დიმიტრი კულება: რუსეთი სანქციების ზეწოლას ყოველდღიურად გრძნობს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება აცხადებს, რომ რუსეთი სანქციების შედეგად ზეწოლას ყოველდღიურად გრძნობს. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა. 

ამასთან , დიმიტრი კულება აცხადებს, რომ ამას აკეთებს არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ კომპანიები, რომლებიც რუსეთის ბაზარს ტოვებენ. 

ცნობილია, რამდენმა კომპანიამ დატოვა რუსეთის ბაზარი ბოლო 24 საათში. 

-  Google-მა შეწყვიტა რუსული Android-სმარტფონების ლიცენზირება. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსული კომპანიები Android-სმარტფონებს ვერ აწარმოებენ ადგილობრივი ბაზრისთვის; 
- აშშ-ის ერთ-ერთმა უძველესმა სასწავლებელმა - იელის უნივერსიტეტმა რუსეთიდან ინვესტიციები გაიტანა;

- ამერიკულმა კომპანია  Clorox-მა, რომელიც სამომხმარებლი ქიმიის მსოფლიო მწარმოებელია რუსეთის ფედერაციაში ყველა ბიზნეს-ოპერაცია შეაჩერა;

- Grammarly ონლაინ-სერვისი, რომელიც იყენებს ხელოვნურ ინტელექტს ინგლისურ ენაზე ტექსტების შედგენისას, მომხმარებლებს რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსიდან წვდომა დაუბლოკა. 
- Signet Jewelers – რომელცი მსოფლიოში საიველირო ნაწარმისა და ბრილიანტების მსვილი მომწოდებელია, თავის პარტნიორებს სთხოვა რომ რუსეთში საქმიანობა შაჩერონ. ამასთან დაუდასტურონ, რომ მათ მიერ Signet-ისთვის მოწოდებულ პარტიებში არ არის რუსული წარმოამვლობის ბრილიანტი და ლითონები; 

- De Beers, რომელიც მსოფლიოში ბრილიანტის მომპოვებელი ყველზე მსხვილი კომპანიაა, აშშ-ის სანქციებს შეუერთდა რუსეთიდან ბრილიანტების იმპორტთან დაკავშირებით. 
- კატარმა შეაჩერა ახალი ინვესტიციები რუსეთში. კატარის ფონდი QIA წილი რუსეთში, ინვეტიციებში 18,53%-ია: 
- საინვესტიციო ფონდი ОАЭ Mubadala Investment Company რუსეთში ინვესტიციებს აჩერებს; 
- ავიაკომპანია SriLankan Airlines-მა რუსეთში ფრენები შეაჩერა; 
- საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitchრუსეთს სანციების გამო სუვერებული რეიტინგი შეუჩერა; 
-  Bloomberg-ი 3 აპრილიდან თავის ტერმინალებზე მომხმარებლებს რუსეთიდან წვდომას შეუზღუდავს; 
- Heineken-მა და Carlsberg-მა რუსეთის ბაზრის დატოვების შესახებ განაცხადეს;

-  Bacardi Limited-მა რუსეთში ბრენდების ექსპორტი შეჩერა. ასევე კომპანიამ სრულად „გაყინა“ რუსეთის ბაზარზე სარეკლამო კამპანია;

-  Ab Invbev შეაჩერა ბრენდ Bud-ის წარმოების ლიცენზია;
- საფრანგეთმა და იაპონიამ შეაჩერეს ფონანსური პროექტები რუსული გაზის კომპანია „ნოვეტეკში“, იგეგმებოდა თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობა, რომლის ღირებულებაც $23 მილაირდ შეადგენდა;

-  G7-ს ქვეყნებმა რუსულ გაზში რუბლის გადახდაზე უარი თქვეს;
„ჩვენ არ გავჩერდებით. საჭიროა მეტი დიდი და პატარა სანქცია. ამასთან არ შეგვიჩერებია ზეწოლა იმ კომპანიებზე, რომლებიც უარს არ მბობენ „სისხლიან რუსულ ფულზე“, - წერს კულება. 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. 

ასევე წაიკითხეთ

ელექტრონული გადახდების კომპანია PayPal Holdings Inc-მა რუსეთში მუშაობა შეწყვიტა.


ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო

RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის

Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს

RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის