The Times: უკრაინამ პირველად რუსეთთან ომში Starstreak-ის სისტემა წარმატებით გამოიყენა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთთან ომში პირველად Starstreak-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა წარმატებით გამოიყენეს. დიდი ბრიტანეთის მიერ გადაცემული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის უკრაინელებმა ლუგანსკის ოლქში რუსული ვერტმფრენი Mi-28N ჩამოაგდეს. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Times ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ვიდეოში ჩანს, რომ Strastreak-ით იერიშის შედეგად ვერტმფრენის კუდი დაზიანდა და ვერტმფრენი ჩამოვარდა. გამოცემა ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში წყაროს ეყრდნობა.

საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას დაახლოებით ერთი კვირის წინ გადასცა. Starstreak-ის სისტემის გამოყენება შეიძლება ვერტმფრენების, დაბალ სიმაღლეზე მფრენი ავიაგამანადგურებლებისა და უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ, რომლებიც დაახლოებით 6 კილომეტრის სიმაღლეზე დაფრინავენ. 

ბრიტანეთის არმია ამ სისტემას 1997 წლიდან იყენებს. თავდაპირველად ის ტრანსპორტიორებზე მაგრდებოდა, ბოლო დროში კი ქვეითების მიერაც გამოიყენება.

რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

ასევე წაიკითხეთ

აშშ უკრაინას დამატებით $300 მლნ-ის სამხედრო აღჭურვილობას გადასცემს

აშშ უკრაინას კიდევ $500 მლნ-ით დაეხმარება