რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩინეთში შეხვდა ავღანეთის "ისლამური საამიროს" საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, თალიბანის ერთ-ერთ ლიდერს, ამირ ხან მუთაქის.
„შეიძლება ითქვას, რომ მართვის გამოცდილების ნაკლებობის, ფინანსური და ეკონომიკური შეზღუდვების და შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების მხრიდან პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლის მიუხედავად, ავღანეთის ახალი ადმინისტრაცია ახერხებს სახელმწიფოს შენარჩუნებას“, - განაცხადა ლავროვმა.
ლავროვი აცხადებს, რომ მიუხედავად მართვის გამოცდილების ნაკლებობისა, ასევე შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მხრიდან პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლისა, ავღანეთის ახალი ადმინისტრაცია ახერხებს სახელმწიფოს შენარჩუნებას.
ამასთან, რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა ჩინეთში, სადაც ვიზიტად იმყოფება ავღანეთის მეზობლების (რუსეთი, ჩინეთი, ირანი, პაკისტანი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) მესამე მინისტერიალზე.