თეგი: არჩევნები

2 აპრილს ბათუმსა და რუსთავში შუალედური არჩევნები გაიმართება

2 აპრილს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. ამის შესახებ განკარგულება ცესკომ პირველი თებერვლის სხდომაზე მიიღო. შუალედური არჩევნებისთვის რუსთავსა და გარდაბანში 117 საარჩევნო უბანი, ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანი გაიხსნება. 2022 წლის 2 აპრილს რუსთავში ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარს, ბათუმში კი საკრებულოს მაჟორიტარს აირჩევენ. შუალედური არჩევნები საქართველოს პარლამენტის და ბათუმის საკრებულოს გამოკლებული წევრების ასარჩევად ტარდება. ცნობისთვის, პარლამენტი ნინო ლაცაბიძემ მას შემდეგ დატოვა, რაც რუსთავის მერად აირჩიეს. ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი ჯემალ ფუტკარაძე გარდაიცვალა.  

„ქართულმა ოცნებამ“ 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის რუსთავსა და ბათუმში კანდიდატები დაასახელა

„ქართულმა ოცნებამ" 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად რუსთავსა და გარდაბანში ირაკლი შატაკიშვილი, ხოლო ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატად რამაზ ჯინჭარაძე დაასახელა. პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრინციპულად მნიშვნელოვანია ორივე არჩევნების მოგება, რადგან რუსთავი-გარდაბნის ოლქში არჩევნების მოგება მნიშვნელოვნად გააძლიერებს საპარლამენტო უმრავლესობის რიგებს. რაც შეეხება ბათუმის არჩევნებს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, მასზე დამოკიდებულია ბათუმის საკრებულოში მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება, რაც აუცილებელია ქალაქის შეუფერხებელი განვითარებისათვის. „როგორც მოგეხსენებათ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, გუშინ დაინიშნა პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები რუსთავი-გარდაბნის საარჩევნო ოლქში და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები ბათუმის გონიო-კვარიათის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. არჩევნები ჩატარდება ზუსტად 2 თვეში, ამა წლის 2 აპრილს. დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული ორი არჩევნებისათვის „ქართული ოცნების“ კანდიდატების დასახელების შესახებ. ქალაქ რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩვენი კანდიდატი იქნება ირაკლი შატაკიშვილი. ირაკლი გახლავთ მაღალკვალიფიციური იურისტი. მას იურიდიული განათლება მიღებული აქვს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აგრეთვე გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში. სხვადასხვა დროს, ის მუშაობდა იურისტად ქართულ და გერმანულ კერძო კომპანიებში და საქართველოს პროკურატურაში. ირაკლი შატაკიშვილს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ბათუმის საკრებულოს არჩევნებში ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გახლავთ რამაზ ჯინჭარაძე. რამაზ ჯინჭარაძეს აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის ძალზე მდიდარი, მრავალწლიანი გამოცდილება. ამჟამად, რამაზ ჯინჭარაძე იკავებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას. რამაზ ჯინჭარაძეს ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ორივე არჩევნების მოგება. რუსთავი-გარდაბნის ოლქში არჩევნების მოგება მნიშვნელოვნად გააძლიერებს საპარლამენტო უმრავლესობის რიგებს. რაც შეეხება ბათუმის არჩევნებს, მასზე დამოკიდებულია ბათუმის საკრებულოში მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება, რაც აუცილებელია ქალაქის შეუფერხებელი განვითარებისათვის. წარმატებებს ვუსურვებ ირაკლი შატაკიშვილს და რამაზ ჯინჭარაძეს არჩევნებში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები 2 აპრილს გაიმართება. ცნობისთვის, პარლამენტი ნინო ლაცაბიძემ მას შემდეგ დატოვა, რაც რუსთავის მერად აირჩიეს. ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი ჯემალ ფუტკარაძე გარდაიცვალა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი 2023 წლის თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე „სახალხო ალიანსის“ კანდიდატი იქნება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 2023 წლის თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე „სახალხო ალიანსის“ კანდიდატი იქნება. ამის შესახებ თურქეთის „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის“ ხელმძღვანელმა, დევლეთ ბაჰჩელიმ განაცხადა. „ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატი ცხადია, ეს არის რეჯეფ თაიფ ერდოღანი. მჯერა, რომ ბატონი ერდოღანი 2023 წლის ივნისის არჩევნებში დიდი სხვაობით გაიმარჯვებს და„სახალხო ალიანსი“ ასევე მიაღწევს მორიგ გამარჯვებას“, – თქვა ბაჰჩელიმ.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

ფედერალურმა კრებამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მეცამეტე პრეზიდენტად მეორე ვადით ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი აირჩია. მოქმედმა პრეზიდენტმა 1045 ხმიდან 1437-დან მოიპოვა. ფედერალური კრება შედგება 1472 დელეგატისგან, მათ შორისაა გერმანიის ბუნდესტაგის (პარლამენტის) ყველა დეპუტატი. არჩევნებზე ოთხი კანდიდატი იყო წარმოდგენილი - ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი, გერჰარდ თრაბერტი, მაქს ოტე და შტეფანი გებაუერი. მეორე, ხუთწლიანი ვადით არჩევის შემდეგ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ დემოკრატიის ხელშემწყობების მხარეს იქნება.„ჩვენ ვიმყოფებით სამხედრო კონფლიქტის, აღმოსავლეთ ევროპაში ომის საფრთხის შუაგულში“, - განაცხადა შტაინმაიერმა და დაამატა, რომ „ამაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება“.  გერმანიის მოქმედი ფედერალური პრეზიდენტის, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის საპრეზიდენტო ვადა 2022 წლის 18 მარტს იწურებოდა. ფედერალური პრეზიდენტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფოს მეთაურია. 66 წლის სოციალ-დემოკრატი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ორჯერ იყო საგარეო საქმეთა მინისტრი და ადრე მუშაობდა კანცლერის გერჰარდ შროდერის შტაბის უფროსად, ის ფართოდ განიხილებოდა, როგორც აშკარა ფავორიტი არჩევნებში. ბოლოდროინდელმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გერმანიაში მცხოვრები ადამიანების 85% შტაინმაიერის საქმიანობას პოზიტიურად აფასებდა. ის სარგებლობს როგორც მმართველი კოალიციის, ისე მთავარი კონსერვატიული ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერით. გერმანიაში საპრეზიდენტო არჩევნებია

ბადრი ჯაფარიძე შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარი კანდიდატი იქნება

ბადრი ჯაფარიძე შუალედურ არჩევნებზე რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება. ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მამუკა ხაზარაძემ ოპოზიციას მადლობა გადაუხადა, რომ მიუხედავად განსხვავებებისა ბადრი ჯაფარიძეს მხარი დაუჭირეს. „ჩვენი პარტიის გადაწყვეტილებით, ბადრი ჯაფარიძე რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად იქნება წარდგენილი შუალედურ არჩევნებში. იმისთვის, რომ დავუმტკიცოთ, ძალა ხალხის ხელშია. იმისთვის, რომ დავამტკიცოთ მანდატზე კი არ არის საუბარი, ცვლილება შეგვიძლია! მე მინდა, მივმართო რუსთაველებს, ეს არის პრინციპული ბრძოლა! მინდა მივმართო ყველა ჩვენ ოპოზიციურ პარტნიორს და მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. მათ, ვინც მიუხედავად ჩვენი განსხვავებებისა მხარი დაუჭირა ბადრი ჯაფარიძეს, სამართლიანობის მხარეს დადგა. ეს იქნება პრინციპული ბრძოლა, რომ ამ ქვეყანაში რაღაც შეიცვალოს. ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ!“, - აღნიშნა ხაზარაძემ. ცნობისთვის, პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებს ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხანგრძლივი დებატების შემდეგ კენჭისყრა ჩატარდა. გადაწყვეტილების მიღების დროს სასესიო დარბაზში იმყოფებოდა ბადრი ჯაფარიძე. რაც შეეხება “ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხს, ამის ფორმალურ-სამართლებრივ საფუძველი მის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გახდა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით ბათუმში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა 69% მიიღო, „ენმ“-ს კანდიდატმა – 31%

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბათუმში საკრებულოს წევრის შუალედური არჩევნების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. საპილოტე სისტემის მიერ 14-ვე უბანზე დათვლილი შედეგებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, მათე ფუტკარაძემ ხმების 31% მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, რამაზ ჯინჭარაძემ – 69%.  20:00 საათის მონაცემებით, ბათუმში საარჩევნო ოლქებზე სულ 10 578 ამომრჩეველი მივიდა, აქტივობამ 51.3% შეადგინა. ასევე წაიკითხეთ  დღეს რუსთავსა და ბათუმში შუალედური არჩევნები გაიმართება

გიორგი კალანდარიშვილი: ნებისმიერ არჩევნებს ახლავს გარკვეული ხარვეზები, თუმცა ასეთი შემთხვევები იყო უმნიშვნელო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, შუალედურ არჩევნებზე კენჭისყრის დღე კანონმდებლობის შესაბამისად წარიმართა. მისივე თქმით, ნებისმიერ არჩევნებს გარკვეული ხარვეზები ახლავს, თუმცა აღნიშნულ არჩევნებზე ასეთი შემთხვევები უმნიშვნელო იყო და შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. „მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს, ვინც მოვიდა საარჩევნო უბნებზე და გამოხატა თავისი ნება. ყველა საარჩევნო ადმინისტრატორს, ვინც არ დაიშურა ძალისხმევა საარჩევნო პროცესის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. ასევე ყველა ჩართულ მხარეს - საარჩევნო სუბიექტებს და მათ წარმომადგენლებს, საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს, მედიას, რომლის ჩართულობამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, რომ ჩვენს ქვეყანაში კიდევ ერთი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნები გამართულიყო. უნდა აღინიშნოს, რომ კენჭისყრის დღე წარიმართა კანონმდებლობის შესაბამისად. ამომრჩევლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი არჩევანი გაეკეთებინათ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში. საარჩევნო მოხელეები უბნებზე მაღალპროფესიულ დონეზე ემსახურებოდნენ ამომრჩევლებს. სრულად იყო უზრუნველყოფილი დამკვირვებლებისა და მედიის მუშაობის თავისუფლება კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, ნებისმიერ არჩევნებს, განსაკუთრებით როდესაც საუბარია ტექნოლოგიურ სიახლეებზე, ყოველთვის ახლავს გარკვეული ხარვეზები, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი შემთხვევები იყო უმნიშვნელო და შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. არის საჩივრებიც, რომელთა განხილვაც დროულად, კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურებით მოხდება შესაბამისი საარჩევნო კომისიების მიერ. შევჩერდები ტექნოლოგიურ სიახლეებზე. როგორც მოგეხსენებათ, ბათუმში კენჭისყრის პროცესი გაიმართა საპილოტე რეჟიმში, ვერიფიკაციისა და ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. საარჩევნო ადმინისტრაცია დეტალურად შეისწავლის პროცესის ყველა დადებით და უარყოფით მხარეს და შედეგებს აუცილებლად გააცნობს საზოგადოებას. თუმცა, ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ხმის მიცემისა და დათვლის პროცესი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდა წარმატებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ახალმა ტექნოლოგიებმა მოწონება დაიმსახურა ამომრჩევლების მხრიდან. ის მცირე ხარვეზები კი, რაც მაგალითისთვის მოყვა ამ სიახლეების გამოყენებას, ჩვენი მხრიდან თავიდანვე იყო გათვალისწინებული და შესაბამისად, ხელი არ შეუშლია ხმის მიცემის პროცესის მსვლელობისათვის. საარჩევნო ადმინისტრაციისთვისაც ეს იყო უდიდესი გამოცდილება და რა თქმა უნდა ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ელექტრონული საშუალებების დანერგვის შესაძლებლობების შესწავლას. ეს არის პროცესი, რომელსაც შეუძლია ეტაპობრივად მიგვიყვანოს ტექნოლოგიური საშუალებების ფართომასშტაბიანი გამოყენების შესახებ გარკვეულ საკანონმდებლო გადაწყვეტამდე", - განაცხადა კალანდარიშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ცესკოს წინასწარი მონაცემებით ბათუმში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა 69% მიიღო, „ენმ“-ს კანდიდატმა – 31%

უნგრეთში საყოველთაო არჩევნები იმართება

უნგრეთში საყოველთაო არჩევნები იმართება. ამასთან, უნგრეთის მოქალაქეებმა ქვეყნის ეროვნული ასამბლეის 199 წევრი უნდა აირჩიონ. არჩევნებში მთავარ მოწინააღმდეგეებს პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია Fidesz და 6 ოპოზიციური პარტიის გაერთიანებული ალიანსი წარმოადგენენ. ხოლო ოპოზიციური პარტიების ალიანსის ლიდერი 49 წლის პეტერ მარკი-ზაია. ცნობისთვის, ვიქტორ ორბანი მემარჯვენე, პოპულისტი პოლიტიკოსია, რომელიც უნგრეთს 12 წელია მართავს. მას არადემოკრატიულ მმართველობაში ბრალი არაერთხელ დასდეს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ხმების 70 პროცენტზე მეტის დათვლის შემდეგ არსებული შედეგები აჩვენებს, რომ ორბანის პარტია „ფიდესმა“ კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. „როგორ ხდება, რომ ჩვენ ყველაზე მეტად მოვიგეთ, როცა ყველა ჩვენს წინააღმდეგ იყო გაერთიანებული? ნუ გეშინიათ, გამაგრდით, სამშობლო თქვენთანაა. იმდენად დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ, რომ ამის დანახვა მთვარიდანაც შეგიძლიათ, მაგრამ თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ ამის ნახვა ბრიუსელიდან“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა. უნგრეთში საყოველთაო არჩევნები გაიმართა. არჩევნებში მთავარ მოწინააღმდეგეებს პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია Fidesz და 6 ოპოზიციური პარტიის გაერთიანებული ალიანსი წარმოადგენდა. ხოლო ოპოზიციური პარტიების ალიანსის ლიდერი 49 წლის პეტერ მარკი-ზაია.  

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. France 24-ის ცნობით, ეგზიტპოლის მიხედვით, ემანუელ მაკრონს 28.5%-იანი მხარდაჭერა აქვს, მარინ ლე პენს ამომრჩეველთა 23.6%-მა დაუჭირა მხარი. 20,3% ულტრამემარცხენე კანდიდატმა ჟან-ლუკ მელენშონმა მიიღო. 17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 65% შეადგინა, რაც 2002 წლიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მეორე ტური 24 აპრილს გაიმართება. საფრანგეთი პრეზიდენტს პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრით, 5-წლით ირჩევს.

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. 10 აპრილს არჩევნების პირველ ტურში 44 წლის მაკრონი ლიდერობდა ხმების 27,8%-ით. France24 წერს, რომ პროევროპელი მოქმედი პრეზიდენტი მიზნად ისახავს, გახდეს პირველი პრეზიდენტი ჟაკ შირაკის შემდეგ, რომელმაც ხელახალი არჩევნები მოიგო. ლე პენი, რომელმაც პირველ ტურში ხმების 23,1% მიიღო, საპრეზიდენტო არჩევნებში მესამედ იყრის კენჭს. 53 წლის ნაციონალისტი ლიდერი იმედოვნებს, რომ გახდება პირველი ქალი, ვინც ამ თანამდებობას დაიკავებს. პირველი ეგზიტპოლები მოსალოდნელია პარიზის დროით საღამოს 8 საათზე (GMT+2), როდესაც ბოლო საარჩევნო უბნები დაიხურება. მანამდე ფრანგულ მედიას ეკრძალება კანდიდატების ციტირება ან გამოკითხვების გამოქვეყნება, რათა მათ არ მოახდინოს გავლენა ამომრჩევლებზე. ხმის მისაცემად რეგისტრირებულია დაახლოებით 48,7 მილიონი ადამიანი, თუმცა ელიან, რომ აქტივობა შეიძლება იყოს უფრო დაბალი, ვიდრე პირველ ტურში, როდესაც ოთხიდან ერთმა თავი შეიკავა ხმის მიცემისგან. საფრანგეთი პრეზიდენტს პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრით, 5-წლით ირჩევს.  ამავე თემაზე ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონმა 58%-ით გაიმარჯვა

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით 58%-ით საფრანგეთში, საპრეზიდენტო არჩევნებში ცენტრისტმა ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა. შესაბამისად, მისმა კონკურენტმა, ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, მარინ ლე პენმა 42% მიიღო. ამის შესახებ BBC წერს.  საარჩევნო უბნები საფრანგეთის დროით 20:00-ზე დაიხურა. თუ საბოლოო შედეგები, ეგზიტპოლის წინასწარ მონაცემებს დაემთხვევა, მაკრონი ბოლო 20 წელიწადში პირველი პრეზიდენტი იქნება, რომელიც ქვეყანას მეორე ვადით უხელმძღვანელებს. ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტად 2017 წელს აირჩიეს. მისი თქმით, მისი ყველაზე დიდი მიღწევა უმუშევრობის და გადასახადების შემცირებაა, ასევე, ეროვნული უსაფრთხოებისთვის ხარჯების ზრდა. საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დღეს დაუპირისპირდნენ.  10 აპრილს არჩევნების პირველ ტურში 44 წლის მაკრონი ლიდერობდა ხმების 27,8%-ით. France24 წერს, რომ პროევროპელი მოქმედი პრეზიდენტი მიზნად ისახავს, გახდეს პირველი პრეზიდენტი ჟაკ შირაკის შემდეგ, რომელმაც ხელახალი არჩევნები მოიგო. ლე პენი, რომელმაც პირველ ტურში ხმების 23,1% მიიღო, საპრეზიდენტო არჩევნებში მესამედ იყრის კენჭს. 53 წლის ნაციონალისტი ლიდერი იმედოვნებს, რომ გახდება პირველი ქალი, ვინც ამ თანამდებობას დაიკავებს.  საფრანგეთი პრეზიდენტს პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრით, 5-წლით ირჩევს.  ამავე თემაზე ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, ემანუელ მაკრონთან პირველი სატელეფონო საუბარი გერმანიის კანცლერმა გამართა

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, ემანუელ მაკრონთან პირველი სატელეფონო საუბარი გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. „კანცლერმა შოლცმა დაურეკა პრეზიდენტს მისალოცად. ეს იყო პრეზიდენტის პირველი ზარი, რაც ფრანკო-გერმანული მეგობრობის ნიშანია“, – წერია ელისეს სასახლის განცხადებაში. საფრანგეთის პრეზიდენტი, უკვე მეორე ვადით, კვლავ ემანუელ მაკრონი იქნება. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა ხმათა 58.55% მიიღო, მისმა მეტოქე მარინ ლე პენმა - 41.45%. „ვიქნები ყოველი თქვენგანის პრეზიდენტი. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც პირველ და მეორე ტურში ნდობა გამომიცხადა“, - მიმართა თანამოქალაქეებს ემანუელ მაკრონმა. ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, მარინ ლე პენმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები აღიარა. ამავე თემაზე სალომე ზურაბიშვილმა ემანუელ მაკრონს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა  

ბიბილოვმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა

„სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა დამარცხება აღიარა და „ნიხასის“ ლიდერს ალან გაგლოევს წარმატება უსურვა.  „ჩემთვის ხალხის არჩევანი ეჭვგარეშეა, ჩემს სიტყვას ვასრულებ, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებდი. მე ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ მას ყველაფერი გამოუვა“, - განაცახად ბიბილოვმა რადიო თავისუფლების ცნობით. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საარჩევნო უბნები დაიხურა „მე მოხარული ვარ, რომ ანატოლი ბიბილოვმა ხალხის გადაწყვეტილება მიიღო“,- განაცხადა თავის მხრივ ალან გაგლოევმა, რომელიც ცხინვალის თეატრალურ მოედანზე მომხრეებთან ერთად გამარჯვებას აღნიშნავს. მისი თქმით, ინაუგურაციამდე პრეზიდენტის მოვალაობას ბიბილოვი შეასრულებს და ნაციზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს ის ჩაიბარებს. „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი მონაცემები გამოაქვეყნა. ოქმების 18%-ის დათვლის შედეგად, ანატოლი ბიბილოვს - 2274 ხმა (37%) აქვს, ალან გაგლოევს - 3686 ხმა (59,22%), ყველას წინააღმდეგ - 236-მა მისცა ხმა (3,79%)“.  

სენატორმა ჯიმ რიშმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული არჩევნები დაგმო

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის რესპუბლიკელი წევრი ჯიმ რიში Twitter-ზე რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა. „უკრაინა არ არის ერთადერთი ერი, რომლის დაშლა და განადგურება სცადა პუტინმა. სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს იმ ორი რეგიონიდან ერთ-ერთი, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. მე და საერთაშორისო საზოგადოება ვგმობთ გუშინდელ უკანონო არჩევნებს სამხრეთ ოსეთში და განვაგრძობთ საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას", - წერს ჯიმ რიში. „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა დამარცხება აღიარა და „ნიხასის“ ლიდერს ალან გაგლოევს წარმატება უსურვა. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საარჩევნო უბნები დაიხურა „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი მონაცემები გამოაქვეყნა. ოქმების 18%-ის დათვლის შედეგად, ანატოლი ბიბილოვს - 2274 ხმა (37%) აქვს, ალან გაგლოევს - 3686 ხმა (59,22%), ყველას წინააღმდეგ - 236-მა მისცა ხმა (3,79%)“. ასევე წაიკითხეთ ბიბილოვმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა

ფილიპინებზე, არჩევნებში დიქტატორ ფერდინანდ მარკოსის შვილი ლიდერობს

ფილიპინელი დიქტატორის ფერდინანდ მარკოსის შვილი, მარკოს უმცროსი, მეტსახელად ბონგბონგი, საპრეზიდენტო არჩევნებში ლიდერობს. ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობით, საარჩევნო ხმების დათვლის არაოფიციალური შედეგების, კონფიდენციალურ მონაცემებზე დაყრდნობით წერს. ბიულეტენების 2/3-ის დათვლის შემდეგ მარკოს-უმცროსი ხმების რაოდენობით თითქმის ორჯერ უგებს თავის უახლოეს კონკურენტ ლენი რობრედოს, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტის პოსტი უკავია. BBC-ის ცნობით, ოფიციალური მონაცემები, რამდენიმე დღეში გასაჯაროვდება. ბონგბონგ მარკოსი პრეზიდენტობის კანდიდატად იმავე პარტიამ დაასახელა, რომლიც კანდიდატიც მოქმედი პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე იყო. ის ცნობილია, ნარკოტიკების წიინააღმდეგ კამპანიით, რომლის დროსაც რამდენიმე ათასი ადამიანი სასამართლოს განაჩენის გარეშე მოკლეს. დუტერტეს გოგო მარკოსთან ერთად კენჭს იყრის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე. 64 წლის მარკოსს რეალური პოლიტიკური პლატფორმა არ წარუდგენია. თუმცა მის გაპრეზიდენტებას დუტერტეს მომხრეები ელიან, რადგან მისი „მკაცრი ხელი“ მომხრეებში პოპულარული აღმოჩნდა და ხელისუფლების კონსოლიდაცია სწრაფად შეძლო. ფერდინანდ მარკოსი ფილიპინების პრეზიდენტი 1965-1986 წლებში იყო. მისი მმართველობის უმატეს ნაწილში, ქვეყანაში საგანგებო სიტუაცია მოქმედებდა. მისი მმართველობის დროს ფილიპინებზე ხშირად ხდებოდა დისიდენტებისა და ოპოზიციონერების მკვლელობები და გატაცებები. ამასთან, ცნობილია, რომ მარკოსების ოჯახმა ფილიპინების სახელმწიფო ხაზინიდან მილიარდობით დოლარი გაიტაცა.

მედიის პროგნოზით, ავსტრალიის პრემიერი შესაძლოა, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ენტონი ალბანეზი გახდეს

მედიის პროგნოზით, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ენტონი ალბანეზი, შესაძლოა ავსტრალიის შემდეგი პრემიერ-მინისტრი გახდეს. დღეს ავსტრალიაში ფედერალური არჩევნები გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით, ქვეყნის 47-ე მთავრობა ჩამოყალიბდება. CNN-ის ცნობით, ქვეყნის სამმა წამყვანმა მედიასაშუალებამ ერთდროულად – ავსტრალიის სამაუწყებლო კორპორაციამ, 7 News-მა და Sky News Australia-მ – გააკეთეს პროგნოზები ხმის მიცემის შედეგებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ლეიბორისტული პარტია ოფიციალურად არ ახმოვანებს განცხადებებს შესაძლო უმრავლესობის შესახებ - პარლამენტში 150 ადგილიდან შესაძლოა 76 ადგილი მიიღოს, მედია ამ პოლიტიკურ ძალას გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს. ჟურნალისტების თქმით, სკოტ მორისი ვერ შეძლებს ახალი მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბებას და შესაბამისად ხელისუფლების სათავეში კიდევ სამი წელი ვერ დარჩება. 

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა, საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა

ავსტრალიაში ფედერალური არჩევნები გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით ქვეყნის 47-ე მთავრობა ჩამოყალიბდება. მიუხედავად იმისა, რომ ხმების დათვლა გრძელდება, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა დამარცხება უკვე აღიარა. მედიის პროგნოზით, ავსტრალიის პრემიერი შესაძლოა, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ენტონი ალბანეზი გახდეს პრემიერ-მინისტრმა, ავსტრალიის ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, ენტონი ალბანეზს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ”ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის წინსვლა,” - თქვა მორისონმა. ახალი მთავრობა ქვეყანას სამი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

მაკრონი უმრავლესობას კარგავს - საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა - BBC

პრეზიდენტად ხელახლა არჩევიდან ორ თვეზე ნაკლები ხნის შემდეგ, ემანუელ მაკრონი საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაზე კონტროლს დაკარგავს. BBC-ის ცნობით, რომელიც წინასწაც მონაცემებს ეყრდნობა, მაკრონის ცენტრისტული ანსამბლის კოალიცია საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას მოიპოვებს, მაგრამ ათობით ადგილს კარგავს. ვარაუდობენ, რომ მემარცხენე-მწვანე ალიანსი მეორე ადგილზე იქნება, მაგრამ მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიამ ასევე კარგი შედეგი აჩვენა. კერძოდ, მაკრონის გაერთიანებას 300-ზე მეტი მანდატი ჰქონდა პარლამენტში და აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებლად დაამარცხა ლე პენი. სრული უმრავლესობის შესანარჩუნებლად მას 289 ადგილი სჭირდებოდა. ახლა კი მაკრონის ალიანსს შეუძლია, მხოლოდ 224 საპარლამენტო მანდატს მიაღწიოს. TF1 TV-ს ცნობით, რომელსაც BBC ეყრდნობა, მემარცხენე ჟან-ლუკ მელენშონის მემარცხენე-მწვანე ალიანსი „Nupes“ 150-დან 180 მანდატებს მოიპოვებს, ხოლო ულტრამემარჯვენე ნაციონალური „Rally“ რვა ადგილიდან 80-დან 100-მდე მანდატს. 577 ადგილიანი ქვედა პალატის, ეროვნული ასამბლეის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება თითქმის 49 მილიონ მოქალაქეს აქვს. აბსოლუტური უმრავლესობისთვის საჭიროა 289 მანდატი. ადგილის მოსაპოვებლად კანდიდატს ხმების 50%-ზე მეტი და რეგისტრირებული ამომრჩეველთა მინიმუმ 25%-ის მხარდაჭერა სჭირდება.  

კოლუმბიის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე ყოფილმა პარტიზანმა, გუსტავო პეტრომ გაიმარჯვა

კოლუმბიის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე ყოფილმა პარტიზანმა, გუსტავო პეტრომ გაიმარჯვა. მოქმედმა სენატორმა არჩევნების მეორე ტურში მემარჯვენე სამშენებლო მაგნატი, როდოლფო ერნანდესი დაამარცხა. არჩევნების შედეგებით, გუსტავო პეტრომ მიიღო ხმების 50.5% და მეტოქე 700 000-ზე მეტი ხმით დაამარცხა და კოლუმბიის პირველი მემარცხენე ლიდერი გახდა. გუსტავო პეტრომ არჩევნების შედეგებს ღვთის და ერის გამარჯვება უწოდა. დასავლური მედია წერს, რომ არჩეული პრეზიდენტის თანამოაზრე ფრანსია მარკესი, მარტოხელა დედა და ყოფილი დიასახლისი გახდება კოლუმბიის პირველი შავკანიანი ქალი ვიცე-პრეზიდენტი. პარტიზანული მოძრაობის „ემ-19“-ის ყოფილმა წევრმა, გუსტავო პეტრომ საარჩევნო კამპანიის დროს პირობა დადო, რომ უფასო საუნივერსიტეტო განათლებით, საპენსიო რეფორმით და არაპროდუქტიულ მიწაზე მაღალი გადასახადების დაწესებით უთანასწორობას შეებრძოლება. პეტრომ ასევე პირობა დადო, რომ სრულად განახორციელებს 2016 წლის სამშვიდობო შეთანხმებას, რომელმაც დაასრულა 50-წლიანი კონფლიქტი კომუნისტურ პარტიზანულ ჯგუფთან, „ფარკ“-სთან, და შეეცდება მოლაპარაკებებს ჯერ კიდევ აქტიურ მარქსისტ-ლენინური დაჯგუფების, „ეროვნული განთავისუფლების არმიის“ მეამბოხეებთან.  

პირველ ოქტომბერს სენაკში შუალედური არჩევნები გაიმართება

პირველ ოქტომბერს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავცელებს.  „არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სამ საარჩევნო უბანზე ჩატარდება. შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი განკარგულება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. დღესვე ცესკომ არჩევნებისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა. ასევე  განსაზღვრა არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროცედურა. მათ შორის გამოცხადდა კონკურსი №64 სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად. ასევე განისაზღვრა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსის წესი, პირობები, ვადები და ა.შ. აღსანიშნავია, რომ შუალედური არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება, მათ შორის ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით. უზრუნველყოფილი იქნება ხმის დათვლის პროცესის აუდიოვიდეოფიქსაცია. საარჩევნო უბნებზე გამოყენებული იქნება ხმის მიცემის მოდიფიცირებული კაბინები“, - ნათქვამია ცესკოს განცახდებაში. შეგახსენებთ, რომ შუალედური არჩევნები სენაკის საკრებულოს გამოკლებული წევრის ასარჩევად ტარდება. ვახტანგ წურწუმიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება ვადამდე, 31 მაისს შეუწყდა.

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დასახელდა

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2023 წლის 18 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაგმა განაცხადა. „თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2023 წლის 18 ივნისს გაიმართება. ეს იქნება მეორე არჩევნები, რომელშიც პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიიღებს მონაწილეობას", - დასძინა მან. შეგახსენებთ, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტია 2014 წლის 28 აგვისტოდან .  

კელი დეგნანი: მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშები, რომელთა მიხედვით, არჩევნებზე სერიოზული დარღვევები დაფიქსირდა

„ამერიკის საელჩოს ისფედის მიმართ სრული ნდობა აქვს და მათ ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს რეფორმების შემუშავებაში, რომელიც შემდეგ პარლამენტმა მიიღო“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.  კელი დეგნანის განცხადებით, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის (OSCE/ODIHR) ანგარიშები, რომელთა მიხედვით, არჩევნებზე სერიოზული დარღვევები დაფიქსირდა. მათ შორის კარუსელი, დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება როგორც არჩევნების დღეს, ისე რამდენიმე კვირის განმავლობაში და ასე შემდეგ. „ზოგადად, ეს არჩევნები არცერთ ორგანიზაციას არ შეუფასებია, როგორც სრულად სამართლიანი, ასე რომ ეს დარღვევები ისფედის პასუხისმგებლობა არ არის. „ზოგადად, საზოგადოების ნდობაც რომ ნაკლებია საარჩევნო შედეგების მიმართ, ეს არ არის ისფედის პასუსიხმგებლობა“, - განაცხადა ელჩმა.  რაც შეეხება ISFED-ის შეცდომას, ელჩის განმარტებით, ეს იყო უმნიშვნელო სტატისტიკური შეცდომა, რომლის შესახებაც საზოგადოებას ეცნობა და მისი ისე წარმოჩენა, რომ ეს იყო რევოლუციური სცენარი ან გამიზნული, ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციიაა. „რაც შეეხება შეცდომას გამოთვლებში, რომლებიც ჰქონდა ამ ორგანიზაციას, მაშინვე, როგორც კი, დაადასტურეს ეს შეცდომა, რომელიც არ იყო დიდი მნიშვნელობის, მათ ამის შესახებ შეატყობინეს საზოგადოებას. როგორც ისფედის, ისე სხვა ასეთი ორგანიზაციების მონაწილეობა პროცესში მნიშვნელოვანია და ეს არის გათვალისწინებული ევროკომისიის რეკომენდაციებშიც, რომ ეს პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური“, - განაცხადა კელი დეგანმა. ჟურნალისტების შეკითხვაზე, როგორ უპასუსებს „ირაკლი კობახიძის განცხადებას, ISFED-მა შეცდომა კი არ დაუშვა, არამედ, ეს იყო გამიზნულად გაკეთებული, რევოლუციური სცენარის მოსამზადებლად და ის რომ საელჩომ იცოდა და არ გაამხილა, ეს კითხვებს ბადებს“. „ყველამ, ვინც 6-თვიან მოლაპარაკებებში მონაწილოებდა, კარგად იცის, რომ მიზანი იყო სიტუაციის დეესკალაცია და პარტიების პარლამენტში შესვლა, იმისათვის, რომ მათ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე ემუშავათ", - აღნიშნა ელჩმა. შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომლის პირველი შეხვედრაც პარლამენტში გაიმართა, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” მონაწილეობის უფლება არ მისცეს. ფაქტს ევროკავშირის და ამერიკის საელჩოების კრიტიკული განცხადებები მოჰყვა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 23 აგვისტოს განაცხადა, რომ ISFED ხმების პარალელური დათვლის გაყალბებაში აქტიურად იყო ჩართული, რომლის შემდგომ რევოლუციურ პროცესში მონაწილეობდა.  

„ქართული ოცნების“ ინიციატივით, 2024 წლიდან საქართველოში არჩევნები ელექტრონულად ჩატარდება

„ქართული ოცნება" საქართველოში არჩევნების ელექტრონულად ჩატარების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.  მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება იქნება საარჩევნო რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი, რომელიც არჩევნების შედეგების გარშემო მანიპულირების პრობლემას მინიმუმამდე შეამცირებს. „შესაბამისი რეფორმის განსახორციელებლად, საქართველოს პარლამენტში შექმნილია სამუშაო ჯგუფი გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფის მიერ უახლოეს მომავალში შემუშავდება კანონპროექტების პაკეტი, რომელიც, არსებითად, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს და სამუშაო ჯგუფში პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობით განხილულ თემებს დაეფუძნება. სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი წინადადებების ნაწილი საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვას ეხებოდა. ამასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება 2024 წლიდან ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესის ფართოდ დანერგვის შესახებ. გასულ წელს, სრულად ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ჩატარდა ხმის მიცემის პროცედურა ქალაქ თბილისის კრწანისის რაიონში. წელს, ელექტრონული აპარატურის გამოყენებით შედგა საკრებულოს შუალედური არჩევნები ბათუმის მუნიციპალიტეტის რვა საარჩევნო უბანზე. თანამედროვე ტექნოლოგიებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წარმატებული გამოცდილება გვაძლევს საშუალებას, ეს ინიციატივა 2024 წლიდან ფართო მასშტაბით დავნერგოთ", - განაცხადა კობახიძემ.    

აშშ-ის დაზვერვა: რუსეთმა უცხო ქვეყნების არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით, $300 მილიონზე მეტი დახარჯა

CNN-ის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთმა 2014 წლიდან, მთელ მსოფლიოში, უცხოურ პოლიტიკურ პარტიებს 300 მილიონ დოლარზე მეტი ფარულად გადაურიცხა.  აშშ-ის სადაზვერვო მიმოხილვაზე დაყრდნობით, ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ „რუსეთმა ფარულად გადარიცხა $300 მილიონ დოლარზე მეტი და გეგმავდა ფარულად მოეხდინა სულ მცირე ასეულობით მილიონის ტრანსფერი“, რათა გავლენა მოეხდინა უცხოურ პოლიტიკურ პარტიებზე 20-ზე მეტ ქვეყანაში, ოთხ კონტინენტზე. „რუსეთის მიზანია, წაახალისოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას ყველა ამ ქვეყანაში”, - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.  ბაიდენის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ამ ინფორმაციის საჯაროდ გაზიარება არაერთ სარგებელს მოიტანს, მათ შორის რუსეთის ფარული პოლიტიკური დაფინანსების საფრთხის შესახებ, გლობალურ დონეზე ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.    

ესტონეთის მმართველი პარტია, რუსეთისა და ბელორუსის მოქალქეებისთვის ადგილობრივ არჩევნებში, მონაწილეობის გაუქმებას ემხრობა

ესტონეთის რეფორმების პარტია, რომელიც ამჟამინდელ კოალიციას ხელმძღვანელობს, მხარს დაუჭერს კანონპროექტს, რომელის თანახმადაც ქვეყანაში მცხოვრებ რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებს ადგილობრივ არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება ჩამოერთმევათ.  ამის შესახებ რეფორმების პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ ერკი კელდომ ორშაბათს ERR-სთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა. „რეფორმატორთა პარტიის პოზიციაა, რომ უსაფრთხოების შეცვლილ ვითარებაში, ჩვენს ადგილობრივ არჩევნებზე პირდაპირი აგრესორი ქვეყნის მოქალაქეების ხმის მიცემა საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას და სრულიად გამართლებულია, რომ რუსეთის მოქალაქეებმა, რომლებმაც ფიცი დადეს რუსეთის სახელმწიფოს ერთგულებაზე, არ აქვთ უფლება ესტონეთში ადგილობრივი თვითმმართველობა აირჩიონ. ჩვენი აზრით, რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ უფლება მონაწილეობა მიიღონ სოფლის მუნიციპალიტეტისა და საქალაქო კრებების არჩევნებში“, - განაცხადა მან. კელდომ დასძინა, რომ რეფორმისტები მზად არიან, მხარი დაუჭირონ ესტონეთის კონსტიტუციაში ცვლილებებს, რათა შესაბამისი დებულებები ამოქმედდეს.  

სენაკის შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ხმების 96,68% მიიღო -ცესკო

სენაკის №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, წინასწარი პირველადი შედეგებით, ხმების 3,32 პროცენტი მიიღო მამუკა ტუსკაძემ („მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისთვის“), 96,68 პროცენტი კი – ზაზა ყურაშვილმა („ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“). ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე პირველადი შედეგები მედიას, ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა გააცნო. „შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნებზე საპილოტე რეჟიმში გამოყენებული იყო  ელექტრონული ტექნოლოგიები - ვერიფიკაციის აპარატები, ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებები. აღსანიშნავია, რომ პირველად იყო გამოყენებული სინქრონიზებული ვერიფიკაციის აპარატები, რის შედეგადაც ამომრჩეველს ნებისმიერ თავისუფალ რეგისტრატორთან შეეძლო მისვლა და რეგისტრაციის (ვერიფიკაციის) პროცედურის გავლა. ახალმა ტექნოლოგიებმა ამომრჩევლების მოწონება დაიმსახურა. საარჩევნო უბნებზე ახლა მიმდინარეობს ტრადიციული მეთოდით  ხმის დათვლის პროცესი და ამ პროცესის ვიდეოგადაღება. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი გადაეცემა სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიას, დასკანერდება და უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს, რის შემდეგაც აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge. ხმის დათვლის პროცესის ამსახველი ვიდეომასალა კი აიტვირთება GOOGLE DRIVE-ის პლატფორმაზე. კენჭისყრის დღე კანონმდებლობის შესაბამისად წარიმართა. ამომრჩევლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი არჩევანი გაეკეთებინათ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში. საარჩევნო მოხელეები უბნებზე მაღალპროფესიულ დონეზე ემსახურებოდნენ ამომრჩევლებს. გვინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩევლებს აქტიურობისათვის. ასევე მადლობას ვუხდით ყველა დონის საარჩევნო კომისიების წევრებს და თანამშრომლებს კენჭისყრის დღის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის“,-განაცხადა ნათია იოსელიანმა.  

იტალიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე კოალიციამ გაიმარჯვა

იტალიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე კოალიციამ ორივე პალატაში ხმების დაახლოებით 44%-ით გაიმარჯვა. მოსალოდნელია, რომ არჩევნების შედეგების მიხედვით, იტალიის პრემიერ-მინისტრი ყველაზე დიდი პარტიის „იტალიის ძმების“ ლიდერი ჯორჯია მელონი გახდება. ის პირველი ქალი იქნება, რომელიც იტალიის მინისტრთა საბჭოს უხელმძღვანელებს. თავად ხელისუფლება, Politico-ს აზრით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ (ანუ მუსოლინის დროიდან) ყველაზე მემარჯვენე იქნება.  მემარცხენე-ცენტრისტულმა კოალიციამ დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობით ხმების დაახლოებით 26% მოიპოვა.  

ეგზიტპოლების მიხედვით, ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკი იმარჯვებს

ეგზიტპოლების მიხედვით, ისრაელის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკი იმარჯვებს. ინფორმაციას The times of Israel-ი ავრცელებს. ისრაელში 2019 წლის შემდეგ, მეხუთე საპარლამენტო არჩევნები იმართება მოსალოდნელია, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ 120-ადგილიან პარლამენტში 30 მანდატს მიიღებს, მემარჯვენე ბლოკი - 62 მანდატს, რაც საკმარისია სამთავრობო კოალიციის შესაქმნელად. აქტივისტები არჩევნების შედეგების აღსანიშნავად იკრიბებიან.

ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში ნეთანიაჰუს ბლოკი სავარაუდოდ, 62 ადგილს მიიღებს

ისრაელში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით პარტია „ლიკუდი“ ლიდერობს, რომელსაც ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ხელმძღვანელობს.  ეგზიტპოლების მიხედვით, ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკი იმარჯვებს წინასწარი მონაცემებით, ნეთანიაჰუს ბლოკი, ქნესეტში (პარლამენტში) მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო 120 ადგილიდან 62 ადგილს იღებს.  ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებმა ადგილობრივი დროით 22:00 საათზე დაიხურა. ისრაელში 2019 წლის შემდეგ, მეხუთე საპარლამენტო არჩევნები იმართება ეს ისრაელში ბოლო სამნახევარი წლის განმავლობაში, მეხუთე საპარლამენტო არჩევნებია.  თავად „ლიკუდს“ სავარაუდოდ, 31 მანდატი ექნება. ნეთანიაჰუს პარტიულ ბლოკში შედის რელიგიური „სიონისტების პარტია“, ულტრამართლმადიდებლური პარტიების ერთიანი სია Yahadut HaTorah-ი და ულტრარელიგიური Shas-ი. ისრაელის მოქმედი პრემიერ-მინისტრის იაირ ლაპიდის პარტია Yesh Atid-მა ეგზიტპოლის მიხედვით პარლამენტში 24 ადგილი მოიპოვა.  

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა, რომელიც იეშ ატიდის პარტიას ხელმძღვანელობს, არჩევნებში დამარცხება აღიარა.  ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში ნეთანიაჰუს ბლოკი სავარაუდოდ, 62 ადგილს მიიღებს ლაპიდმა მილოცვა გაუგზავნა ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომელიც „ლიკუდის“ პარტიას ხელმძღვანელობს. იაირ ლაპიდმა „ლიკუდის“ პარტიის ხელმძღვანელს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ „ისრაელის სახელმწიფო ყველა პოლიტიკურ მოსაზრებაზე მაღლა დგას". ისრაელში 2019 წლის შემდეგ, მეხუთე საპარლამენტო არჩევნები იმართება მემარჯვენე პარტიების ბლოკს, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ხელმძღვანელობს, ქნესეთის 120-დან 64 ადგილის მიღება შეუძლია.  ამ დროისთვის ხმების 99% დათვლილია. კენჭისყრის საბოლოო შედეგები, როგორც მოსალოდნელი იყო, 4 ნოემბერს გამოქვეყნდება.  

აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები ტარდება

აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნებია. წარმომადგენელთა პალატასა და სენატშიც უმრავლესობას ამჟამად დემოკრატები ფლობენ. ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით, 35 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა. მოქალაქეები 435-წევრიანი წარმომადგენელთა პალატის სრულ შემადგენლობას და სენატის 35 წევრს ირჩევენ. 36 შტატში აირჩევენ გუბერნატორებსაც. მათ ექვსწლიანი ვადით ირჩევენ. წარმომადგენელთა პალატის წევრების მანდატი ორწლიანია. ისინი უფრო მცირე ოლქებს წარმოადგენენ. „რესპუბლიკელები“ წარმომადგენელთა პალატაში გამარჯვებას პროგნოზირებენ.  

პუტინთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა აღიარა, რომ რუსეთი აშშ-ის არჩევნებში ერეოდა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი აღიარებს, რომ რუსეთი აშშ-ის არჩევნებში ერეოდა.   მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ 8 ნოემბრის კონგრესის შუალედური არჩევნების წინ, ამერიკელმა ანალიტიკოსებმა არჩევნებთან დაკავშირებული ინტერნეტ-ტროლების აქტივობა აღმოაჩინეს და გამოთქვეს ვარაუდი, რომ ისინი რუსეთთან არიან დაკავშირებულნი.   „მე თქვენ გიპასუხებთ ძალიან დახვეწილად, დელიკატურად და ბოდიშის მოხდით, დავუშვებ გარკვეულ ორაზროვნებას. ბატონებო, ჩვენ ვერეოდით, ვერევით და ჩავერევით. ფრთხილად, სიზუსტით, ქირურგიულად, ჩვენებურად, როგორც ეს ვიცით.   ჩვენი წერტილოვანი ოპერაციების დროს მოვკვეთთ ერთდრდოულად ორივე თირკმელს და ღვიძლს“, - ნათქვამია პრიგოჟინის განცხადებაში, რომელიც მისმა კომპანიამ 7 ნოემბერს გაავრცელა. პრიგოჟინი აშშ-ის არჩევნებში ჩარევის გამო, ვაშინგტონის მიერ სანქცირებულთა სიაშია. ის გამოძიების ფედერალური ბიურო მიერ იძებნება.   პრიგოჟინი მიიჩნევა სანქტ-პეტერბურგში დაფუძნებული „ინტერნეტ-კვლევების სააგენტოს“ მფლობელად, რომელიც „ტროლების ფაბრიკის“ სახელით არის ცნობილი.

ნედ პრაისი: აშშ არ მოითმენს თავის არჩევნებში ჩარევას

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი გპუტინთან დაახლოებული ბიზნესმენის, ევგენი პრიგოჟინის აღიარებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ რუსეთი აშშ-ის არჩევნებში ერეოდა. ნედ პრაისის განმარტებით, პრიგოჟინმა ისეთი არაფერი უთქვამს, რაც ვაშინგტონისთვის ცნობილი არ იყო. მისივე განცხადებით, პრიგოჟინის პირდაპირი აღიარება იმ დაუსჯელობისა გამოვლინებაა, რომლითაც თაღლითები და თანამზრახველები პუტინის რეჟიმის დროს სარგებლობენ. „მოგეხსენებათ, ჩვენ ევგენი პრიგოჟინისა და მისი „ინტერნეტ-კვლევების სააგენტოს“ წინააღმდეგ არჩევნებში ჩარევისთვის ჯერ კიდევ, 2018 წელს დავაწესეთ სანქციები. ეს სანქციები მიმართული იყო მათ შორის იმ მავნე აქტორების წინააღმდეგ, რომლებიც საარჩევნო პროცესში ერეოდნენ. პუტინთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა აღიარა, რომ რუსეთი აშშ-ის არჩევნებში ერეოდა ჩვენ ყველამ ვიცით, განსაკუთრებით დღეს, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის ამერიკული საზოგადოების, ამერიკული დემოკრატიის ქვაკუთხედი. ჩვენ არ მოვითმენთ ჩვენს არჩევნებში ჩარევას, საიდანაც არ უნდა ხდებოდეს ეს. ჩვენ ვაჩვენეთ ეს არამხოლოდ ჩვენი სიტყვებით, არამედ ჩვენი ქმედებებითაც. პრიგოჟინის წინააღმდეგ სანქციების გარდა, ამ ადმინისტრაციამ რუსეთის წინააღმდეგ გამოაცხადა სანქციები.ჩვენ ეს გავაკეთეთ 2021 წლის აპრილში, არამხოლოდ რუსეთის მავნე კიბერშეტევის საპასუხოდ და იმ კონტექსტში, რაც მან გაუკეთა ბატონ ნავალნის ქიმიური იარაღით თავდასხმით; რასაც ის აკეთებდა ბატონი ნავალნის მხარდამჭერების მიმართ, არამედ ჩვენს არჩევნებში მისი ჩარევის საპასუხოდ. ჩვენ იგივე გავაკეთეთ ირანის წინააღმდეგ. ჩვენ მზად ვართ, იგივე გავაკეთოთ ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს ან სუბიექტის წინააღმდეგ, რომლებიც შეეცდებიან, ჩაერიონ ჩვენს დემოკრატიულ პროცესებში“, - განაცხადა ნედ პრაისმა. „ბატონებო, ჩვენ ვერეოდით, ვერევით და ჩავერევით. ფრთხილად, სიზუსტით, ქირურგიულად, ჩვენებურად, როგორც ეს ვიცით. ჩვენი წერტილოვანი ოპერაციების დროს მოვკვეთთ ერთდრდოულად ორივე თირკმელს და ღვიძლს“, - ნათქვამია ევგენი პრიგოჟინის განცხადებაში, რომელიც მისმა კომპანიამ 7 ნოემბერს გაავრცელა. მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ 8 ნოემბრის კონგრესის შუალედური არჩევნების წინ, ამერიკელმა ანალიტიკოსებმა არჩევნებთან დაკავშირებული ინტერნეტ-ტროლების აქტივობა აღმოაჩინეს და გამოთქვეს ვარაუდი, რომ ისინი რუსეთთან არიან დაკავშირებულნი.

ირაკლი ნადირაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს

ირაკლი ნადირაძე „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ლიდერებთან ერთად, პარტიის თავმჯდომარის ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.  ამის შესახებ დღეს, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში განაცხადა.  „დღეს აქ ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ლიდერებთან ერთად. ჩვენ გვინდა, გავაჟღეროთ მოთხოვნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელების მიმართ. ვფიქრობთ, პარტიის გაძლიერებას საფუძვლად უნდა დაედოს შიდაპარტიული დემოკრატიის გაძლიერება და შიდაპარტიული არჩევნები ყველა დონეზე. ვითხოვთ, ჩატარდეს ყველა დონის არჩევნები, ახლიდან აირჩეს პოლიტიკური სამდივნო, პოლიტიკური საბჭო და რაც ყველაზე მთავარია, ჩატარდეს თავმჯდომარის ახალი არჩევნები“, - განაცხადა ნადირაძემ.  მისივე თქმით, პარტიამ ახალი ძალებით უნდა იბრძოლოს.  „თუ ჩვენ გვინდა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება, ამ ქვეყნის თავისუფლება, ოლიგარქიის დამარცხება, უნდა ვიბრძოლოთ ახალი ძალებით, ახალი ენერგიით და ახალი ენთუზიაზმით. ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე და პარტია აუცილებლად გაძლიერდება“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.  

იენს სტოლტენბერგი აშშ-ის არჩევნებზე, უკრაინის მხარდაჭერასა და მოკავშირეების მკაფიო გზავნილზე

იენს სტოლტენბერგის შეხვედრები დიდ ბრიტანეთში NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინისადმი მხარდაჭერისთვის შეაქო. სტოლტენბერგი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანს ბენ უოლესთან ერთად, სამხრეთ-აღმოსავლეთით იმყოფებოდა, სადაც უკრაინის ჯარებს ბრიტანეთის, კანადისა და ლიეტუვის ძალები წვრთნიან.  „დღეს დილით ვეწვიე უკრაინელი ჯარისკაცების ერთ-ერთ საწვრთნელ ადგილს. გაერთიანებული სამეფო ამას მრავალი წლის განმავლობაში აკეთებდა და გაწვრთნა 30 000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი, რაც შეჭრის შემდეგ გაძლიერდა და ეს გზავნილია, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. თუ პრეზიდენტი პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, ეს იქნება დამღუპველი უკრაინელებისთვის, მაგრამ ეს ასევე გაგხვდის უფრო დაუცველებს, რადგან გზავნილი პრეზიდენტ პუტინისადმი, სხვა ავტორიტარული ლიდერებისადმი, იქნება ის რომ, მათ შეუძლიათ, მიაღწიონ თავიანთ მიზნებს სამხედრო ძალის გამოყენებით.  მისივე თქმით, პუტინმა დაუშვა რამდენიმე დიდი შეცდომა უკრაინაში შეჭრისას, მათ შორის სტრატეგიული შეცდომები. „ერთი იყო უკრაინელების, მათი გამბედაობის, ბრძოლისა და საკუთარი ქვეყნის დასაცავად მათი ერთგულების შეუფასებლობა. ჩვენ ვნახეთ, რომ NATO-ს მოკავშირეებმა და პარტნიორებმა უპრეცედენტო მხარდაჭერა გაუწიეს უკრაინას და მზად ვართ, ეს მხარდაჭერა გაგრძელდეს, ვიდრე ეს უკრაინას დასჭირდება. NATO-ს მოკავშირეების მკაფიო გზავნილი არის ის, რომ ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. ჩვენ ინტერესშია, რომ მათ გაიმარჯვონ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, როგორც სუვერენულმა დამოუკიდებელმა სახელმწიფომ ევროპაში. წინასწარი მონაცემებით, წარმომადგენლობით პალატაში „რესპუბლიკელები“ ლიდერობენ, სენატში კი, ადგილებს „დემოკრატებთან“ თანაბრად იყოფენ და რაც შეეხება არჩევნებს შეერთებულ შტატებში...ჯერ კიდევ მიმდინარეობს დათვლის პროცესი. მაგრამ აბსოლუტურად ნათელია, რომ შეერთებულ შტატებში არის ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა უკრაინის მხარდაჭერისთვის და ეს არ შეცვლილა შეერთებულ შტატებში ჩატარებული არჩევნებით“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

წინასწარი მონაცემებით, წარმომადგენლობით პალატაში „რესპუბლიკელები“ ლიდერობენ, სენატში კი, ადგილებს „დემოკრატებთან“ თანაბრად იყოფენ

აშშ-ში 8 ნოემბერს ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგების წინასწარი მონაცემებით, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში რესპუბლიკელები ლიდერობენ. აშშ-ის „რესპუბლიკური“ პარტია, სავარაუდოდ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში 134 ადგილს დაიკავებს, დემოკრატები - 80-ს.  „სენატში „რესპუბლიკელებმა“ და „დემოკრატებმა“ 40 ადგილი დაიკავეს“,- გამოითვალა CNN-მა. წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობისთვის აუცილებელია 218 ადგილი, სენატში - 50. სენატში ორივე მხარის მიერ თანაბარი რაოდენობის ადგილების დაკავების შემთხვევაში, გადამწყვეტი ხმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს რჩება.  ხმების დათვლა გრძელდება.  

როგორია აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგები ამ დროისთვის

„რესპუბლიკელები“ იკავებენ 6 ადგილს წარმომადგენელთა პალატაში, რომელიც მანამდე „დემოკრატებს“ ეკავათ. წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებმა“ 207 ადგილი, „დემოკრატებმა“ კი, 184 მანდატის მოპოვება შეძლეს. ხმების დათვლის პროცესი ისევ მიმდინარეობს. CNN წერს, რომ 35-ადგილიან წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად პარტიას 218 მანდატი სჭირდება. რაც შეეხება სენატს, აქ „რესპუბლიკელებსა“ და „დემოკრატებს“ ისევ თანაბარი, 48-48 ადგილი აქვთ.  

როგორ აფასებს ეუთო აშშ-ის არჩევნებს

ეუთოს ანგარიშის თანახმად, შეერთებული შტატების შუალედური არჩევნები კონკურენტუნტული იყო, მაგრამ პოლარიზებული. უფრო კონკრეტულად, შეფასებაში წერია, რომ 8 ნოემბრის შუალედური კონგრესის არჩევნები იყო კონკურენტული და პროფესიონალურად მართული, ამომრჩევლის აქტიური მონაწილეობით, მაგრამ ასევე მუქარით საარჩევნო მუშაკების მიმართ და ძალისხმევით, რომელიც მიმართული იყო საარჩევნო პროცესისადმი ამომრჩეველთა ნდობისადმი შესარყევად და მისი მთლიანობის უსაფუძვლოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დასაყენებლად. მისივე თანახმად, კანდიდატებს შეეძლოთ, კამპანია თავისუფლად ეწარმოებინათ, მაგრამ შეჯიბრი იყო ძლიერ პოლარიზებული. ამერიკელმა ხალხმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ერთგულება დემოკრატიული არჩევნებისადმი მძიმე კამპანიაში და პროფესიონალურად წარმართულ პროცესში“, - განაცხადა ეუთოს სპეციალურმა კოორდინატორმა, მარგარეტა სედერფელტმა.„სამწუხაროდ, ჩვენ ასევე აღვნიშნეთ, რომ გაყალბების უსაფუძვლო ბრალდებებს კვლავ სერიოზული შედეგი მოჰყვა საარჩევნო მოხელეების შევიწროებისა და მუქარის თვალსაზრისით. გარკვეული სისტემური გამოწვევები, როგორიც არის საარჩევნო უბნების არათანაბრად გაყოფა, რაც პოლიტიკოსებს აძლევს საშუალებას, აირჩიონ თავიანთი ამომრჩევლები და არა პირიქით, ფულის დიდი გავლენა კამპანიაზე, უნდა მოგვარდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ხმების რეალური თანასწორობა“, – აღნიშნავს სედერფელტი.

მედია: ჯო ბაიდენის პარტია, ერთ-ერთ საკვანძო შტატში იმარჯვებს

აშშ-ში, შტატ არიზონაში, სენატორობის კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან მარკ კელიმ, მისი რესპუბლიკელი კონკურენტი ბლეიკ მასტერსი დაამარცხა. შედეგად, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის პარტიის პოზიცია კონგრესის ზედა პალატაში ძლიერდება.  წინასწარი მონაცემებით, წარმომადგენლობით პალატაში „რესპუბლიკელები“ ლიდერობენ, სენატში კი, ადგილებს „დემოკრატებთან“ თანაბრად იყოფენ წამყვანი ამერიკული მედიის, კერძოდ, CNN-ისა და Fox News-ის პროგნოზით, კელი წინ მიიწევს და დემოკრატიულ პარტიას, აშშ-ს სენატში, 49-ე ადგილს მოუტანს - რესპუბლიკელების 49-ის წინააღმდეგ. ეს ნიშნავს, რომ კონგრესის ზედა პალატაში უმრავლესობის შესანარჩუნებლად, დემოკრატებმა კიდევ ერთი სენატორი უნდა მიიღონ. ჯერჯერობით, სენატის არჩევნების შედეგები მხოლოდ ერთ შტატში - ნევადაში არ დაუთვლიათ, სადაც მოქმედი დემოკრატი სენატორი კეტრინ კორტეს მასტო,  რესპუბლიკელ ადამ ლაქსალტს, შტატის ყოფილ გენერალურ პროკურორს უპირისპირდება. უახლესი გამოთვლები აჩვენებს, რომ კორტეს მასტო, ლაქსალტთან უპირატეს მდგომარეობაშია, თუმცა ამერიკულ მედიას ჯერ არ შეუძლია იქ კენჭისყრის შედეგის პროგნოზირება. არიზონა და ნევადა, 8 ნოემბრის შუალედური არჩევნების დღემდე სადავო შტატებად ითვლებოდა, სადაც რესპუბლიკურ პარტიას გამარჯვებისა და სენატზე კონტროლის მოპოვების დიდი შანსი ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკელების ორივე კანდიდატმა - მასტერსმა და ლაქსალტმა უკმაყოფილება გამოთქვეს 2020 წლის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, რომელშიც ტრამპი დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს აშშ-ში შუალედური არჩევნები გაიმართა.   

„დემოკრატებმა“ სენატზე კონტროლი შეინარჩუნეს

ნევადაში გამარჯვებით „დემოკრატებმა“ სენატზე კონტროლი შეინარჩუნეს. ამის შესახებ Washington Post-ი წერს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც კამბოჯაში იმყოფება ვიზიტით, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ძალიან კმაყოფილია“ არჩევნების შედეგებით. ცნობისთვის, დემოკრატმა სენატორმა ქეთრინ კორტეს მასტომ „რესპუბლიკელი“ კონკურენტი ადამ ლაქსალტი დაამარცხა. „მადლობა, ნევადა!“, - წერს Twitter-ზე მასტო. მან 48,7%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა, კონკურენტმა, შტატის ყოფილმა გენერალურმა პროკურორს, ადამ ლაქსალტს კი 48,2%-მა დაუჭირა მხარი.

დონალდ ტრამპმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის

დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის. მანამდე, ის აშშ-ის მოქალაქეებს დაჰპირდა, რომ ქვეყანას „ძველ დიდებას“ დაუბრუნებს.  თეთრ სახლში დასაბრუნებლად მან ჯერ რესპუბლიკური პარტიის პრაიმერში უნდა მოიგოს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, ამჟამად დონალდ ტრამპი სხვა რესპუბლიკელ კანდიდატებთან შედარებით აშკარად ლიდერობს. „კონსერვატორებს შორის ექს-პრეზიდენტი უფრო პოპულარულია ვიდრე მისი თანაპარტიული კონკურენტები და ბევრი ფანატიკოსი მხარდამჭერი ჰყავს“,,- წერს „დოიჩე ველე“. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერს გაიმართება. დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე იყო. 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას ტრამპი, დემოკრატ ჯო ბაიდენთან დამარცხდა.   

ამერიკელმა დემოკრატებმა სენატში 2-მანდატიანი უპირატესობა მოიპოვეს

ამერიკის ჯორჯიის შტატში, სენატის არჩევნების მეორე ტურში დემოკრატმა რაფაელ უორნოკმა, რესპუბლიკელი ჰერშელ უოლკერი დაამარცხა. მეორე ტური 6 დეკემბერს ჩატარდა. Reuters-ის ცნობით, უორნოკის გამარჯვება ნიშნავს, რომ აშშ-ის 100-წევრიან სენატში 51 მანდატი დემოკრატიულ პარტიას აქვს, ხოლო 49 - რესპუბლიკურ პარტიას. Edison Research-ის თანახმად, უორნოკის უპირატესობა უმნიშვნელო იყო. ხმების 99%-ის დათვლის შემდეგ ის უოლკერს მცირე სხვაობით (50,8%-ით 49,2%-მდე) უსწრებდა. „ეს შედეგი აძლიერებს აშშ-ის ჯორჯიის შტატს, რომელიც უდავოდ დიდ როლს ითამაშებს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. დემოკრატებმა ბოლო ორი წლის განმავლობაში მოიგეს სენატის სამი რბოლა, მაშინ, როცა ეს შტატი რესპუბლიკელების ძირითადი საყდრენი იყო. 2020 წელს კი უპირატესობა ამ შტატში, დემოკრატმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოიპოვა“, - წერს მედია.   

ევროპარლამენტში ახალი ვიცე-სპიკერი აირჩიეს

ევროპარლამენტის (EP) ხელმძღვანელის ახალ მოადგილედ ლუქსემბურგის დეპუტატი მარკ ანხელი აირჩიეს. მან ევა კაილი შეცვალა, რომელიც თანამდებობიდან პარლამენტში კორუფციული სკანდალის გამო გაათავისულეს.  „კენჭისყრის შედეგების მიხედვით, მარკ ანხელი ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერად აირჩიეს“, – განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ სტრასბურგში გამართულ სესიაზე. მან აღნიშნა, რომ მარკ ანხელმა კენჭისყრის ორ ტურში ხმების აბსოლუტური უმრავლესობა მიიღო. ბოლო ტურში ანხელს მხარი 307-მა პარლამენტარმა დაუჭირა. 59 წლის დეპუტატი ევროპარლამენტში სოციალისტების ჯგუფს წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ 9 დეკემბერს ბელგიის პოლიციამ ბრიუსელში ათობით ჩხრეკა ჩაატარა და ოთხი ადამიანი, მათ შორის კაილი დააკავა. „ბელგიის პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიების ყველა ბრალდებული "ეჭვმიტანილია დიდი თანხის გადახდასა ან მნიშვნელოვანი საჩუქრების შეთავაზებაში მესამე პირებისთვის, რომელთაც პოლიტიკური და/ან სტრატეგიული პოზიციები საშუალებას აძლევს გავლენა მოახდინონ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებებზე",- წერს მედია.  ამასთან, როგორც მედია წერს, მომხდარის მიზანი იყო კატარის იმიჯის გაუმჯობესება ევროკავშირში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ.  

ერდოღანმა თურქეთში არჩევების ახალი თარიღი ოფიცილაურად დაასახელა

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2022 წლის 14 მაისს გაიმართება. ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქალაქ ბურსაში ახალგაზრდობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა, დაგეგმილზე ადრე, 14 მაისს გაიმართოს - Reuters ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გააგრძელოს წარმატებები და წინსვლა. შეგახსენებთ, რომ არჩევნების გამართვის ოფიციალურ თარიღად მანამდე 18 ივნისი იყო გამოცხადებული.  

ჩეხეთის პრეზიდენტად გადამდგარი გენერალი პეტრ პაველი აირჩიეს

ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, გადამდგარმა გენერალმა, NATO-ს სამხედრო კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ პეტრ პაველმა გაიმარჯვა.  ყოფილი პრემიერი და გადამდგარი გენერალი ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გადავიდნენ ამის შესახებ ჩეხეთის ტელევიზიამ ხმების საბოლოო დათვლის დროს განაცხადა. „ჩეხეთის ახალ პრეზიდენტად პიტერ პაველი აირჩიეს“, - აღნიშნა სატელევიზიო გადაცემის წამყვანმა. უახლოეს მომავალში პრაღაში ჩეხეთის არჩეული პრეზიდენტის პრესკონფერენციაა მოსალოდნელი. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში პაველის გამარჯვება დაადასტურა.  შეგახსენებთ, რომ 14 იანვარს ჩეხეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა ყოფილმა-პრემიერ მინისტრმა, მილიარდერმა ანდრეი ბაბიშმა და NATO-ს გენერალმა, პეტრ პაველმა მიიღეს.  ამასთან, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩეხეთის პრეზიდენტობის კანდიდატი და თაღლითობაში ბრალდებული ყოფილი პრემიერი სასამართლომ გაამართლა.  

2024 წლის პარლამენტის არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცემს - ცესკო

2024 წელს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% კენჭისყრაში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს,- ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. მათივე ცნობით, იმ საარჩევნო უბნებზე კი, სადაც ტექნოლოგიები არ იქნება გამოყენებული, გაციფრულდება ბიულეტენები. შესაბამისი გადაწყვეტილება ცესკო-მ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო და განკარგულებით განსაზღვრა ის საარჩევნო უბნები, სადაც 2024 წელს არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება. „დღეს ცესკომ ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც, 2024 წელს გასამართი პარლამენტის არჩევნებისას, ამომრჩეველთა თითქმის 90% კენჭისყრაში მონაწილეობას ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიიღებს. დარჩენილ საარჩევნო უბნებზე კი განხორციელდება ბიულეტენების გაციფრულება და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით საარჩევნო უბნების შედეგების გადათვლა. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ღიაობის და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის დადგენას საარჩევნო უბნებზე. აღსანიშნავია, რომ ეს მოცემულობა ხელს შეუწყობს ყველა ჩართულ მხარეს, მათ შორის პოლიტიკურ გაერთიანებებს, თავის მხრივ საარჩევნო ადმინისტრაციას, რომ წელიწადნახევრით ადრე მოემზადონ, დაგეგმონ და განახორციელონ აქტივობები 2024 წლის არჩევნებისთვის“, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ. გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრა ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძემ. „ეს იყო ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ამისთვის ვიბრძოდი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც არ ვიყავი საარჩევნო ადმინისტრაციის წევრი. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი სხდომა იმითაც, რომ პოლიტიკურ პარტიებს წელიწადნახევრით ადრე უკვე ეცოდინებათ ახალი საარჩევნო გეოგრაფია, რაც მისცემს მათ საშუალებას ადეკვატურად დაგეგმონ ყველა ის ღონისძიება, რომელიც აუცილებელია 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის“, – განაცხადა სიორიძემ. ცესკო-ს წევრის, ივანე ნორაკიძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესის მიმართ ამომრჩეველთა ნდობის ამაღლებას. „განსხვავებით საკანონმდებლო ჩანაწერისგან, გვაქვს პროგრესი. საკანონმდებლო ჩანაწერის მიხედვით ელექტრონული არჩევნები საქართველოში ჩატარდებოდა ამომრჩევლის მინიმუმ 70 პროცენტისთვის, ცესკო-ს დღევანდელი განკარგულებით კი დადგინდა, რომ ელექტრონული არჩევნები საქართველოში ჩატარდება ამომრჩევლის თითქმის 90 პროცენტისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, რადგან ელექტრონული არჩევნები ზოგადად ამარტივებს არჩევნების ადმინისტრირებას, უფრო მეტ სიზუსტეს სძენს მას და აქედან გამომდინარე, საბოლოო ჯამში იზრდება ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ ამომრჩეველთა მხრიდან“,- აღნიშნა ნორაკიძემ. ამასთან, ცესკო-ს ცნობით, 2024 წლის არჩევნები, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება ყველა თვითმმართველ ქალაქსა და თვითმმართველი თემების მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების ტერიტორიაზე არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე. „ასევე ზემოხსენებული მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე (გარდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრებისა) არსებულ იმ საარჩევნო უბნებში, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 300 ამომრჩეველს და ამავდროულად შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიის მისამართსა და საოლქო საარჩევნო კომისიის მისამართს შორის მანძილი არ აღემატება 20 კმ-ს. იმ საარჩევნო უბნებში კი, სადაც არ იქნება განთავსებული საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული მთვლელი, საუბნო საარჩევნო კომისია ცესკო-ს დადგენილებით განსაზღვრული წესით საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში განახორციელებს საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანას შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობების საშუალებით. საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანილი ვერსია განთავსდება ინტერნეტ სივრცეში საარჩევნო უბნების მიხედვით და მათი გაცნობა შეეძლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. აღნიშნული სამართლებრივი აქტის მიღებას წინ უძღოდა მთელი რიგი სამუშაოები, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ საოლქო საარჩევნო კომისიების აქტიური ჩართულობით და მონაწილეობით გასწია, ასევე, ჩართულ მხარეებთან სხვადასხვა სამუშაო ფორმატში გამართული სამუშაო შეხვედრები, რომლებზეც განხორციელდა დოკუმენტის ძირითადი პრინციპების განხილვა და მოსაზრებების მოსმენა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაგეგმილი შუალედური/რიგგარეშე არჩევნებიც ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით და იმავე კრიტერიუმების მიხედვით ჩატარდება, რომელიც 2024 წლის პარლამენტის არჩევნებზე იმოქმედებს“,- აღნიშნულია ცესკო-ს ინფორმაციაში.  

თურქეთში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები 14 მაისს გაიმართება

თურქეთში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები 14 მაისს გაიმართება. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაააკეთა. იუწყება სააგენტო Anadolu. „ჩვენი კონსტიტუციის 116-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით, ხელი მოვაწერე განკარგულებას არჩევნების ჩატარების შესახებ 14 მაისს, რომელიც დაგეგმილი იყო 2023 წლის 18 ივნისს“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დედაქალაქ ანკარაში საპრეზიდენტო კომპლექსში. „ჩვენი საარჩევნო დღის წესრიგი კვლავ იქნება მიწისძვრის მსხვერპლთა ჭრილობების შეხორცება და ამ კატასტროფის ეკონომიკური და სოციალური ზარალის კომპენსაცია“, - აღნიშნა ერდოღანმა. თურქი ხალხი 14 მაისს არამარტო პრეზიდენტს, არამედ პარლამენტის 600-ვე წევრსაც აირჩევს. 2017 წელს თურქმა ამომრჩევლებმა რეფერენდუმის გზით გადაწყვიტეს, გადასულიყვნენ საპარლამენტო სისტემიდან მმართველობის აღმასრულებელ საპრეზიდენტო სისტემაზე. 2018 წელს თურქეთი საპრეზიდენტო მმართველობის სისტემაზე სრულად გადავიდა.  

საბერძნეთის პრემიერი: არჩევნები მაისში გაიმართება და არა ივლისში, რადგან დიდი ალბათობით, მეორე ტური გახდება საჭირო

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის განცხადებით, საყოველთაო არჩევნები მაისში გაიმართება და არა ივლისში, რადგან დიდი ალბათობით, მეორე ტური გახდება საჭირო. მიცოტაკისი ეჭქვეშ აყენებს კვლევის სანდოობას, რომლის მიხედვით, მისი პარტიის  („ახალი დემოკრატია“) უპირატესობა მთავარ ოპოზიციურ პარტიასთან, მცირდება. ცენტრალურ საბერძნეთში, 28 თებერვალს სამგზავრო მატარებელი სატვირთო მატარებელს შეეჯახა, რის შედეგადაც 60 -მდე ადამიანი დაიღუპა. ამასთან დაკავშირებით, მიცოტაკისმა აღნიშნა, რომ ასეთი ტრაგედია არ უნდა მომხდარიყო. „წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება, 2023 წლის საბერძნეთში ორი მატარებელი იყოს ერთსა და იმავე ხაზზე, რომელიც საპირისპირო მიმართულებით მიდის და ეს ვერავინ შეამჩნია...მე მჯერა, რომ ყველა მოქალაქემ გააცნობიერა, რომ ეს უბედური შემთხვევაა. ახლა ჩვენ გვაქვს ვალდებულება, გავუმკლავდეთ პრობლემებს“, - განაცხადა მიცოტაკისმა. შემთხვევა ქალაქ ლარისის მახლობლად, ქალაქ ტემპში მოხდა. დაღუპულთა შორის უნივერსიტეტის სტუდენტები არიან.  

არჩევნებამდე არსად ვაპირებ წასვლას, არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი - წულუკიანი

 არჩევნებამდე არსად წასვლას არ ვაპირებ, - კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სპეკულაციაა საუბარი იმის შესახებ, რომ კულტურის მინისტრის პოსტს ტოვებს და ჯანდაცვის სამინისტროში გადადის. „ჩემი განხილვა ჯანდაცვის მინისტრის პოზიციაზე არის წმინდა წყლის სპეკულაცია, ისევე როგორც არაერთ სხვა ადგილას. ასე ხდება ხოლმე, როდესაც ის ადამიანები, რომელთაც არ მოსწონთ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში რა პოლიტიკაც დღეს ტარდება, დასხდებიან ხოლმე, ადგილებიც ვიცი, სადაც მსჯელობენ და თათბირობენ. ეს ჩვენივე სისტემაში ხდება ხოლმე. ითათბირებენ და გადაწყვეტენ, რომ მალე გვეშველება, გადადის ამ და ამ სამინისტროში. მგონი, რიგით მეოთხე სამინისტროა, სადაც გამამწესეს, მაგრამ, მინდა, მივუსამძიმრო მათ, არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას. არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი“, – განაცხადა წულუკიანმა.  

ბულგარეთში ბოლო ორი წლის განმავლობაში საპარლამენტო არჩევნები მეხუთედ ტარდება

ბულგარელები ბოლო ორი წლის განმავლობაში საპარლამენტო არჩევნებში მეხუთედ მონაწილეობენ. Reuters-ის ცნობით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ცხადყოფს, რომ ბულგარეთმა შესაძლოა, კვლავ ვერ შეძლოს ფუნქციონალური საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოყალიბება. ექვსი თვის წინ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვერცერთმა პარტიამ ვერ შეძლო მთავრობის ჩამოყალიბება. წინასწარი გამოკითხვების თანახმად, მთავარი კონკურენტები კვლავ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის პარტია „გერბი“  და ასევე ექსპრემიერ კირილ პეტკოვის - „ჩვენ ვაგრძელებთ ცვლილებას“ (PP) არიან. ორივე პარტია 26%-ანი მხარდაჭერით სარგებლობს. „სამი წლის წინ ბულგარეთში მასობრივი ანტიკორუფციული საპროტესტო აქციები დაიწყო, მაგრამ პოზიტიური ცვლილების ნაცვლად, დემონსტრაციებმა არჩევნების სერია გამოიწვია. 10-წლიანი ხელმძღვანელობის დასრულების შემდეგ, ბორისოვმა ძალაუფლება 2021 წელს დაკარგა. მას შემდეგ, ქვეყნის პოლიტიკურმა პარტიებმა ვერ შექმნეს სტაბილური კოალიციები, რამაც პოლიტიკური არეულობა და დროებითი მთავრობები გამოიწვია. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო ბულგარეთი გაყო. ბულგარეთი ევროკავშირისა და NATO-ს ალიანსის წევრია, მაგრამ იზიარებს ღრმა ისტორიულ და კულტურულ კავშირებს რუსეთთან, რამაც გავლენა მოახდინა ბულგარეთის პოლიტიკურ ლანდშაფტზე“, - წერს DW. ბულგარეთი ევროკავშირის იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, რომელმაც არ დაადასტურა მონაწილეობა ევროკავშირის გეგმაში, რომელიც უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესყიდვას გულისხმობს. კერძოდ, ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი საჯაროდ გამოვიდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგ. EURACTIV-ის გამომძიებელი ჟურანლისტების ცნობით, ბულგარეთის მიერ მილიარდობით ევროს ღირებულების იარაღის კიევისთვის მიწოდება არ შეწყვეტილა, მიუხედავად სოფიის ხელისუფლების ოფიციალური მტკიცებისა. ორ კოალიციას, რომლებიც კვლევის შედეგების სათავეში არიან, კიევისთვის მხარდაჭერის გაგრძელებას უჭერენ მხარს.    

ფინეთში საპარლამენტო არჩევნები ტარდება

ფინეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო ბარიერი არ მოქმედებს ფინეთის პარლამენტში შესასვლელად, მაგრამ უნდა მიიღონ ხმების სულ მცირე 2%, რათა სახაზინო დახმარებით ისარგებლონ. სკანდინავიური ქვეყნის ერთპალატიან საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრა, 22 პოლიტიკური პარტიიდან სულ 2424 კანდიდატს სურს. ხმის მიცემა ფინეთის 18 და მეტი ასაკის ყველა მოქალაქეს შეუძლია. შექმნილია დაახლოებით 2000 საარჩევნო უბანი, რომლებიც დილის 9:00 საათიდან საღამოს 8 საათამდე იმუშავებენ. ამჟამინდელ მთავრობას პრემიერ-მინისტრ სანა მარინის პარტია და კიდევ ოთხი პარტია ხელმძღვანელობენ - ცენტრისტული პარტია, მწვანე ლიგა, მემარცხენე ალიანსი და შვედეთის სახალხო პარტია. სულ 19 მინისტრია. სოციალ-დემოკრატების პარტიამ 2019 წლის არჩევნების შემდეგ შვიდი მინისტრის პორტფელი მიიღო, კოალიციის მეორე უმსხვილესი პარტნიორს - ცენტრისტულ პარტიას კი, ხუთი მინისტრი ჰყავს. მისი 39 წლის ლიდერი ანნიკა საარიკო ფინანსთა მინისტრად 2021 წლის მაისიდან მუშაობს. მწვანე ლიგას, რომლის ლიდერია მარია ოჰისალო და რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს 2019-2021 წლებში იკავებდა, სამი მინისტრის პოსტს იბარებს. მემარცხენე ალიანსის ლიდერი ლი ანდერსონი, ამავდროულად, ქვეყნის განათლების მინისტრად მუშაობს. პარტიას ჰყავს ორი მინისტრი კაბინეტში, ისევე როგორც შვედეთის სახალხო პარტიას.

