NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თუკი ფინეთი გადაწყვეტს NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შემოტანას, წევრობის მიღებას სწრაფად შეძლებს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
სტოლტენბერგის განცხადებით ჰელსინკი NATO-ს ახლო პარტნიორია. „ფინეთისა და შვედეთის შეიარაღებული ძალები პასუხობს NATO-ს სტანდარტებს. თუ ეს ქვეყნები შემოიტანენ განაცხადს, ვფიქრობ ეს დადენბითად იქნება აღქმული. გამონახება გზა, რომ პროტოკოლის მიხედვით სწრაფად მოვილაპარაკოთ ალიანსში გაწევრიანებაზე“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ფინეთის პრემირ-მინისტრმა 24 თებერვალს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანოს, იმ შემთხვევში თუ ფინეთის ნაციონალური უსაფრთხოების საკითხი დადგება.
ფინეთის მოსახლეობის 61% ემხრობა ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას. კვლევის შედეგები, გამოცემა Helsingin Sanomat-მა გამოაქვეყნა.
ასევე წაიკითხეთ
კვლევა: ფინეთის მოსახლეობის 61% მხარს უჭერს NATO-ში გაწევრიანებას