40-მდე ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, ევროპული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

40-მდე ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, ევროპული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. ხელმომწერი სახელმწიფოების ხაზს უსვამენ, რომ უკრაინის უსაფრთხოება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია და რომ ევროპის სტრატეგიული სტაბილურობის სამომავლო განვითარება უკრაინაში ომის დასრულებაზე იქნება დამოკიდებული. 


ხელმომწერი სახელმწიფოები კიდევ ერთხელ ადასტურებენ უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.


ისინი ვალდებულებას იღებენ, რომ იკისრონ უმთავრესი პასუხისმგებლობა ევროპის უსაფრთხოებაზე და ერთად იმუშაონ ისეთ საერთო საფრთხეებთან გასამკლავებლად, როგორიცაა აგრესიული ომები, ნარკოტიკებით ვაჭრობა, ჩარევები და ინფორმაციული მანიპულაციები.


„ხელმომწერები ხაზს უსვამენ უკრაინისთვის მყარი და სანდო უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის აუცილებლობას და იმ სახელმწიფოების სახელით, რომლებსაც ეს ეხება, კიდევ ერთხელ ადასტურებენ ასეთი გარანტიების გაცემის განზრახვას, რათა მომავალში ევროპაში აგრესიის განმეორება აღიკვეთოს, ”- აღნიშნულია დეკლარაციაში.


ხელმომწერი სახელმწიფოები ხაზს უსვამენ, რომ რუსეთის ჰიბრიდული კამპანიები და უკრაინის მხარდაჭერის შესუსტების მცდელობები მხოლოდ გააძლიერებს მათ ერთგულებას უკრაინისადმი და მათ მტკიცე გადაწყვეტილებას.


„ხელმომწერი სახელმწიფოები აღნიშნავენ, რომ უკრაინაში მშვიდობის მიღწევის გზა თავად უკრაინასთან ერთად უნდა განისაზღვროს, ხოლო ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი - ევროპელების მონაწილეობით,” - აღნიშნულია დოკუმენტში.


დეკლარაციას ხელს აწერენ: ალბანეთი, ანდორა, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინის, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგიაა, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სან-მარინო, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო. სომხეთი და აზერბაიჯანი მათ შორის არ არიან.


აზერბაიჯანის აგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რიგი ქვეყნები შეუერთდნენ „ევროპული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების შესახებ დეკლარაციას“, „მიგრაციის შესახებ დეკლარაციასა“ და „ნარკოტიკების წინააღმდეგ მიმართული ევროპული კოალიციის დეკლარაციას“, თუმცა ბაქო დეკლარაციებს არ შეუერთდა.


„ცნობილია, რომ „ევროპის პოლიტიკური საზოგადოება“ შეიქმნა, როგორც არაფორმალური დიალოგის პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნებს შორის ურთიერთნდობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობას. „ევროპის პოლიტიკურ საზოგადოებაში“ ჩვენი ქვეყნის მონაწილეობის მიზანია საერთო ინტერესის საკითხებზე მოსაზრებების გაცვლა, საერთო გამოწვევებისადმი მიდგომების განხილვა და მონაწილე ქვეყნებთან თანამშრომლობის შესაძლებლობების გაფართოება. ამ კონტექსტში, აზერბაიჯანულმა მხარემ ხელი არ მოაწერა ზემოხსენებულ დოკუმენტებს, რომლებიც დამატებით სამართლებრივ და პოლიტიკურ ვალდებულებებს აწესებს,“ – აღნიშნულია განცხადებაში. განცხადება ერევნის მიერ არ გავრცელებულა.