AFP: რუსი სამხედროები ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს ტოვებენ

რუსი სამხედროები ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს ტოვებენ, - ამის შესახებ სააგენტო AFP აშშ-ის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, იუწყება France 24. 

„ჩერნობილი ის ადგილია სადაც რუსების ჯარის ნაწილი გადაადგილდება. ისინი ტოვებენ „ჩენობილის“ ატომურ ელექტროსადგურს და ბელორუსში გადადიან. ჩვენი ვარაუდით ისინი მიდიან, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მათ ელექტროსადგური უკვე დატოვეს“, - განუცხადა წყარომ AFP.  

რუსეთის ჯარმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური 24 თებერვალს დაიკავა, ომის პირველივე დღეს. უკრაინის მთავრობაში განაცახდეს, რომ ატომურ ელექტროსადგურზე მას შემდეგ მხოლოდ ერთი ცვლა მუშაობდა. „პერსონალი ობიექტზე მხოლოდ გასულ კვირას შეიცვალა“. 

 

რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

ასევე წაიკითხეთ 

რუსეთმა უკრაინაში „სპეცოპერაციის“ სამიზნე ისევ შეცვალა - მედია 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მსხვერპლის რაოდენობა გაასაჯაროვა

ბორელი უკრაინაში ომზე - ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება

ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება

როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს