რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი უკრაინაში ომის პირველივე დღეებიდან ერთდროულად საკმაოდ ბუნდოვან და საინტერესო ფიგურად იქცა. ამის შესახებ Financial Times წერს.
აბრამოვიჩი მთელი ძალიათ ცდილობდა კრემლისგან დისტანცირებას, თუმცა ის პუტინის „ნდობით აღჭურვილი“ პირი გახდა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში. გამოცემა ცდილობს ამოხსნას, აბრამოვიჩს ენდობა პუტინი თუ ოლიგარქი რუსეთის პრეზიდენტის მძევალია.
პუტინი ენდობა აბრამოვიჩს თუ სჯერა
2014 წელს როცა რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძული მიიერთა და დონბასში ომი დაიწყო, აშშ-მ და ევროკავშირმა პუტინის გარემოცვას სანქციები დაუწესა, თუმცა მათ შორის არ იყო აბრამოვჩი
უკრაინაში შეჭრის დღეს, 24 თებერვალს პუტინმა კრემლში მსხვილი რუსი ბიზნესმენები დაიბარა. მოწვეულთა შორის იყო აბრამოვიჩი, თუმცა მან დაიგვიანა და პრეზიდენტს პირადად შეხვდა.
Financial Times სამ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პუტინმა თავად მისცა „კურთხევა“ აბრამოვიჩს, რომ რუსულ-უკრაინულ მოლაპარაკებებში ჩართულიყო. 29 მარტს სტამბოლში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა განაცახდა, რომ აბრამოვიჩის ყოფნა მოლაპარაკებებზე ადასტურებს იმას, რომ „პუტინი ენდობა და სჯერა აბრამოვიჩის“.
„აბრამოვიჩს პუტინთან ამდენი არასდროს ულაპარაკია, როგორც ბოლო თვეს“, ამბობს Financial Times-ის წყარო. აქვე ცნპბილია, რომ აბრამოვიჩი იყო მათ შორის, ვინც ამბობდა რომ მარიუპოლში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დერეფანი უნდა გაიხსნას.
„ისინი მძევლები არიან და უნდა უსმონონ პუტინს“
ომის დასაწყისში აბრამოვიჩმა გასაყიდად გამოიტანა „ჩელსი“, ორი იახტა კარიბის ზღვიდან თურქეთში გადაიყვანა, ორი საინვესტიციო კომპანიის კონტროლი პარტნიორს გადააბარა. ის ცდილობს თავისი ქონება გადაარჩინოს, რომელსაც Forbes $8,4 მილიარდად აფასებს.
გამოცემა წერს, რომ დასავლეთის სანქციები მიზნად ისახავს მსხვილი რუსი ბიზნესმენები პუტინის წინააღმდეგ განაწყოს. თუმცა ამ დრომდე პუტინის მისამართით მათ კრიტიკული პოზიცია საჯაროდ არ დაუფიქსირებიათ. „ოლიგარქებს ჰქონდათ ძალაუფლება, როდესაც ჰქონდათ დასავლეთში აქტივები. ახლა ისინი სრულად რუსეთზე არიან დამოკიდებული. მათ დაკარგეს ყველაფერი, რუსული აქტივების გარდა, ისინი მძევლები არიან და უნდა უსმინონ პუტინს“, - ირწმუნება Financial Times-თან აბრამოვიჩთან დაახლოებული პირი.
ასევე წაიკითხეთ
რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთში, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება