რუს და ბელორუს დიპლომატებს ევროპარლამენტში შესვლა აეკრძალათ. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ სოციალურ ქსელში დაწერა.
„დღეიდან რუსეთისა და ბელარუსის დიპლომატიურ და სამთავრობო პერსონალს აეკრძალა ევროპარლამენტის შენობებში შესვლა. დემოკრატიის სახლში არ არის მათი ადგილი, ვინც დემოკრატიული წესრიგის განადგურებისკენ მიისწრაფის“, – წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი.
ასევე წაიკითხეთ:
ევროპარლამენტარები მხარდაჭერის დასაფიქსირებლად უკრაინაში ჩავიდნენ