აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინას კიდევ $500 მლნ-ით დაეხმარება.
თეთრი სახლის განცხადების მიხედვით, პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება ხელფასების გადახდისა და სხვა საკითხების მოგვარებისთვის არის განკუთვნილი.
ლიდერებმა განიხილეს, თუ როგორ მუშაობს შეერთებული შტატები, რათა შეასრულოს უკრაინის მხრიდან უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნები, კრიტიკული გავლენა, რომელიც იარაღმა კონფლიქტზე მოახდინა და აშშ-ს მუდმივი ძალისხმევა მოკავშირეებსა და პარტნიორებთან, რათა მოძებნონ დამატებითი შესაძლებლობები, დაეხმარონ უკრაინულ სამხედროებს, რათა დაიცვან თავიანთი ქვეყანა". - წერია განცხადებაში.
ზელენსკი Twitter-ზე წერს, რომ ბაიდენმა და მან გაცვალეს შეფასებები ბრძოლის ველსა და მოლაპარალებების მაგიდაზე არსებულ სიტუაციაზე, ასევე, ისაუბრეს თავდაცვით მხარდაჭერაზე, გაძლიერებული სანქციების ახალ პაკეტსა და მაკროფინანსულ და ჰუმანიტარულ დახმარებაზე.
27 მარტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკემა განაცხადა, რომ აშშ უკრაინის სამოქალაქო უსაფრთხოების გასაძლიერებლად დამატებით 100 მილიონი დოლარის ოდენობით დახმარებას გამოყოფს.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ
ჩინეთის წითელი ჯვარი, უკრაინას დამატებით 1.57 მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს
ავსტრალია უკრაინას დამატებით სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას უცხადებს
ჩინეთის წითელი ჯვარი უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს