აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენრონი ბლინკენმა დღეს თურქეთში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები შეაფასა. მისი თქმით, ის ვერ ხედავს რეალურად სერიოზულ ნიშნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები „წინ ეფექტურად მიიწევს“.
„ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმა, თავად დაახასიათონ, არის თუ არა რაიმე ჭეშმარიტი პროგრესი და არის თუ არა, რუსეთის მნიშვნელოვანი ჩართულობა“ - განაცხადა სახელმწფო მდივანმა, მაროკოში პრესის წარმომდაგენლებთან საუბრისას.
„მე არ მინახავს არაფერი, რაც მიუთითებს, რომ ეს [მოლაპარაკებები] წინ ეფექტურად მიდის", - ამბობს ბლინკენი.
„რაც შემიძლია ვთქვა არის ეს: არის ის, რასაც რუსეთი ამბობს და არის ის, რასაც რუსეთი აკეთებს. ჩვენ ორიენტირებული ვართ ამ უკანასკნელზე. და რასაც რუსეთი აკეთებს არის უკრაინისა და მისი ხალხის მუდმივი ბრუტალიზაცია. და ეს გრძელდება მაშინ როცა ჩვენ ვსაუბრობთ“ - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
სახელმწიფო მდივანმა ასევე თქვა, რომ რუსეთი მოლაპარაკებებს, შესაძლოა, სამხედრო ძალაბის გადაჯგუფებისთვის იყენებდეს.
ბლინკენის ამ განცხადებას წინ უსწრებდა რუსეთ-უკრაინას შორის, სტამბოლში დღეს გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებები.
ცნობისათვის, თურქეთში 29 მარტს უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების პირველი დღე დასრულდა. მხარეებმა განიხილეს ომის სეწყვეტის საკითხი, თუმცა დელეგაციის წევრებს ამ დროისთვის არცერთი დოკუმენტისთვის არ მოუწერიათ ხელი.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