ფინეთის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ სანა მარინის პარტია დამარცხდა

ფინეთის საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატიულმა პარტიამ გაიმარჯვა. პრემიერ-მინისტრ სანა მარინის სოციალ-დემოკრატიული პარტია არჩევნებში დამარცხდა. პეტერი ორპოს მემარჯვენე-ცენტრისტულმა კოალიციამ 20.8%-იანი მხარდაჭერა მიიღო. მეორე ადგილზეა ნაციონალისტური ევროსკეპტიკური პარტია „ნამდვილი ფინელები“ - 20,1%, სოციალ-დემოკრატებმა კი  - 19,9% მოიპოვეს. ხმების 97,7% დათვლილია. ფინეთში საპარლამენტო არჩევნები ტარდება BBC წერს, რომ ეს სანა მარინისთვის მწარე მარცხია. მთავრობის ფორმირების პირველი შესაძლებლობა კონსერვატორებს ექნებათ. ფინეთის პროპორციული წარმომადგენლობის სისტემა მოითხოვს, რომ კოალიციამ ქვეყნის მართვისთვის 200-ადგილიან პარლამენტში 100-ზე მეტი ადგილი მოიპოვოს. სანა მარინი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ლიდერია. ის 34 წლის იყო, როდესაც ფინეთის პრემიერი გახდა. სანა მარინი აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას. მისი პრემიერობის დროს ქვეყანამ შვედეთთან ერთად უარი თქვა ნეიტრალიტეტზე იმ ფონზე, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ფინეთი ალიანსის წევრი ოფიციალურად უახლოეს დღეებში გახდება. მისი გაწევრიანება NATO-ს ყველა მოკავშირეს აქვს რატიფიცირებული. ფინეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა.  

29 აპრილს, საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ასევე, მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება

29 აპრილს, საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ასევე, მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს ცესკოში ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, ეს პირველი არჩევნებია, რომელზეც საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ ტექნოლოგიებს ფართო მასშტაბით გამოიყენებს. „სწორედ ამიტომ, შეიძლება ითქვას ეს არის საქართველოს არჩევნების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება 29 აპრილის არჩევნებს. მიგვაჩნია, რომ ყველა ჩართულ მხარეს შეუძლია საკუთარი წვლილის შეტანა საარჩევნო პროცესის წარმატებით წარმართვაში. სწორედ ამიტომ, უპირველესად, მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, იაქტიურონ, მოვიდნენ არჩევნებზე, გააკეთონ არჩევანი და ნახონ, როგორ მუშაობს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები. ასევე მივმართავთ ჩართულ მხარეებს – პოლიტიკურ პარტიებს, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას – მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის დემოკრატიზაციის ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში, დააკვირდნენ არჩევნებს და ჩვენთან ერთად ჩაერთონ ელექტრონული არჩევნების დანერგვაში. საარჩევნო რეფორმის წარმატებით განხორციელება ხომ არჩევნებში ჩართული ყველა მხარის პასუხისმგებლობაა. ჩვენ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას, რადგან არჩევნები საერთო საქმეა. შუალედური და რიგგარეშე არჩევნები 10 მუნიციპალიტეტში გაიმართება. ამომრჩევლები აირჩევენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი – სენაკი – ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს. სულ გაიხსნება 165 საარჩევნო უბანი“, – აღნიშნა ცესკოს პრესსპიკერმა. მისი თქმით, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 117 საარჩევნო უბანზე ჩატარდება და მასში მონაწილეობას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 91% მიიღებს. „აქვე მინდა, ამომრჩევლებს შევახსენო, რომ განსხვავებული იქნება საარჩევნო ბიულეტენიც – ამ შემთხვევაში ამომრჩეველმა კი არ უნდა შემოხაზოს სასურველი კანდიდატის ნომერი, არამედ უნდა გააფერადოს კანდიდატის წინ არსებული წრე. ხმის მთვლელი აპარატი ავტომატურ რეჟიმში ითვლის ხმებს და კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სავალდებულო პროცედურების განხორციელებისთანავე ბეჭდავს კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს. რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად მცირდება წინასწარი შედეგების გამოქვეყნების დრო. რაც შეეხება დანარჩენ, 48 საარჩევნო უბანს, (მათ შორის არის პენიტენციურ დაწესებულებაში გახსნილი ერთი უბანიც) აღნიშნულ უბნებზე კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ჩატარდება, თუმცა ამ შემთხვევაში საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ელექტრონული აპარატები არ არის დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან და შესაბამისად კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობს. სიახლეა გადასატანი ყუთით სარგებლობასთან დაკავშირებითაც – პირველად ამ არჩევნებზე, ის ამომრჩევლებიც გაივლიან მარკირების პროცედურას, რომლებიც გადასატანი ყუთის გამოყენებით მისცემენ ხმას. ამასთან, უნდა აღინიშნოს რომ გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით, გათვალისწინებულია ბიულეტენების ხელით დათვლა. სწორედ ამის შემდეგ შედგება შემაჯამებელი ოქმები, რომელიც დასკანერდება პლანშეტით და გამოიგზავნება პირდაპირ ცესკოში. რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, ათივე მუნიციპალიტეტში 185 056-ია“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა. ამასთან, როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა აღნიშნა, არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია შუალედური არჩევნებისთვის საერთაშორისო დამკვირვებელთა უპრეცედენტო რაოდენობა – 12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების 55 საერთაშორისო დამკვირვებელი. „არჩევნებს ასევე დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 258 წარმომადგენელი, 22 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 457 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 19 მედიაორგანიზაციის 353 წარმომადგენელი. საკანონმდებლო სიახლეებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით მრავალეტაპიანი სწავლება გაიარეს შესაბამისი საარჩევნო კომისიების წევრებმა და ისინი სრულად არიან მზად ამომრჩევლებს მაღალ პროფესიულ დონეზე მოემსახურონ. საარჩევნო უბნები 06:45 საათზე გაიხსნება. კენჭისყრის პროცესი კი დილის 08:00 საათზე დაიწყება. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. დღის განმავლობაში იმუშავებს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი – 2 51 00 51 და ჩატი; ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩეველს საშუალება ექნება ინფორმაცია მიიღოს ვიდეოზარის მეშვეობით. ასევე მუდმივ რეჟიმში იმუშავებს მედიაცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე“, – განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა.  

ადგილი ჰქონდა რამდენიმე სარჩევნო უბანზე მცირე ტექნიკურ ხარვეზს - ცესკო

ადგილი ჰქონდა რამდენიმე სარჩევნო უბანზე მცირე ტექნიკურ ხარვეზს, რომელიც მალევე აღმოიფხვრა და ხმის მიცემის პროცესი არ შეფერხებულა,- ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში შუალედური/რიგგარეშე არჩევნები იმართება   „იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავად ვერ მიდიან არჩევნებზე, გადასატანი ყუთები უკვე გავიდა საარჩევნო უბნებიდან. შეგახსენებთ, რომ პირველად ამ არჩევნებზე, ის ამომრჩევლებიც გაივლიან მარკირებას, რომლებიც გადასატანი ყუთის გამოყენებით მისცემენ ხმას. ეს არის ერთ-ერთი იმ სიახლეებიდან, რომელსაც დღეს საარჩევნო ადმინისტრაცია სთავაზობს ამომრჩევლებს“, - აღნიშნა ნათია იოსელიანმა როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა განაცხადა, ადგილი ჰქონდა რამდენიმე სარჩევნო უბანზე მცირე ტექნიკურ ხარვეზს, რომელიც მალევე აღმოიფხვრა და ხმის მიცემის პროცესი არ შეფერხებულა. „საარჩევნო ადმინისტრაციას გათვალისწინებული და დაზღვეული აქვს ყველა შესაძლო რისკი. შესაბამისად, არცერთ შემთხვევაში არ შეფერხდება ხმის მიცემის პროცესი. გაწერილი გვაქვს შესაბამისი ინსტრუქციები და როგორც საოლქო, ისე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა იციან როგორ უნდა იმოქმედონ ასეთ შემთხვევებში. 12:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე მისული იყო 22 557 (12,19%) ამომრჩეველი. ამ დროისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა ცაგერში დაფიქსირდა, სადაც მოსულია ამომრჩეველთა 25,3 %. მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, იაქტიურონ, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გააკეთონ საკუთარი არჩევანი. აქვე შევახსენებთ მათ, რომ საარჩევნო სიაში საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმების, ასევე საარჩევნო უბნის დეტალური მისამართის გასაგებად შეუძლიათ ისარგებლონ ცესკოს ვებგვერდით - cesko.ge. ინფორმაციის მიღება ასევე შეუძლიათ ცესკოს კონტაქტ-ჰაბში, რომელიც დღეს უწყვეტად იმუშავებს, ტელეფონის ნომერია - 2 51 00 51“, - აღნიშნა ნათია იოსელიანმა.  

გვინდა, მოვუწოდოთ ამომრჩევლებს, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გააკეთონ არჩევანი ტექნოლოგიების გამოყენებით - ცესკო

საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში შუალედური/რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს. დღეს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები გაიხსნა 10 მუნიციპალიტეტში, შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში. კენჭისყრა დაწყებულია, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა. ცესკო მოუწოდებს ამომრჩევლებს მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გააკეთონ არჩევანი ტექნოლოგიების გამოყენებით, რადგან მათივე შეფასებით, არჩევნები საერთო საქმეა. ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩევლები დღეს ირჩევენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი - სენაკი - ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა განაცხადა, ეს პირველი არჩევნებია, რომელზეც საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ ტექნოლოგიებს ფართო მასშტაბით გამოიყენებს. სწორედ ამიტომ, ეს არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთგვარი გენერალური რეპეტიცია 2024 წლის არჩევნებისთვის. შესაბამისად, არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება, თუ როგორ წარიმართება საარჩევნო პროცესი ტექნოლოგიების გამოყენებით. ნათია იოსელიანის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად მზად არის, კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება დღევანდელ არჩევნებს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამომრჩევლების აქტიურობა. „პირველ რიგში გვინდა მოვუწოდოთ ამომრჩევლებს მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გააკეთონ არჩევანი ტექნოლოგიების გამოყენებით. ერთად უნდა შევუწყოთ ხელი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას, რადგან არჩევნები საერთო საქმეა. რაც შეეხება უშუალოდ საარჩევნო პროცედურებს, შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველმა საარჩევნო უბანზე მისვლისას, თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი. კენჭისყრა სულ 165 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 117 საარჩევნო უბანზე ტარდება. აქვე მინდა ამომრჩევლებს შევახსენო, რომ ასეთ უბნებზე განსხვავებულია საარჩევნო ბიულეტენიც - ამ შემთხვევაში ამომრჩეველმა კი არ უნდა შემოხაზოს სასურველი კანდიდატის ნომერი, არამედ უნდა გააფერადოს კანდიდატის წინ არსებული წრე. დანარჩენ, 48 საარჩევნო უბანზე (მათ შორის არის პენიტენციურ დაწესებულებაში გახსნილი ერთი უბანიც) კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ტარდება, თუმცა ამ შემთხვევაში საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის. ამასთან, უნდა აღინიშნოს რომ გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით, გათვალისწინებულია ბიულეტენების ხელით დათვლაც. სწორედ ამის შემდეგ შედგება შემაჯამებელი ოქმები, რომელიც პლანშეტით პირდაპირ ცესკოში გამოიგზავნება. პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, ყველა საარჩევნო უბანზე განთავსებულია ხმის მიცემის მოდიფიცირებული კაბინები. გახსოვდეთ, რომ ხმის მიცემა ფარულია და კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება. საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. დღეს ასევე დაუშვებელია კენჭისყრის შენობაში ან შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა. დღეს, მთელი დღის მანძილზე, გაიმართება საინფორმაციო ბრიფინგები, ჩვენ მუდმივად მოგაწვდით ინფორმაციას, როგორც კენჭისყრის დღის მიმდინარეობის, ასევე ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ,“- განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა.  

არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია

საქართველოს პარლამენტის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგი ცნობილია. მონაცემები ცესკოს თავმჯდომარემ გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. მისივე ინფორმაციით, ათივე მუნიციპალიტეტში არჩევნებში მონაწილეობა სულ 55 363 ამომრჩეველმა მიიღო. „ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ახალციხეში, სადაც საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა 47.8 % მივიდა. ახლა კი გაგაცნობთ 117 უბნის ხმის მთვლელი აპარატებიდან ამობეჭდილ წინასწარ შედეგებს. საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგი შემდეგია: № 21 - ბესიკი წულეისკირი („თავისუფალი საქართველო”) 1 208 ხმა, 4.67 % №41 გიორგი ხახუბია ( „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 24 646 ხმა, 95.33 % რაც შეეხება საკრებულოების შუალედური არჩევნების შედეგად წინასწარ მონაცემებს, შემდეგია: გურჯაანი -№ 41 ზურაბი მუხულიშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 1 347 ხმა თიანეთი №41 იოსებ მათურელი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 345 ხმა ახალციხე № 41 როინი ნებაძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 463 ხმა ტყიბული №41 გიორგი კერესელიძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)-1 321 ხმა 86.62 % №51 გიორგი გაგოშიძე (საინიციატივო ჯგუფი ) 204 ხმა, 13.38 % ქუთაისი № 41 მიხეილი გიორგაძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 5 331 ხმა.   მერების რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგები შემდეგია: ცაგერი №41 ლევან ზალკალიანი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 2 158 ხმა თერჯოლა №41 მანუჩარ რობაქიძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ - 9 559 ხმა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს იყო წინასწარი მონაცემები იმ 117 საარჩევნო უბნიდან, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.  

როგორ აფასებენ საერთაშორისო დამკვირვებლები 29 აპრილს გამართულ შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებს

საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე დამკვირვებელის, დიმ ლოგანის განცხადებით, საარჩევნო პროცესს ქუთაისში, ექვს ლოკაციაზე აკვირდებოდა. მისი თქმით, არჩევნები მაღალ დონეზე წარიმართა და უზრუნველყოფილი იყო მშვიდი პროცესი. ამასთან, აშშ-დან დამკვირვებელმა ელექტრონული სისტემის საპილოტე პროექტზე გაამახვილა ყურადღება. საერთაშორისო დამკვირვებლებმა, რომლებიც 29 აპრილს გამართულ შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებს აკვირდებოდნენ, მედიასთან განცხადება გააკეთეს. „მქონდა შესაძლებელობა, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ჩემს კოლეგებთან ერთად, დავკვირვებოდი საარჩევნო პროცესს ქუთაისში, ექვს ადგილას. მსურს, გაგიზიაროთ, რომ საპილოტო პროექტი, რომელიც განხორციელდა ამ არჩევნებისთვის, იყო ძალიან წარმატებული. ბევრი რამ, რაც გავარკვიე პროცესის განმავლობაში, აჩვენებს, რომ კომისიამ შეძლო ტექნოლოგიის გამოყენება წინასწარი შედეგების გამოცხადებისთვის. ამავე დროს, უზრუნველყოფდა შესაბამის საპირწონე ბალანსს ფიზიკური ბალანსის გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული შემოწმებით. მჯერა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აჩვენებს გამჭვირვალობის მიმართ ერთგულებას. ვფიქრობ, ეს იყო შესაბამისი პროცესის პილოტირებისთვის ამ მცირემასშატაბიან არჩევნებზე საერთო არჩევნების წინ. ამან მისცა კომისიას შესაძლებლობა, რომ გაცნობოდნენ ახალ პროცედურებს და გამოეყენებინათ ტექნოლოგია. ძალიან შთამბეჭდავი იყო არჩევნებისთვის წინასწრი სამზადისი. იყვნენ პროფესიონალი თანამშრომლები, იყო წარმატებული საწვრთნელი პროცესი, ამომრჩევლების ყოვლისმომცველი ინფორმირება და მინდა, შევაქო თანამშრომლები მათი ერთგულებისთვის. საარჩევნო პროცესი იყო ძალიან მაღალი დონის და უზრუნველყოფილი იყო მშვიდი პროცესი“, – განაცხადა დიმ ლოგანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. კიდევ ერთი დამკვირვებელის, ჯონ ჰოლინსის შეფასებით კი, არჩევნები დაიგეგმა და განხორციელდა პროფესიონალურ დონეზე. „მსურს, მადლობა ვუთხრა კომისიას, თავმჯდომარეს და განსაკუთრებით გუნდს, რომელმაც ჩაატარა ეს არჩევნები. ეს ფენომენალური იყო. ჩვენი დაკვირვების საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არჩევნები დაიგეგმა და განხორციელდა პროფესიონალურ დონეზე. იყო გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი. ამ არჩევნებზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაგეგმვა და მართვა იყო ეფექტური, საარჩევნო პროცესში ინტეგრირებული ტექნოლოგიების გამოწვევების ფონზე არჩევნები იყო წარმატებული. ეს შეეხება საარჩევნო პროცესზე დაკვირვებას, ამომრჩეველთა ინფორმირებას. ყველაზე შთამბეჭდავი იყო საარჩევნო უბნებზე გამოვლენილი ეფექტურობა. წარმატებული დაგეგმვა ყველაზე ცხადი იყო ხმის მიცემის პროცესში, ასევე, თუ რამდენად სწრაფად გამოცხადდა წინასწარი შედეგები“, – აღნიშნა დამკვირვებელმა კანადიდან, ჯონ ჰოლინსმა. სომხეთის ცესკოს წარმომადგენელის, ჰერმინე ჰარუტუნიანის თქმით კი, ახალი ტექნოლოგიები გააძლიერებს საზოგადოების სანდოობას არჩევნების მიმართ და ამბობს, რომ ხმის დათვლის ელექტრონული სისტემის საპილოტე პროექტი წარმატებული იყო. „ჩვენ შთაბეჭდილების ქვეშ ვართ, თუ როგორი მასშტაბის სამუშაო შეასრულეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და პროცესში ჩართულმა ქვედა დონის თანამშრომლებმა. შთამბეჭდავი იყო ცნობიერების ამაღლების კამპანიის მასშტაბი, თუ როგორ ჩატარდა საქათველოში არჩევნების მართვის კამპანია. არჩევნების დღეს, ჩვენ რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვიმყოფებოდით ქუთაისში. ვაკვირდებოდით უბნების გახსნას, საარჩევნო პროცესს და ხმების დათვლას. შთამბეჭდავია იმის ნახვა, როგორი მომზადებული არიან თანამშრომლები პროცესისთვის, ასევე, ამომრჩევლები, რომლებიც კარგად არიან ინფორმირებული. მსურს, ასევე ვთქვა, რომ მანქანის გამოთვლებსა და ხელით დათვლას შორის თანაბარი განსხვავებაა. გვჯერა, რომ ახალი ტექნოლოგიები გააძლიერებს საზოგადოების სანდოობას არჩევნების მიმართ. სომხეთი ამომრჩევლების მაიდენტიფიცირებელ მოწყობილობებს 2017 წლიდან იყენებს და ჩვენ აქ ვართ, რომ გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება ქართველ კოლეგებს, ჩვენი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა“, – განაცხადა ჰერმინე ჰარუტუნიანმა.    

ერდოღანის მთავარი კონკურენტი აცხადებს, რომ „ავტორიტარიზმს“ დაასრულებს

„თქვენ ავტორიტარულ ადმინისტრაციას შეცვლით დემოკრატიული საშუალებებით“, - ეს განცხადება ოპოზიციის ერთობლივმა კანდიდატმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ სტამბოლის მალტეპეს უბანში, 6 მაისს შეკრებილ ათიათასობით მომხრეს მიმართა. მან პირობა დადო, რომ დააბრუნებს მმართველობის საპარლამენტო სისტემას, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას. Reuters-ი წერს, რომ საზოგადოებრივი აზრის წინასწარი გამოკითხვების თანახმად, 74 წლის ქილიჩდაროღლუს უპირატესობა აქვს და შესაძლოა, კენჭისყრის მეორე ტურში გაიმარჯვოს. ოპოზიციის ეგმა მიზნად ისახავს ინფლაციის შემცირებას, რომელმაც შარშან 85%-ს მიაღწია.  

პაპუაშვილი საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებზე: სრულად ჯდება აპრობირებულ წესებთან, ექსპერიმენტმა არ გაამართლა

„შემოთავაზებული წესი სრულად ჯდება იმ აპრობირებულ წესებთან, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაშია - ექსპერიმენტმა, რომელიც ჩატარდა, არ გაამართლა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით ცვლილებების შესახებ. „არსებული წესი არის აბსოლუტურად ხელოვნური, რომელიც პრაქტიკაში არ იმუშავებდა. საბოლოოდ, პრაქტიკამ დაადასტურა, რომ მიდგომა, თითქოს, კვალიფიციური უმრავლესობა კონსენსუსის მიღწევის პანაცეაა, ტყუილია. ექსპერიმენტმა, რომელიც ჩატარდა, არ გაამართლა. მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხს დავუბრუნდეთ და ისეთი წესები მივიღოთ, რაც ყველა განვითარებულ ქვეყანაშია და ახალი გადაწყვეტები არ მოვიფიქროთ. არ გვინდა, რომ ისეთი განსხვავებული წესები გვქონდეს, რაც ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკას სცილდება და გარკვეული ექსპერიმენტია საქართველოსთვის, ამის გამართლებას იმით ცდილობენ ხოლმე, თითქოს, საქართველოს სპეციფიკური გამოწვევები აქვს და სპეციფიკური წესები უნდა მივიღოთ - ეს ასე არ არის. ცესკოს დაკომპლექტების წესის ცვლილებებით, „ქართული ოცნება“ აგრძელებს კანონმდებლობის პარტიულ ინტერესებზე მორგებას - საია პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ერთი მხრივ - ასეთი ექსპერიმენტული წესები არ მუშაობს, მეორე მხრივ კი - არაფერი სპეციფიკური საქართველოში არაა. ქართველი ხალხი დემოკრატიის ისეთივე მოყვარულია, როგორც ევროპის სხვა ხალხები და ის, რაც კარგია სხვა ქვეყნებში, შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ კარგია საქართველოსთვის. ამიტომ, შემოთავაზებული წესი სრულად ჯდება იმ აპრობირებულ წესებთან, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაშია. პარლამენტს აქვს სრული მანდატი, ცესკოს წევრები აირჩიოს და აქ ექსპერიმენტებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.  

ცესკოს დაკომპლექტების წესის ცვლილებებით, „ქართული ოცნება“ აგრძელებს კანონმდებლობის პარტიულ ინტერესებზე მორგებას - საია

ცესკოს დაკომპლექტების წესის ცვლილებებით „ქართული ოცნება“ აგრძელებს კანონმდებლობის პარტიულ ინტერესებზე მორგებას და ამცირებს ცესკოს დამოუკიდებლობას, - ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ასევე მოუწოდებს პარლამენტს, გაითვალისწინოს სტრატეგიული პარტნიორების რეკომენდაციები და გადადგას ქმედითი, რეალური ნაბიჯები საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობისთვის. „მიმდინარე წლის 8 მაისს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პარლამენტში ბიუროზე დაარეგისტრირეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ცესკოს თავმჯდომარესა და 7 წევრს საქართველოს პარლამენტი, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით აირჩევს. არჩევისთვის საჭირო ხმების რაოდენობა კი არსებული 2/3-ის ნაცვლად უბრალო უმრავლესობამდე შემცირდება. ცესკოს დაკომპლექტების მოქმედი წესი, რომელიც „შარლ მიშელის შეთანხმების“ სულისკვეთებით იქნა მიღებული, ითვალისწინებს საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატურაზე შეთანხმებას. დარეგისტრირებული ცვლილებების შემდეგ უქმდება კონსენსუსის მისაღწევად პარტიებს შორის მოლაპარაკებების საჭიროება და უმრავლესობას უფლებამოსილება ეძლევა ერთპიროვნულად დააკომპლექტოს ცესკო. გარდა ამისა, კომისიის დაკომპლექტების წესიდან პრეზიდენტის ჩამოშორებით საპარლამენტო უმრავლესობა კანონმდებლობას კვლავ არგებს საკუთარი პარტიის ინტერესებს. გასულ თვეებში ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობის არჩევასთან დაკავშირებული პროცედურული სირთულეების გამო, მმართველმა პარტიამ ამჯერად გადაწყვიტა ამ პროცესში დამოუკიდებელი რგოლის, პრეზიდენტის ინიციატივის არსებითად გაუქმება და ის მხოლოდ იმ ნაწილში დატოვა, თუ პარლამენტი პირველ ჯერზე ვერ შეძლებს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას. ამის საწინააღმდეგოდ, საქართველო კონსტიტუცია ითვალისწინებს, რომ პრეზიდენტი მონაწილეობს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე გამწესებაში. ხოლო ამ პირების თანამდებობაზე განწესების თაობაზე პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას არ საჭიროებს სწორედ იმ ლოგიკიდან გამომდინარე, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე წარდგინების უფლებას კონსტიტუცია ცალსახად პრეზიდენტს ანიჭებს. პარლამენტში დარეგისტრირებული ინიციატივით კი პრეზიდენტის არსებითი როლი ამ პროცესში იგნორირებულია. „შარლ მიშელის“ დოკუმენტზე ხელმოწერით, საპარლამენტო უმრავლესობამ შეთანხმების შესრულებისა და ამბიციური დემოკრატიული რეფორმების გატარების ვალდებულება აიღო, რაც არამხოლოდ „ქართული ოცნების“ კეთილი ნება, არამედ მისი, როგორც ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის, მოვალეობაა. ევროკავშირის 12 პუნქტიანი გეგმიდან მე-2 პუნქტი გულისხმობს სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის ცესკოს დამოუკიდებლობის გაზრდას. ინიცირებული ცვლილებებით კი კონსენსუსის საჭიროების გაქრობა საარჩევნო ადმინისტრაციის საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი პოლიტიკური ხელისუფლებისათვის დაქვემდებარებას უზრუნველყოფს, რაც ინსტიტუტების გაძლიერების ნაცვლად, დაასუსტებს მათ. მიგვაჩნია, რომ ცესკოს დაკომპლექტების 2021 წელს მიღებული წესის უგულებელყოფით „ქართული ოცნება“ უარს აცხადებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, რითაც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ინტერესს, ევროინტეგრაციის პროცესს და იმ მთავარ პრინციპებსა და ღირებულებებს, რომლებსაც საქართველოსა და მის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის არსებული ურთიერთობა ეფუძნება. მმართველი პარტია კვლავ კანონმდებლობის ცვლილების გზას მიმართავს საკუთარი პარტიული ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ამასთან, პრეზიდენტისათვის ცესკოს დაკომპლექტებაში არსებული კანონმდებლობით გათვალისწინებული როლის არსებითად შემცირება დამატებით ლეგიტიმურ კითხვებს წარმოშობს კონსტიტუციასთან მისი თავსებადობის თვალსაზრისითაც. საია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს: - არ დაამტკიცოს შემოთავაზებული კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ “ქართული ოცნების” ვიწრო პარტიულ ინტერესებს ემსახურება; გაითვალისწინოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების რეკომენდაციები, გადადგას ქმედითი და რეალური ნაბიჯები საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობისთვის“,-აღნიშნულია საიას განცხადებაში. ცნობისთვის, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. „სამართლიანი არჩევნები" და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ წარმოდგენილი ცვლილებების პროექტი უფრო მეტად შეამცირებს ცესკოს დამოუკიდებლობას, გაზრდის მასზე მმართველი პარტიის გავლენას და უკიდურესად დააკნინებს პრეზიდენტის როლს კანდიდატების შერჩევის პროცესში. არასამთავრობოებს მიაჩნიათ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის კონსენსუსის წესით არჩევა, ასევე მნიშვნელოვანი წინაპირობაა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტშიც. ამასთანავე, ორი არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ინიციატივა სრულიად ეწინააღმდეგება 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებას, ვენეციის კომისიის/ეუთო-ოდირის რეკომენდაციებს და ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წარმოდგენილი 12 პირობიდან ერთ-ერთს. „იცვლება და იზღუდება პრეზიდენტის როლი ცესკოს დაკომპლექტების პროცესში. ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების შესარჩევად, პრეზიდენტის ნაცვლად, საკონკურსო კომისიას შექმნის და შემდეგ კანდიდატებს საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარე. 9-წევრიან საკონკურსო კომისიაში გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის 1 წარმომადგენლის ყოფნა. პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე, მიიღებს გადაწყვეტილებას ცესკოს წევრობის კანდიდატთა წარდგენაზე უარის თქმისა და ხელახალი კონკურსის გამოცხადების შესახებ. ამასთან, თუ პარლამენტის მიერ კენჭისყრის შედეგად ყველა ვაკანსია არ შეივსო, კენჭი ეყრება კონკურსში მონაწილე პირებიდან ამჯერად უკვე საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ცესკოს წევრობის კანდიდატებს, არაუგვიანეს 14 დღის ვადაში. თუ ვაკანსია კვლავ შეუვსებელი დარჩა, არაუგვიანეს 3 დღისა დარჩენილ ვაკანსიაზე კონკურსი თავიდან გამოცხადდება", - ნათქვამია „სამართლიანი არჩევნებისა" და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ერთობლივ განცხადებაში. „სამართლიანი არჩევნებისა" და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს წარმოდგენილ კანონპროექტს.  

„ქართული ოცნება“ ცესკოს დაკომპლექტების წესს ცვლის

ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის წესში ცვლილებები შევა. ეს პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. ამასთანავე, თუკი პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) მხარს დაუჭერს, თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ. საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს. კანონპროექტის ავტორები პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, გივი მიქანაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი და ირაკლი შატაკიშვილი არიან. მათო განმარტებით, ცესკოს წევრობისა და ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის დღეს მოქმედი წესის ანალოგიური სამართლებრივი პრაქტიკა არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში არ არსებობს. პროექტი ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. კანონის პროექტების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის პარლამენტის თავმჯდომარე. პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს. ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს კი პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს. უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივაში გათვალისწინებულია საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში პრეზიდენტის ერთი წარმომადგენლის ყოფნა. იმ შემთხვევაში კი, თუ კენჭისყრის შედეგად, ყველა ვაკანსია არ შეივსო, პრეზიდენტი შესაბამისი კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატს წარადგენს და კენჭი პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატურას ეყრება. მოქმედი კანონმდებლობით, ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები პარლამენტს ასარჩევად პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს, რომელიც მანამდე საკონკურსო კომისიას ქმნის და აცხადებს კონკურსს. რაც შეეხება პარლამენტის მიერ მათი არჩევის წესსა და პროცედურას, ცესკოს თავმჯდომარის და წევრების ასარჩევად პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა თავდაპირველად 2/3-იანი კვორუმით ტარდება. იმ შემთხვევაში, თუკი ცესკოს თავმჯდომარის 2/3-ით არჩევა ვერ ხდება, კენჭი მათ სრული შემადგენლობის უმრავლესობით ეყრება. 2/3-იანი კვორუმით არჩეული ცესკოს თავმჯდომარე თანამდებობას 5-წლიანი ვადით იკავებს, უბრალო უმრავლესობით დამტკიცებული – 6 თვის ვადით. ცესკოს დაკომპლექტების მოქმედი მოდელი შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის შეფასებით, ეს არის „სახელმწიფოს მიტაცების კლასიკური მაგალითი. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, მმართველი გუნდი კონსტიტუციის გვერდის ავლით ცდილობს, მისთვის კომფორტული და უპირატესი გარემო მიიღოს და ეს არის ხელისუფლების შენარჩუნების მაგალითი. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, პრეზიდენტმა ვერ უზრუნველყო თავისი წილი პასუხისმგებლობა, რომ ობიექტური კანდიდატი წარედგინა, რომელსაც მათ შორის, ოპოზიციის მხარდაჭერაც ექნებოდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. 8 მაისს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ოპოზიციიდან, პარტია „ლელოს" წევრმა გიორგი სიორიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველი პარტიის კანონპროექტით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი იცვლება - პრეზიდენტის ნაცვლად, კანდიდატებს პარლამენტის თავმჯდომარე შეარჩევს. ცნობისთვის, გასული წლის 5 აგვისტოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა. მათ შორის იყო ცესკოს მოქმედი ხელმძღვანელი გიორგი კალანდარიშვილიც, თუმცა ის პრეზიდენტმა პარლამენტის წინაშე არ წარადგინა. 2022 წლის დეკემბრის ბოლოს პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე ვერ აირჩია, პრეზიდენტის წარდგენილმა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საკმარისი ხმების რაოდენობა. პრეზიდენტმა განმარტა, რატომ არ წარადგინა გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე  

ერდოღანის მთავარი კონკურენტი რუსეთს არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს

თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ფართო ოპოზიციური კოალიციიდან, რომელიც მოქმედი პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის კონკურენტად მიიჩნევა, რუსეთს საარჩევნო კამპანიაში ჩარევაში ადანაშაულებს. ქემალ ქილიჩდაროღლუმ ტვიტერზე დაწერა, რომ რუსები „შეთქმულებისა და „ფეიკების“ უკან დგანან". „თუ გსურთ ჩვენი მეგობრობის გაგრძელება 15 მაისის შემდეგ, ხელები შორს თურქეთის სახელმწიფოსგან“, - ნათქვამია ტექსტში. ამასთან, პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ის კვლავ თანამშრომლობისა და მეგობრობის მომხრეა.  განახლება: კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ „თუ ვინმემ ბატონ ქილიჩდაროღლუს ასეთი ინფორმაცია მიაწოდა, ისინი მატყუარები არიან". ერდოღანის მთავარი კონკურენტი აცხადებს, რომ „ავტორიტარიზმს“ დაასრულებს თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 14 მაისს არის დაგეგმილი. მთავარი მეტოქეები არიან ერდოღანი და ქილიჩდაროღლუ. გამოკითხვების უმეტესობის მიხედვით, ოპოზიციის კანდიდატი ლიდერობს მცირე უპირატესობით, მაგრამ სავარაუდოა, რომ გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტური იქნება საჭირო.  

წინასწარი შედეგებით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩებნებში ერდოღანი ლიდერობს

თუქეთში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მის მთავარ კონკურენტს დიდი სხვაობით უსწრებს.  HaberTurk-ის ინფორმაციით, ხმების 9,1%-ის დათვლის შედეგად, 59,47%-ით ლიდერობს ერდოღანი, ქემალ ქილიჩდაროღლუს კი, 34,79% აქვს. რას შეცვლის არჩევნები თურქეთის საგარეო პოლიტიკაში  

დათვლილია ხმების 47%-ზე მეტი - თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს პირველი კომენტარი

BBC-ის ცნობით, თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელმა, აჰმედ იენერმა ჟურნალისტებთან მოკლე განცხადება გააკეთა და ბოლო ოფიციალური ინფორმაცია მიაწოდა. მისი ინფორმაციით, თურქეთში ამ დროისთვის დათვლილია ხმების 47,08% და საზღვარგარეთ ხმების 12,60%. აჰმედ იენერმა უარყო ბრალდებები, რომ საბჭო ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებას აგვიანებს. არ უპასუხა შეკითხვებს, თუ რომელი კანდიდატი ლიდერობდა. მანამდე ოპოზიციის ლიდერმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ საბჭო გააკრიტიკა შედეგების მიწოდების დაგვიანების გამო. შედეგებთან დაკავშირებით, პერიოდულად სხვადასხვა წინასწარი მონაცემი ვრცელდება. თურქეთში ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ თავის პირველ საჯარო კომენტარში პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ არჩევნების შედეგების გამოცხადებისას სიჩქარე, ვიდრე დათვლა გრძელდება, ნიშნავს „ხალხის ნების“ უზურპაციას.  

ტაილანდის არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

ტაილანდში საყოველთაო არჩევნებში ოპოზიციური პარტიები ლიდერობენ, ამას წინასწარი შედეგები მოწმობს. CNN-ის ინფორმაციით, ხმების 98%-ზე მეტი დათვლის შედეგად სავარაუდოა, რომ „წინსვლის პარტია“, ქვეყნის პარლამენტის 500-ადგილიან წარმომადგენელთა პალატაში, 149 მანდატს მოიპოვებს, მეორე ადგილზე კი, პარტია „ფეუ ტაი“ იქნება 138 მანდატით, 71 ადგილს მოიპოვებს პარტია „ბუმჯაი ტაი“. ტაილანდში არჩევნები 2014 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ მეორედ ჩატარდა. პრემიერ-მინისტრ, იინგლაკ ჩინავატის დემოკრატიულად არჩეული მთავრობა დაამხეს და პრაიუთ ჩან-ოჩამ თავი პრემიერ-მინისტრად გამოაცხადა.      

თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ ხმის დათვლის შედეგები გამოაქვეყნა

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და მის მთავარ ოპონენტს შორის მეორე ტურის გამართვა სულ უფრო სავარაუდოა, მას შემდეგ რაც თურქეთში ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დაძაბული არჩევნები გაიმართა. წერს BBC. თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ განაცხადა, რომ ერდოღანმა ხმების 49,49% მიიღო, მისმა კონკურენტმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ - 44,79%, თითქმის ყველა ხმა დათვლილია. 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. ერდოღანმა განუცხადა თავის AK-პარტიის მხარდამჭერებს ანკარაში, რომ ის მზად არის არჩევნების მეორე ტურისთვის, საჭიროების შემთხვევაში, მაგრამ ჯერ თვლის, რომ მაინც შეუძლია, გაიმარჯვოს. ქილიჩდაროღლუმ პირობა დადო, რომ არჩევნებს მეორე ტურში მოიგებს და რომ მისმა კონკურენტმა ხალხისგან ნდობა ვერ მიიღო. არჩევნები მზარდი ინფლაციის ფონზე და დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ ტარდება. საბოლოო შედეგები 19 მაისს გამოქვეყნდება. რას შეცვლის არჩევნები თურქეთის საგარეო პოლიტიკაში მეორე ტური 28 მაისს გაიმართება.   

ოკუპირებული აფხაზეთის სახალხო კრების ყოფილი დეპუტატი თურქეთის პარლამენტში აირჩიეს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სახალხო კრების ყოფილი დეპუტატი თალიხ ხვატიში (ოზჯანი) თურქეთის პარლამენტის დეპუტატად აირჩიეს. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ასტამურ ლოგუამ განაცხადა. თალიჰ ხვატიში ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში, დუზჯეში, ოპოზიციურმა რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ წარადგინა. პარტიამ, რომელსაც საპრეზიდენტო კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ ხელმძღვანელობს, საპარლამენტო არჩევნებში, ამ ოლქში ხმების 22,63% მოიპოვა და პარლამენტში ერთი დეპუტატის შეყვანა შეძლო, კიდევ ორი ​​ადგილი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიის წარმომადგენლებს ერგო. ხვატიში 2007 წლიდან იყო ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტის წევრი სოხუმის No1 ოლქიდან.  

