშემო რაიონებიდან ჯარის გაყვანის შესახებ, პრეს-სპიკერმა უპასუხა, რომ „პუტინს და მის რეჟიმს მოქმედებებით შევაფასებთ და არა სიტყვებით. განხორციელდა ჯარის ნაწილობრივ შემცირება კიევის გარშემო, იმის გამო რომ უკრაინელებმა შემოტევა ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით წარმატებულად მოიგერიეს. თუმცა ბრძოლა გრძელდება. მარიოპული ინტენსიურად იბომბება. ამიტომ ჩვენ გვინდა დავინახოთ, რომ უკრაინის ტერიტორიას რუსეთის ჯარი სრულად დატოვებს“, - განაცხადა პრეს-სპიკერმა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ შესაძლოა  კიევის გარშემო მოქმედებების შემცირება, შეიძლება, ყურადღების გადატანის გზა იყოს.

ამასთან ცნობილია, რომ უკრაინა სტამბოლში მოლაპარაკებებზე უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ახალი საერთაშორისო შეთანხმების ინიციტივით გამოვიდა. 

ალექსანდრე ჩალის განცხადებით, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები, ომის დასრულებისთვის დიპლომატიურ ფორმატს წარმოადგენს. 

მისი თქმით, „საკვანძო მოთხოვნებია - ზუსტი იურიდიული სავალდებულო გარანტიები უკრაინისთვის, რომელიც თავისი შინაარსით და ფორმატით NATO-ს მე-5 მუხლის ანალოგიურია“.  

ცნობისათვის, თურქეთში 29 მარტს უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების პირველი დღე დასრულდა. მხარეებმა განიხილეს ომის სეწყვეტის საკითხი, თუმცა დელეგაციის წევრებს ამ დროისთვის არცერთი დოკუმენტისთვის არ მოუწერიათ ხელი. 

რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

ასევე წაიკითხეთ 

სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ

რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება