გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (Unesco) ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული, - ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
UNESCO-ს ცნობით, ამ დროისთვის, ცხადი და დადგენილია 29 რელიგიური ადგილის, 16 ისტორიული შენობის, 4 მუზეუმისა და 4 ძეგლი დაზიანება.
UNESCO-მ ამოიყენა სატელიტური სურათები, რათა დაედასტურებინა ოფიციალური კიევის ცნობები დაზიანებული ადგილების შესახებ.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ თითოეული შემთხვევა უკვე დადასტურებულია, თუმცა, სია სრულად არ ასახავს რეალობას - მათი ექსპერტები ჯერ კიდევ სწავლობენ უკრაინული მხარის მიერ წარდგენილ რამდენიმე მოხსენებას.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.