ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დედაქალაქ კიევში დიდი რაოდენობით საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სახლები, სკოლები და საბავშვო ბაღები დაზიანდა. ინფორმაციას ქალაქის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„კიევში მტრის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაზიანდა 154 საცხოვრებელი კორპუსი, 20 კერძო სახლო, 27 საბავშვო ბაღი და 44 სკოლა." - ნათქვამია განცხადებაში.

კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ცნობით, დედაქალაქში მუშაობის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც შეაფასებს ინფრასტრუქტურისთვის მიყენებულ ზარალს. ჯგუფში შედიან მშენებლები, ინსტიტუტების წარმომადგენლები და ეკონომისტები.

რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

ასევე წაიკითხეთ

UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული

ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება

როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს