უკრაინის საზღართან რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრირების ფაქტებზს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ეხმიანებიან და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
დიდი შვიდეულის ჯგუფში შემავალი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვს მოუწოდეს, „მადესტაბილიზებელი ქმედებები“ შეწყვიტოს.
„ძალების ეს მასშტაბური გადაადგილება წინასწარ გაუფრთხილებლად, წარმოადგენს საფრთხის შემცველ მადესტაბილიზებელ მოქმედებას“, - ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ განცხადებაში. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს სამხედრო ძალის გადაადგილების გამჭვირვალობის შესახებ ეუთოს ქვეყნების მიერ შეთანხმებული პრინციპები და დაუყოვნებლივ შეამციროს დაძაბულობა.
რუსული ჯარის ეს ფართომასშტაბიანი გადაადგილებები, წინასწარი შეტყობინების გარეშე, წარმოადგენს მუქარის შემცველ და დესტაბილიზაციულ საქმიანობას. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს პროვოკაციები და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაძაბულობა საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. კერძოდ, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს დაიცვას ეუთოს პრინციპები და ვალდებულებები, რომლებსაც მან ხელი მოაწერა სამხედრო მოძრაობის გამჭვირვალობის შესახებ და უპასუხოს ვენის დოკუმენტის III თავით დადგენილ პროცედურას.", - ნათქავმია 7 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში
დიდი შვიდეულის კავშირში შემდეგი ქვეყნები ერთიანდებიან: კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. 2008 წლამდე ორგანიზაცია დიდი რვიანის სახელით იყო შესულ, რადგან რუსეთიც კავშირრში ერთიანდებოდა. 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ კი რუსეთ ორგანიზაციიდან გარიცხეს.
ბოლო კვირების გამავლობაში უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო ვითარება დაიძაბა. სეპარატისტულ დონბასში რუსეთის აქტიურობით რამდენიჯერმე დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. დაღუპული და დაშავებულია 10-მდე უკრაინელი ჯარისკაცი.
10 აპრილს უკრაინასა და მის გარშემო განვითარებული საგანგაშო ვითარების გამო ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საგანგებო სხდომა გაიმართა. უკრაინის ხელისუფლება, შიშობს, რომ აპრილის ბოლოსთვის მოსკოვს სერიოზული სამხედრო პროვოკაციას გეგმავს. უკრაინამ მარტის ბოლოს საერთაშორისო საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მის საზღვართან და ასევე დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის დიდი სამხედრო ძალების გადასროლის შესახებ.
ეუთოს სხდომის დოკუმენტში დეტალურად არის ჩამოთვლილი, თუ რა ძალას მოუყარა თავი რუსეთმა მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისში დროებით ოკუპირებულ ყირიმში და უკრაინის საზღვრის გასწვრივ, სწორედ მშფოთვარე დონბასის მახლობლად.