გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება. მთავრობამ გაზის მიწოდების მოქმედი რეგულაციის შესაბამისად გაფრთხილების ადრეული რეჟიმი აამოქმედა.
როგორც გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა აღნიშნა, ამჟამად ქვეყანაში გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით შეფერხებები არ არის და ხელისუფლება აკვირდება ბაზრის ოპერატორებთან არსებულ სიტუაციას.
„იმისთვის, რომ მზად ვიყოთ ამ სიტუაციისთვის, დღეს დილით გამოვაცხადე ადრეული გაფრთხილება გაზის რეგულაციის შესაბამისად. ადრეული გაფრთხილება არის სამი შესაძლო ნაბიჯიდან პირველი და გულისხმობს სიტუაციის მონიტორინგს რეგულაციის შესაბამისად. სამინისტროში შეიქმნება კრიზისის მართვის ჯგუფი“, – განაცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა.
დიდი შვიდეულის ქვეყნები მოსკოვს მოუწოდებენ, უკრაინაში დესტაბილიზაცია შეწყვიტოს