ირაკლი ღარიბაშვილმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნების მეორე ტურის წარმატებით ჩატარება უსურვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რეჯეფ ტაიფ ერდოღანთან. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს არჩევნების წარმატებით ჩატარება, პირველ ტურში მიღწეული წარმატება, ხოლო საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის მიერ ხმათა უმრავლესობის მოპოვება მიულოცა. „პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ერდოღანის პერსონალურ როლს როგორც თურქეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში, ასევე, რეგიონის მდგრად და სტაბილურ განვითარებაში იმ ერთობლივი, საერთაშორისო ხასიათის პროექტების მხარდაჭერით, რომელშიც თურქეთი და საქართველო არიან ჩართულნი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წარმატებით ჩატარება უსურვა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. რას შეცვლის არჩევნები თურქეთის საგარეო პოლიტიკაში თურქეთში არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება.  პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და მის მთავარმა კონკურენტმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს. საქართველოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე, თურქეთის პრეზიდენტობის ოპოზიონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა  

თურქეთის არჩევნებზე მესამე ადგილზე გასულმა კანდიდატმა, მეორე ტურში ერდოღანს დაუჭირა მხარი

ულტრანაციონალისტმა სინან ოგანმა, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევმების მეორე ტურში, მოქმედ პრეზიდენტს დაუჭირა მხარი. სინან ოგანმა ხმების 5,2 პროცენტით, ერდოღანს 20 წლიანი მმართველობის განმავლობაში პირველად არ მისცა შესაძლებლობა, გამარჯვება პირველივე ტურში მოეპოვებინა. ის პარასკევს შეხვდა თურქეთის ლიდერს და ცალკე მოლაპარაკებები გამართა ოპოზიციის ლიდერის, ქემალ ქილიჩდაროღლუს მოკავშირეებთან. „ჩვენ მხარს დავუჭერთ სახალხო ალიანსის კანდიდატს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, არჩევნების მეორე ტურში 28 მაისს”, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.  

ბელგიაში, 16 წლის ახალგაზრდებმა ევროპარლამენტის წევრების არჩევის უფლება მიიღეს

ბელგიის ხელისუფლებამ ევროპარლამენტის არჩევნებისთვის ხმის მიცემის მინიმალური ასაკი 16 წლამდე შეამცირა. „ასაკობრივი ლიმიტის შემცირებით, ჩვენ მკაფიო სიგნალს ვგზავნით. გვსურს, მოვისმინოთ თქვენი ხმები და მოსაზრებები, რათა გავითვალისწინოთ ისინი“, - მიმართა ახალგაზრდებს ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ანელის ვერლინდენმა. დაახლოებით, 280 000 ბელგიელ ახალგაზრდას ექნება შესაძლებლობა, მომავალ წელს ევროპულ დონეზე გამოხატოს თავისი აზრი. თუმცა ზრდასრული მოქალაქეებისგან განსხვავებით, რომლებიც ავტომატურად შედიან ამომრჩეველთა სიაში, ხმის მიცემის მსურველი არასრულწლოვნები წინასწარ უნდა დარეგისტრირდნენ. ბელგია გახდა ევროკავშირის მეოთხე ქვეყანა მალტის, გერმანიისა და ავსტრიის შემდეგ, რომელმაც ხმის მიცემა 16 წლიდან დაუშვა.  

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება.    ხმის მისაცემად 64,1 მილიონზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით, დილის 08:00 საათზე გაიხსნა. რას შეცვლის არჩევნები თურქეთის საგარეო პოლიტიკაში არჩევნების წინასწარი შედეგები საღამოს 17:00 საათის შემდეგ გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, 14 მაისის არჩევნებზე, მოქმედმა პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხმების 49,5% მიიღო. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა ,ქემალ ქილიჩდაროღლუმ ხმების 44.89% დააგროვა.

თურქული მედიის ცნობით, არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს

ხმების 71%-ის დათვლის მიხედვით, თურქეთის არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს. Anadolu-ს თანახმად, ხმების 71.45% უკვე დათვლილია. ერდოღანს ამ მომენტისთვის ამომრჩეველთა ხმების 54.37% აქვს, მის ოპონენტს ქემალ ქილიჩდაროღლუს კი - 45.63%. ამომრჩეველთა აქტიურობა 85.07%-ს შეადგენს.  

რეჯეფ თაიფ ერდოღანი თავის კონკურენტს: ნახვამდის ქემალ

"ჯერ კიდევ ველოდებით ქემალ ქილიჩდაროღლუს, რომ უპასუხოს შედეგებს, რომლებიც მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. "ერთადერთი გამარჯვებული არის თურქეთი", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. "ნახვამდის, ქემალ", - აღნიშნა ერდოღანმა. შეგახსენებთ, თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს ინფორმაციით, ერდოღანი იმარჯვებს. თურქული მედიის ცნობით, არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს ინფორმაციით,  ერდოღანი ხმების 53.41%-ით უსწრებს მის კონკურენტს, ქემალ ქილიჩდაროღლუს, რომელმაც 46.59% მოაგროვა.      

პრემიერი: ვულოცავ საქართველოს დიდ მეგობარს რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში მიღწეულ დამაჯერებელ გამარჯვებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს "არჩევნებში მიღწეულ დამაჯერებელ გამარჯვებას და ქვეყნის ლიდერად ხელახალ არჩევას ულოცავს". ამის შესახებ საქართველოს მთავრობის პრესსამსახური იუწყება. ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitte-ზე წერს, რომ თურქმა ხალხმა საკუთარი აზრი მკაფიოდ დააფიქსირა  და მათ ზეიმს საქართველოც უერთდება. “ვულოცავ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და საქართველოს დიდ მეგობარს რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში მიღწეულ დამაჯერებელ გამარჯვებას და ქვეყნის ლიდერად ხელახალ არჩევას! თურქმა ხალხმა საკუთარი აზრი მკაფიოდ დააფიქსირა  და ჩვენც ვუერთდებით მათ ზეიმს. მზად ვართ კიდევ უფრო  გავაძლიეროთ  თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის მეგობრობული კავშირები და სტრატეგიული პარტნიორობა”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. თურქული მედიის ცნობით, არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს  

ბაიდენი ერდოღანს F-16-ის ტიპის თვითმფრინავებისა და შვედეთის საკითხებზე ესაუბრა - Reuters

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ორშაბათს გამოთქვა მზადყოფნა, შეიძინოს F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები შეერთებული შტატებისგან. ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, რომელიც პრეზიდენტად ხელახლა არჩეულ ერდოღანს ესაუბრა. ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონს სურს, ანკარამ უარყოს თავისი წინააღმდეგობა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებასთან მიმართებით. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. რას შეცვლის არჩევნები თურქეთის საგარეო პოლიტიკაში მისივე თანახმად, სატელეფონო საუბრის დროს, ბაიდენმა ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ოფიციალური ცნობებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა და იგი ხელახლა აირჩიეს თურქეთის პრეზიდენტად. ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმათა 52.14 პროცენტი მოაგროვა.  

ერდოღანის ინაუგურაციას საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დაესწრება

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით ანკარაში საზეიმო ღონისძიებებს დაესწრება საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ელჩის თქმით, ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიალს დაესწრება მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ლიდერი. „თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით ანკარაში საზეიმო ღონისძიებებს დაესწრება საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. გაიმართება ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიალი, რომელსაც დაესწრება მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ლიდერი. მათ შორის აღსანიშნავია აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ბულგარეთის პრეზიდენტი, მონტენეგროს პრეზიდენტი, ალბანეთის პრემიერ-მინისტრი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ასევე ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები. ასევე, შუა, ცენტრალური აზიის და შორეული აზიის ქვეყნების ლიდერები. როგორც მოგეხსენებათ, თურქეთი არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა, ჩვენი მეგობარი ქვეყანა და ასევე სტრატეგიული მოკავშირე“, - განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაცია დღეს გაიმართება.  

ელჩი დეგნანი: იმედი მაქვს, მომავალი წლის ოქტომბერში ამომრჩევლები მივლენ არჩევნებზე

2024 წლის არჩევნების მნიშვნელობაზე დაუსვა მედიამ შეკითხვა საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს 21 ივლისს. დიპლომატის თქმით, მომავალი არჩევნები ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. „ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის შესაძლებლობა ქართველი ხალხისთვის, მივიდნენ ძალიან მნიშვნელოვან არჩევნებზე და მისცენ ხმა. ასე რომ, იმედი მაქვს, მომავალი წლის ოქტომბერში ამომრჩევლები მივლენ არჩევნებზე“, – განაცხადა კელი დეგნანმა. 2024 წლის პარლამენტის არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცემს - ცესკო  

ესპანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობა ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა

ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, აბსოლუტური უმრავლესობა ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა. Reuters-ის ცნობით, კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ვერცერთმა პარტიამ ვერ შეძლო მმართველი კოალიციის შექმნისა და მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო ხმების მიღება. ხმების დათვლის შემდეგ კონსერვატიულმა სახალხო პარტიამ პარლამენტში 136 ადგილი მოიპოვა, მმართველმა სოციალისტურმა პარტიამ, რომელსაც ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ხელმძღვანელობს, 122 ადგილი მიიღო. მედიის ცნობით, ორი წამყვანი პარტია შეეცდება მოლაპარაკებას მმართველი უმრავლესობის მოპოვების მიზნით, მაგრამ ანალიტიკოსების ვარაუდით, პროცესი შეიძლება, კიდევ ერთი არჩევნებით დასრულდეს. ესპანეთის პარლამენტის არჩევნები 2023 წლის დეკემბერში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მმართველი „სოციალისტური პარტია" მაისში, მუნიციპალურ არჩევნებში დამარცხდა, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა პარლამენტი დაითხოვა და რიგგარეშე არჩევნები დანიშნა.  

კელი დეგნანი: გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ 2024 წლის არჩევნები იქნება უკეთესი, ვიდრე ბოლოდროინდელი არჩევნები იყო

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, რომელიც მალე მისიას ასრულებს, „გულწრფელად იმედოვნებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება უკეთესი, ვიდრე ბოლოდროინდელი არჩევნები იყო.“ელჩმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველო არის დემოკრატიის ჩარჩოს შენების პროცესში, რომელიც არის კომპლექსური და უნდა იყოს ძლიერი, მედეგი და დამოუკიდებელი. „აშშ ძალიან ამაყია, რომ სწორედ ამაში ეხმარება საქართველოს ბოლო 30 წელია. არამხოლოდ ეკონომიკური ზრდის წახალისებაში, ბაზრების დივერსიფიკაციასა და რუსეთზე საქართველოს დამოკიდებულების შემცირებაში, არამედ იმაში, რომ საქართველომ შექმნას ძლიერი, მედეგი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული ინსტიტუტები და ეს პროცესი არასდროს მთავრდება, რისი მოწმეებიც ვართ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც 247 წელია ვმუშაობთ დემოკრატიაზე და საკეთებელი კიდევ არის.როგორც ვთქვი, საქართველომ საკმაოდ შთამბეჭდავი პროგრესი აჩვენა 20-25 წლის განმავლობაში. საჭიროა, ყველამ შეინარჩუნოს ფოკუსი ერთსა და იმავეზე - მთელი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებზე, არა თავიანთ კერძო ან მცირე ჯგუფის ინტერესებზე, არამედ იმაზე, რაც არის მთელი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებში. ვფიქრობ, მართალი ხართ, ეს ნიშნავს ყურადღების მიქცევას იმაზე - რა სურთ ადამიანებს.“„საქართველოში მოგზაურობისას, შესაძლებლობა მქონდა შევხვედროდი მრავალ ქართველს სხვადასხვა სფეროდან, იქნებოდა ეს: ფერმერი, მასწავლებელი, სტუდენტი თუ ბიზნესის წარმომადგენელი, მეცნიერები. მე რაც მათგან მესმის, მათ სურთ სტაბილურობა, სურთ კეთილდღეობა, სურთ ჰქონდეთ შესაძლებლობები და სურთ თავისუფლება, რომ თავიანთი ბიზნეს-იდეები განახორციელონ, სურთ თანაბარი პირობები ამ იდეების გასავითარებლად; მათ სურთ სამართალი - დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოში, რომელიც იქნებოდა მოქნილი და გამჭვირვალე; მათ სურთ სამართლიანი არჩევნები, რომლის მიმართაც არ იქნებოდა ბრალდებები, რომლებიც ახლდა საქართველოში ჩატარებული არჩევნების უმრავლესობას - წინა თუ ამჟამინდელი ხელისუფლებების დროს და რომლებიც შეეხება კანდიდატების დაშინებას, ოპოზიციის კანდიდატების მხარდამჭერთა დაშინებას, მოსყიდვას, ადმინისტრაციული რესურსების არასათანადო გამოყენებას. ეს არ არის ახალი ტაქტიკები, მაგრამ ეს ძალიან დამაზიანებელია დემოკრატიული პროცესისთვის და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება უკეთესი, ვიდრე ბოლოდროინდელი არჩევნები იყო. შეკითხვა: მომავალმა ელჩმა რობინ დანიგენმა ისაუბრა არჩევნებზეც და მომავალ არჩევნებზე გრძელვადიანი დაკვირვების მნიშვნელობაზე. რა იქნებოდა თქვენი რჩევა მომავალი ელჩისთვის არჩევნებთან მიმართებით?„ვფიქრობ, ჩემი რჩევა უფრო ამომრჩევლებისთვის იქნებოდა განკუთვნილი: გამოდით და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში. უზრუნველჰყავით, რომ თქვენი ხმა იყოს გაგონილი და თქვენი არჩევანი - დათვლილი.აშშ-ის საელჩო მხარს დაუჭერს ამომრჩევლის განათლების კამპანიას, რომელიც ადამიანებს დაეხმარება არა მხოლოდ იმის გაგებაში რატომ არის მათი ხმა მნიშვნელოვანი, არამედ იმაშიც, რომ ამ კონკრეტულ არჩევნებზე, როცა უბნების 90% გადადის ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემაზე, ამომრჩეველმა იცოდეს ეს როგორ მუშაობს. უბნების თანამშრომლებმა უნდა იცოდნენ ეს როგორ მუშაობს. სხვაგვარად გვექნება მეტი დაბნეულობა როგორც ოლქებში, ისე უბნებზე. ვინაიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ვნახეთ, როცა უბნების 10%-ზე იყო ელექტრონული ხმის მიცემა, იყო გარკვეული პრობლემები - მართალია, უფრო ტექნიკური და არა რაიმე სხვა, მაგრამ ამან შეიძლება მთელი პროცესი შეანელოს, როცა მთელი ქვეყანა ელეტრონულად აძლევს ხმას. აშშ-შიც ვნახეთ, რომ ელექტრონული სისტემა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ყველაფერი სუფთა და სამართლიანი იქნება. მისით მანიპულაციაც შესაძლებელია, თუკი ადამიანები არ არიან გაწვრთნილები ამ სისტემის გამოყენებაზე და თუკი ამომრჩევლებს არ ესმით ის როგორ მუშაობს. ასე რომ, ეს იქნება მნიშვნელოვანი არჩევნები და საგანმანათლებლო კამპანია არამხოლოდ იმაზე, რატომ არის შენი ხმა მნიშვნელოვანი, არამედ ხმის მიცემის ძალიან ტექნიკურ მხარეზეც. მნიშვნელოვანია აგრეთვე მონიტორინგის გრძელვადიანი მისია, რადგან მხოლოდ არჩევნების დღეს არ ხდება არასწორი რაღაცები, სინამდვილეში ეს თვეებით ადრე ხდება: ადამიანების დაშინება, ხმების მოსყიდვა, ადამიანების მიმართ მუქარა, რომ, თუკი ისე არ მისცემენ ხმას, როგორც საჭიროა, სამსახურს დაკარგავენ. გავიმეორებ, ეს არის ტაქტიკები, რომლებიც საქართველოში გამოიყენება ბევრი-ბევრი წელია სხვადასხვა ხელისუფლების დროს. ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნებზე ადრეული მონიტორინგი იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს ამომრჩეველს - მოგვიანებით ჰქონდეს ნდობა შედეგის მიმართ. ნაკლებად მნიშვნელოვანია - აშშ-ს აქვს თუ არა ნდობა შედეგის მიმართ, არამედ ამომრჩეველსა და საქართველოს ხალხს უნდა სჯეროდეს, რომ არჩევნები ნამდვილად სამართლიანია და ასახავს საქართველოს ხალხის ნებას. 2020-ში კოვიდის გამო შეუძლებელი იყო საერთაშორისო მეთვალყურეობის უზრუნველყოფა და ვფიქრობ, ამან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმაში, რომ ამდენს გაუჩნდა შეკითხვები, რატომაც იყო ამდენი ბრალდება და საჩივარი - ვინაიდან არ გქონდათ საგარეო დახმარება მეთვალყურეებით, რომლებიც დაგეხმარებოდნენ პრობლემების გამოვლენასა და იმის დადასტურებაში პროცესი სამართლიანი იყო თუ არა. არავის განუცხადებია, რომ 2020-ის არჩევნები სამართლიანი იყო და არც 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებზე უთქვამს ვინმეს, რომ სამართლიანი იყო. ეს სამწუხაროა და იმედი მაქვს, 2024-ის არჩევნები უკეთესი იქნება,“ - აღნიჩნა ელჩმა.  

ზელენსკის თქმით, აშშ-ის არჩევნები უკრაინის მხარდაჭერაზე გავლენას იქონიებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებს შეუძლია, გავლენა მოახდინოს უკრაინის ფინანსური დახმარების ტემპზე, მაგრამ უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს მხარდაჭერა არ შემცირდეს. პრეზიდენტმა ამის შესახებ ყირიმის პლატფორმის მესამე სამიტის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. „ამერიკაში მართლაც რთული წელია მოსალოდნელი, რაც დაკავშირებულია ელექტორალური შეჯიბრების წელთან. ეს რა თქმა უნდა იმოქმედებს უკრაინის მხარდაჭერაზე. ამას შეიძლება, ჰქონდეს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გავლენა. ჩვენ, ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შეერთებული შტატების მხარდაჭერა არ შემცირდეს,“ - განაცხადა ზელენსკიმ. მან აღნიშნა, რომ რესპუბლიკური პარტიის ზოგიერთ წევრს შორის მართლაც არის წინადადებები საკანონმდებლო ცვლილებების შეტანისა და უკრაინის ფინანსური დახმარების ჩამორთმევის შესახებ, მაგრამ ზოგადად, ამ მოწოდებების მიუხედავად, უკრაინა ამ მხრივ ორპარტიული მხარდაჭერით სარგებლობს. „ჩვენ დიდ დროს ვუთმობთ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს. მე პირადად ვისაუბრებ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯეიკ სალივანის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან და აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებთან“, - განაცხადა ზელენსკიმ. მანვე განმარტა, რომ პრეზიდენტის აპარატის უფროსი დღეს უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს სალივანთან. „ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ მუდმივად ვაყენებთ საკითხს მშვიდობის ფორმულის, იარაღის მიწოდებისა და ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესახებ,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. უკრაინული მედიის ცნობით, გასულ თვეში რესპუბლიკური პარტიის რამდენიმე წევრმა წარმომადგენლობით პალატაში შეიტანა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს უკრაინისთვის ყველა ფინანსური დახმარების შეჩერებას. თუმცა თეთრი სახლი დარწმუნებულია, რომ კონგრესი დაამტკიცებს უკრაინისთვის მხარდაჭერისთვის საჭირო დამატებითი თანხების გამოყოფას.   

ზელენსკი აცხადებს, რომ მეორე ვადით იყრის კენჭს, თუ 2024 წელს, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები ომის პირობებში ჩატარდება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მეორე ვადით იყრის კენჭს, თუ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები ომის პირობებში გაიმართება. „2024 წელს, თუ ომი გაგრძელდება და არჩევნები ჩატარდება, ვერ მივატოვებ სახელმწიფოს, რადგან მე ვარ კონსტიტუციის გარანტი და მას ნებისმიერ შემთხვევაში დავიცავ." ამის შესახებ მან პორტუგალიურ ტელეარხ, RTP-თან ინტერვიუში განაცხადა. უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში 2024 წლის 31 მარტს უნდა გაიმართოს. „თუ ეს არჩევნებია, მაშინ უნდა იყოს ჩვენს ტერიტორიაზე, რათა სამხედროებმა ხმის მიცემა შეძლონ. ჩვენ გვჭირდება დამკვირვებლები მთელი მსოფლიოდან. მინდა, რომ პროცესი იყოს კანონიერი, გამჭვირვალე და დემოკრატიული. ეს მოხდა არჩევნებზე, როცა პრეზიდენტი გავხდი,“ - განაცხადა ზელენსკიმ. „ჩვენ არ გვაქვს უფლება, დავკარგოთ ადამიანები, რომლებიც საზღვარგარეთ წავიდნენ ლტოლვილებად. მათ უნდა ჰქონდეთ ინფრასტრუქტურა კანდიდატებისთვის ხმის მისაცემად,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ივლისის ბოლოს, BBC-ის კითხვას, ჩატარდება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში 2024 წელს, ზელენსკიმ უპასუხა, რომ კანონის თანახმად, არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდობიან დროს, როდესაც არ არის საომარი მოქმედებები. ზელენსკიმ 28 აგვისტოს განაცხადა, რომ არჩევნების ჩატარება ომის დროს შესაძლებელია, თუ უკრაინას დასავლეთი დაეხმარება.  

კრამერი 2024 წლის არჩევნებზე: საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ძლიერი ძალისხმევა იქნება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა, დევიდ კრამერმა განაცხადა, რომ „საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან იქნება ძლიერი მცდელობა, მათ შორის აშშ-ის ორგანიზაციები უზრუნველყოფენ გრძელვადიან და მოკლევადიან საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებს საქართველოში. კრამერი თბილისში ესწრება საერთაშორისო კონფერენციას - „პუტინიზმის დამარცხება!" „საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან იქნება ძლიერი მცდელობა, მათ შორის აშშ-ის ორგანიზაციები უზრუნველყოფენ გრძელვადიან და მოკლევადიან საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებს, ასე რომ შევძლებთ იმის შეფასებას, თუ როგორ წარიმართება საარჩევნო კამპანია, ისევე როგორც არჩევნების დღე. იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან დიდი ყურადღების შედეგად ჩვენ ვნახავთ სამართლიან არჩევნებს, მაგრამ საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით რთული ისტორია აქვს. რა თქმა უნდა, 2011-ში და 2012-ში ჩვენ ვნახეთ ერთი პარტიის მიერ მეორისთვის ძალაუფლების გადაცემა. მას შემდეგ "ქართული ოცნება" ხელისუფლებაშია. არჩევნების შემდეგ ვნახავთ, დარჩებიან თუ არა ისინი ხელისუფლებაში. ეს დამოკიდებულია ქართველ ამომრჩეველზე", - აღნიშნა კრამერმა. კრამერის თქმით, საქართველოში ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვა და გააკეთებენ ყველაფერს იმის უზრუნველსაყოფად, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს. „არ მინდა არჩევნების წინასწარ, მის ჩატარებამდე განსჯა, მაგრამ ყველა პარტიისთვის მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი. არჩევნების ჩატარებაზე პასუხისმგებლობა ოფიციალურ პირებს ეკისრებათ, ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვა და გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს", - განაცხადა დევიდ კრამერმა.  

ერევანში ადგილობრივი არჩევნები იმართება

17 სექტემბერს ერევანში ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს ირჩევენ. სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების პირველ წინასწარი შედეგებს სავარაუდოდ, შუაღამისას გამოაცხადებს. სომხური მედიის ცნობით, ეს პროცესი 18 სექტემბრის დილამდე გაგრძელდება. პარტიული სიების ლიდერები ერევნის მერის პოტენციური კანდიდატები არიან. თუ პოლიტიკური პარტია მოახერხებს დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში მანდატების აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებას (33), მისი წარმომადგენელი კანონის ძალით, ანუ მექანიკურად, ერევნის მერი გახდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიწყება პოლიტიკური კოალიციების შექმნის პროცესი. ერევნის უხუცესთა საბჭოს 65 ადგილისთვის 13 პოლიტიკური პარტია და ერთი ბლოკი იბრძვის. ერევანში ხმის უფლების მქონეთა რიცხვი 825 ათასია. ისინი მთელი ქვეყნის ამომრჩევლების თითქმის მესამედს შეადგნენ. მმართველი - „სამოქალაქო ხელშეკრულებიდან“ ერევნის მერობის კანდიდატია მოქმედი ვიცე-მერი, ტიგრან ავინიანი. მის მთავარ მეტოქედ მიიჩნევენ ერევნის ყოფილ მერს - აიკ მარუთიანს პარტიიდან - „ეროვნული პროგრესი“.  

პირველ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება

ხვალ, პირველ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, რომ ეს უკვე მერვე არჩევნებია, სადაც საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ ტექნოლოგიებს საპილოტე რეჟიმში იყენებს. „ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, 2024 წლის საერთო არჩევნებამდე კიდევ ერთხელ გამოვცადოთ ელექტრონული ტექნოლოგიები. არჩევნების მოდერნიზება - ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ეტაპია და ყველა ჩართულ მხარეს შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ პროცესის წარმატებით განხორციელებაში. სწორედ ამიტომ, უპირველესად, მოვუწოდებთ გორის, კასპისა და გურჯაანის ამომრჩევლებს, იაქტიურონ, მოვიდნენ არჩევნებზე, გააკეთონ არჩევანი და ნახონ, როგორ მუშაობს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები. ასევე მივმართავთ ჩართულ მხარეებს - პოლიტიკურ პარტიებს, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას - ერთად შევუწყოთ ხელი ამ მიმართულებით ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლებას და არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას, რადგან არჩევნები საერთო საქმეა“, - განაცხადა იოსელიანმა. ცესკოს სპიკერის განცხადებით, შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის სულ 133 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ამომრჩევლები პირველ ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატს და გურჯაანის მერს აირჩევენ. შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის სულ 133 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის და ხმის დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 103 საარჩევნო უბანზე ჩატარდება და მასში მონაწილეობას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 85.3% მიიღებს. „აქვე მინდა ამომრჩევლებს შევახსენო, რომ განსხვავებული იქნება საარჩევნო ბიულეტენიც - ამ შემთხვევაში ამომრჩეველმა კი არ უნდა შემოხაზოს სასურველი კანდიდატის ნომერი, არამედ უნდა გააფერადოს კანდიდატის წინ არსებული წრე. ხმის მთვლელი აპარატი ავტომატურ რეჟიმში ითვლის ხმებს და კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სავალდებულო პროცედურების განხორციელებისთანავე ბეჭდავს კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს. რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად მცირდება წინასწარი შედეგების გამოქვეყნების დრო. საარჩევნო უბნები 06:45 საათზე გაიხსნება. კენჭისყრის პროცესი კი დილის 08:00 საათზე დაიწყება. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. დღის განმავლობაში იმუშავებს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი - 2 51 00 51 და ჩატი; ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩეველს საშუალება ექნება ინფორმაცია მიიღოს ვიდეოზარის მეშვეობით. ასევე მუდმივ რეჟიმში იმუშავებს მედიაცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე,“ - განაცხადა იოსელიანმა.  

BBC: სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში პრორუსულმა პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა მას კოალიციის შესაქმნელად მოლაპარაკებების დაწყება მოუწევს

პრორუსულმა პარტიამ, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიკო ხელმძღვანელობს, სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. თითქმის ყველა ხმა უკვე დათვლილია. „სლოვაკი სოციალ-დემოკრატების“ პარტიამ ამომრჩეველთა ხმების თითქმის 24% მოიპოვა, პარტია „პროგრესულმა სლოვაკეთმა“ დაახლოებით 17% მიიღო, პროევროპულმა პარტიამ "ხმამ" კი, 15 %. როგორც BBC წერს, მიუხედავად იმისა, რომ რობერტო ფიკოს პარტიამ არჩევნებში ხმათა უმრავლესობა მოიპოვა, მას მთავრობის ფორმირებისთვის კოალიციის შესაქმნელად მოლაპარაკებების დაწყება მოუწევს. მან პირობა დადო, რომ უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს. სლოვაკეთი კიევის ერთგული და მტკიცე მოკავშირე იყო, უკრაინას აწვდიდა რაკეტებს და ვერტმფრენებს. ასევე საჩუქრად გადასცა MiG-29-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მთელი ფლოტი.  

გორი-კასპის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების" კანდიდატი 93,4%-ით ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს წინასწარ შედეგებს იმ 103 საარჩევნო უბნის მონაცემების საფუძველზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობდა. გურჯაანში მერის რიგგარეშე არჩევნებში კანდიდატი მხოლოდ „ქართულ ოცნებას" ჰყავდა წარდგენილი. მერობის კანდიდატი 48 წლის გიორგი მაჭავარიანია. ის 2011 წლიდან კანდიდატად წარდგენის დღემდე "სოკარ ჯორჯია გაზის" გურჯაანის სერვისცენტრის ხელმძღვანელი იყო. გორი-კასპის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების" კანდიდატი ლიდერობს. „გურჯაანის შემთხვევაში, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, გიორგი მაჭავარიანმა მიიღო 14 450 ხმა, ხოლო საპარლამენტო შუალედური არჩევნების ნაწილში, გორი-კასპის მე-15 მაჟორიტარულ ოლქში გვაქვს შემდეგი სურათი – საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, მამუკა ტუსკაძემ მიიღო 1 344 ხმა, რაც მონაწილეთა რაოდენობის 6,59%-ს შეადგენს. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, გიორგი სოსიაშვილმა მიიღო 19 032 ხმა, რაც 93,4 პროცენტია,“ – განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გამართულ ბრიფინგზე. მისივე თქმით, ელექტრონული დათვლის გარდა, კომისიები დამატებით ხელით გადაითვლიან შედეგებს, რაც, კალანდარიშვილის განცხადებით, სანდოობის მნიშვნელოვანი მექანიზმია, ამის შემდეგ კი, შედგება შემაჯამებელი ოქმი. გიორგი კალანდარიშვილის განმარტებით, დღევანდელმა არჩევნებმა დაადასტურა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის, ამომრჩევლებისა და საზოგადოების მზადყოფნა ელექტრონული არჩევნებისთვის უზრუნველყოფილია. ცესკოს ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 43 330-მა ადამიანმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 23,51 პროცენტია. მათ შორის, გორსა და კასპში არჩევნებზე მივიდა 25 627, გურჯაანში კი, 17 703 ამომრჩეველი. კენჭისყრის პროცესი დასრულდა. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა. როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა საინფორმაციო ბრიფინგზე აღნიშნა, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 43 330-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 23,51%-ია. „მათ შორის გორსა და კასპში არჩევნებზე მივიდა 25 627, გურჯაანში კი 17 703 ამომრჩეველი.“ დღევანდელი დღე ელექტრონული არჩევნების დანერგვის პროცესში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია და საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას მშვიდ, სამუშაო ვითარებაში წარმართოს საქმიანობა. ამ ეტაპზე საარჩევნო უბნებზე მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო პროცედურები. იმ უბნებზე სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა, ხმის მთვლელ აპარატზე ამოიბეჭდება პირველადი შედეგების ამსახველი ამონაწერები და პლანშეტის საშუალებით გადმოიგზავნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. შეგახსენებთ, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კენჭისყრის პროცესი 103 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობდა. ხმის დათვლის პროცედურები დაწყებულია დანარჩენ 30 უბანზე. მას შემდეგ, რაც შედგება შემაჯამებელი ოქმები, დასკანერდება და ასევე პლანშეტის საშუალებით გადმოიგზავნება ცესკოში. რის შემდეგაც, ჩვენ გვექნება საშუალება აღნიშნული უბნებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე გამოვაქვეყნოთ წინასწარი, პირველად შედეგები. შეგახსენებთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge. რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით, ამ დროისთვის მხოლოდ 2 საჩივარია დაფიქსირებული, რომელსაც, რა თქმა უნდა, მოყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა ცესკოს კონტაქტ-ჰაბი, ამომრჩეეველთა კითხვები ძირითადად სიაში თავის გადამოწმებას და საარჩევნო უბნის მისამართის დაზუსტებას შეეხებოდა,“-განაცხადა ნათია იოსელიანმა. შეგახსენებთ, გორის და კასპის მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გორი-კასპის მაჟორიტარმა გიორგი ხოჯევანიშვილმა საპარლამენტო მანდატი ვადაზე ადრე დატოვა. გურჯაანში მერის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება კი, მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც არჩეულმა მერმა ზურაბ უტიაშვილმა მიმდინარე წლის 8 ივნისს თანამდებობა დატოვა.

სლოვაკეთის საგარეო უწყებამ რუსეთის წარმომადგენელი დაიბარა, ბრატისლავა მოსკოვს არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს

სლოვაკეთი მოსკოვს არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს. ბრალდება ეხება რუსეთის საგარეო დაზვერვის უფროსის მიერ „განზრახ დეზინფორმაციის გავრცელებას“ სლოვაკეთის არჩევნებთან დაკავშირებით, წერს Lemonde. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრატისლავაში დაიბარა რუსეთის საელჩოს ოფიციალური პირი და მოუწოდა მოსკოვს, „შეწყვიტოს დეზინფორმაციული ქმედებები, რომლებიც მიმართულია სლოვაკეთის წინააღმდეგ.“ BBC: სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში პრორუსულმა პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა მას კოალიციის შესაქმნელად მოლაპარაკებების დაწყება მოუწევს „ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთი მიზანმიმართულად გავრცელებული დეზინფორმაცია არის რუსეთის ფედერაციის მიერ სლოვაკეთის რესპუბლიკის საარჩევნო პროცესში დაუშვებელი ჩარევა,“ - ნათქვამია სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. სამინისტრო „კატეგორიულად აპროტესტებს რუსული დაზვერვის ცრუ განცხადებას, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სლოვაკეთში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების მთლიანობას.“ მოსკოვმა უარყო სლოვაკეთის მთავრობის ბრალდებები. „სლოვაკეთის ზოგიერთი ამჟამინდელი მოკავშირისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვერევით სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში და არ ვმონაწილეობთ რეჟიმის შეცვლაში,“ - აცხადებენ ბრატისლავაში რუსეთის საელჩოში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი „მჭიდრო კავშირშია სლოვაკეთ კოლეგებთან". „აშშ არ იკავებს რომელიმე მხარეს საგარეო არჩევნებში,“ განაცხადა მილერმა და აღნიშნა, რომ აშშ „განაგრძობს მუშაობას სლოვაკეთის მიერ არჩეულ მთავრობასთან ერთად.“ რუსეთის საგარეო დაზვერვის უფროსმა სერგეი ნარიშკინმა „როგრესულ სლოვაკეთს“ „აშშ-ის მარიონეტები" უწოდა და განაცხადა, რომ ვაშინგტონმა „გაზარდა ჩარევა სლოვაკეთის შიდა პოლიტიკურ სიტუაციაში." პრორუსულმა პარტიამ, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიკო ხელმძღვანელობს, სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. „სლოვაკი სოციალ-დემოკრატების“ პარტიამ ამომრჩეველთა ხმების თითქმის 24% მოიპოვა, პარტია „პროგრესულმა სლოვაკეთმა“ დაახლოებით 17% მიიღო, პროევროპულმა პარტიამ "ხმამ" კი, 15 %.

იომ-ქიფურის ომის შემდეგ პირველად, ისრაელში ადგილობრივი არჩევნები გადაიდო

ადგილობრივი არჩევნები ომის გამო გადაიდო ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობისა და რაიონული საკრებულოების არჩევნები ომის გამო სულ მცირე სამი თვით გადაიდება. ბოლოს არჩევნები 1973 წლის იომ ქიფურის ომის დროს გადაიდო. 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters  

პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება

პოლონეთის მმართველი პარტია „კანონი და სამართლიანობა“ ხელისუფლებაში მესამე ვადით მოსვლისთვის იბრძვის, მისი მთავარი კონკურენტი კი ოპოზიციური კოალიცაა, რომელსაც პოლონეთის ყოფილი პრემიერი და ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტუსკი მართავს. საარჩევნო კამპანიის დროს ტუსკმა პირობა დადო, რომ შეამსუბუქებს აბორტის საწინააღმდეგო მკაცრ კანონებს და გააუმჯობესებს ლგბტქ+ ადამიანების უფლებებს. მისივე თქმით, გააუმჯობესებს ურთიერთობებს ბრიუსელთან, რომელიც, მისი შეფასებით, პარტია „კანონი და სამართლიანობის“ მთავრობამ დააზიანა. ხმის მიცემის უფლებით 18 წელზე უფროსი ასაკის 29 მილიონი პოლონელი სარგებლობს. მათ ქვედა პალატის, ანუ სეიმის 460 წევრი და სენატის 100 წევრი 4 წლის ვადით უნდა აირჩიონ. პოლონეთის მასშტაბით 31 000-ზე მეტი საარჩევნო უბანი დღეს, ადგილობრივი დროით 7:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 21:00 საათზე დაიხურება. საზღვარგარეთ კი 400-ზე მეტი საარჩევნო უბანი იმუშავებს.  

ეგზიტპოლი: პოლონეთში, საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მმართველი პარტია უმრავლესობას კარგავს

ეგზიტპოლების მიხედვით, პოლონეთის მემარჯვენე პოპულისტურმა პარტიამ - „კანონი და სამართლიანობა“ - პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა, თუმცა არასაკმარისი იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩეს. Ipsos-ის თანახმად, პარტიამ - „კანონი და სამართლიანობა“ ხმების 36.8%-ი მოიპოვა, ოპოზიციურმა კოალიციამ კი - 31.6%-ი. იმ შემთხვევაში, თუ ეგზიტპოლის შედეგები გამართლდა, დონალდ ტუსკის „სამოქალაქო კოალიციას“ მმართველი კოალიციის შექმნის უკეთესი შანსი აქვს, რაც ქვეყანაში იაროსლავ კაჩინსკის პარტია „კანონი და სამართლიანობის“ რვაწლიან მმართველობას დაასრულებს. „პოლონეთმა გაიმარჯვა, დემოკრატიამ გაიმარჯვა. ეს არის ცუდი დროების დასასრული, ეს არის პარტია „კანონი და სამართლიანობის“ მთავრობის დასასრული,“ - აღნიშნა დონალდ ტუსკმა ეგზიტპოლის შედეგებზე კომენტირებისას. ტუსკის თქმით, პოლონეთში კვირას ჩატარებული არჩევნები ყველაზე მნიშვნელოვანი კომუნიზმის დაცემის შემდეგ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოლონეთის მომავლისთვის ევროკავშირში.  

WP: აშშ ვენესეულის ნავთობზე სანქციებს შეამსუბუქებს, სანაცვლოდ, ვენესუელა არჩევნებს საერთაშორისო ზედამხედველობით ჩაატარებს

The Washington Post-ის ინფორმაციით, ჯო ბაიდენისა და ვენესულის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს ადმინისტრაციები შეთანხმდნენ, რომ აშშ ვენესეულის ნავთობზე სანქციებს შეამსუბუქებს და ვენესუელა მომავალ წელს არჩევნებს საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ ჩაატარებს. ამერიკული გამოცემა ამის შესახებ აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დარყდნობით წერს. შეთანხმების ფარგლებში აშშ ვენესუელას დროით ლიმიტს დაუწესებს. შეთანხმება არ მოიცავს ვენესუელის გაყინული აქტივების გათავისუფლების საკითხს. შეთანხმების პირობების გათვალისწინებით, მადურო ვალდებული იქნება, რომ მომავალ წელს არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლები დაუშვას და მედიის ხელმისაწვდომობა არ შეზღუდოს. ევროპამ და აშშ-მ ვენესუელიდან ნავთობის იმპორტი შეწყვიტეს მას შემდეგ, რაც 3 წლის წინ ვაშინგტონმა ვენესუელას სანქციები დაუწესა.  REUTERS-ი გასული წლის ივნისში წერდა, რომ აშშ ორ ნავთობკომპანიას ვენესუელური ნავთობის ევროპაში იმპორტის ნებას რთავს, რადგან აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია იმედოვნებდა, რომ ვენესუელის ნედლი ნავთობი ევროპას რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაში დაეხმარებოდა. გასული წლის მაისში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, უკრაინაში რუსეთის შეჭრის პასუხად, მოსკოვისთვის სანქციების მე-6 პაკეტის დაწესებაზე შეთანხმდნენ, რაც რუსეთიდან ნავთობის იმპორტის ნაწილობრივ აკრძალვას ითვალისწინებდა.  

