რობერტა მეცოლა: უკრაინას დაუყოვნებლივ სჭირდება პარტნიორების დახმარება

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა, რომ უკრაინას დაუყოვნებლივ სჭირდება პარტნიორების დახმარება...რაც გაკეთდა ცოტა არაა, მაგრამ არ არის საკმარისი. 

ამის შესახებ რობერტა მეცოლამ კიევიდან დაბრუნების შემდეგ ვიდეომიმართვაში განაცახდა. 

რობერტა მეცოლამ აღნიშნა, რომ უკრაინაში მას ფაქტობრივად ყველა შეხვედრაზე, „მეტ დახმარებას სთხოვდნენ“. 

„უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება დახმარება. ჩვენ უკვე დავეხმარეთ ლოჯისტიკის მიმართულებით. ასევე აღმოუჩინეთ ომში ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარება. უმაღლეს რადაში და პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრისას მე შევპირდი რომ მათ გზავნილს მოვიტან აქ [ევროპარლამენტში] ჩვენს კოლეგებამდე სხვადასხვა ქვეყნებსა და ინსტანციებში“, - განაცახად ევროპარლამენტის პრეზიდენტმა. 

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა 1-ელ აპრილს კიევში ჩავიდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპარლამენტის პრეზიდენტის ვიზიტს Facebook-ზე გამოეხმაურა.

რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. 

ასევე წაიკითხეთ 

რობერტა მეცოლა: რუს და ბელორუს დიპლომატებს ევროპარლამენტში შესვლა აეკრძალათ

ევროპარლამენტარები მხარდაჭერის დასაფიქსირებლად უკრაინაში ჩავიდნენ

რობერტა მეცოლა: მზად ვართ თავი გავართვათ საშუალო და გრძელვადიან გამოწვევებს, რომელიც ამ ომმა მოიტანა