გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლასის თქმით, ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები უკრაინას, რუსეთისგან თავდასაცავად, დამატებითი ლეტალური იარაღით დაეხმარებიან. ამის შესახებ უკრაინული მედია Sky News-ზე დაყრდნობით წერს.
„დღევანდელი საუბრის შედეგად, უკრაინას დამატებით ლეტალური იარაღით დავეხმარებით. რიგმა ქვეყნებმა წამოაყენეს ახალი იდეები ან პირობები ფულის შესახებ". – თქვა უოლასმა 30 საერთაშორისო პარტნიორთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ლეტალური იარაღები მოიცავს შორი მანძილის საარტილერიო დანადგარებს, ტყვია-წამალსა და მეტ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს.
ცნობილია, რომ ბრიტანეთმა უკრაინას უკვე მიაწოდა ტანკსაწინააღმდეგო NLAW-ები და ჰაერსაწინააღდეგო Starstreak-ები.
ამასთან ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა განაცახდა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის შედეგად „მცირე ქვეყანა“ გახდა, „პრეზიდენტი პუტინი უკვე აღარაა ის ძალა, რასაც ადრე წარმოადგენდა. ახალა ისაა ადამიანი იმ გალიაში, რომელიც თავად ააგო“.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