ჩინეთის ერთ-ერთმა დიპლომატმა უარყო მოსაზრება, რომ ჩინეთი რუსეთთან ვაჭრობის გაგრძელებას სანქციების გვერდის ავლით გეგმავს. ამის შესახებ BBC ჩინელ დიპლომატზე დაყრდნობით იუწყება.
ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ევროკავშირის ლიდერები ჩინეთის წარმომადგენლებს პირადად შეხვდნენ.
მანამდე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ ლუტონგმა თქვა, რომ პეკინი რუსეთთან ვაჭრობის გაგრძელებით გლობალურ ეკონომიკას ეხმარებოდა.
ასევე, გუშინ, პირველ აპრილს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროპის ბიზნეს სექტორი ყურადღებით დააკვირდება ჩინეთის ქმედებებს.
მანამდე ჩინეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დასავლეთის მიერ მოსკოვისთვის დაწესებულ სანქციებს უკანონო და კონტრპროდუქტიული უწოდეს.
1-ელ აპრილს ჩინეთისა და ევროკავშირის ლიდერები ორწლიანი პაუზის შემდეგ პირველად შეხვდნენ.
ცნობისთვის, პეკინი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაგმობისგან თავს იკავებს და მას „შეჭრას“ არ უწოდებს, მაგრამ შექმნილი ვითარების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. ჩინეთი იმ 35 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციისთვის - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს.
ასევე წაიკითხეთ
ჩინეთი რუსეთის „დიდი ოცეულიდან“ გარიცხვას არ ემხრობა