უნგრეთში საყოველთაო არჩევნები იმართება

უნგრეთში საყოველთაო არჩევნები იმართება. ამასთან, უნგრეთის მოქალაქეებმა ქვეყნის ეროვნული ასამბლეის 199 წევრი უნდა აირჩიონ. არჩევნებში მთავარ მოწინააღმდეგეებს პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია Fidesz და 6 ოპოზიციური პარტიის გაერთიანებული ალიანსი წარმოადგენენ. ხოლო ოპოზიციური პარტიების ალიანსის ლიდერი 49 წლის პეტერ მარკი-ზაია.

ცნობისთვის, ვიქტორ ორბანი მემარჯვენე, პოპულისტი პოლიტიკოსია, რომელიც უნგრეთს 12 წელია მართავს. მას არადემოკრატიულ მმართველობაში ბრალი არაერთხელ დასდეს.