ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს პირველი მდივანი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა და ჯაშუშობაში დაადანაშაულა.
შესაბამის დოკუმენტაცია დღეს ბულგარეთში რუსეთის საელჩოს მეორე პირს გადაეცა. რუს დიპლომატს 72 საათი აქვს, იმისთვის, რომ ბულგარეთი დატოვოს.
ბულგარეთის პროკურატურის ინფორმაციით, ჯაშუშობის საქმეზე გამოძიება დაიწყო. პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა განაცხადა, რომ ჯაშუშები ბულგარეთში ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ მუშაობდნენ.
საგულისხმოა, რომ ეს ბულგარეთში მიმდინარე თვეში უკვე მეორე სკანდალია. 2 მარტს დაზვერვამ გამოავლინა თადარიგის გენერალი, რომელიც კრემლის სასარგებლოდ ჯაშუშობდა.
საპასუხოდ ბულგარეთის ხელისუფლებამ ორი რუსი დიპლომატი გააძევა.
ასევე წაიკითხეთ
ბულგარეთი თავისი ტერიტორიიდან 10 რუს დიპლომატს აძევებს