რუსეთმა ევროკავშირის მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა

რუსეთის საგარეოს საქმეთა სამინისტრომ განაცახდა, რომ ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ, ორგანიზაციის მაღალჩინოსნებს ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. 

„შეზღუდვები ვრცელდება ევროკავშირის მაღალჩინოსნებზე, ასევე რამდენიმე ევროკომისარსა და ორგანიზაციის სამხედრო სტრუქტურების ხელმძღვანელებზე. სანქციერებულთა სიაში არიან ევროპარლამენტის დეპუტატები, რომლებიც ეწევიან ანტირუსული პოლიტიკის პროპაგანდას“, - ნათქვამია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „შავ სიაში“ არიან ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლების წარმოამდგენლები და მედიასაშუალებების თანამშრომლები, „რომელთაც რუსეთის წინააღმდეგ უკანონო სანქციების შემოღებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ“. 

ამ დორისთვის „შავი სია“ გამოქვეყნებული არ არის. 

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. 

ასევე წაიკითხეთ: 

აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე: აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის ეკონომიკის სექტორებზე ახალი სანქციების დაწესებას გეგმავენ

დიმიტრი კულება: რუსეთი სანქციების ზეწოლას ყოველდღიურად გრძნობს