აშშ რეკომენდაციას აძლევს ქვეყნებს, არჩევნებზე რუსეთის გავლენის შესუსტების მიზნით იმუშაონ

ვაშინგტონი რეკომენდაციას აძლევს ქვეყნებს, რომლებთანაც მას დიპლომატიური ურთიერთობები აქვს, არჩევნებში რუსეთის ჩარევის გავლენის შესამსუბუქებლად, ზომები მიიღონ. ასეთ ზომებს შორისაა სანქციები, ინფორმაციის გაცვლა და რუსი ჯაშუშების გაძევება. აშშ-ში გამოქვეყნდა დაზვერვის შეფასებები, რომლის მიხედვითაც, მოსკოვი ჯაშუშებს, სოციალურ ქსელებსა და რუსეთის სახელმწიფო მედიას იყენებს, რათა შეარყიოს საზოგადოების ნდობა დემოკრატიული არჩევნების მიმართ მთელ მსოფლიოში. კერძოდ, რუსეთის სახელმწიფო მედია ღიად აცხადებდა, რომ კენჭისყრა არადემოკრატიული იქნებოდა და აძლიერებდა ყალბ მტკიცებას მოსალოდნელ ფალსიფიკაციაზე 2020-2021 წლებში აზიის, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ ამერიკის არაერთი არჩევნების წინა დღეს.  „ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლების, მათ შორის კრემლის წარმომადგენლები ფასეულად და ეფექტიანად მიიჩნევენ გავლენის მოხდენისკენ მიმართულ ასეთ ოპერაციებს," - წერია აშშ-ის დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში Reuters-ის ცნობით. ჟურნალისტებს სახელმწიფო დეპარტამენტის ანონიმურმა წყარომ განუცხადა, რომ არჩევნებში გავლენის მოსახდენად ოპერაციის გააქტიურებისკენ რუსეთს აშშ-ის 2020 წლის არჩევნების თაობაზე დეზინფორმაციის გავრცელებაში მიღწეულმა წარმატებამ უბიძგა. წყაროს თქმით, ამერიკული დაზვერვის დასკვნები სახელმწიფო დეპარტამენტმა გაუგზავნა აშშ-ის 100-ზე მეტ საელჩოს ამერიკაში, ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. ვაშინგტონი რეკომენდაციას აძლევს ქვეყნებს, რომლებთანაც მას დიპლომატიური ურთიერთობები აქვს, მიიღონ ზომები არჩევნებზე რუსეთის გავლენის შესამსუბუქებლად. ასეთ ზომებს შორის ვაშინგტონი სანქციებს, ინფორმაციის გაცვლასა და რუსი ჯაშუშების გაძევებას მოიაზრებს. „2020-2022 წლებში რუსეთის კოორდინირებული ოპერაციები მიზნად ისახავდა "საზოგადოების ნდობის შელახვას ცხრა დემოკრატიულ ქვეყანაში, მათ შორის შეერთებულ შტატებში, გამართული მინიმუმ 11 არჩევნების მიმართ," - ნათქვამია დოკუმენტში. აღსანიშნავია, რომ კონკრეტული ქვეყნების ჩამონათვალი გასაჯაროებული არ არის.

ირაკლი კობახიძე: არცერთი ქვეყანა არ უნდა ჩაერიოს ჩვენს არჩევნებში, ეს არის მოწოდება აბსოლუტურად ყველა ქვეყნის მიმართ

ზოგადად, არცერთი ქვეყანა არ უნდა ჩაერიოს ჩვენს არჩევნებში, ეს არის მოწოდება აბსოლუტურად ყველა ქვეყნის მიმართ, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აშშ-ის დაზვერვის ანგარიშს, რომლის თანახმად, აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და კლავაც გააგრძელებს, გამოავლინოს რუსეთის მცდელობები, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში. ამასთან, სახელლმწიფო დეპარტამენტი Europetime-ს უდასტურებს, რომ უწყებამ 100-ზე მეტ დემოკრატიულ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ძალისხმევისა და იმ საპასუხო ნაბიჯების შესახებ, რომლებიც შტატებმა დემოკრატიულ ქვეყნებთან ერთად უნდა გადადგას. „თქვენ გახსოვთ, რომ საკმაოდ უარყოფითი პროცესები ერთოდა თან წინა საპარლამენტო არჩევნებს, მათ შორის, გახსოვთ, იგივე პარალელური ხმის დათვლის გაყალბება და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს სწორი არ არის. ყველა ყურადღებით უნდა მოეკიდოს იმას, თუ როგორ ტარდება სხვა ქვეყანაში არჩევნები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევა. თუ სადმე იქნება ჩარევის რისკები, ყველაფერთან დაკავშირებით ყველას მივაწვდით ბუნებრივია, ინფორმაციას, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენ ინტერესებში,“ - განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, აშშ-ის დაზვერვის დოკუმენტის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები რეკომენდაციას აძლევს ქვეყნებს, არჩევნებზე რუსეთის გავლენის შესუსტების მიზნით იმუშაონ. მისაღებ ზომებს შორისაა სანქციები, ინფორმაციის გაცვლა და რუსი ჯაშუშების გაძევება. აშშ აღნიშნულ ქვეყნებში დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ავალებს, ვაშინგტონიდან მიწოდებული ინფორმაცია მთავრობებს გაუზიარონ. ამერიკის საელჩო: რუსეთი ცდილობს, გავლენა მოახდინოს დემოკრატიული არჩევნების შედეგებზე, ვმოქმედებთ გამჭვირვალედ - ექსკლუზივი

აშშ-მ 100 ქვეყანა არჩევნებში რუსეთის ჩარევის საფრთხის შესახებ გააფრთხილა - მედია

აშშ-ში გამოქვეყნდა დაზვერვის შეფასებები, რომლის მიხედვითაც, მოსკოვი ჯაშუშებს, სოციალურ ქსელებსა და რუსეთის სახელმწიფო მედიას იყენებს, რათა შეარყიოს საზოგადოების ნდობა დემოკრატიული არჩევნების მიმართ მთელ მსოფლიოში. აღნიშნული შეფასება 100-ზე მეტ ქვეყანას გაუზიარეს ევროპის, აზიისა და აფრიკის მასშტაბით. ვაშინგტონი რეკომენდაციას აძლევს ქვეყნებს, რომლებთანაც მას დიპლომატიური ურთიერთობები აქვს, მიიღონ ზომები არჩევნებზე რუსეთის გავლენის შესამსუბუქებლად. ასეთ ზომებს შორის ვაშინგტონი სანქციებს, ინფორმაციის გაცვლასა და რუსი ჯაშუშების გაძევებას მოიაზრებს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ვაშინგტონი "აცნობიერებს საკუთარ მოწყვლადობას ამ საფრთხის მიმართ," - ნათქვამია მოხსენებაში. მისივე თანახმად, აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოებმა დაადგინეს, რომ "რუსი აქტორები აშშ-ის 2020 წლის არჩევნების მიმართ საზოგადოების ნდობის შელახვის მიზნით მოქმედებდნენ. კერძოდ, საუბარია ძლიერ დეზინფორმაციულ კამპანიაზე. რუსეთის სახელმწიფო მედია ღიად აცხადებდა, რომ კენჭისყრა არადემოკრატიული იქნებოდა და აძლიერებდა ყალბ მტკიცებას მოსალოდნელ ფალსიფიკაციაზე 2020-2021 წლებში აზიის, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ ამერიკის არაერთი არჩევნების წინა დღეს.  „რუსეთი 2020-დან 2022 წლამდე ცდილობდა, „შეერყია საზოგადოების ნდობა სულ მცირე 11 არჩევნების მიმართ ცხრა დემოკრატიულ ქვეყანაში, მათ შორის, შეერთებულ შტატებში,“ ნათქვამია მოხსენებაში და აქვე აღნიშნულია, რომ 17 სხვა ქვეყანა „ნაკლებად გამოხატული“ მცდელობების სამიზნე იყო. ქვეყნების ჩამონათვალი დასახელებული არ არის. ანგარიშის თანახმად, რუსეთი „იყენებს როგორც ღია, ისე ფარულ მექანიზმებს, მათ შორის გავლენის ქსელებს და მარიონეტებს, რომლებსაც რუსული ჯაშუშური სამსახურები მართავენ.  ამის მაგალითად მოყვანილია ის ფაქტი, რომ რუსეთის (FSB) უსაფრთხოების სამსახური ფარულად მუშაობდა საარჩევნო მუშაკების დაშინებასა და არჩევნების დღეს საპროტესტო აქციების ორგანიზებაზე. ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ერეოდა არჩევნებში, ის რუსეთის მსგავს ტაქტიკას არ იყენებდა. ჩინეთი არჩევნებში ჩარევას უარყოფს. რუსეთის საელჩოს კომენტარი არ გაუკეთებია. რაც შეეხება ანგარიშს, ის რეკომენდაციას აძლევს ქვეყნებს, რომ მათ რუსეთის ჩარევის შესასუსტებლად, სანქციების, ინფორმაციის გაზიარების, რუსი ჯაშუშების გაძევებისა და მოგზაურობის აკრძალვის გზით იმუშაონ.

ამერიკის საელჩო: რუსეთი ცდილობს, გავლენა მოახდინოს დემოკრატიული არჩევნების შედეგებზე, ვმოქმედებთ გამჭვირვალედ

ექსკლუზივი   ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, Europetime-ს უდასტურებს, რომ შეერთებული შტატებისთვის ცნობილი გახდა რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს. საელჩოს განცხადებით, რუსეთი ცდილობს, კონკრეტული კანდიდატებისა და პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ, გლობალურად იქონიოს გავლენა დემოკრატიული არჩევნების შედეგებზე. ამის პასუხად კი, როგორც საელჩო Europetime-ს უდასტურებს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 100-ზე მეტ დემოკრატიულ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ძალისხმევისა და იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც შტატებმა დემოკრატიულ ქვეყნებთან ერთად უნდა გადადგას. Europetime-მა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შეკითხვით მიმართა სააგენტო Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის დაზვერვის ანგარიში და რეკომენდაციები არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ათეულობით ქვეყანას გაუზიარეს. ჩვენი გამოცემა დაინტერესდა, ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს თუ არა კომუნიკაცია ქართულ მხარესთან, საელჩოს მეშვეობით. „ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ცნობილი გახდა რუსეთის მცდელობათა ტენდენციის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს. კარგად არის დასაბუთებული, რომ რუსეთი ცდილობს, კონკრეტული კანდიდატებისა და პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ, გლობალურად იქონიოს გავლენა დემოკრატიული არჩევნების შედეგებზე. ამის პასუხად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 100-ზე მეტ დემოკრატიულ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ამ ძალისხმევისა და იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია, გადავდგათ საპასუხოდ. ჩვენ, ასევე, ღიად ვსაუბრობთ მოპოვებულ ინფორმაციაზე. აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და გააგრძელებს, გამოავლინოს რუსეთის მცდელობები, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვცდილობთ, გავზარდოთ საზოგადოების ინფორმირებულობა და მდგრადობა ამ რუსული ქმედებების მიმართ. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორც დემოკრატიებმა, ერთად ვიმოქმედოთ რუსეთის ამ ძალისხმევის საპირისპიროდ. დემოკრატიის სამიტზე მოწვეული მთავრობებისადმი მიწერილ წერილში ჩვენ, დახურულ წესრიგში, თითოეულ ქვეყანას ვაცნობეთ ჩვენი შეფასება იმაზე, ცდილობდა თუ არა რუსეთი, შეემცირებინა საზოგადოების ნდობა მათ ქვეყანაში ჩატარებული საარჩევნო პროცესების მიმართ. ჩვენ ვიცავთ ამ ბრიფინგების კონფიდენციალურობას, თუმცა ვმოქმედებთ გამჭვირვალედ, როცა საზოგადოებას ვუზიარებთ ზოგად მოპოვებულ ინფორმაციას,“ - ნათქვამია საელჩოს მიერ Europetime-სთვის მიწოდებულ კომენტარში. შეგახსენებთ, აშშ-ის დაზვერვის დოკუმენტის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები რეკომენდაციას აძლევს ქვეყნებს, არჩევნებზე რუსეთის გავლენის შესუსტების მიზნით იმუშაონ. აშშ ხსენებულ ქვეყნებში დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ავალებს, ვაშინგტონიდან მიწოდებული ინფორმაცია მთავრობებს გაუზიარონ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივ კამპანიას აანონსებს - ექსკლუზივი

ექსკლუზივი Europetime-თან კომენტარში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაადასტურეს, რომ შეერთებული შტატები დემოკრატიულ არჩევნებთან დაკავშირებით რუსეთის მიზნების გამოაშკარავების აქტიურ კამპანიას ახალი ინიციატივების მეშვეობით იწყებს. Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტი უდასტურებს, რომ უწყებამ 100-ზე მეტ დემოკრატიულ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ძალისხმევისა და იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც შტატებმა დემოკრატიულ ქვეყნებთან ერთად, მოსკოვის საპასუხოდ უნდა გადადგას. „ჩვენთვის დიდი ხანია, ცნობილია, რომ რუსეთი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ პროცესებს მთელ მსოფლიოში. და ჩვენ ვცდილობთ, ავამაღლოთ საზოგადოების ცნობიერება იმის შესახებ, რომ აღნიშნული ძალისხმევის ფარგლებში, რუსეთი დემოკრატიული არჩევნებისადმი საზოგადოების ნდობის შერყევისა და შემცირების მიზნით, ოპერაციებს აწარმოებს. ამ საფრთხის უკეთ გასაგებად, აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოებამ ის რუსული ოპერაციები განიხილა, რომლის მიზანიც იყო, შეერყია საზოგადოების ნდობა დემოკრატიული არჩევნების მიმართ. შედეგად, სადაზვერვო საზოგადოებამ დაადგინა, რომ რუსეთის ეს აქტივობა გლობალურ მასშტაბებს იღებს. რუსეთი ცდილობს, დემოკრატიებს შიგნიდან გამოუთხაროს ძირი. ამის პასუხად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 100-ზე მეტ დემოკრატიულ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ამ ძალისხმევისა და იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია, გადავდგათ საპასუხოდ. ჩვენ, ასევე ღიად ვსაუბრობთ მოპოვებულ ინფორმაციაზე. აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და გააგრძელებს, გამოავლინოს რუსეთის მცდელობები, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ მუშაობას სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებთან ამ ძალისხმევის შემდგომში გასაგრძელებლად. ვცდილობთ, გავზარდოთ საზოგადოების ინფორმირებულობა და მდგრადობა ამ რუსული ქმედებების მიმართ. გავაგრძელებთ მუშაობას დემოკრატიულ ქვეყნებთან, რათა წინ წავწიოთ ჩვენი ქმედებები, მათ შორის ახალი ინიციატივების მეშვეობით - როგორიცაა, ეს მრავალმხრივი გამოაშკარავების კამპანია,“ - უპასუხა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა Europetime-ს შეკითხვას, როგორ აპირებს ამერიკის შეერთებული შტატები თანამშრომლობას ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან. შეგახსენებთ, აშშ-ის დაზვერვის დოკუმენტის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები რეკომენდაციას აძლევს ქვეყნებს, არჩევნებზე რუსეთის გავლენის შესუსტების მიზნით იმუშაონ. მისაღებ ზომებს შორისაა სანქციები, ინფორმაციის გაცვლა და რუსი ჯაშუშების გაძევება. აშშ აღნიშნულ ქვეყნებში დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ავალებს, ვაშინგტონიდან მიწოდებული ინფორმაცია მთავრობებს გაუზიარონ. ამერიკის საელჩო: რუსეთი ცდილობს, გავლენა მოახდინოს დემოკრატიული არჩევნების შედეგებზე, ვმოქმედებთ გამჭვირვალედ - ექსკლუზივი  

ამერიკის საელჩო: რუსეთი ცდილობს, კონკრეტული კანდიდატებისა და პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ, გლობალურად იქონიოს გავლენა დემოკრატიული არჩევნების შედეგებზე - ექსკლუზივი

ექსკლუზივი   Europetime-მა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შეკითხვით მიმართა სააგენტო Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის დაზვერვის ანგარიში და რეკომენდაციები არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ათეულობით ქვეყანას გაუზიარეს. ჩვენი გამოცემა დაინტერესდა, ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს თუ არა კომუნიკაცია ქართულ მხარესთან, საელჩოს მეშვეობით. „ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ცნობილი გახდა რუსეთის მცდელობათა ტენდენციის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს. კარგად არის დასაბუთებული, რომ რუსეთი ცდილობს, კონკრეტული კანდიდატებისა და პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ, გლობალურად იქონიოს გავლენა დემოკრატიული არჩევნების შედეგებზე. ამის პასუხად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 100-ზე მეტ დემოკრატიულ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ამ ძალისხმევისა და იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია, გადავდგათ საპასუხოდ. ჩვენ, ასევე, ღიად ვსაუბრობთ მოპოვებულ ინფორმაციაზე. აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და გააგრძელებს, გამოავლინოს რუსეთის მცდელობები, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვცდილობთ, გავზარდოთ საზოგადოების ინფორმირებულობა და მდგრადობა ამ რუსული ქმედებების მიმართ. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორც დემოკრატიებმა, ერთად ვიმოქმედოთ რუსეთის ამ ძალისხმევის საპირისპიროდ. დემოკრატიის სამიტზე მოწვეული მთავრობებისადმი მიწერილ წერილში ჩვენ, დახურულ წესრიგში, თითოეულ ქვეყანას ვაცნობეთ ჩვენი შეფასება იმაზე, ცდილობდა თუ არა რუსეთი, შეემცირებინა საზოგადოების ნდობა მათ ქვეყანაში ჩატარებული საარჩევნო პროცესების მიმართ. ჩვენ ვიცავთ ამ ბრიფინგების კონფიდენციალურობას, თუმცა ვმოქმედებთ გამჭვირვალედ, როცა საზოგადოებას ვუზიარებთ ზოგად მოპოვებულ ინფორმაციას,“ - ნათქვამია საელჩოს მიერ Europetime-სთვის მიწოდებულ კომენტარში. შეგახსენებთ, აშშ-ის დაზვერვის დოკუმენტის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები რეკომენდაციას აძლევს ქვეყნებს, არჩევნებზე რუსეთის გავლენის შესუსტების მიზნით იმუშაონ. აშშ ხსენებულ ქვეყნებში დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ავალებს, ვაშინგტონიდან მიწოდებული ინფორმაცია მთავრობებს გაუზიარონ.

ელჩი მაქიი: კრემლი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას ყველგან, სადაც შეუძლია, მნიშვნელოვანია, უზრუნველვყოთ გამჭვირვალე არჩევნები, რათა არ მოხდეს ჩარევა

კრემლი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას ყველგან, სადაც შეუძლია, მნიშვნელოვანია, უზრუნველვყოთ დემოკრატიული პროცესები, გამჭვირვალე არჩევნები, რათა არ მოხდეს ჩარევა. ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის ბიუროში USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილემ, ელჩმა ერინ ელიზაბეთ მაქიიმ განაცხადა, რითაც ამერიკის დაზვერვის ცნობებს გამოეხმაურა არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. მან უპასუხა შეკითხვას - „მართლაც აქვს რუსეთს შესაძლებლობები, რომ გლობალურად ჩაერიოს საარჩევნო პროცესებში?“ „დემოკრატია დიდ საშიშროებას წარმოადგენს პუტინისთვის. ამას ყოველდღიურად ვხედავთ უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებულ გადაცემებში. ვიტყოდი, რომ კრემლი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას ყველგან, სადაც შეუძლია. ასე რომ, დიახ, ვიცით, რომ მსგავსი რამ ხდება, მაგრამ სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, უზრუნველვყოთ დემოკრატიული პროცესები, გამჭვირვალე, დასაბუთებული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელსაც ასევე აკვირდებიან სადამკვირვებლო მისიები, რათა არ მოხდეს არანაირი ჩარევა,“ – განაცხადა ერინ მაქიიმ. ელჩმა აღნიშნა, რომ მჭიდროდ თანამშრომლობენ საქართველოს მთავრობასთან, ცესკოსთან და არამარტო საქართველოში, არამედ სხვაგანაც, რათა დარწმუნდნენ, რომ განხორციელებული შეტევის, დეზინფორმაციისა და რაიმე ეჭვების შემთხვევაშიც, ხელს უწყობენ დემოკრატიული პროცესებისადმი მოქალაქეების ნდობის ჩამოყალიბებას. „სწორედ იმიტომ ვმუშობთ ამდენს, რომ დავრწმუნდეთ, ეს პროცესი არის ნათელი, გამჭვირვალე, სადაც მონაწილეობას იღებენ მოქალაქეები, რომელთა ხმებიც გათვალისწინებულია არჩევნებზე. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომობთ თქვენთან, საქართველოს მთავრობასთან, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და არა მარტო საქართველოში, არამედ სხვაგანაც, რათა დავრწმუნდეთ, რომ თუნდაც განხორციელებული შეტევის, დეზინფორმაციისა და რაიმე ეჭვების გაჩენის შემთხვევაშიც, ხელს ვუწყობთ მოქალაქეების ნდობის ჩამოყალიბებას დემოკრატიული პროცესებისადმი და, რა თქმა უნდა, თავად დემოკრატიული შედეგებისადმი,“ – განაცხადა მაქიიმ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში. 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. Europetime-მა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შეკითხვით მიმართა სააგენტო Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის დაზვერვის ანგარიში და რეკომენდაციები არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ათეულობით ქვეყანას გაუზიარეს. ჩვენი გამოცემა დაინტერესდა, ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს თუ არა კომუნიკაცია ქართულ მხარესთან, საელჩოს მეშვეობით. „ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ცნობილი გახდა რუსეთის მცდელობათა ტენდენციის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს. კარგად არის დასაბუთებული, რომ რუსეთი ცდილობს, კონკრეტული კანდიდატებისა და პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ, გლობალურად იქონიოს გავლენა დემოკრატიული არჩევნების შედეგებზე. ამის პასუხად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 100-ზე მეტ დემოკრატიულ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ამ ძალისხმევისა და იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია, გადავდგათ საპასუხოდ. ჩვენ, ასევე, ღიად ვსაუბრობთ მოპოვებულ ინფორმაციაზე. აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და გააგრძელებს, გამოავლინოს რუსეთის მცდელობები, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვცდილობთ, გავზარდოთ საზოგადოების ინფორმირებულობა და მდგრადობა ამ რუსული ქმედებების მიმართ. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორც დემოკრატიებმა, ერთად ვიმოქმედოთ რუსეთის ამ ძალისხმევის საპირისპიროდ,“ - ნათქვამია საელჩოს მიერ Europetime-სთვის მოწოდებულ კომენტარში. საელჩოს მიერ მოწოდებული კომენტარიდან ასევე ცნობილი ხდება, რომ არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხი დემოკრატიის სამიტზეც წამოიჭრა დახურულ ფორმატში. „დემოკრატიის სამიტზე მოწვეული მთავრობებისადმი მიწერილ წერილში ჩვენ, დახურულ წესრიგში, თითოეულ ქვეყანას ვაცნობეთ ჩვენი შეფასება იმაზე, ცდილობდა თუ არა რუსეთი, შეემცირებინა საზოგადოების ნდობა მათ ქვეყანაში ჩატარებული საარჩევნო პროცესების მიმართ. ჩვენ ვიცავთ ამ ბრიფინგების კონფიდენციალურობას, თუმცა ვმოქმედებთ გამჭვირვალედ, როცა საზოგადოებას ვუზიარებთ ზოგად მოპოვებულ ინფორმაციას,“ - განუცხადეს Europetime-ს ამერიკის საელჩოში. ცნობისთვის, „დემოკრატიის სამიტი“ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივით, 2023 წლის 29-30 მარტს გაიმართა. მასში წელსაც, ისევე როგორც შარშან, საქართველოდან, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დისტანციურად მონაწილეობდა. შეგახსენებთ, 20 ოქტომბერს სააგენტო Reuters-მა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ცნობა, რომლის თანახმად, შეერთებული შტატების დაზვერვის არასაჯარო ანგარიში მიუთითებდა, რომ მოსკოვი იყენებს ჯაშუშებს, სოციალურ მედიას და რუსულ სახელმწიფო მედიას, რათა შეასუსტოს საზოგადოების რწმენა დემოკრატიული არჩევნებისადმი მთელ მსოფლიოში. Reuters-ი წერდა, რომ დაზვერვის ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ათეულობით ქვეყანას გაუზიარა.  

ირაკლი ღარიბაშვილი: ბიუჯეტში გათვალისწინებული 125 მილიონი ლარი ელექტრონული არჩევნების ჩატარებას მოხმარდება

ბიუჯეტში გათვალისწინებულია 125 მილიონი ლარი, რომელიც მოხმარდება ელექტრონული არჩევნების ჩატარებას. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ბიუჯეტის მეორე ვარიანტი პარლამენტს დღეს გადაეგზავნება. „ელექტრონული არჩევნების საკითხს მინდა შევეხო. დამატებით 25 მლნ ლარს გამოვუყოფთ საარჩევნო კომისიას და ჯამში, ბიუჯეტში გათვალისწინებული არის 125 მილიონი ლარი, რომელიც მოხმარდება ელექტრონული არჩევნების ჩატარებას. აი, ეს არის ის ძირითადი საკითხები, რომელიც ჩვენ გავითვალისწინეთ ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტში. ჩვენ ახლა პარლამენტს დღეს გადავუგზავნით ამ მეორე ვარიანტს, გვექნება კიდევ დამატებით 1 თვე, ვიმუშავებთ ჩვენს გუნდთან ერთად, პარლამენტთან ერთად ვიმუშავებთ აქტიურად, კიდევ დავაზუსტებთ, დავხვეწთ ბიუჯეტს და ვფიქრობ, 2024 წელს გვექნება ძალიან ძლიერი, გამართული ბიუჯეტი, რომელიც ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს სათანადოდ უპასუხებს,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.  

მოლდოვის ადგილობრივ არჩევნებში, კიშინიოვსა და სიდიდით მეორე ქალაქში სანდუს პარტიის კანდიდატები მარცხდებიან

მოლდოვაში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებში პრეზიდენტ მაია სანდუს პარტიის კანდიდატები დამარცხდნენ დედაქალაქ კიშინიოვსა და სიდიდით მეორე ქალაქ ბელციში. წინასწარი შედეგებით, კიშინიოვში პირველივე ტურში იმარჯვებს მოქმედი მერი, კომუნისტური და სოციალისტური პარტიების ყოფილი წევრი იონ ჩებანი, რომელმაც 2021 წელს შექმნა ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერი ოპოზიციური პარტია „მოძრაობა ნაციონალური ალტერნატივა“(MAN). წინასწარი შედეგების მიხედვით, ოლქების ნაწილში მეორე ტური ჩატარდება. დედაქალაქ კიშინიოვში იმარჯვებს მოქმედი მერი, კომუნისტური და სოციალისტური პარტიების ყოფილი წევრი იონ ჩებანი. წინასწარი შედეგებით, მას ხმების 50,58% აქვს.  28,27%-ით მეორე ადგილზეა პრეზიდენტ მაია სანდუს პროევროპული პარტიის, „მოქმედება და სოლიდარობის“(PAS) კანდიდატი ლილიან კარპი. პირველივე ტურში გასამარჯვებლად კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი უნდა მიიღოს. მმართველი პარტიის კანდიდატი სამეულშიც ვერ მოხვდა მოლდოვის სიდიდით მეორე ქალაქ ბელციში, სადაც წინასწარი შედეგების მიხედვით, მერის ასარჩევად მეორე ტური ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ოპოზიციური მემარცხენე-ცენტრისტული გაერთიანების, „ჩვენი პარტიის“ კანდიდატი ალექსანდრ პეტკოვი (22,6%) და დამოუკიდებელი კანდიდატი არინა კორშიკოვა(21,5%). მოლდოვაში ქალაქების და სოფლების ადმინისტრაციების 898 ხელმძღვანელს და ადგილობრივი საბჭოების 11 058 წევრს ირჩევენ. ამომრჩეველთა აქტივობა 41,4% იყო. ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში, სადაც კენჭისყრაში ადგილობრივი ამომრჩევლების 25%-ზე ნაკლები მონაწილეობდა, ხელახალი არჩევნები ჩატარდება. მოლდოვის კანონმდებლობით, კონკრეტულ ოლქში არჩევნები ჩატარებულად ითვლება, თუ მასში რეგისტრირებული ამომრჩევლების სულ მცირე 25% მონაწილეობდა.  

მოლდოვაში ადგილობრივი არჩევნები ილან შორთან დაკავშირებული პრორუსული პარტიის კანდიდატების მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს

მოლდოვაში 5 ნოემბერს ადგილობრივი ხელისუფლების საყოველთაო არჩევნები იმართება. კენჭისყრისას 900-მდე ქალაქების მერებისა და სოფლის ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს, ასევე ადგილობრივი (ქალაქის, რაიონის, სოფლის) საბჭოების 11-ათასზე მეტ დეპუტატს ირჩევენ. არჩევნებში 40-მდე პოლიტიკური პარტია და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა მიიღებს მონაწილეობას. ცნობისთვის, მოლდოვის საგანგებო სიტუაციების კომისიამ, ადგილობრივ არჩევნებამდე ორი დღით ადრე, პრორუს ოლიგარქ ილან შორთან დაკავშირებულ პარტია „შანსის“ კანდიდატებს რეგისტრაცია გაუუქმა. ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. პარტიამ - „შანსი“ ჩაანაცვლა პარტია - “შორი“, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობა მანამდე აუკრძალეს.  დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის დირექტორმა კი განაცხადა, რომ პარტია ამომრჩევლების მოსყიდვას ეწევა და რუსეთიდან ფულს იღებს. ბრიფინგზე რესიანმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონის საფუძველზე და ჰიბრიდული ომის კონტექსტში, რომელსაც რუსეთი მოლდოვაში აწარმოებს. „გამოვლენილია ქმედებები საარჩევნო პროცესებზე გავლენის მოხდენის მიზნით, რათა ხელი შეუწყოს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ორგანიზებული ჯგუფის მეშვეობით, რომელსაც ხელმძღვანელობს ილან შორი პოლიტიკური პარტია "შანსის" მეშვეობით,“ - განაცხადა მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა დორინ რესიანმა. პარტია „შანსის“ ლიდერმა ალექსეი ლუნგუმ ამ გადაწყვეტილებას მის პარტიაზე თავდასხმა უწოდა, ხოლო ილან შორმა აღნიშნა, რომ ფული მისი კანონიერი ბიზნესიდან არის მიღებული და არა რუსეთიდან. 2022 წლის ოქტომბერში აშშ-მ მოლდოველ ოლიგარქებს, ილან შორსა და ვლადიმირ პლაჰოტნიუკს სანქციები დაუწესა მოქმედებებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია სისტემურ კორუფციასთან, მოლდოვის არჩევნებში ჩარევასთან, რასაც კრემლი უჭერდა მხარს. აშშ-ის მასშტაბით გაიყინა მათი აქტივები. 2022 წლის დეკემბერში მოლდოველ ოლიგარქებს იმავე ტიპის სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესა. მოლდოვაში პარტია „შორის“ იდეური მხარდამჭერები არიან კომუნისტები და სოციალისტები, რომლებსაც პარლამენტში 30-ზე მეტი მანდატი აქვთ. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული პარტია აკრძალა, მაგრამ 3 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ „შორის“ წევრებს შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ მომავალ თვეში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებში. მოგვიანებით, 4 ოქტომბერს პარლამენტის სპიკერმა, იგორ გროსუმ განაცხადა, რომ მოლდოვის პარლამენტი აპირებს, დაამტკიცოს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელიც პრორუსული პარტიის - „შორის“ წევრებს არჩევნებში მონაწილეობას აუკრძალავდა. 2 ნოემბერს, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ რუსეთი ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩევლების მოსყიდვაში დაადანაშაულა. ასევე გაეცანით: მოლდოველი ოლიგარქი ილან შორი, რომლის პარტიაც სასამართლომ აკრძალა, აცხადებს, რომ ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნის  

ამერიკის საელჩო რუსეთის მცდელობაზე, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს: დემოკრატიის სამიტზე ჩვენ, დახურულ წესრიგში, თითოეულ ქვეყანას ვაცნობეთ ჩვენი შეფასება

24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. Europetime-მა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შეკითხვით მიმართა სააგენტო Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის დაზვერვის ანგარიში და რეკომენდაციები არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ათეულობით ქვეყანას გაუზიარეს. ჩვენი გამოცემა დაინტერესდა, ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს თუ არა კომუნიკაცია ქართულ მხარესთან, საელჩოს მეშვეობით. „ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ცნობილი გახდა რუსეთის მცდელობათა ტენდენციის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს. კარგად არის დასაბუთებული, რომ რუსეთი ცდილობს, კონკრეტული კანდიდატებისა და პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ, გლობალურად იქონიოს გავლენა დემოკრატიული არჩევნების შედეგებზე. ამის პასუხად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 100-ზე მეტ დემოკრატიულ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ამ ძალისხმევისა და იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია, გადავდგათ საპასუხოდ. ჩვენ, ასევე, ღიად ვსაუბრობთ მოპოვებულ ინფორმაციაზე. აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და გააგრძელებს, გამოავლინოს რუსეთის მცდელობები, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვცდილობთ, გავზარდოთ საზოგადოების ინფორმირებულობა და მდგრადობა ამ რუსული ქმედებების მიმართ. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორც დემოკრატიებმა, ერთად ვიმოქმედოთ რუსეთის ამ ძალისხმევის საპირისპიროდ,“ - ნათქვამია საელჩოს მიერ Europetime-სთვის მოწოდებულ კომენტარში. საელჩოს მიერ მოწოდებული კომენტარიდან ასევე ცნობილი ხდება, რომ არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხი დემოკრატიის სამიტზეც წამოიჭრა დახურულ ფორმატში. „დემოკრატიის სამიტზე მოწვეული მთავრობებისადმი მიწერილ წერილში ჩვენ, დახურულ წესრიგში, თითოეულ ქვეყანას ვაცნობეთ ჩვენი შეფასება იმაზე, ცდილობდა თუ არა რუსეთი, შეემცირებინა საზოგადოების ნდობა მათ ქვეყანაში ჩატარებული საარჩევნო პროცესების მიმართ. ჩვენ ვიცავთ ამ ბრიფინგების კონფიდენციალურობას, თუმცა ვმოქმედებთ გამჭვირვალედ, როცა საზოგადოებას ვუზიარებთ ზოგად მოპოვებულ ინფორმაციას,“ - განუცხადეს Europetime-ს ამერიკის საელჩოში. ცნობისთვის, „დემოკრატიის სამიტი“ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივით, 2023 წლის 29-30 მარტს გაიმართა. მასში წელსაც, ისევე როგორც შარშან, საქართველოდან, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დისტანციურად მონაწილეობდა. შეგახსენებთ, 20 ოქტომბერს სააგენტო Reuters-მა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ცნობა, რომლის თანახმად, შეერთებული შტატების დაზვერვის არასაჯარო ანგარიში მიუთითებდა, რომ მოსკოვი იყენებს ჯაშუშებს, სოციალურ მედიას და რუსულ სახელმწიფო მედიას, რათა შეასუსტოს საზოგადოების რწმენა დემოკრატიული არჩევნებისადმი მთელ მსოფლიოში. Reuters-ი წერდა, რომ დაზვერვის ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ათეულობით ქვეყანას გაუზიარა.

ზელენსკი: ომის დროს არჩევნებზე საუბარი უპასუხისმგებლობაა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის პირობებში საყოველთაო არჩევნების ჩატარებაზე საუბარს "უპასუხისმგებლობა" უწოდა. „ჩვენ ყველას გვესმის, რომ ახლა, ომის დროს, როდესაც ბევრი გამოწვევაა, სრულიად უპასუხისმგებლობა იქნება არჩევნებთან დაკავშირებულ თემებში ჩართვა ასეთი არასერიოზული ფორმით,” - განაცხადა ზელენსკიმ 6 ნოემბერს, თავის ღამის ვიდეომიმართვაში. „უნდა დავინახოთ, რომ ახლა თავდაცვის დროა, ბრძოლის დრო, რომელზეც დამოკიდებულია სახელმწიფოსა და მისი ხალხის ბედი... ვფიქრობ, ასეთ დროს არჩევნები არ არის მართებული," - დასძინა მან. ზელენსკი აცხადებს, რომ მეორე ვადით იყრის კენჭს, თუ 2024 წელს, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები ომის პირობებში ჩატარდება  

ევროკავშირი არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონს მიიღებს

ევროკავშირი საარჩევნო პროცედურაში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ზომების მიღებას გეგმავს. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს. გეგმის მიხედვით, ევროკავშირის არაწევრ სუბიექტებს აეკრძალებათ ევროპაში პოლიტიკური რეკლამის დაფინანსება არჩევნებამდე ან რეფერენდუმამდე სამი თვით ადრე. გერმანული გამოცემის ცნობით, ევროპარლამენტი და ევროკავშირის წევრი ქვეყნები პოლიტიკური რეკლამის შესახებ კანონპროექტის ძირითად დებულებებზე შეთანხმდნენ, რომელიც, სავარაუდოდ, 2025 წელს შევა ძალაში. ევროპარლამენტის მომხსენებელმა, სანდრო გოსმა განმარტა, რომ ახალმა წესებმა მესამე ქვეყნებს საქმე უნდა გაურთულოს ევროპაში ყალბი ინფორმაციის გავრცელებასა და დემოკრატიულ პროცესებში ჩარევაში. სხვა საკითხებთან ერთად, კანონი გავრცელდება მთავარ ინტერნეტპლატფორმებზეც. მედიის ცნობით, მათ ხელმძღვანელობას მოეთხოვება პოლიტიკურ საარჩევნო რეკლამაზე წარწერის გაკეთება, რათა საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, ვინ დგას მის უკან და ვინ აფინანსებს მას.  

პრეზიდენტი: 2024 წლის არჩევნებზე ნამდვილი ევროპული მომავალი გადაწყდება

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობაზე უცხოურ გამოცემებთან ინტერვიუში ისაუბრა. პრეზიდენტი არჩევნებზე აქტიურად ჩართულობას ელის ევროკავშირისგან. „მომავალი წლის ბოლოს არჩევნები გვაქვს და ამ არჩევნებზე ნამდვილი ევროპული მომავალი გადაწყდება. ძალიან მნიშვნელოვანია ეს გზავნილი, რომელსაც ვაჟღერებ აქ და სხვა ევროპულ დედაქალაქებში: - რომ ევროპამ ასე, უბრალოდ არ მოგვცეს სტატუსი, არ გადმოგვიგდოს როგორც საღრღნელი ძვალი, არამედ, ამ სტატუსს თან უნდა ახლდეს ევროპული თანადგომა, ჩართულობა, სწორედ არჩევნებზეც, რათა საშუალება მოგვცეს, გადავლახოთ ეს ეტაპიც, რომელიც ახალი, დემოკრატიული ეტაპია, თუ როგორ უნდა გადავიდეთ ერთი პარტიის რეჟიმიდან ნამდვილ, კოალიციურ მულტიპარტიულობაზე,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა. არჩევნების საკითხზე, პრეზიდენტმა France24-თან ინტერვიუშიც ისაუბრა: “2024 წელი არჩევნების წელია, რომელიც 2024 წლის ოქტომბრის თვეში ჩატარდება, შეიძლება, ვიხილოთ ევოლუცია, მაქსიმალურად სტაბილური და მშვიდი, რომელიც  მიგვიყვანს კოალიციურ მთავრობასთან.“ „იმედი მაქვს, რომ იქნება თუ გვექნება დემოკრატიული არჩევნები, ეს საშუალებას მისცემს, წარმოიშვას ახალი კოალიცია, ამ შემთხვევაში, შევასრულებთ ყველა პირობას, რომ ჩვენ გავხსნათ მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით,“ - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.  ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსზე: გადაწყვეტილება იმის გაცნობიერებაა, რაც არ გაკეთდა 2008 წლის NATO-ს სამიტზე, დღეს მწვანე შუქი არ მიეცა რუსეთს

პრეზიდენტი: მომავალი არჩევნები ერთპარტიული სისტემიდან გამოსვლის შანსია

საქართველოს პრეზიდენტმა RFI -სთან (Radio France Internationale) ინტერვიუში განაცხადა, რომ მომავალი არჩევნები მონოპარტიული სისტემიდან გამოსვლის შანსია. სალომე ზურაბიშვილის თქმით, 2014 წლის არჩევნები შანსია, ქვეყანა გადავიდეს დემოკრატიისათვის დამახასიათებელ სისტემაზე, რომელიც ემსგავსება კოალიციას. პრეზიდენტი: 2024 წლის არჩევნებზე ნამდვილი ევროპული მომავალი გადაწყდება „საქართველო დღემდე, მისი დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში, არასოდეს გამოსულა ერთპარტიული სისტემიდან. მიუხედავად მეტ-ნაკლებად დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნებისა, რომელიც საერთო ჯამში, უფრო დადებითად იყო შეფასებული, ვიდრე უარყოფითად. ყოველი რეჟიმის შემთხვევაში, რომლებიც ცვლიდნენ ერთმანეთს, ვბრუნდებოდით უფრო და უფრო მონოპარტიულ რეჟიმზე, რომელიც უფრო და უფრო აკონტროლებს ინსტიტუციებს. მომავალი არჩევნები ამ სისტემიდან გამოსვლის შანსია და შანსი იმისა, რომ გადავიდეს სხვა, დემოკრატიისათვის დამახასიათებელ სისტემაზე, რომელიც უფრო ემსგავსება კოალიციას, ვიდრე ერთი პარტია, რომელიც იმარჯვებს ყველგან და შემდეგ თვლის, რომ მარტოა ხელისუფლებაში,” - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.  

პაველ ჰერჩინსკი: ვიმედოვნებ, არ იქნება ძალადობა, რადგან არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია დემოკრატიულ ქვეყანაში

ქართველებმა კოლექტიურად უნდა გადაწყვიტონ, თუ როგორ მოეწყობა საარჩევნო კამპანია. იმედი მაქვს, რომ არ იქნება ძალადობა, რადგან არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია დემოკრატიულ ქვეყანაში, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ელჩმა დღეს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოვიდა, რის შემდეგაც მედიის შეკითხვებს უპასუხა. ელჩმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, თითოეული ამომრჩევლის ხმა დაცული იყოს. „ქართველებმა კოლექტიურად უნდა გადაწყვიტონ, თუ როგორ მოეწყობა საარჩევნო კამპანია. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ იქნება თანაბარი პირობები და რომ ყველას ექნება შესაძლებლობა საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა მიიღოს. უპირველეს ყოვლისა იმედი მაქვს, რომ არ იქნება ძალადობა, რადგან არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია დემოკრატიულ ქვეყანაში. და, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა, რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე წესებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს. ასე რომ, რაც უფრო ადრე მოხდება ყველა ტექნიკური საკითხის შეთანხმება, მით უკეთესი, რათა ყველა კარგად იყოს მომზადებული და შეძლოს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღება. რაც შეეხება საარჩევნო ბარიერს, ეს იყო შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილი იყო, რომელიც ორი წლის მიიღწა. ეს ქართველების გადასაწყვეტია, ჩვენი გადმოსახედიდან არჩევნებს აქვს აზრი, თუ ადამიანები გრძნობენ, რომ მათი ხმა დაცულია. ამიტომ, საარჩევნო ბარიერი მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი გრძნობს, რომ მათი ხმა მომავალ პარლამენტში არ აისახება, არ არის გამართლებული. მაგრამ მეორე მხრივ, შეიძლება, შეიქმნას სიტუაცია, რა დროსაც ბევრი პარტიაა წარმოდგენილი და წინსვლა ძალიან რთულია იმის გამო, რომ ძალიან დიდი მრავალფეროვნებაა, ასევე არც მსგავსი სიტუაციაა სათანადო. დისკუსიები გრძელდება და დიდი იმედი მაქვს, რომ ქართველები თავად მიაღწევენ ისეთ სიტუაციას, რომელშიც სათანადო ბალანსია უზრუნველყოფილი. როცა საქმე თავად ევროკავშირს ეხება, არ არსებობს ოქროს სტანდარტი. ასე რომ, ჩვენს წევრ ქვეყნებს განსხვავებული წესები აქვთ. არსებობს ქვეყნები, სადაც საარჩევნო ბარიერი, ძალიან მაღალი ხუთი პროცენტია. არის სხვა ქვეყნები, სადაც საერთოდ არ არის საარჩევნო ბარიერი. პროცესი მნიშვნელოვანია და ეს პირველად სრულად პროპორციული არჩევნები იქნება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ როგორიც არ უნდა იყოს წესები, ისინი რაც შეიძლება სწრაფად მიიღწევა, რათა ყველასთვის თანაბარი პირობები იყოს უზრუნველყოფილი,“ - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. აშშ და ევროკავშირი უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ - სახელმწიფო დეპარტამენტი

სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენი მხარდაჭერა ამყარებს ევროკავშირის რეკომენდაციებს და მოიცავს ძალისხმევას იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში 2024 წლის არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს

აშშ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ რეკომენდაციებს მხარს უჭერს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირის გაფართოების პროცესს. ამის შესახებ Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განუცხადა. „მოვუწოდებთ კანდიდატ და ასპირანტ ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს, რომ ეს ისტორიული შესაძლებლობა საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებისათვის და ევროპაში თავიანთი მომავალის უზრუნველსაყოფად გამოიყენონ. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოში - ამყარებს  ევროკავშირის რეკომენდაციებს და მოიცავს ძალისხმევას იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს თავისუფლად და სამართლიანად. ამ ძალისხმევის მიმართულებით, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას გავაგრძელებთ. აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და კვლავაც გამოავლენს რუსეთის მცდელობებს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში. საქართველოს დემოკრატიული სტანდარტების დაცვა, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გასაღებია. შეერთებული შტატები და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ გააფართოონ თანამშრომლობა უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ, რათა თანამოაზრე პარტნიორებს ერთობლივი კოორდინირებული აქტივობებით დაუჭირონ მხარი, აშშ-ევროკავშირის სამიტის 20 ოქტომბრის განცხადების შესაბამისად. შეერთებული შტატები, როგორც პარტნიორი, ყოველთვის მხარს დაუჭერს მმართველობის, კანონის უზენაესობის, საარჩევნო და ანტიკორუფციული მიმართულებით რეფორმებს, რომლებიც წინ წასწევს გრძელვადიან მიზანს მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის შესახებ. ამ საერთო მიზნების მისაღწევად, რეგიონის ქვეყნებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ვმუშაობთ,“ - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. ცნობისთვის, 21 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში მიიღო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი. ამასთან, გამოქვეყნდა აშშ-ევროკავშირის სამიტის ერთობლივი განცხადება, რომელშიც საქართველოზეც იყო საუბარი.  „ჩვენ სრულად ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქვეყნის ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერას.“ “ევროპული გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმები ყველა პარტნიორმა უნდა გააგრძელოს,“ – ნათქვამი იყო განცხადებაში. შეგახსენებთ, 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დააანონსა. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“  

დანიგანმა და კალაძემ 2024 წლის არჩევნების სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს

თბილისის მერი კახა კალაძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს შეხვდა. მერიის ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე დედაქალაქის მერმა წარმატებები უსურვა აშშ-ის ახალ ელჩს აღნიშნულ თანამდებობაზე და ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის და მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა. თავის მხრივ, ელჩმა დანიგანმა თბილისის მერს მიულოცა ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო მომავალი წლის არჩევნების სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების მნიშვნელობასაც.   „ყოველთვის მზად ვართ თანამშრომლობისა და ნებისმიერი საკითხის განხილვისთვის. ჩემი მიზანია, ხელი შევუწყო პარტნიორობის გაღრმავებას, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს, ასევე ევროინტეგრაციის მხარდაჭერას, რაც ასეთი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ როგორც ქალაქის მერს იმ საქმიანობისთვის, რასაც მუნიციპალიტეტი ეწევა ქალაქში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორისაა გზების მოწესრიგება. ჩემი სურვილია, გავაღრმავოთ თანამშრომლობა ქალაქებს შორის,“ - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა თბილისის მერიის ცნობით. მერიის ცნობით, „თბილისის მერმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს მადლობა გადაუხადა ქვეყნის მიერ საქართველოსადმი გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის.„  „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია თითოეული ის სიტყვა, რომელიც აშშ-ის ელჩმა წარმოთქვა. როდესაც სტრატეგიულ პარტნიორზეა საუბარი, ვფიქრობ, სწორედ ასეთი მეგობრული და ღია ურთიერთობები უნდა იყოს, რაზეც თქვენ საუბრობთ. მზად ვართ მეგობრობისთვის. მადლობას გიხდით საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის. სასიხარულო იყო ის პოზიტიური შეფასება, რომელიც მივიღეთ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, რომ 15 დეკემბერს, დიდი ალბათობით, კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი მხარდაჭერილი იქნება. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საუბარი იყო გარკვეული რეფორმების განხორციელებაზე. მთელი გუნდი მზადაა აღნიშნული რეფორმების განსახორციელებლად, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის ამ გზაზე,“ - განაცხადა კახა კალაძემ. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს სრული მზადყოფნა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობის გასაღრმავებლად ინტენსიურად იმუშაონ. ასევე გაეცანით ინტერვიუს ამერიკელ მაღალჩინოსანთან. აშშ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ რეკომენდაციებს მხარს უჭერს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირის გაფართოების პროცესს. ამის შესახებ Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა 14 ნოემბერს განუცხადა. „მოვუწოდებთ კანდიდატ და ასპირანტ ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს, რომ ეს ისტორიული შესაძლებლობა საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებისათვის და ევროპაში თავიანთი მომავალის უზრუნველსაყოფად გამოიყენონ. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოში - ამყარებს  ევროკავშირის რეკომენდაციებს და მოიცავს ძალისხმევას იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს თავისუფლად და სამართლიანად. ამ ძალისხმევის მიმართულებით, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას გავაგრძელებთ. აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და კვლავაც გამოავლენს რუსეთის მცდელობებს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში. საქართველოს დემოკრატიული სტანდარტების დაცვა, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გასაღებია. შეერთებული შტატები და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ გააფართოონ თანამშრომლობა უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ, რათა თანამოაზრე პარტნიორებს ერთობლივი კოორდინირებული აქტივობებით დაუჭირონ მხარი, აშშ-ევროკავშირის სამიტის 20 ოქტომბრის განცხადების შესაბამისად. შეერთებული შტატები, როგორც პარტნიორი, ყოველთვის მხარს დაუჭერს მმართველობის, კანონის უზენაესობის, საარჩევნო და ანტიკორუფციული მიმართულებით რეფორმებს, რომლებიც წინ წასწევს გრძელვადიან მიზანს მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის შესახებ. ამ საერთო მიზნების მისაღწევად, რეგიონის ქვეყნებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ვმუშაობთ,“ - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენი მხარდაჭერა ამყარებს ევროკავშირის რეკომენდაციებს და მოიცავს ძალისხმევას იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში 2024 წლის არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს  

არჩევნებში ულტრამემარჯვენე გერტ ვილდერსის გამარჯვებას დიდი შედეგი მოჰყვება ნიდერლანდებსა და ევროპაში - Reuters

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ნიდერლანდელი ანტიევროკავშირი, ულტრამემარჯვენე გერტ ვილდერსი კოალიციური პარტნიორების ძებნას იწყებს. Reuters-ი ნიდერლანდებში გამართულ კენჭისყრას ასე აღწერს -  არჩევნები, რომელსაც დიდი შედეგი მოჰყვება ნიდერლანდებსა და ევროპაში. ევროსკეპტიკოს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანის გულშემატკივარმა,  ევროკავშირის მოწინააღმდეგე ვილდერსმა პირობა დადო, რომ ყველა იმიგრაციას შეაჩერებს, შეამცირებს ჰოლანდიის გადასახადებს გაერთიანებაში და დაბლოკავს ნებისმიერი ახალი წევრის, მათ შორის უკრაინის შესვლას. „ცვლილების ქარი აქ არის! ვულოცავ გერტ ვილდერსს არჩევნებში გამარჯვებას," - განაცხადა ორბანმა. ვილდერსმა არაერთხელ განაცხადა, რომ ნიდერლანდებმა უნდა შეწყვიტოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რადგან მისი თქმით, ქვეყანას თავად სჭირდება იარაღი, რათა თავის დაცვა შეძლოს. ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნების შედეგების 98%-ია დათვლილი და საპარლამენტო არჩევნებში გერტ ვილდერსის თავისუფლების პარტიამ (PVV) გაიმარჯვა, რომელიც პარლამენტში 37 მანდატს მიიღებს, იმაზე ორით მეტს, ვიდრე არჩევნებამდე ეგზიტპოლები წინასწარმეტყველებდა. ამჟამად პარტიას პარლამენტში 17 მანდატი აქვს. მეორე ადგილს, მემარცხენე-მწვანეებისა და ლეიბორისტების კოალიცია (GroenLinks-PvdA) იკავებს, რომელსაც ევროკომისიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ფრანს ტიმერმანსი ხელმძღვანელობს და სავარაუდოდ, 25 მანდატს მიიღებს. ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს სახალხო პარტიას თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის (VVD), 24 მანდატის მიღება შეუძლია. ახლად შექმნილი პოლიტიკური პარტია ახალი სოციალური კონტრაქტი (NSC), რომელსაც პიტერ ომციგტი ხელმძღვანელობს, ნიდერლანდების პარლამენტში 20 მანდატს მოიპოვებს. ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 77,8% შეადგინა. წინასწარი მონაცემების მიხედვით, არჩევნების შემდეგ ნიდერლანდებს მთავრობის კოალიციის ფორმირების ხანგრძლივი პროცესი მოელის.  

ამერიკის საელჩო: აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და კვლავაც გამოავლენს რუსეთის მცდელობებს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში - ექსკლუზივი

ექსკლუზივი   Europetime-მა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შეკითხვით მიმართა სააგენტო Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის დაზვერვის ანგარიში და რეკომენდაციები არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ათეულობით ქვეყანას გაუზიარეს. ჩვენი გამოცემა დაინტერესდა, ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს თუ არა კომუნიკაცია ქართულ მხარესთან, საელჩოს მეშვეობით. „ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ცნობილი გახდა რუსეთის მცდელობათა ტენდენციის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს. კარგად არის დასაბუთებული, რომ რუსეთი ცდილობს, კონკრეტული კანდიდატებისა და პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ, გლობალურად იქონიოს გავლენა დემოკრატიული არჩევნების შედეგებზე. ამის პასუხად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 100-ზე მეტ დემოკრატიულ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ამ ძალისხმევისა და იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია, გადავდგათ საპასუხოდ. ჩვენ, ასევე, ღიად ვსაუბრობთ მოპოვებულ ინფორმაციაზე. აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და გააგრძელებს, გამოავლინოს რუსეთის მცდელობები, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვცდილობთ, გავზარდოთ საზოგადოების ინფორმირებულობა და მდგრადობა ამ რუსული ქმედებების მიმართ. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორც დემოკრატიებმა, ერთად ვიმოქმედოთ რუსეთის ამ ძალისხმევის საპირისპიროდ. დემოკრატიის სამიტზე მოწვეული მთავრობებისადმი მიწერილ წერილში ჩვენ, დახურულ წესრიგში, თითოეულ ქვეყანას ვაცნობეთ ჩვენი შეფასება იმაზე, ცდილობდა თუ არა რუსეთი, შეემცირებინა საზოგადოების ნდობა მათ ქვეყანაში ჩატარებული საარჩევნო პროცესების მიმართ. ჩვენ ვიცავთ ამ ბრიფინგების კონფიდენციალურობას, თუმცა ვმოქმედებთ გამჭვირვალედ, როცა საზოგადოებას ვუზიარებთ ზოგად მოპოვებულ ინფორმაციას,“ - ნათქვამია საელჩოს მიერ Europetime-სთვის მიწოდებულ კომენტარში. შეგახსენებთ, აშშ-ის დაზვერვის დოკუმენტის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები რეკომენდაციას აძლევს ქვეყნებს, არჩევნებზე რუსეთის გავლენის შესუსტების მიზნით იმუშაონ. აშშ ხსენებულ ქვეყნებში დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ავალებს, ვაშინგტონიდან მიწოდებული ინფორმაცია მთავრობებს გაუზიარონ.

პრეზიდენტი "საელჩოების ირგვლივ მოკალათებული" ხალხის არჩევნებში მონაწილეობას საკმარისად არ მიიჩნევს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ უნდა გაიზარდოს საზღვარგარეთ მყოფი იმ თანამემამულეების რაოდენობა, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ. ამის შესახებ მანდ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნებში პოლიტიკური მონაწილეობის საკითხების შესახებ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შემდგომ გეგმას შეეხებოდა. პრეზიდენტის თქმით, ოფიციალურ ღონისძიებებში მონაწილეობის შიში აქვთ არალეგალ ქართველებს, თუმცა, როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ამაზეც შეიძლება მოლაპარაკება პარტნიორებთან, რომ მათ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა ისე, რომ ადგილი პოლიციისგან საფრთხე არ იგრძნონ. „დიასპორა და არჩევნები ჩემი თემაა, სულ მაწუხებდა ეს იმიტომ, რომ იქ ვხედავდი სხვადასხვა არჩევნების დროს თუ რამდენად არასერიოზული ასახვაა შედეგებზე იმისა თუ რა განწყობაა ემიგრაციაში. არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ მაინც, მე რომ წავაგე არჩევნები პარიზში ცოტა მაინც უცნაური უნდა იყოს. მილიონი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს დღეს საზღვრების გარეთ, მათ შორის, ძალიან ბევრი არალეგალია და არაფერი არ კეთდება, არც ერთი ხელისუფლება აქამდე არ დაინტერესდა იმით, რომ არჩევნებში მონაწილე ჩვენი თანამემამულეების რაოდენობა გაიზარდოს. პატარა ჯგუფის, რომელიც საელჩოს ირგვლივ არის კარგად მოკალათებული, მონაწილეობა არჩევნებში ითვლებოდა როგორც სრულიად საკმარისი და ყველა ხელისუფლება ფიქრობდა: „რატომ ავიტკივოთ თავი და დავიწყოთ რაღაც კამპანია საზღვარგარეთ, რომელიც ბევრად უფრო რთული იქნება.“ ერთი რამ არის აქაც ძალიან ნიშანდობლივი, რომ ის ადამიანები, რომლებიც გარეთ ცხოვრობენ და დამოუკიდებლად მუშაობენ, მოღვაწეობენ, მათზე პოლიტიკური გავლენების მოპოვება ბევრად უფრო რთულია. ამათ ვერ იჭერ შენი ხელფასით, გავლენით, შვილებით, მეუღლით და ა.შ. ასე რომ ეს არის ბევრად უფრო თავისუფალი, ცოცხალი ნაწილი ჩვენი ამომრჩევლებისა და მათი მონაწილეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს დისკუსია ახლა უნდა დაიწყოს და ვარ მოხარული, რომ იწყება სხვადასხვა წრეში და ეს ნიშნავს, რომ თემა არის აქტუალური. ბევრი სხვადასხვა საშუალება არსებობს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებიდან, რომ ბევრად მეტმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა. მთავარი არის, რომ ხელმისაწვდომი იყოს ის ადგილები, სადაც არჩევნებში შეგიძლია, მონაწილეობა მიიღო. არ შეიძლება, რომ იყოს მხოლოდ ერთი ცენტრი საელჩოში, უნდა გაიხსნას სხვადასხვა საარჩევნო უბანი მით უმეტეს დიდ ქვეყნებში, სადაც რთულია ჩვენი მოქალაქეებისთვის მონაწილეობა,“ - განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, რამდენიმე ქვეყანა უკვე მზად არის ამ პროცესში საქართველოსთვის დახმარების გასაწევად. „ვიცი, რომ ჩვენი რამდენიმე პარტნიორი ქვეყანა მზად არის, რომ ამაში დაგვეხმაროს იმისთვის რომ გაიხსნას უსაფრთხო ასეთი უბნები ამ ქვეყნებში. მეორე საკითხია, რომ არალეგალებს ყოველთვის ეშინიათ, რომ მისვლა საელჩოსთან ან საარჩევნო უბანთან იქნება აღნიშნული ადგილობრივი პოლიციის მიერ და მათ რაღაცა საფრთხე შეექმნებათ. ეს საკითხი ასევე გადაწყვეტილია ბევრ ქვეყანას შორის. მე, მაგალითად, საფრანგეთის გამოცდილებიდან ვიცი, რომ ალჟირელები მონაწილეობენ ძალიან დიდი რაოდენობით, იმდენად, რომ ალჟირელის არჩევნები წყდება საფრანგეთიდან და რიგები არის მათ საელჩოებთან და საარჩევნო უბნებთან, მაგრამ იქ არანაირი პოლიციის ჩარევა არ არსებობს. ამაზე ჩვენ უნდა მივიღოთ ჩვენი პარტნიორებისგან წინასწარ შეთანხმებები და გარანტიები, რომ ეს არ მოხდება და ჩვენ წინასწარ უნდა მოვამზადოთ ჩვენი მოსახლეობა, რომ ამაში არ არის საფრთხე,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.  

უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შემდეგი არჩევნების მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარებაზე შეთანხმდა

უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შემდეგი არჩევნების მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარებაზე შეთანხმდა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინის პარლამენტის ვებგვერდი და უმაღლესი რადას ვიცე-სპიკერი ალექსანდრ კორნიენკო ავრცელებენ. შეთანხმებას „ჟან მონეს დიალოგის” ფორმატში ჩატარებული შეხვედრის შედეგად მიაღწიეს რომელიც 10-12 ნოემბერს გაიმართა, თუმცა შეთანხმების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ახლა გავრცელდა. შეხვედრის შედეგად გამოქვეყნებულ დასკვნებში აღნიშნულია, რომ უმაღლესი რადას ხელმძღვანელობა, საპარლამენტო ფრაქციებისა და ჯგუფების თავმჯდომარეები და დელეგირებული წარმომადგენლები „მივიდნენ შეთანხმებამდე, რომ მომავალი თავისუფალი და სამართლიანი ეროვნული არჩევნები (საპარლამენტო, საპრეზიდენტო) ტარდება მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ და საომარი მდგომარეობის მოქმედების დასრულების შემდეგ იმ დროის ფარგლებში, რომელიც არჩევნების ჩატარების მოსამზადებლად არის საკმარისი (არა ნაკლებ 6 თვე საომარი მდგომარეობის დასრულების შემდეგ).” დოკუმენტს ხელი მოაწერეს „ხალხის მსახურის“ ფრაქციიდან დავით არახამიამ, „ბატკივშინადან“ იულია ტიმოშენკომ, „ევროსოლიდარობის“ ფრაქციის თანათავმჯდომარემ ირინა გერაშჩენკომ, „გოლოსის“ ალექსანდრა უსტინოვამ და სხვა საპარლამენტო ჯგუფების წარმომადგენლებმა. „დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალ ეროვნულ არჩევნებს უზარმაზარი მნიშვნელობა ექნება უკრაინის დემოკრატიული პერსპექტივებისთვის და ისინი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით უნდა ჩატარდეს. თუმცა ასევე ვიაზრებთ, რომ ომისა და მისი გავლენის შედეგად არჩევნების ჩატარება დაკავშირებული იქნება უნიკალურ გამოწვევებთან, რომლებიც ფართო პოლიტიკურ კონსენსუსს მოითხოვენ მათი წარმატებულად მოგვარებისთვის,“ - ნათქვამია ტექსტში. 2024 წელს უკრაინაში არჩევნები არ ჩატარდება - დავით არახამია

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს გაიმართება

რუსული მედიის ცნობით, ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა. მათივე ინფორმაციით, შესაბამისი დადგენილება პალატამ ხუთშაბათს გამართულ სხდომაზე მიიღო. „დადგენილება ძალაში შედის ოფიციალური გამოქვეყნების დღიდან,“ - ნათქვამია საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ დადგენილებაში. ფედერაციის საბჭოს საკონსტიტუციო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ვლადიმერ პოლეტაევის განმარტებით, დადგენილების ძალაში შესვლიდან, ანუ ოფიციალური გამოქვეყნების დღიდან, ფაქტობრივად საარჩევნო კამპანია დაიწყება.  

ალიევმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა

ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში 2024 წლის 7 თებერვალს გაიმართება. მედიის ცნობით, შესაბამის ბრძანებას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოაწერა ხელი. „61 წლის ალიევი ბოლოს 2018 წელს აირჩიეს შვიდი წლის ვადით და პოლიტიკური უთანხმოების დიდწილად ჩახშობის პირობებში, თითქმის დარწმუნებულია, რომ მომავალ წელს ახალი ვადით აირჩევენ. ნავთობის რესურსებით მდიდარი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მყარი ალიანსი შექმნა თურქეთის პრეზიდენტ თაიფ ერდოღანთან და ასევე ახერხებს ურთიერთობების შენარჩუნებას როგორც რუსეთთან, ასევე დასავლეთთან,“ - წერს Reuters-ი. არჩევნები აზერბაიჯანში 2025 წელს იყო დაანიშნული. ვადამდელი არჩევნების ჩატარების მიზეზები არ გასაჯაროებულა. ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტის პოსტს 2013 წლიდან იკავებს.   

IRI-ის ევრაზიის პროგრამების დირექტორი: 2024 წლის არჩევნებზე IRI და NDI ერთობლივი მისიის განხორციელებას გეგმავენ

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ევრაზიის პროგრამების დირექტორი სტივ ნიქსი ამბობს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე IRI და NDI ერთობლივი მისიის განხორციელებას გეგმავენ. ეს საქართველოში როგორც გრძელვადიანი, ასევე, მოკლევადიანი დამკვირვებლების ვიზიტს გულისხმობს.  IRI-ის წარმომადგენელი, ასევე, ვარაუდობს, რომ შესაძლოა, სადამკვირვებლო მისიას ამერიკელი სენატორები და კონგრესმენებიც შეუერთდნენ.  „ვვარაუდობთ, რომ ჯამში 40-დან 60 დამკვირვებლამდე გვეყოლება, რომლებიც, ვთვლით, რომ საკმარისი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნების მონიტორინგის განსახორციელებლად. მოკლევადიანი დამკვირვებლები რამდენიმე კვირით ადრე ჩამოვლენ საქართველოში. ჩვენი ვარაუდი და იმედია, რომ კონგრესის ორივე პალატის ორივე პარტიიდან კონგრესმენები და სენატორები ჩამოვლენ საქართველოში არჩვენებზე დასაკვირვებლად", - აცხადებს ნიქსი ტელეკომპანია „ფორმულას“ ვაშინგტონის ბიუროსთან ინტერვიუში. ასევე გაეცანით Europetime-ის ექსკლუზიურ ინტერვიუს ამერიკელ მაღალჩინოსანთან. აშშ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ რეკომენდაციებს მხარს უჭერს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირის გაფართოების პროცესს. ამის შესახებ Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა 14 ნოემბერს განუცხადა. „მოვუწოდებთ კანდიდატ და ასპირანტ ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს, რომ ეს ისტორიული შესაძლებლობა საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებისათვის და ევროპაში თავიანთი მომავალის უზრუნველსაყოფად გამოიყენონ. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოში - ამყარებს  ევროკავშირის რეკომენდაციებს და მოიცავს ძალისხმევას იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს თავისუფლად და სამართლიანად. ამ ძალისხმევის მიმართულებით, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას გავაგრძელებთ. აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და კვლავაც გამოავლენს რუსეთის მცდელობებს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში. საქართველოს დემოკრატიული სტანდარტების დაცვა, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გასაღებია. შეერთებული შტატები და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ გააფართოონ თანამშრომლობა უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ, რათა თანამოაზრე პარტნიორებს ერთობლივი კოორდინირებული აქტივობებით დაუჭირონ მხარი, აშშ-ევროკავშირის სამიტის 20 ოქტომბრის განცხადების შესაბამისად. შეერთებული შტატები, როგორც პარტნიორი, ყოველთვის მხარს დაუჭერს მმართველობის, კანონის უზენაესობის, საარჩევნო და ანტიკორუფციული მიმართულებით რეფორმებს, რომლებიც წინ წასწევს გრძელვადიან მიზანს მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის შესახებ. ამ საერთო მიზნების მისაღწევად, რეგიონის ქვეყნებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ვმუშაობთ,“ - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენი მხარდაჭერა ამყარებს ევროკავშირის რეკომენდაციებს და მოიცავს ძალისხმევას იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში 2024 წლის არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ კონტრაქტი გააფორმა მოშე კლუგჰაფტთან და მირი მიქაელთან

„ქართული ოცნებამ“ კონტრაქტი გააფორმა მოშე კლუგჰაფტთან და მირი მიქაელთან, როგორც საარჩევნო პერიოდში პარტიის სტრატეგიულ მრჩევლებთან, - ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „კლუგაფტი და მიქაელი ACT NEWS-ის დამფუძნებლები არიან. მოშე კლუგჰაფტი არის საერთაშორისო სტრატეგიული მრჩეველი და კამპანიის მენეჯერი პოლიტიკური ლიდერებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის მთელს მსოფლიოში. ის მუშაობდა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან და პრემიერ-მინისტრ ბენეტთან ისრაელში, ასევე ავსტრიის კანცლერთან, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან და სხვებთან. კლუგჰაფტი მართავდა სალომე ზურაბიშვილის მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიას 2018 წელს, რომელშიც სალომე ზურაბიშვილმა მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები და ასევე მართავდა PSD-ის (სოციალ-დემოკრატიული პარტია) წარმატებულ კამპანიას რუმინეთში 2016 წლის არჩევნებისთვის. ის "ფორბსმა" აირჩია ისრაელის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად 40 წლამდე, ხოლო "იერუსალიმ პოსტმა" აირჩია 2020 წლის მსოფლიოს 50 ყველაზე გავლენიან ებრაელს შორის. მირი მიქაელი ბოლო 17 წლის განმავლობაში მუშაობდა როგორც ისრაელის ჟურნალისტი ისრაელის წამყვან ტელეარხებზე. ბოლო წლებში მიქაელს მიჰყავდა უამრავ გადაცემა მიმდინარე მოვლენების შესახებ, სპეციალური საინფორმაციო გადაცემები და აშუქებდა არჩევნებს მე-13 და მე-12 არხებზე. მან ასევე გამოაქვეყნა საგამოძიებო სტატიები და მხატვრული სიუჟეტები მთავარ საინფორმაციო გამოცემებში. მიქაელი ასევე იყო ევროპული კორესპონდენტი ტერორისტული თავდასხმებისა და ISIS-ის აღზევების პერიოდში და ამ პერიოდის განმავლობაში მან ინტერვიუ ჩამოართვა მსოფლიოს ბევრ ლიდერს, მათ შორის ბორის ჯონსონს და ანგელა მერკელს,“ ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც თან ერთვის მოშე კლუგჰაფტის კომენტარი: „მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი საქართველოში და ვხედავ მის მნიშვნელოვან განვითარებას როგორც ეკონომიკაში, ასევე ევროკავშირისადმი მიდგომაში და განსაკუთრებით მის უნარში, შეინარჩუნოს მშვიდობა იმ დღეებში, როდესაც მსოფლიო ომის პირობებშია. მაგრამ საკმარისი არ არის, რომ უბრალოდ ბევრი აკეთო - ასევე აუცილებელია იმის უზრუნველყოფა, რომ საზოგადოებამ იცოდეს ამის შესახებ და ჩვენ ამაში დავეხმარებით მომავალ წელს.“ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები კი განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.  

2024 წლის არჩევნები გადამწყვეტი იქნება ამერიკის დემოკრატიისთვის - გამოკითხვა

როგორც საზოგადოებრივი აზრის ახალი გამოკითხვა აჩვენებს, პოლიტიკურად ძალზე პოლარიზებულ ქვეყანაში, ამერიკელები 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, ერთ საკითხზე შედარებით თანხმდებიან. ისინი იზიარებენ შეშფოთებას დემოკრატიის მდგომარეობაზე და იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს არჩევნების შედეგი მის მომავალზე. თუმცა, განსხვავდება მათი შეხედულებები იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ წარმოადგენს საფრთხეს ამერიკული დემოკრატიისთვის. გამოკითხვაში, რომელიც 30 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა, 1 074 ადამიანი მონაწილეობდა. ახალი გამოკითხვის ავტორია საინფორმაციო სააგენტო "ასოშეიტიდ პრესის" საზოგადოებასთან ურთიერთობის კვლევითი ცენტრი (NORC). ირკვევა, რომ გამოკითხული ზრდასრული ამერიკელების უმრავლესობა, 62% თვლის, რომ ამერიკული დემოკრატია საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება, იმის მიხედვით, თუ ვინ მოიგებს მომავალ შემოდგომაზე, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს. დემოკრატებში ასე 72% ფიქრობს, რესპუბლიკელებში კი 55%. გამოკითხულ ამერიკელთა დაახლოებით ნახევარი არც ახლაა კმაყოფილი ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხით. 51% ამბობს, რომ დემოკრატია შეერთებულ შტატებში ან „არც ისე კარგად“ მუშაობს, ან „საერთოდ არ არის კარგ ვითარებაში". მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობის შესახებ დასმულ კითხვაში, ავტორები ცდილობდნენ დაედგინათ, თუ რა მიმართულება ახდენდა უფრო მეტ გავლენას ამომრჩეველთა შეშფოთებაზე. უმეტესობა მთავარ მნიშვნელობას ეკონომიკურ საკითხებს (75%) ანიჭებს; შემდეგ მოდის დემოკრატიის მომავალი (67%); დაახლოებით იმდენივე წუხს სამთავრობო ხარჯებზე (67%) და სულ ოდნავ ნაკლები იმიგრაციაზე (66%). დემოკრატების 87% და დამოუკიდებელი ამომრჩევლების 54% მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის მეორე ვადა უარყოფითად იმოქმედებს ამერიკის დემოკრატიაზე. რესპუბლიკელებს შორის 82% თვლის, რომ დემოკრატია ჯო ბაიდენის მორიგი გამარჯვებით დასუსტდება. ამას დამოუკიდებელი ამომრჩევლის 56% ეთანხმება. ყოველი 10 ზრდასრული ამერიკელიდან 2 (19%) ამბობს, რომ შეერთებულ შტატებში დემოკრატია „უკვე იმდენად სერიოზულად არის დაზიანებული, რომ არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ გაიმარჯვებს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში“. რესპუბლიკელები (23%) უფრო ხშირად ამბობენ ამას, ვიდრე დემოკრატები (10%). ორივე პარტიაში შედარებით ნაკლებია იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ამერიკული დემოკრატია საკმარისად მტკიცე და გამძლეა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს გაუძლოს. ”ვფიქრობ, მემარცხენეების მხრიდან, აშკარაა, რომ ისინი შეშფოთებულნი არიან ისეთი პრეზიდენტის არჩევით, რომელიც აშკარად ავტორიტარულია, რომელსაც აშკარად სურს შეამციროს მთავრობის ანგარიშვალდებულება, რათა გააძლიეროს პრეზიდენტის ძალაუფლება და ამის გაკეთება ისე, რომ აღმასრულებელ შტოს ერთგვარი უპრეცედენტო წვდომა ჰქონდეს მოსახლეობასა და მთავრობის სექტორების მართვაზე,“ - ამბობს მაიკლ ალბერტუსი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი. რაც შეეხება მეორე მხარეს, პროფესორ ალბერტუსის აზრით, "რესპუბლიკელები მარჯვენა ფლანგიდან, შეშფოთებული არიან მთავრობის ძალაუფლების გადამეტებით, “დიდი მთავრობით”თავისუფლებისთვის შექმნილი საფრთხეებით და სამთავრობო უფლებამოსილებით, იმოქმედონ გარკვეული გზით ან გაატარონ გარკვეული პოლიტიკა”. წყარო - ამერიკის ხმა  

წინასწარი შედეგებით, სერბეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ალექსანდრ ვუჩიჩის ბლოკი ლიდერობს

პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის მმართველი “სერბეთის პროგრესული პარტიის” კოალიცია საპარლამენტო არჩევნებში 49.84 პროცენტით ლიდერობს. ამის შესახებ სერბეთის საარჩევნო კომისიამ ხმების 50 პროცენტზე მეტის დათვლის შემდეგ განაცხადა. 17 დეკემბერს სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. პარალელურად, მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა 65 ქალაქსა და რეგიონში, მათ შორის დედაქალაქ ბელგრადში. ოპოზიციის განცხადებით, არჩევნებს თან სდევდა დარღვევები. სერბეთის პროგრესული პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, პრემიერ-მინისტრმა ანა ბრნაბიჩმა განაცხადა, რომ მმართველი პარტია დამოუკიდებლად შეძლებს უმრავლესობის ფორმირებას პარლამენტში და უარყო ოპოზიციის განცხადებები დარღვევებზე საარჩევნო პროცესში. მისი თქმით, პარტიას აქვს მონაცემები, რომ მან ხმების 47,1 პროცენტი მიიღო საპარლამენტო არჩევნებზე, მეორე ადგილზე, 23 პროცენტით გავიდა კოალიცია "სერბია ძალადობის წინააღმდეგ", ხოლო სოციალისტურ პარტიას ერგო 6,7 პროცენტი.  ვუჩიჩი პრეზიდენტია 2017 წლის მაისიდან. მან რუსეთთან კავშირები შეინარჩუნა. ამასთან, ცდილობს ურთიერთობის დაბალანსებას დასავლეთთანაც.  

ბელგრადში აქციის მონაწილეებმა ქალაქის ადმინისტრაციის შენობაში შეჭრა სცადეს

ბელგრადში ოპოზიციის წარმომადგენელბი არჩვენების შედეგებს აპროტესტებენ. ისინი ქალაქის ადმინისტრაციის შენობაში შეღწევას შეეცადნენ. აქციის მონაწილეებმა შენობის კარებში მინები ჩაამსხვრიეს. პროტესტის მონაწილეებს პოლიციამ ცრემლმდენი გაზით უპასუხა. ინფორმაციას რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახური არცელებს. მეშვიდე დღეა, საპროტესტო აქციებს ოპოზიციური პოლიტიკური ბლოკი - „სერბეთი ძალადობის წინაღმდეგ“ მართავს. ისინი ვადამდელი საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ხელისუფლება ხმების მითვისებაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ მმართველი კოალიციის გამარჯვება ბელგრადის საქალაქო კრებაში "გამორიცხულია." 17 დეკემბერს სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში ჩატარდა. ოფიციალური მონაცემებით, პრეზიდენტ ვუჩიჩის „სერბეთის პროგრესულ პარტიასთან“ კოალიციამ ამომრჩეველთა ხმების დაახლოებით 47% მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა კოალიცია „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ ხმების 23%-ით. მესამე ადგილზე ხმების დაახლოებით 7%-ით სერბეთის სოციალისტური პარტიაა. დედაქალაქში ბელგრადში ამომრჩეველთა ხმები დაახლოებით შუაზე ორ კოალიციას შორის გაიყო - დაახლოებით 38% - საპრეზიდენტო კოალიციამ და 34%-ზე ოდნავ მეტი კი, ოპოზიციამ მიიღო. ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ ბელგრადის ადმინისტრაციის შენობასთან მისვლა და მერიის აივნიდან ხალხისთვის მიმართვა სურდათ. შენობასთან მობილიზებულმა პოლიციამ აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ აქციის მონაწილეების შენობაში შეღწევის მცდელობა უკანონო იყო. სერბეთის დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, სრჟან მილივოევიჩმა პოლიციას შენობის დატოვებისკენ და „ხალხის მხარეს დადგომისკენ“ მოუწოდა. სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა მიმართვისას განცხადა, რომ საპროტესტო აქციებში ორნახევარი ათასი ადამიანი მონაწილეობს, სცენები "დრამატულად" გამოიყურება, მაგრამ "რევოლუცია არ ხდება". კვირას საპროტესტო აქცია საარჩევნო კომისიის ოფისთან დაიწყო ოპოზიციის ლიდერებმა - ბლოკის "სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ" წარმომადგენლებმა მარინიკა ტეპიჩმა და მიროსლავ ალექსიჩმა და ხალხს განუცხადა, რომ ვუჩიჩის მმართველმა სერბულმა პროგრესულმა პარტიამ არჩევნები გააყალბა.  

საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, ველოდებით დეზინფორმაციის ფართომასშტაბიან კამპანიებს, პროვოკაციებს - პაპუაშვილი

„მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, ველოდებით დეზინფორმაციის და ყალბი ნარატივების ფართომასშტაბიან კამპანიებს, პროვოკაციებს, არეულობის და არასტაბილურობის, არასწორი აღქმების შექმნის მცდელობებს,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ელჩების კონფერენცია 2023-ზე“ სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, სირთულეების მიუხედავად, სწორი საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგად, ვინარჩუნებთ მშვიდობის და უსაფრთხოების იმ დონეს, რაც საჭიროა ჩვენი ხალხის კეთილდღეობის გაზრდის, ეკონომიკის გაძლიერებისა და ქვეყნის განვითარებისთვის. „ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ 2024 წელს იმედიანად შევეგებოთ. თუმცა, იმასაც ვაცნობიერებთ, რომ დამდეგი წელი რთული იქნება. მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, ველით დეზინფორმაციის და ყალბი ნარატივების ფართომასშტაბიან კამპანიებს, პროვოკაციებს, არეულობის და არასტაბილურობის, არასწორი აღქმების შექმნის მცდელობებს. ამ პროცესში მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო პარტნიორებთან დროული და სათანადო კომუნიკაცია, ასევე, მათთან მჭიდრო კავშირების განვითარება. ამ საქმეში თქვენ, საქართველოს ელჩებს, უდიდესი როლი გაქვთ. დღეს ე.წ. ჰედლაინების ეპოქაში ვცხოვრობთ. ხშირად, ერთ ჰედლაინს გუშინდელი ერთი სტატიის თუ მთელი პიარკამპანიის დატვირთვა აქვს. ამასთან, დღევანდელ ინფორმაციულ ეპოქაში სოციალური მედიის საშუალებებმა დიდი ძალა შეიძინა. ამიტომ საერთაშორისო პარტნიორებსა და უცხოურ საზოგადოებებთან სამუშაოდ გთხოვთ მეტ აქტიურობას და მეტ ძალისხმევას როგორც ტრადიციული დიპლომატიური მეთოდებით, ასევე სოციალური მედიების საშუალებით. ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიების მხილება თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით თქვენი ქვეყნის ერთგული სამსახურისთვის, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისა და ღირსეული, პროფესიონალური საქმიანობისთვის. წარმატებას გისურვებთ თქვენს საპასუხისმგებლო საქმეში. დიდ იმედებს ვამყარებთ თქვენთან კიდევ უფრო ნაყოფიერ თანამშრომლობაზე,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. აშშ და ევროკავშირი უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ - ექსკლუზივი  

ევროკომისარი ვარჰეი: 2024 წელი იქნება გადამწყვეტი წელი, საქართველო ჩაატარებს არჩევნებს და გეოპოლიტიკური გამოწვევებიც, სავარაუდოდ, არ იკლებს

ევროკომისრის განცხადებით, რეფორმების მტკიცე კურსის გაგრძელებით, საქართველო კიდევ უფრო მეტად ისარგებლებს იმ ეკონომიკური შესაძლებლობებით, რომლებიც პარტნიორობამ შეიძლება, იქონიოს, თუმცა, ევროკავშირი ბევრად მეტია, ვიდრე წარმატებული ეკონომიკური პარტნიორობა. „ის ასევე წარმოადგენს მშვიდობის პროექტს, რომელიც ისე, როგორც არავინ იცავს დემოკრატიასა და თავისუფლებას. გვწამს, რომ თქვენ საკუთარ წვლილს შეიტანთ ამ პროექტში და იქნებით მისი ნაწილი. 2024 წელი იქნება მორიგი გადამწყვეტი წელი. თქვენი ქვეყანა ჩაატარებს არჩევნებს და გეოპოლიტიკური გამოწვევებიც, სავარაუდოდ, არ იკლებს. ამავდროულად, საჭირო მონდომებითა და კომისიის გაფართოების ანგარიშში განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის შესრულებით, ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირის გზაზე საქართველოსთან მუშაობას. საქართველო ეკუთვნის ევროპულ ოჯახს. ამრიგად, ნება მომეცით, გისურვოთ წარმატებული და ნაყოფიერი 2024 წელი, რომელიც უფრო მეტად დაგვაახლოებს. გისურვებთ ბედნიერ შობას,“ – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ. აშშ და ევროკავშირი უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ - ექსკლუზივი  

რას ითვალისწინებს ცესკოს მიერ დამტკიცებული 2024 წლის სამოქმედო გეგმა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. გადაწყვეტილება ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2024 წლის სამოქმედო გეგმა საარჩევნო ადმინისტრაციის 2023-2026 წლების სტრატეგიის გათვალისწინებით შემუშავდა. გეგმაში ასახულია სტრატეგიული ამოცანების შესაბამისი აქტივობები, მათი უმეტესობა წარმოადგენს სიახლეს ან გულისხმობს ახალ მიდგომას, დაფუძნებულია მტკიცებულებებზე და შეძლებისდაგვარად ითვალისწინებს ინოვაციურ მიდგომას. „საზოგადოების ინფორმირება და განათლება, სამართალწარმოების პროცესის განვითარება, მართვის ეფექტიანობის ზრდა, შესაძლებლობების განვითარება, საარჩევნო ოპერაციების ჰარმონიზაცია საკანონმდებლო (ტექნოლოგიურ) სიახლეებთან და ტექნოლოგიების გამოყენება საარჩევნო პროცესში - ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომელთა შესასრულებლად კონკრეტული აქტივობები დეტალურად არის გაწერილი სამოქმედო გეგმაში. აღსანიშნავია, რომ გეგმის დამტკიცებას წინ უძღოდა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა, რომელიც განსხვავებული მიდგომით, ინკლუზიურად და თანამშრომელთა მაღალი ჩართულობით ჩატარდა და მიმდინარე წელს განხორციელებული საქმიანობის შედეგების განხილვასა და სამომავლო საქმიანობის დაგეგმვას ითვალისწინებდა. მანამდე კი გაიმართა ინტენსიური შეხვედრები ყველა სტრუქტურული ერთეულისა და სწავლების ცენტრის თანამშრომლებთან. „წინ გვაქვს მნიშვნელოვანი წელი. არჩევნების მოდერნიზების პროცესში 2024 წლის პარლამენტის არჩევნები უმნიშვნელოვანესი ეტაპია. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის უპასუხოს უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებს. გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩართულ მხარეებთან, კიდევ უფრო ინტენსიური იქნება ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანია ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით. მზად ვართ შევასრულოთ სამოქმედო გეგმით გაწერილი აქტივობები და უზრუნველვყოთ მომავალი არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირება,“ - განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა სხდომის დასრულების შემდეგ.  

OSCE/ODIHR აზერბაიჯანში არჩევნებზე გრძელვადიან მისიას გზავნის

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) გრძელვადიანი მისიის დამკვირვებლები 3 იანვარს აზერბაიჯანში ჩავლენ, განაცხადა აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებელი ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა ეოგან მერფიმ. პრესკონფერენცია ბაქოში გაიმართა. მისი თქმით, ODIHR-ის გრძელვადიანი მისიის შემადგენლობა 26 ადამიანისგან შედგება. ალიევმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა  

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდება

ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე პარტიების სარეგისტრაციო პროცედურების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მისი მიხედვით, საქართველოს პარლამენტის არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს ტარდება. „საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტიების რეგისტრაციის პროცედურები ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 113-ე მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისად. გაცნობებთ, რომ 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე რეგისტრირებული პარტიები: 1. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“; 2. „ლელო საქართველოსთვის“; 3. „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ – „გირჩი“; 4. „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“; 5. „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“; 6. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; 7. „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“; 8. „კანონი და სამართალი“; 9. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; 10. „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“; 11. „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“; 12. „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“; 13. „პროგრესი და სამართალი“ აკმაყოფილებენ საარჩევნო კოდექსით დადგენილ პირობას და საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის დროისათვის ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები,“ – აღნიშნულია ცესკოს ინფორმაციაში. როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაში განმარტავენ, აღნიშნულმა პარტიებმა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით უნდა მიმართონ ცესკო-ს თავმჯდომარეს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა. „პარტიამ, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსის 113-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ პირობას, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად საქართველოს პარლამენტის არჩევნების წლის პირველი იანვრიდან 15 ივლისამდე პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს ცესკო-ს თავმჯდომარეს და განცხადების წარდგენისთანავე მას გადაეცემა მხარდამჭერთა სიის ნიმუში. პარტია ვალდებულია, პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს პირველი აგვისტოსი, ცესკო-ს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სიას ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს საარჩევნო კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში. ასევე, შეგახსენებთ, რომ განცხადებას უნდა დაერთოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ცესკო-სთვის განცხადების წარდგენამდე, ბოლო ათი დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან, პარტიის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც სურთ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა, მოუწოდებს, დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად ყველა საჭირო პროცედურა. დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 2 51 00 51,“ – ნათქვამია ცესკოს ინფორმაციაში.  

საგარეო უწყება: არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევის ვადები გაწერილია გეგმაში

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევის ვადები გაწერილია გეგმაში - სამწუხაროა, რომ ცალკეული პოლიტიკური ძალები ამჯერადაც ხელოვნურად ახდენენ აღნიშნული საკითხის პოლიტიზირებას და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, რითაც სადამკვირვებლო მისიის მოწვევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხეს. მათივე ცნობით, გეგმის მიხედვით, 2024 წლის არჩევნებზე ეუთო/ოდირის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევა მიმდინარე წლის თებერვალშია დაგეგმილი. „2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევის ვადები გაწერილია გეგმაში, რომელიც ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ ჯერ კიდევ გასული წლის 27 ნოემბერს დამტკიცდა და რომელიც საჯაროა და ხელმისაწვდომია საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე. გეგმაში, რომელიც ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების პოლიტიკის შესახებ ანგარიშში საქართველოსთვის განსაზღვრული რეკომენდაციების განხორციელებას უზრუნველყოფს, დეტალურად არის გაწერილი ის ქმედებები და ვადები, რასაც ხელისუფლება ქვეყანაში თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად მიმართავს. სამწუხაროა, რომ ცალკეული პოლიტიკური ძალები ამჯერადაც ხელოვნურად ახდენენ აღნიშნული საკითხის პოლიტიზირებას და შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება,“ - განაცხადეს სამინისტროში. ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, ეუთო/ოდირს დამკვირვებლების გამოგზავნისთვის ოფიციალურად მიმართოს.  

რუსეთის პრეზიდენტობის მსურველმა მხარდაჭერისკენ მოუწოდა რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად საქართველოში იმყოფებიან

რუსი პოლიტიკოსი, მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია „სამოქალაქო ინიციატივის“ მიერ რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებულ ბორის ნადეჟდინს მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგრვება თბილისშიც სურს. ბორის ნადეჟდინმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2023 წლის 26 დეკემბერს მიმართა. კომისიამ ნადეჟდინის უფლებამოსილი პირები 28 დეკემბერს დაარეგისტრირა. კენჭისყრაში მონაწილეობისთვის ბორის ნადეჟდინის საარჩევნო შტაბმა 100 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა უნდა შეაგროვოს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში რუსეთის მოქალაქეები დიდი რაოდენობით შემოვიდნენ. ნადეჟდინმა 16 იანვარს, ღამით, ტელეგრამ-არხით მიმართა რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად საქართველოში იმყოფებიან და განაცხადა, რომ კანდიდატურის მხარდასაჭერად შეუძლიათ ხელმოწერები თბილისშიც დატოვონ. მითითებულია კონკრეტული მისამართიც. 1999 წელს, ბორის ნადეჟდინი რუსეთის მესამე მოწვევის დუმის დეპუტატად „მემარჯვენე ძალთა კავშირიდან“ აირჩიეს. ამ პარტიის თანათავმჯდომარე იყო ცნობილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი, რომელიც 2015 წლის თებერვალში, მოსკოვში მოკლეს. ცნობისთვის, ბორის ნადეჟდინი აცხადებს, რომ ეწინააღმდეგება ომს უკრაინაში და პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ყველა მობილიზებულს სახლში დააბრუნებს. 2023 წლის მაისში, ნადეჟდინმა განაცხადა რომ დღევანდელი პოლიტიკური რეჟიმის პირობებში რუსეთი ევროპაში ვერ დაბრუნდება, ამიტომ ქვეყანამ, ახალი ხელმძღვანელობა უნდა აირჩიოს. რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 15–17 მარტს გაიმართება. კვლავ კენჭს იყრის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

შვედეთის ელჩი: არჩევნების არაპარტიული მეთვალყურე ორგანიზაციები ბევრ ქვეყანაში არიან თავდასხმის სამიზნეები

შვედეთის ელჩმა საქართველოში ანა ლიბერგმა განაცხადა, რომ „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ფუნდამენტურია დემოკრატიისთვის, როცა „მოქალაქეებს ეძლევათ შესაძლებლობა, გამოხატონ თავიანთი ნება და განსაზღვრონ თავიანთი ქვეყნის ბედი." „გვჯერა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი სადამკვირვებლო ჯგუფებს შეუძლიათ თავისუფლად მოქმედება ქვეყანაში.“ „ვხედავთ, რომ არჩევნების არაპარტიული მეთვალყურე ორგანიზაციები ბევრ ქვეყანაში არიან თავდასხმის სამიზნეები. ეს ძალიან საშიში ტენდენციაა და ხაზს უსვამს მათი საქმიანობის და აგრეთვე მათთვის მხარდაჭერის გაწევის მნიშვნელობას,“ - აღნიშნა ელჩმა. ევროკავშირის ელჩი: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლის თვალსაზრისით ბორელი: 2024 წელს არჩევნები მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციისა და საგარეო ჩარევის მთავარი სამიზნე გახდება  

ილია დარჩიაშვილი: თებერვალში გავაგზავნით წერილს და მოვიწვევთ როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან დამკვირვებლებს

„თებერვალში გავაგზავნით წერილს ODIHR-ში და მოვიწვევთ როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან დამკვირვებლებს,“ – ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ილია დარჩიაშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დასმულ შეკითხვას. „მოგიწოდებთ, გაეცნოთ ხოლმე დოკუმენტებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობა პარლამენტთან ერთად ამუშავებს. სამოქმედო გეგმაში, რომელიც ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით შეიქმნა და გადავეცით ევროკავშირს, ცალსახად წერია, რომ თებერვალში გავაგზავნით მოწვევას ოდირში. ეს პირობა ძალაშია. თებერვალში, თებერვლის ბოლომდე გაიგზავნება წერილი საქართველოდან და მოვიწვევთ როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან ოდირის დამკვირვებლებს. ასე რომ, ჯერ დრო გვაქვს და ამას აუცილებლად შევასრულებთ,“ – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას შეკითხვის საპასუხოდ. ამასთან, დარჩიაშვილის თქმით, მოქალაქეების რეგისტრაციასა და უბნებთან დაკავშირებით ოპონენტების განცხადებები პოლიტიკური სპეკულაციაა და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები გაიხსნება კანონით დადგენილი წესით, არსებული პროცედურის შესაბამისად. „ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო კოორდინაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. საგარეო საქმეთა სამინისტრო აუცილებლად დაეხმარება ცესკო-ს, როგორც მანამდე, არჩევნების ადმინისტრირებისა და წარმატებით ჩატარებაში. გვაქვს მჭიდრო კონსულტაციები მათთან. სულ ახლახან ჩავატარეთ კონსულების კონფერენცია თბილისში და საუბარი იყო ცესკო-სთან პრაქტიკული თანამშრომლობის შესახებ. დარწმუნებული ვარ, არჩევნები, რომელიც უნდა გაიმართოს წელს, ოქტომბერში, იქნება ძალიან გამორჩეული, მათ შორის ადმინისტრირების თვალსაზრისითაც. გამოვხატავთ სრულ მზაობას, რომ ამ პროცესში შევიტანოთ ჩვენი ღირებული წვლილი. ბევრჯერ დაისვა კითხვა მოქალაქეების რეგისტრაციასა და უბნებთან დაკავშირებით. მგონია, რომ ეს პოლიტიკური სპეკულაციაა ჩვენი ოპონენტების მხრიდან. უბნები გაიხსნება კანონით დადგენილი წესით, იმ პროცედურის შესაბამისად, როგორც მანამდე ხდებოდა. შესაბამისად, მგონია, რომ აქ პოლიტიკური სპეკულაციების სივრცე არ არის. უბნები გაიხსნება კოორდინირებულად, ცესკო-სთან ერთად, კანონით დადგენილი ვადით. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ სურვილი, მისცენ ხმა, არსებობს საკონსულო აღრიცხვაზე აყვანის დადგენილი პროცედურა. ჩვენ, თითოეული დიპლომატი მაქსიმალურად და ინტენსიურად ვიმუშავებთ, რათა ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც სურვილი აქვთ, არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, დადგნენ აღრიცხვაზე და გამოხატონ თავიანთი კონსტიტუციით მინიჭებული უფლება. შესაბამისად, ჩემთვის გაუგებარია ეს პოლიტიკური სპეკულაციები. ვერანაირ პოლიტიკურ ქულებს ვერ მოუტანს ოპონენტებს,“ – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე. მისივე განმარტებით, საზღვარგარეთ დისტანციურად ხმის მიცემა რისკებთან არის დაკავშირებული, ისევე როგორც საქართველოში და ამ მიმართულებით ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებში ლოგიკა არ არის. „დისტანციური არჩევნები, ხმის მიცემა საქართველოში არის რისკებთან დაკავშირებული. ასევე, მინდა, შევახსენო ჩვენს ოპონენტებს, რომ საქართველოში თუ არის დისტანციურად ხმის მიცემა რისკებთან დაკავშირებული, მით უმეტეს, უზარმაზარ რისკებთან იქნება დაკავშირებული საზღვარგარეთ. შესაბამისად, არც აქ არანაირი ლოგიკა არ არის, ვისაუბროთ საზღვარგარეთ დისტანციურად ხმის მიცემის მნიშვნელობაზე და უფრო სწორად გადაწყვეტაზე,“ – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა. ბორელი: 2024 წელს არჩევნები მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციისა და საგარეო ჩარევის მთავარი სამიზნე გახდება  

საქართველომ ეუთო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით მოიწვია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორს, მატეო მეკაჩის საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების მოწვევის მიზნით წერილი გაუგზავნა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც წერილშია აღნიშნული, ხელისუფლების მიზანია გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროპის საუკეთესო დემოკრატიული პრაქტიკის შესაბამისად და აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა ეუთო/ოდირ-ის წარმომადგენლებს, ქვეყანაში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით იწვევს. წერილში ხაზგასმულია, რომ საქართველო მზადაა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი დამკვირვებლების მიერ თავიანთი ფუნქციების ეფექტიანად შესრულებას.   აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების  სამთავრობო გეგმაში, დამკვირვებლების მოწვევის თარიღად 2024 წლის თებერვალია განსაზღვრული.  

ამერიკის საელჩო: სამოქალაქო საზოგადოება გადამწყვეტ როლს ასრულებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში

საქართველოში ვიზიტისას, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და მმართველობის ბიუროს ხელმძღვანელი, შენონ გრინი არჩევნებზე ორიენტირებულ სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორებს შეხვდა. USAID-ის ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს USAID-ის მხარდაჭერაზე, რომელიც არჩევნებზე მოკლე და გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის საკითხს ეხება. „USAID გააგრძელებს საქართველოსთან პარტნიორობას, რათა ხელი შეუწყოს არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების გაძლიერებას, 2024 წლის საარჩევნო ციკლის განმავლობაში და მას შემდეგაც,“ - წერს USAID Georgia. მისივე განცხადებით, „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება გადამწყვეტ როლს ასრულებს ქვეყნის დემოკრატიის განმტკიცებაში, მათ შორის, ამომრჩეველთა განათლებასა და არჩევნების მონიტორინგის პროცესში.“ თავის მხრივ, ამერიკის საელჩოს განცხადებით, სამოქალაქო საზოგადოება გადამწყვეტ როლს ასრულებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში, რაც ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია. USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე: ამერიკა გააგრძელებს საქართველოს უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას ელჩი დანიგანი: 2024 წლის არჩევნები არის შესაძლებლობა საქართველოსთვის დემოკრატიის სიძლიერის წარმოსაჩენად  

რუსეთის ჩარევის საფრთხის წინაშე მიმდინარე წელს დავდგებით, რადგან ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებია - პრეზიდენტი

შორეულ ქვეყნებშიც კი, გერმანიაში, ევროპაში, აღმოჩნდა საზოგადოებაში, კომუნიკაციაში, სოციალურ მედიაში რუსეთის ჩარევის მტკიცებულება. საქართველოში ეს რაში გამოიხატება? ამ შეკითხვას უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში. „ჩვენ უფრო ახლოს ვართ და რუსული სამსახურები ბევრად უკეთ გვიცნობენ. იცნობენ ხალხს, ჩვენს ხასიათს, ასე რომ, გარკვეულწილად, მათთვის უფრო ადვილია საქართველოში ჩარევა, რადგან ეს მათთვის ცნობილი ნიადაგია. ამავდროულად, ქართველი ხალხისათვის კარგად ნაცნობია საბჭოთა პროპაგანდა, რაც დიდად არ განსხვავდება დღევანდელი რუსული პროპაგანდისგან. ასე რომ, ჩვენთან შეიძლება გამძლეობა ცოტა უფრო მაღალია, მაგრამ ჩვენ ამის [რუსეთის ჩარევის] საფრთხის წინაშე მიმდინარე წელს დავდგებით, რადგან ოქტომბერში  საპარლამენტო არჩევნებია. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ბევრ ჩარევას უნდა ველოდოთ, საქართველოს მიმართ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს,“ უპასუხა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ, 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დააანონსა. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“ ამასთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში არჩევნების თემაზე ვრცლად ისაუბრა. „დემოკრატიის სამიტზე მოწვეული მთავრობებისადმი მიწერილ წერილში ჩვენ, დახურულ წესრიგში, თითოეულ ქვეყანას ვაცნობეთ ჩვენი შეფასება იმაზე, ცდილობდა თუ არა რუსეთი, შეემცირებინა საზოგადოების ნდობა მათ ქვეყანაში ჩატარებული საარჩევნო პროცესების მიმართ. ჩვენ ვიცავთ ამ ბრიფინგების კონფიდენციალურობას, თუმცა ვმოქმედებთ გამჭვირვალედ, როცა საზოგადოებას ვუზიარებთ ზოგად მოპოვებულ ინფორმაციას,“ - განუცხადეს Europetime-ს ამერიკის საელჩოში. ცნობისთვის, „დემოკრატიის სამიტი“ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივით, 2023 წლის 29-30 მარტს გაიმართა და მასში ისევე როგორც 2022 წელს, საქართველოდან, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დისტანციურად მონაწილეობდა.  

NDI 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას იწყებს

დღეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებს იწყებს. მისია მიზნად ისახავს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და საქართველოს მოსახლეობის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას კონსტრუქციული რეკომენდაციების გაცემის გზით. ამასთან, გამოხატავს საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინს, რომ არჩევნების პროცესში ჩართული ყველა სუბიექტი დემოკრატიული არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების ყველა პრინციპს დაიცავს. შეხვედრების დასრულების შემდეგ NDI-ის დელეგაცია წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ძირითად დასკვნებს ანგარიშის სახით გამოაქვეყნებს. 19-23 თებერვალს NDI-ის დელეგაცია საარჩევნო პროცესში ჩართულ სხვადასხვა მხარესთან მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. შეხვედრებს გაუძღვებიან: ან ლინდე, შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი; პერ ეკლუნდი, ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში; მაიკლ პოზნერი, სახელმწიფო დეპარტამენტში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროში სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე; დენიელ გოტფრიდი, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის კაბინეტის საკანონმდებლო და პოლიტიკის ანალიტიკოსი; ევა ბუჟა, NDI ევრაზიის რეგიონული დირექტორი; და რიჩარდ კლაინი, NDI არჩევნების პროგრამების გლობალური დირექტორი. შეხვედრებს ასევე დაესწრება ალან გილამი, NDI საქართველოს ოფისის დირექტორი. „ხუთი დღის განმავლობაში დელეგაცია შეხვდება ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის, მედიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. დელეგაციის წევრები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ზოგად პოლიტიკურ გარემოსა და იმ ფაქტორებს შეაფასებენ, რომელთაც, შესაძლოა, გავლენა იქონიონ წინასაარჩევნო პროცესებზე. დელეგაცია მიმოიხილავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: საარჩევნო ადმინისტრაცია, მოქალაქეთა ჩართულობა, გენდერი და ინკლუზიის თემები, პოლიტიკური პარტიები და კამპანიის პროცესი. აღნიშნული შეხვედრები NDI-ის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო პროცესის პირველ ფაზას წარმოადგენს. აღნიშნული პროცესი, დამატებით, მეორე წინასაარჩევნო დელეგაციას, გრძელვადიანი დამკვირვებლების ჯგუფსა და არჩევნების დღის სადამკვირვებლო დელეგაციას მოიცავს,“ აცხადებენ NDI-ში. NDI-ის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია საქართველოს კანონდებლობისა და არჩევნებზე საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციის შესაბამისად განხორციელდება. პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების გაძლიერების კონსორციუმის (CEPPS) ფარგლებში.  

აშშ ორიენტირებულია, დაეხმაროს საქართველოს, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების უზრუველყოფაში - ელჩი დანიგანი

აშშ ორიენტირებულია, დაეხმაროს საქართველოს, თავისუფალი, სამართლიანი, კონკურენტული არჩევნების უზრუველყოფაში. შესაბამისი კომენტარი მედიასთან გააკეთა აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა. ელჩის თქმით, სამართლიანი არჩევნები ძლიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია. „მოდით, არჩევნებზე უფრო ზოგადად ვისაუბრებ. საქართველოშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც საარჩევნო წელია. სამართლიანი არჩევნები ძლიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია. ასე რომ, შეერთებული შტატები ორიენტირებულია, რომ დაეხმაროს საქართველოს, თავისუფალი, სამართლიანი, კონკურენტული არჩევნების უზრუველყოფაში. ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან, ოპოზიციურ პარტიებთან და მმართველ პარტიასთან და განსაკუთრებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ მათი ხმა სამართლიანად იქნება დათვლილი, რომ მათი ხმები ფარულია, და რომ პროცესი არის თავისუფალი და სამართლიანი. ასე რომ, მე მოუთმენლად ველი, რომ ქართველებმა გამოიყენონ თავიანთი დემოკრატიული უფლება და მისცენ ხმა და ამერიკელებმაც იგივე გააკეთონ შეერთებულ შტატებში,“ განუცხადა ელჩმა მედიას. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება მესამე მოსმენით დღეს მიიღო. სალომე ზურაბიშვილი „საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს“ ვეტოს დაადებს.  

ეუთო/ODIHR-ი საქართველოში წინასაარჩევნო მისიას არაუგვიანეს მაისისა დაიწყებს

ექსკლუზივი Europetime-ს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) პრესსპიკერმა კატია ენდრაშმა განუცხადა, რომ ეუთო/ODIHR-ი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო შეფასების მაისისა არაუგვიანეს მაისისა დაიწყებს. „ჩვენ მართლაც მივიღეთ ხელისუფლებისგან მოწვევა, რომ წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებს დავაკვირდეთ და უკვე ვგეგმავთ წინასაარჩევნო შეფასების მისიას, არაუგვიანეს მაისისა. როგორც მოგეხსენებათ, ODIHR-ი ეუთოს ქვეყნებს არჩევნების ჩატარებამდე რამდენიმე თვით ადრე, ეროვნული ხელისუფლების მოწვევით სტუმრობს. საჭიროებების შეფასების მისიის დროს ჩვენ ვესაუბრებით არჩევნებში ჩართულ ბევრ ადამიანს, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებს, საარჩევნო ადმინისტრაციას, სასამართლოს წევრებს, პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს. მხოლოდ წინასაარჩევნო გარემოსა და კენჭისყრის დღისთვის მზადების დეტალური შეფასების შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება არჩევნებზე დაკვირვებისა და მისი ფორმატის შესახებ, დამკვირვებელთა რაოდენობის ჩათვლით,“ განუცხადა Europetime-ს OSCE/ODIHR-ის პრესსპიკერმა კატია ენდრაშმა. რაც შეეხება არჩევნებზე დაკვირვებას, საერთაშორისო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამის შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილება წინასაარჩევნო გარემოს შეფასების შემდეგ მიიღება. „მხოლოდ წინასაარჩევნო გარემოსა და კენჭისყრის დღისთვის მზადების დეტალური შეფასების შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება არჩევნებზე დაკვირვებისა და მისი ფორმატის შესახებ, დამკვირვებელთა რაოდენობის ჩათვლით. საქართველოში ჩვენ მუდმივად ვაკვირდებოდით არჩევნებს და ჩვენი ძირითადი ექსპერტთა გუნდი რეგულარულად იგზავნება ქვეყანაში, არჩევნების დღემდე 6-8 კვირით ადრე,“ - აღნიშნავენ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისში. საქართველომ ეუთო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით მოიწვია. ცნობისთვის, დღეს 19 თებერვალს, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ NDI 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას იწყებს.  

ეუთო/ODIHR-ი საქართველოს არჩევნებზე დაკვირვების შესახებ გადაწყვეტილებას, წინასაარჩევნო გარემოს დეტალურად შეფასების შემდეგ მიიღებს

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR), საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების შესახებ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც საერთაშორისო ორგანიზაცია წინასაარჩევნო გარემოსა და კენჭისყრის დღისთვის მზადებას დეტალურად შეაფასებს. ამის შესახებ Europetime-ს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) პრესსპიკერმა კატია ენდრაშმა განუცხადა. „მხოლოდ წინასაარჩევნო გარემოსა და კენჭისყრის დღისთვის მზადების დეტალური შეფასების შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება არჩევნებზე დაკვირვებისა და მისი ფორმატის შესახებ, დამკვირვებელთა რაოდენობის ჩათვლით. საქართველოში ჩვენ მუდმივად ვაკვირდებოდით არჩევნებს და ჩვენი ძირითადი ექსპერტთა გუნდი რეგულარულად იგზავნება ქვეყანაში, არჩევნების დღემდე 6-8 კვირით ადრე,“ - აღნიშნავენ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისში. ეუთო/ODIHR-ი საქართველოში წინასაარჩევნო მისიას არაუგვიანეს მაისისა დაიწყებს. საქართველომ ეუთო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით მოიწვია. ცნობისთვის, 19 თებერვალს, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ NDI 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას იწყებს.  

ევროკავშირის ელჩი: გვსურს, საქართველოს მთავრობა აქტიურად შეეწინააღმდეგოს ანტიდასავლურ რიტორიკას

ევროკავშირის ელჩი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, აქტიურად შეეწინააღმდეგოს ანტიდასავლურ რიტორიკას. „რაც შეეხება ანტიდასავლურ რიტორიკას, ეს არის ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსზღვრული 9 ნაბიჯიდან პირველი. ჩვენ გვსურს, საქართველო გახდეს ჩვენი ოჯახის წევრი და ამიტომ გვსურს, საქართველომ იმოქმედოს, როგორც ერთ-ერთმა ჩვენგანმა. სწორედ ამიტომ გვინდა, საქართველომ გაზარდოს თანხვედრა ჩვენს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკასთან. ჩვენ ასევე გვსურს, საქართველოს მთავრობა აქტიურად შეეწინააღმდეგოს ანტიდასავლურ რიტორიკას, რომელთა უმრავლესობა გარედან მოდის, ჩვენ, ყველამ ვიცით, საიდანაც. ვიმედოვნებთ, ყველა ერთად მოვყვებით ნამდვილ ამბავს, რომ ევროკავშირი არის ყველაზე წარმატებული სამშვიდობო პროექტი, რომელსაც საქართველოში დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს, რაც, იმედი მაქვს, დიდ სარგებელს მოუტანს საქართველოს, მოუტანს მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას მომავალ თაობებს,“ – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. შეგახსენებთ, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოს მოუწოდა, გააორმაგოს ძალისხმევა საინფორმაციო მანიპულაციებთან და საგარეო ჩარევასთან ბრძოლაში. ცნობისთვის, 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დააანონსა. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“ ამასთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში არჩევნების თემაზე ვრცლად ისაუბრა.

საარჩევნო კოდექსში ბოლო ცვლილებები ეუთოს რეკომენდაციებს არ შეესაბამება - NDI-ის მისია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ის) სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ბოლო ცვლილებები, „არ შეესაბამება ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.“ ამასთან, ცვლილებებმა, რაც პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო 2024 წლის 20 თებერვალს, შესაძლოა, ცესკოს მიმართ ნდობა კიდევ უფრო შეამციროს. NDI-ის ექსპერტები რამდენიმე გარემოებაზე საუბრობენ, რაც, მათი შეფასებით, ამცირებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევისა და ცესკოს მიუკერძოებლობისადმი საზოგადოების ნდობის გაზრდის შესაძლებლობებს: „საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით ცესკოს წევრების დასახელების უფლებამოსილება პრეზიდენტიდან პარლამენტის თავმჯდომარეზე გადავიდა და არჩევისთვის საჭირო ხმების რაოდენობაც რამდენჯერმე შეიცვალა. ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა შეამცირა საჭირო კვორუმი პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედიდან უბრალო უმრავლესობამდე საბოლოოდ, 2024 წლის თებერვლის მდგომარეობით, პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის მხარდაჭერაა საჭირო თავმჯდომარის და პროფესიული წევრების 5 წლის ვადით ასარჩევად. გაუქმდა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა, რომელიც ცესკოს ოპოზიციური პარტიებიდან დანიშნულ წევრს ეკავა“. ანგარიში მომზადებულია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციის მიერ, რომელიც საქართველოს 19-25 თებერვალს, 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ სტუმრობდა.  

„მნიშვნელოვანი გამოწვევები გადაჭრას საჭიროებს“ - NDI წინასაარჩევნო გარემოს აფასებს

NDI-ის 2024 წლის პირველი წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია დასრულდა - დელეგაცია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემუშავებულ რეკომენდაციებს აქვეყნებს. 19-25 თებერვალს საქართველოში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია იმყოფებოდა. აღნიშნული დელეგაცია 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე დაგეგმილი ორი წინასაარჩევნო მისიიდან პირველს წარმოადგენდა. მისია მიზნად ისახავდა ქვეყანაში არსებული ზოგადი პოლიტიკური გარემოს მიუკერძოებელ და ზუსტ შეფასებასა და მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესების მიმოხილვას; აგრეთვე, უფრო ინკლუზიური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საარჩევნო პროცესების ხელშესაწყობად პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავებასა და საქართველოში სანდო არჩევნებისა და დემოკრატიული მმართველობისადმი საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის დემონსტრირებას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ არჩევნებამდე რვა, ხოლო წინასაარჩევნო კამპანიების დაწყებამდე ექვსი თვით ადრე არაერთი დადებითი ტენდენცია შეინიშნება, მათ შორის: მოსახლეობის მიერ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ურყევი მხარდაჭერა, საზოგადოების დადებითი განწყობა პოლიციის მიმართ, მოსახლეობის აღქმით წვრილმანი კორუფციის შემცირებული დონე, გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით სამთავრობო დადგენილებების გასაჯაროების პრაქტიკის განახლება და არჩევნების დღის პროცესების გაუმჯობესების მიზნით ინოვაციების დანერგვა. ამავდროულად, არსებობს საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებიც გადაჭრას საჭიროებს: პოლარიზაცია, სამოქალაქო საზოგადოების (მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციების) წინააღმდეგ მიმართული სიტყვიერი თავდასხმები, პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით ადმინისტრაციული რესურსების არაკეთილსინდისიერად გამოყენების შესახებ არსებული ეჭვები და ახალი საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული კითხვები. „ეს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ პირველი არჩევნებია. შესაბამისად, საქართველოს მთავრობასა და ყველა სხვა დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობა ეძლევა, დაამტკიცოს ერთგულება ინკლუზიური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული არჩევნებისა და დემოკრატიული ფასეულობების მიმართ,” განაცხადა პერ ეკლუნდმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ყოფილმა ხელმძღვანელმა. მისივე თქმით, „არჩევნების საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ არჩევნების სანდოობის უზრუნველყოფასა და გლობალური დემოკრატიული სტანდარტების დაცვაში.” „2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე საკმარისი დრო არის დარჩენილი იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს არჩევნებისთვის ხელსაყრელი გარემო, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე,” - განაცხადა ევა ბუშამ, დელეგაციის წევრმა და NDI ევრაზიის რეგიონულმა დირექტორმა. დელეგაციის ვიზიტი საქართველოში არჩევნებამდე საკმაოდ დიდი ხნით ადრე გაიმართა, რაც ხაზს უსვამს არჩევნების პროცესის ლეგიტიმურობისათვის საარჩევნო გარემოსა და წინასაარჩევნო სამზადისის მნიშვნელობას. თბილისში გამართული ვიზიტისას, დელეგაციის წევრები მთავრობის წარმომადგენლებსა და საარჩევნო პროცესში ჩართულ სხვადასხვა მხარეს შეხვდნენ, მათ შორის: ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარეს, საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს, მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და კერძო მედიის წარმომადგენლებს, დიპლომატიურ მისიებსა და დონორ ორგანიზაციებს. დელეგაციამ სადამკვირვებლო პროცესი არჩევნებზე საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციის და მისი თანმდევი არჩევნების საერთაშორისო დამკვირვებელთა ქცევის კოდექსის, არჩევნების საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტების (მათ შორის ვენეციის კომისიის მოსაზრებების) და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოა. 26 ოქტომბრის არჩევნებამდე საქართველოს NDI-ის მეორე წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია ეწვევა და არჩევნებამდე რეკომენდაციების შესრულებას შეაფასებს. დელეგაციის წევრები იყვნენ: ან ლინდე, შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი; პერ ეკლუნდი, ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში; მაიკლ პოზნერი, სახელმწიფო დეპარტამენტში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროში სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე; დენიელ გოტფრიდი, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის კაბინეტის საკანონმდებლო და პოლიტიკის ანალიტიკოსი; ევა ბუშა, NDI ევრაზიის რეგიონული დირექტორი; და რიჩარდ კლაინი, NDI არჩევნების პროგრამების გლობალური დირექტორი. დელეგაცია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ იყო დაფინანსებული.  

“5%-იანი საარჩევნო ბარიერი რისკებს შეიცავს“ - NDI-ის 10 რეკომენდაცია

NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაცია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემუშავებულ რეკომენდაციებს აქვეყნებს. საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია, რომელიც 19 თებერვალს დაიწყო, კვირას, 25 თებერვალს დასრულდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ არჩევნებამდე რვა, ხოლო წინასაარჩევნო კამპანიების დაწყებამდე ექვსი თვით ადრე არაერთი დადებითი ტენდენცია შეინიშნება, მათ შორის: მოსახლეობის მიერ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ურყევი მხარდაჭერა, საზოგადოების დადებითი განწყობა პოლიციის მიმართ, მოსახლეობის აღქმით წვრილმანი კორუფციის შემცირებული დონე, გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით სამთავრობო დადგენილებების გასაჯაროების პრაქტიკის განახლება და არჩევნების დღის პროცესების გაუმჯობესების მიზნით ინოვაციების დანერგვა. NDI-ი აცხადებს, რომ არსებობს საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებიც გადაჭრას საჭიროებს: პოლარიზაცია, სამოქალაქო საზოგადოების (მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციების) წინააღმდეგ მიმართული სიტყვიერი თავდასხმები, პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით ადმინისტრაციული რესურსების არაკეთილსინდისიერად გამოყენების შესახებ არსებული ეჭვები ახალი საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული კითხვები. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშში წერია, რომ კრიტიკული ხმების ჩახშობის მცდელობები კრიტიკისა დაგანსხვავებული მოსაზრებებისადმი მიმღებლობის ნაკლებობაზე მიანიშნებს. მისივე თანახმად, საქართველოში ძლიერი და აქტიური სამოქალაქო საზოგადოებაა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ლიდერების დისკრედიტაციის განგრძობადი მცდელობები ხელს უშლის მათ, შეასრულონ თავიანთი მნიშვნელოვანი როლი. ამასთან, პოლიტიკოსების მხრიდან იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჯარო კრიტიკა, რომლებიც გაეროს მიერ ადამიანის უფლებების დამცველებად არიან აღიარებულნი, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მთავრობის მიერ ღია საარჩევნო გარემოს შექმნის გაცხადებულ მიზანს. „საქართველოში ძლიერი და აქტიური სამოქალაქო საზოგადოებაა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ლიდერების დისკრედიტაციის განგრძობადი მცდელობები ხელს უშლის მათ, შეასრულონ თავიანთი მნიშვნელოვანი როლი, როგორც დემოკრატიულ პროცესებზე დაკვირვების, ასევე სერვისების მიწოდების თუ მოქალაქეთა ინტერესების დაცვის მიმართულებით. ეს განსაკუთრებით აქტუალურია წინასაარჩევნო კონტექსტში. კრიტიკული ხმების ჩახშობის მცდელობები კრიტიკისა და განსხვავებული მოსაზრებებისადმი მიმღებლობის ნაკლებობაზე მიანიშნებს. ამასთან, დელეგაცია მიესალმება პოლიტიკური აქტორების გონივრულ გადაწყვეტილებას უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით. დემოკრატიული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა მხოლოდ ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების შეუფერხებელი საქმიანობის პირობებშია შესაძლებელი. სამოქალაქო სადამკვირვებლო ჯგუფებს მონიტორინგის განხორციელება პირადი თუ საჯარო მუქარებისგან თავისუფალ გარემოში უნდა შეეძლოთ. პოლიტიკოსების მხრიდან იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჯარო კრიტიკა, რომლებიც გაეროს მიერ ადამიანის უფლებების დამცველებად არიან აღიარებულნი, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მთავრობის მიერ ღია საარჩევნო გარემოს შექმნის გაცხადებულ მიზანს,“ - აღნიშნულია ანგარიშში. მასში ასევე აღნიშნულია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირები ნაკლებ ყურადღებას უთმობენ იმ საკითხებს, რომლებიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. ამასთან, პოლიტიკური პარტიების პროგრამებში მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები ნაკლებად არის წარმოდგენილი. ანგარიშის თანახმად, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც დელეგაციას შეხვდა, გამოხატა სურვილი, საარჩევნო კამპანია საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე აწარმოოს. „ბოლო წლებში ქართულ პოლიტიკას უნდობლობა, პარტიების მმართველ წრეებში არსებული, პერსონალიებზე დაფუძნებული პოლარიზაცია და პოლიტიკური ოპონენტების დემონიზების შემთხვევები ახასიათებს. პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ სურვილი გვერდით გადადონ პიროვნული განსხვავებები და კონსტრუქციულად, ერთიანი ძალებით უპასუხონ არსებულ გამოწვევებს. შედეგად, არ ხდება მოსახლეობის უფლებებსა და საჭიროებებზე ადეკვატური რეაგირება. ეს არჩევნები ყველა პოლიტიკურ პარტიას შესაძლებლობას აძლევს, დაადასტურონ, რომ მიუხედავად არსებული გამოწვევებისა და მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციისა, საქართველო გამჭვირვალე და პლურალისტური დემოკრატიის გზაზე წინსვლას აგრძელებს. ყველა პარტიას და განსაკუთრებით, მმართველ გუნდს, მნიშვნელოვანი როლი ეკისრება არჩევნების წარმართვასა და პროცესისადმი მოქალაქეთა ნდობის გამყარებაში. შესაბამისად, წინასაარჩევნო პროცესებში პარტიების კონსტრუქციული ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. კონკრეტულ პიროვნებებზე ფოკუსირებული პოლიტიკის და მზარდი პოლარიზაციის შედეგად, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირები ნაკლებ ყურადღებას უთმობენ იმ საკითხებს, რომლებიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. ამასთან, პოლიტიკური პარტიების პროგრამებში მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები ნაკლებად არის წარმოდგენილი. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც დელეგაციას შეხვდა, გამოხატა სურვილი, საარჩევნო კამპანია საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე აწარმოოს. ამისათვის, საჭიროა ერთიანი ძალისხმევით შეიცვალოს კამპანიის წარმოების ისეთი პრაქტიკა, როდესაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების უგულებელყოფა ხდებოდა. ასეთ საკითხებზე პარტიებს შორის საჯარო დისკუსიები დღემდე თითქმის არ გამართულა. შედეგად, მოქალაქეებს უჭირთ ისეთი პარტიის იდენტიფიცირება, რომელიც მათ ინტერესებს გამოხატავს. NDI-ის მიერ 2023 წლის ნოემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 62 პროცენტი მიიჩნევს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ გამოხატავს. უმეტესობა არ ასახავს მოქალაქეთა იდეოლოგიურ და პოლიტიკურ შეხედულებებს. მიუხედავად იმისა, რომ პარტიები გამოთქვამენ მოქალაქეთა ინტერესების უკეთ საპასუხოდ გაერთიანების სურვილს, მცირეა ძალაუფლების ინდივიდუალური ინტერესების გვერდზე გადადების ნება. NDI-ის სადამკვირვებლო მისია დააკვირდება წინასაარჩევნო პერიოდს და იმედოვნებს, რომ პარტიები აწარმოებენ საკითხებზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კამპანიებს და თავს შეიკავებენ დაუსაბუთებელი ბრალდებების გაჟღერებისა და პერსონალური თავდასხმებისგან,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში. NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაცია საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს პრიორიტეტულ სამოქმედო მიმართულებებს სთავაზობს. ანგარიშს თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გააჩნია ტექნიკური კომპეტენცია, ცესკოს მიმართ საზოგადოების ნდობას აზიანებს მისი შემადგენლობისა და კომისიის წევრების არჩევის შესახებ კონსენსუსის ნაკლებობა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ახალ ტექნოლოგიებზე ინფორმაციის ნაკლებობა და ხმის ფარულობის დარღვევის შესახებ გამოთქმული ეჭვები გარკვეულ კითხვებს ბადებს. „წინა არჩევნების მსგავსად, გავრცელებულია შეხედულება, რომ ხელისუფლებამ, არჩევნებში უპირატესობის მოსაპოვებლად, შესაძლოა, ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენოს. აღნიშნულ მოლოდინს ამძაფრებს საქართველოს პროკურატურაში წარსულში წარდგენილი ბრალდებების ირგვლივ კომუნიკაციისა და გამჭვირვალობის ნაკლებობა და არჩევნებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლის ირგვლივ არსებული ბუნდოვანება. ძირითადი სამაუწყებლო მედიასაშუალებების სარედაქციო პოლიტიკა პარტიულ ინტერესებს ასახავს. თუ არ ჩავთვლით ონლაინ მედია საშუალებებს, სამაუწყებლო სივრცე პარტიებს შორის შინაარსიანი დისკუსიებისთვის შეზღუდულია. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გააჩნია ტექნიკური კომპეტენცია, ცესკოს მიმართ საზოგადოების ნდობას აზიანებს მისი შემადგენლობისა და კომისიის წევრების არჩევის შესახებ კონსენსუსის ნაკლებობა. საქართველოს მოსახლეობა არჩევნების დღეს ტექნოლოგიების გამოყენებას მიესალმება, თუმცა ახალ ტექნოლოგიებზე ინფორმაციის ნაკლებობა და ხმის ფარულობის დარღვევის შესახებ გამოთქმული ეჭვები გარკვეულ კითხვებს ბადებს. 5%-იანი საარჩევნო ბარიერი და საარჩევნო ბლოკების აკრძალვა პლურალიზმის შემცირებისა და, შედეგად, ნაკლებად წარმომადგენლობითი პარლამენტის მიღების რისკებს შეიცავს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საკმაო დროა დარჩენილი იმისთვის, რომ თავისუფალი საარჩევნო გარემო შეიქმნას და 2024 წლის არჩევნები საქართველოს დემოკრატიის გზაზე წინგადადგმულ ნაბიჯად შეფასდეს,“ -აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. NDI-ის დელეგაცია ქართულ პოლიტიკურ ველში დადებითი და უარყოფითი ტენდენციების მიმოხილვის შემდეგ, დაინტერესებულ მხარეებს - ხელისუფლებას, პოლიტიკურ პარტიებსა და მედიას - 10 სამოქმედო მიმართულებას სთავაზობს: პოლიტიკურ პოლარიზაციასთან საბრძოლველად, საარჩევნო პროცესებში ჩართულმა ყველა მხარემ საჯაროდ ცნოს სხვა აქტორების, მათ შორის განსხვავებული ხედვების მქონე მხარეთა, ლეგიტიმურობა და პროაქტიულად აღიაროს, რომ დემოკრატიული არჩევნების არსი განსხვავებული შეხედულებების მქონე პირთა პატივისცემაა. ამასთანავე, შეწყდეს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ მტრული რიტორიკა და მათი საქმიანობის დისკრედიტაციის მცდელობები. საარჩევნო პროცესებში ჩართულმა ყველა მხარემ, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურებმა, დაგმონ ფიზიკური ძალადობა და სიტყვიერი თავდასხმები, რათა არჩევნებში ყველა მოქალაქის თავისუფალი მონაწილეობა უზრუნველყონ. საარჩევნო პროცესებში ჩართულმა მხარეებმა საჯაროდ აღიარონ, რომ სამოქალაქო სადამკვირვებლო ორგანიზაციები სანდო საარჩევნო პროცესებისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და მათ მიერ მომზადებული ანგარიშები, მიგნებები და რეკომენდაციები არჩევნების სანდოობის ხელშეწყობას ემსახურება. პოლიტიკურმა პარტიებმა, ხელისუფლების და მედიის წარმომადგენლებმა თავი შეიკავონ ჟურნალისტების და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების, განსაკუთრებით ლგბტქი+ თემის, წინააღმდეგ მიმართული სიძულვილის ენის გამოყენებისგან ან გაშუქებისგან და ქალ პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე მიზოგინიური თავდასხმებისგან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს მისი როლის გამჭვირვალობა; აგრეთვე, კენჭისყრის ფარულობისადმი ნდობის გაძლიერების მიზნით, უპასუხოს სამინისტროს საქმიანობის ირგვლივ არსებულ ეჭვებს. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და კერძო მედია საშუალებებმა საკუთარ პროგრამებში ჩართონ პოლიტიკური პარტიების მრავალფეროვანი სპექტრი. ყველა პოლიტიკური პარტია შეთანხმდეს, რომ ჩაერთვებიან როგორც თანამოაზრე, ისე განსხვავებული პოზიციების მქონე მედიის გადაცემებში და მონაწილეობას მიიღებენ კანდიდატებს შორის გამართულ დებატებში. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გააძლიეროს კენჭისყრის ფარულობის შესახებ ეჭვების დაძლევისკენ მიმართული ძალისხმევა; იმუშაოს ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ამომრჩეველთა ინფორმირების გზით, დაარწმუნოს მოსახლეობა, მათ შორის ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფები, რომ მათი ხმის ფარულობა დაცულია. სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განიხილოს არჩევნების ტექნოლოგიების ეროვნული მასშტაბის ტესტირება, რომელიც გაიმართება არჩევნების დღისთვის დამახასიათებელ პირობებში, რათა კიდევ უფრო გაზარდოს საზოგადოების ნდობა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უზრუნველყოს ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობა, ამ ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული პირობებისა და ამომრჩეველთა საგანმანათლებლო მასალების შემუშავებით. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ წარმართოს საზღვარგარეთ უბნების შექმნის უფრო გამჭვირვალე პროცესი და, სადაც შესაძლებელია, უზრუნველყოს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების პასიური საარჩევნო უფლების რეალიზება. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

სალივანი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევით შეშფოთებულია

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ 2024 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ შეშფოთება რა თქმა უნდა, არსებობს. მისი თქმით, „ეს ეხება ეროვნულ უსაფრთხოებას. ეს ეხება უცხო ქვეყანას, უცხო მოწინააღმდეგეს, რომელიც ცდილობს, მანიპულირება მოახდინოს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკასა და დემოკრატიაზე." მან ხაზი გაუსვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია იქნება "ფხიზლად" არჩევნებში ჩარევის თავიდან ასაცილებლად. ჯეიკ სალივანმა განმარტა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია "კონგრესთან ერთად იმუშავებს ორპარტიულ საფუძველზე, რადგან ეს პოლიტიკის მიღმა უნდა იყოს." შეგახსენებთ, 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დააანონსა. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“ ამასთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში არჩევნების თემაზე ვრცლად ისაუბრა.  

საქართველოს ტერიტორიაზე რუსები რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემას ვერ შეძლებენ

რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ხმის მიცემას 17 მარტს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის გამო ვერ შეძლებენ, ნათქვამია თბილისში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის განცხადებაში. „აგვისტოს ომის“ და დიპლომატიურო ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ, საქართველოში რუსეთის მოქალაქეებს არ ჰქონიათ მათ ქვეყანაში გამართულ არცერთ კენჭისყრაში მონაწილეობის შესაძლებლობა. საქართველოსთან ყველაზე ახლოს საარჩევნო უბნები სომხეთში, ერევანში რუსეთის საელჩოსა და გიუმრის საკონსულოში, ასევე თურქეთში გაიხსნება. საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის ომის შემდეგ შეწყდა. რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ჯარები ქვეყნის ტერიტორიიდან.  

ბორელი: 2024 წელს არჩევნები მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციისა და საგარეო ჩარევის მთავარი სამიზნე გახდება

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ეს წელი კრიტიკულია უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და გარე ჩარევის წინააღმდეგ (FIMI) ბრძოლისთვის, რადგან 204 წელს ბევრი არჩევნები გვაქვს. ბორელის შეფასებით, დრო და ფრთხილი დაგეგმვა არსებითია ასეთი უცხოური ინფორმაციის მანიპულაციისა და ჩარევის დასაძლევად. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ FIMI-ის აქტორები აქტიურად ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ დემოკრატიას, სთავაზობენ ალტერნატიულ მოდელს, აიძულებენ ხალხს, რომ ყველაფრის მიმართ უნდობლობა ჰქონდეთ - მათ შორის, ინსტიტუტების მიმართ. მათ სურთ, ტოქსიკურად შეაღწიონ ჩვენს საზოგადოებებში, მოწამლონ ისინი,“ აღნიშნა ბორელმა. მან ისაუბრა ამ ყველაფრის შემაკავებელ ფაქტორებზეც, მათ შორის, პროპაგანდაში ჩართული პირების სანქცირებაზე, ასევე, ევროპაში დეზინფორმაციული არხების აკრძალვაზე. „დეზინფორმაცია ასუსტებს სოციალურ ქსოვილს, წამლავს დემოკრატიებს, რადგან მხოლოდ ინფორმაცია იძლევა დემოკრატიას. დემოკრატია არის სისტემა, რომელიც მუშაობს ინფორმაციის, კარგი ინფორმაციის საფუძველზე. ამიტომ, დიქტატურები, პირველი, რასაც აკეთებენ, არის გაზეთების დახურვა, ცენზურის დაწესება და ინფორმაციის დაბლოკვა. ლიბერალურ დემოკრატიებს არ შეუძლიათ, იცხოვრონ ინფორმაციის გარეშე, სანდო ინფორმაციის გარეშე და დემოკრატიული პროცესებისადმი ნდობის გარეშე, როგორიცაა, არჩევნები. და თუ გვსურს, დავიცვათ დემოკრატია, თუ გვინდა, დავიცვათ თავი მანიპულაციისგან, უნდა ჩავერთოთ ამ ბრძოლაში ისეთივე სიმძლავრით, როგორც ჩვენ თავს გვესხმიან. სწორედ ამიტომ, როდესაც ჩვენ წარმოვადგინეთ სტრატეგიული კომპასი, რომელიც გეგმავდა ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის გაძლიერებას, ჩვენ მივიღეთ გადამწყვეტი ზომები საინფორმაციო მანიპულაციის წინააღმდეგ,“ - აღნიშნა ევროკავშირის უმღლესმა დიპლომატმა. გარდა ამისა, ბორელის თქმით, ხელოვნური ინტელექტი ახდენს ნამდვილ რევოლუციას იმის შესახებ, თუ როგორ შეგიძლიათ, კონტენტით მანიპულირება. „დღეს გაცილებით იაფი ჯდება და [უფრო] რთულია, ამოიცნო სრულიად მცდარი ინფორმაცია, რაც კიდევ უფრო სახიფათოს ხდის ასიმეტრიულ საფრთხეებს ჩვენი დემოკრატიებისთვის. და რატომ წელს? იმიტომ, რომ 2024 წელი კრიტიკული წელია FIMI-სთან საბრძოლველად, რადგან ბევრი არჩევნები გვაქვს. მსოფლიოში 60 არჩევნები გაიმართება. ორ მილიარდ ადამიანს - მსოფლიოს ზრდასრული მოსახლეობის 50%-ს - მოეთხოვება ხმის მიცემა. ევროპარლამენტში, შეერთებულ შტატებში, ინდოეთსა და მსოფლიოში ბევრგან, არჩევნები გახდება ბოროტმოქმედი უცხოელი აქტორების მთავარი სამიზნე, როგორც ეს შარშან ესპანეთის არჩევნებში ვნახეთ. „2024 წელი კრიტიკული წელია უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და გარე ჩარევის (FIMI) წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. ახლა ჩვენ ბევრად უფრო დაუცველები ვართ ამ საფრთხის მიმართ, რადგან ინფორმაცია ბრუნავს სინათლის სიჩქარით, ხოლო მანიპულირება და ჩარევა ინდუსტრიულ საქმიანობად იქცა. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე. ახლა ყველას აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. მაგრამ პრობლემა ის არ არის, რომ წაიკითხო და იცოდე, პრობლემა ის არის, რომ გამოავლინო დეზინფორმაცია, ინფორმაცია, რომელიც მცდარია და რომელმაც შეიძლება, მთლიანად გააფუჭოს შენ მიერ რეალობის აღქმა,“აღნიშნა ბორელმა.  აშშ და ევროკავშირი უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ - ექსკლუზივი შეგახსენებთ, 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დააანონსა. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“ ამასთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში არჩევნების თემაზე ვრცლად ისაუბრა.

ევროპარლამენტი: რუსეთში, საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლებს არ ვაგზავნით

ევროპარლამენტი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს არ დააკვირდება და შესაბამისად, რუსეთში დამკვირვებლის სტატუსით გამგზავრების უფლებამოსილება არც ერთი ევროპარლამენტარისთვის არ მიუნიჭებია, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრესრელიზშია აღნიშნული. "ევროპარლამენტი არ დააკვირდება ამ საარჩევნო პროცესს და, შესაბამისად, არ გააკეთებს კომენტარს არც თავად პროცესზე და არც მის შედეგებზე. ევროპარლამენტის არც ერთი წევრი არ არის უფლებამოსილი დააკვირდეს ამ საარჩევნო პროცესს ევროპარლამენტის სახელით არც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და არც უკანონოდ ანექსირებული ყირიმის და არც რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ უკრაინის სხვა ტერიტორიებზე,“ - აღნიშნულია პრესრელიზში. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ თუ ევროპარლამენტის რომელიმე წევრი გადაწყვეტს კომენტარის გაკეთებას ამ არჩევნებზე, ისინი ამას გააკეთებენ საკუთარი ინიციატივით და „არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიუთითონ ევროპარლამენტი თავიანთ განცხადებებში ან ქმედებებში“. შეგახსენებთ, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15-17 მარტს ჩატარდება. არჩევნებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული ოთხი კანდიდატი მონაწილეობს : ვლადიმერ პუტინი, ლეონიდ სლუცკი, ნიკოლაი ხარიტონოვი და ვლადისლავ დავანკოვი.  

რუსეთში სამდღიანი საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების სამდღიანი ხმის მიცემის პროცესი დაიწყო. დღეს დილით, ადგილობრივი დროით 08:00 საათზე საარჩევნო უბნები გაიხსნა ხაკასეთის, კრასნოიარსკისა და ალთაის მხარეებში, ნოვოსიბირსკის, ტომსკისა და კემეროვოს ოლქებში, ასევე ალთაისა და ტუვას რესპუბლიკებში. საარჩევნო უბნები გაიხსნა ირკუტსკის ოლქსა და ბურიატეთშიც. ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა. ხმის მიცემა სამ დღეს გაგრძელდება: 15, 16 და 17 მარტს. არჩევნებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული ოთხი კანდიდატი მონაწილეობს : ამჟამინდელი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, ლეონიდ სლუცკი „რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან“, ნიკოლაი ხარიტონოვი „რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიიდან“ და ვლადისლავ დავანკოვი „ახალი ხალხის“ პარტიიდან. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არც ერთი ოპოზიციური და ომის მოწინააღმდეგე კანდიდატი არ დაარეგისტრირა. 71 წლის პუტინი, რომელიც რუსეთის ფედერაციას 24 წელია მართავს, პრეზიდენტის პოსტზე დარჩენას კიდევ ექვსი წლით აპირებს. რუსეთის კონსტიტუციით, 1991-დან 2020 წლამდე პრეზიდენტად კენჭისყრა ნებადართული იყო ზედიზედ მხოლოდ ორი, 4-წლიანი ვადით. პუტინის პირველი ორი ვადა მოიცავდა 2000-2008 წლების პერიოდს. 2008 წლის საკონსტიტუციო ცვლილებით, 2012 წლიდან არჩეული პრეზიდენტების უფლებამოსილების ვადა 6 წლამდე გაიზარდა. ვლადიმერ პუტინი პირველი 6 წლის ვადით რუსეთის პრეზიდენტი გახდა 2012 წელს, მეორედ კი - 2018 წელს. 2020 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადები „განულდა“, რის საფუძველზეც, პუტინს კენჭისყრის შესაძლებლობა კიდევ ორი ვადით - 2024 და 2030 წლებში მიეცა. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმის მიცემისთვის 94 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი შეიქმნა და დაახლოებით 113.5 მილიონი ბიულეტენი დამზადდა. რთულად მისადგომ ადგილებში 25 თებერვლიდან ვადამდელი კენჭისყრა იმართებოდა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს ანექსირებულ ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. კიევმა მოუწოდა უკრაინელებს, რომლებიც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, ან იძულებულნი არიან, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, „არ მიიღონ მონაწილეობა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის „ფსევდოარჩევნებში“. რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნებს ატარებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც, მოსკოვის მიერ „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ აღიარებულ და ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რომელთა მოსახლეობის უდიდეს ნაწილს რუსეთის მოქალაქეობა აქვს. საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ არჩევნების ჩატარებას.  

„შუადღე პუტინის წინააღმდეგ" - საარჩევნო უბნებთან დაგეგმილი აქციების მონაწილეებს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

17 მარტს, მოსკოვის დროით 12:00 საათზე, საარჩევნო უბნებზე საპროტესტო აქცია „შუადღე პუტინის წინააღმდეგ" იგეგმება, რომლის ინიციატორი სანქტ-პეტერბურგის საკანონმდებლო ასამბლეის ყოფილი დეპუტატი, მაქსიმ რეზნიკია. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, აქციის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ალექსეი ნავალნიმ. ნავალნის გარდაცვალების შემდეგ მისმა თანაგუნდელებმა საზოგადოებას პოლიტიკოსის უკანასკნელი სურვილების ასრულებისკენ მოუწოდეს და ვლადიმერ პუტინის ყველა ოპონენტს შესთავაზეს, 17 მარტს, 12:00 საათზე, საარჩევნო უბნებზე ერთდროულად მივიდნენ. მოსკოვის პროკურატურამ ქალაქის საარჩევნო უბნებთან დაგეგმილი აქციებთან დაკავშირებით გაფრთხილება გამოსცა.  იუწყება Meduza. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ინტერნეტში ვრცელდება მოწოდება 17 მარტს, 12:00 საათზე „საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის მიზნით, მასობრივ საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად“. „გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არც მითითებული საჯარო მასობრივი ღონისძიებები და არც ის ადგილები, სადაც ისინი ტარდება არ არის დამტკიცებული ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ კანონით დადგენილი წესით და, შესაბამისად, ამ მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობა ისჯება რუსეთის ფედერაციის მოქმედი კანონმდებლობით,“ - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. უწყების განმარტებით, „უკანონო ქმედებებმა შეიძლება, ხელი შეუშალოს მოქალაქეებს ხმის მიცემის უფლებას და საარჩევნო კომისიის მუშაობის თავისუფლად განხორციელებას, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად, ითვალისწინებს სასჯელის სახით ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.  

რუსეთმა ბელგოროდში, დაბომბვის გამო საარჩევნო უბნები დროებით დახურა - Meduza

რუსული დამოუკიდებელი რესურსის Meduza-ს ცნობით, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ დღეს, ბელგოროდზე დრონებით იერიშის გამო, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა დროებით შეჩერებულია. 15 მარტის დილას ბელგოროდის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, საჰაერო თავდაცვამ 7 უკრაინული რაკეტა ჩამოაგდო. პროპაგანდისტული მედია „რია ნოვოსტი“ იტყობინება, რომ სარაკეტო საფრთხის გამო, საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემისას მისული ხალხი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საარჩევნო უბნები. ნახევარ საათზე ნაკლებ დროში კი, კენჭისყრა გაგრძელდა. Telegram არხ Shot-ის ცნობით, ბელგოროდში რამდენიმე მანქანა დაზიანდა და ერთ შენობას ხანძარი გაუჩნდა. ბელგოროდის ოლქის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ თავდასხმისას დაიღუპა 2 და დაშავდა 17 ადამიანი. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს ანექსირებულ ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. კიევმა მოუწოდა უკრაინელებს, რომლებიც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, ან იძულებულნი არიან, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, „არ მიიღონ მონაწილეობა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის „ფსევდოარჩევნებში.“  

რუსეთში, საარჩევნო ურნებისა და კაბინების დაზიანების ფაქტები დაფიქსირდა

რუსეთში საარჩევნო ურნებში ანტისეპტიკი ბრილიანტის მწვანე ან მსგავსი საღებავი საშუალება ჩაასხეს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა მოხდა მოსკოვში, სადაც ამომრჩეველმა ქალმა ურნაში მწვანე ანტისეპტიკური პრეპარატი ჩაასხა. მოსკოვის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ქალი დაკავებულია, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე საარჩევნო უფლებების განხორციელებისთვის ხელის შეშლის მუხლით აღიძრა. ანალოგიური შემთხვევები ვორონეჟის ოლქში, როსტოვის ოლქში, ვოლგოგრადის ოლქში, ნოვოსიბირსკში, ყარაჩაი-ჩერქეზეთში. ასეთივე ინციდენტი მოხდა სიმფეროპოლში, ანექსირებულ ყირიმში დაფიქსირდა. გამოცემა „ბაზა“ აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც ასახულია, როგორ უკიდებს ცეცხლს ქალი საარჩევნო კაბინას. ის დაკავებულია და მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ცეცხლის წაკიდების ინციდენტი ტიუმენის ოლქის ქალაქ კოგალიმაშიც მოხდა. როგორც „ფონტანკა“ იტყობინება, სანქტ-პეტერბურგში 21 წლის ქალი დააკავეს მას შემდეგ, რაც მან მოლოტოვის კოქტეილი ესროლა სკოლის შენობას, სადაც ორი საარჩევნო უბანია გახსნილი. დაკავების შემდეგ მან განაცხადა, რომ „დავალება“ მიიღო რომელიღაც უკრაინული ტელეგრამის არხისგან, რომელიც მას ფულად ანაზღაურებას დაჰპირდა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ არცერთი ეს ინციდენტი არ მოახდენს გავლენას არჩევნების შედეგებზე.  

რუსეთში საპროტესტო აქცია - „შუადღე პუტინის წინააღმდეგ“ მიმდინარეობს

რუსეთის - აქცია "შუადღე პუტინის წინააღმდეგ” დაიწყო. ნოვოსიბირსკის საარჩევნო უბნებზე რიგები უკვე გაჩნდა. ჩიტაში, საარჩევნო უბნების წინ გაძლიერებულია პოლიციის მეთვალყურეობა. რადიო თავისუფლების ცნობით, "შუადღე პუტინის წინააღმდეგ" - კრიტიკულად განწყობილ ამომრჩეველს მოუწოდებს, 12 საათამდე გამოვიდნენ საარჩევნო უბნებზე. ყველა, ვინც არ ეთანხმება კრემლის პოლიტიკას, ამ გზით შეძლებს შეხვდეს თანამოაზრეებს და დაინახოს, რომ ისინი მარტო არ არიან. იდეა სანკტ-პეტერბურგის საკანონმდებლო ასამბლეის ყოფილ დეპუტატს „იაბლოკოდან“ მაქსიმ რეზნიკს ეკუთვნის. მას მხარს მრავალი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მათ შორის, ალექსეი ნავალნიც უჭერდა მხარს. 17 მარტი რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების მესამე და ბოლო დღეა. დამოუკიდებელი დამკვირვებლები და ექსპერტები არჩევნებს არათავისუფალ და არაკონკურენტულად აფასებენ. კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობის უფლება არცერთ რეალურ ოპოზიციურ კანდიდატს არ მიეცა. კენჭისყრის პირველ დღეს, 15 მარტს, ამომრჩეველთა აქტივობამ 38%-ს გადააჭარბა, მეორე დღეს - 58%-ს. იყო საარჩევნო უბნებზე ცეცხლის წაკიდების და ბიულეტენების დაზიანების მცდელობები, როდესაც საარჩევნო ყუთები მელნით და მწვანე საღებავით შეღებეს.  

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები დაკავებების ფონზე გრძელდება

ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთში, სულ მცირე, 15 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მომხდარი ინციდენტების საქმეზე: საარჩევნო ყუთების საღებავით შევსების მცდელობისა და საარჩევნო უბნებზე ცეცხლის წაკიდების გამო. ამის შესახებ „ნოვაია გაზეტა ევროპა“ რეგიონული საგამოძიებო კომიტეტების ანგარიშებზე დაყრდნობით წერს. საქმე საარჩევნო უფლებების განხორციელებაში ხელის შეშლის მუხლით არის აღძრული, რაც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამავდროულად, სახელმწიფო სათათბირო აცხადებს, რომ ისინი აპირებენ მოამზადონ კანონპროექტი პასუხისმგებლობის გამკაცრებისთვის იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ქმედებები საზღვარგარეთიდან არის კოორდინირებული საომარი მოქმედებების დროს. 16 მარტს, საღამოს, არჩევნების მეორე დღეს, ცესკოს მონაცემებით რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში აქტივობამ 58 პროცენტს გადააჭარბა. შაბათს მწვანე საღებავით ბიულეტენების გაფუჭების მცდელობის სამი შემთხვევა დაფიქსირდა - ეკატერინბურგში, ალტაის მხარეში და კალინინგრადის რეგიონში. სულ ასეთი 20-მდე ფაქტი მოხდა. დააკავეს თითქმის ყველა, ვინც ბიულეტენების გაფუჭებას და ცეცხლის წაკიდებას ცდილობდა. რუსეთში საპროტესტო აქცია - „შუადღე პუტინის წინააღმდეგ“ მიმდინარეობს  

ჯონ პენელი: ვმუშაობთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად - გრძელვადიანი დამკვირვებლები მომავალ თვეში ჩამოვლენ

„ვმუშაობთ დასახმარებლად, რომ უზრუნველყოფილი იქნას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ოქტომბერში - ჩვენ არ ვართ ორიენტირებული შედეგზე, არამედ, რა თქმა უნდა, მხოლოდ პროცესზე,“ -USAID-ის კავკასიის მისიის დირექტორ ჯონ პენელმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მომავალ თვეში საქართველოში საერთაშორისო გრძელვადიანი დამკვირვებლები ჩამოვლენ. „დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მინიჭების შემდეგ, ჯერ კიდევ რჩება ცხრა პუნქტი, რომლებზეც საქართველოს მთავრობამ უნდა იმუშაოს. USAID, ისევე როგორც შეერთებული შტატების მთავრობა უფრო ფართოდ, ევროკავშირი და ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია, საქართველოს მთავრობასთან მუშაობს ზოგიერთ დარჩენილ პუნქტზე, მათ შორის, სასამართლო რეფორმის მიმართულებით და ბევრ სხვა სფეროში. ასევე, ვმუშაობთ იმაში დასახმარებლად, რომ უზრუნველყოფილი იქნას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ოქტომბერში, დავეხმაროთ კანონის უზენაესობისა და სასამართლო სექტორში არსებული საკითხების მოგვარებაში, დავეხმაროთ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ან ინფორმაციის მანიპულაციის თავიდან აცილებაში. ეს სფეროები მოითხოვს კერძო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობასთან ერთობლივ მუშაობას. ეს მიმდინარე პროცესებია, რომელთაგან ბევრი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდეც მიმდინარეობდა. საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი საარჩევნო მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც ფოკუსირებულია საქართველოს მთავრობისა და ყველა დაინტერესებული მხარის დახმარებაზე, რათა თავად პროცესი იყოს თავისუფალი და სამართლიანი. ჩვენ არ ვართ ორიენტირებული შედეგზე, არამედ, რა თქმა უნდა, მხოლოდ პროცესზე. ასე რომ, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან არჩევნების ადმინისტრირების შესაძლებლობის დასახვეწად, განსაკუთრებით, ახალი ელექტრონული ხმების დათვლის გათვალისწინებით, რაც ამ არჩევნებზე მოხდება. ჩვენ მათთან ვთანამშრომლობთ ამომრჩეველთა განათლების პროგრამის ჩაშვებაზე, რათა ამომრჩევლებმა ზუსტად იცოდნენ, რა არის ეს პროცესი. ასევე მუშაობთ საარჩევნო უბნების თანამშრომლებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით იმისთვის, რომ თუ საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველს რაიმე კითხვა ექნება მათ იცოდნენ, როგორ გასცენ პასუხი ამომრჩეველს. ვმუშაობთ როგორც გრძელვადიან, ისე მოკლევადიან სადამკვირვებლო ჯგუფებთან საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე. „გლობალური დახმარების პოლიტიკის” ფარგლებში, ჩვენ ასევე ვმუშაობთ პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის მიმართულებით. მათი სურვილის შემთხვევაში, პოლიტიკურ პარტიებს ვეხმარებით პლატფორმის შემუშავებაში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და ასევე იმაში, თუ როგორ განავითარონ ურთიერთობა ამომრჩევლის სხვადასხვა სეგმენტთან, რათა რეალურად შეეცადონ შექმნან უფრო ძლიერი დემოკრატიული გარემო იმისთვის, რომ ინდივიდუალურ ამომრჩეველს ჰქონდეს არჩევანის სპექტრი. რამდენიმე კვირის წინ ჩამოსული იყო წინასაარჩევნო შეფასების მისია, რომელსაც “ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი” [ენ-დი-აი] ხელმძღვანელობდა. დაგეგმილია კიდევ რამდენიმე ასეთი მისია. სადღაც მომავალ თვეში ჩამოვლენ საერთაშორისო გრძელვადიანი დამკვირვებლები. რეალურად ვსაუბრობთ ათასობით დამკვირვებელზე, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი წარმომადგენლობით. ამ რაოდენობის უმეტესობა ადგილობრივი ორგანიზაციებიდან იქნება და ეს იქნება ძალიან, ძალიან ძლიერი პროცესი. ეს არის მხოლოდ ის, რასაც შეერთებული შტატების მთავრობა აკეთებს, რა თქმა უნდა, სხვა ორგანიზაციები და სხვა ქვეყნებიც გამოგზავნიან დამკვირვებლებს, რომლებთანაც ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ,“ - განაცხადა ჯონ პენელმა. ჯონ პენელის თქმით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ცვლილებები დასრულდება და ვაკანტური თანამდებობები შეივსება, იგეგმება მინისტრის მოადგილეების დონეზე შეხვედრები ჩვენი ყველა პროგრამის შესახებ განახლებული ინფორმაციის მისაწოდებლად.  

ევროკომისიამ ტექნოლოგიურ გიგანტებს ევროპარლამენტის არჩევნების დროს დეზინფორმაციისგან დაცვა სთხოვა

ევროკომისიამ სამშაბათს გაუგზავნა ბრძანება მაღალტექნოლოგიურ კომპანიებს, რათა მათ დახმარება გაუწიონ ევროპარლამენტს არჩევნების ჩატარებაში, იუწყება Politico. არჩევნები 6-დან 9 ივნისამდე გაიმართება. მთავარ ონლაინ პლატფორმებს Facebook, X, YouTube და TikTok მოუწევთ ხმის მიცემის დაცვა დეზინფორმაციისა და ჰაკერული თავდასხმებისგან. თავის ბრძანებაში ევროკომისია მიუთითებს ციფრული სერვისების აქტზე (DSA), რომელიც ასახავს მსხვილი კომპანიების ვალდებულებებს. ეს ეხება სოციალური მედიის პლატფორმებზე შინაარსის მოდერაციის გაუმჯობესებას და უკანონო კონტენტთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. ბრიუსელი ემზადება დეზინფორმაციის შესაძლო მცდელობებთან და ონლაინ ჰაკერების საფრთხეებთან გასამკლავებლად. გამოცემა Politico ასევე აღნიშნავს რუსული ბოტების მიერ ვირუსული სიცრუის გავრცელებას და კოორდინირებულ კამპანიებს ან ყალბი მედიის წარმოებას. თუ კომისიის ბრძანების შემდეგ, კომპანიები ვერ უზრუნველყოფენ ხმის მიცემის უსაფრთხოებას, ისინი შეიძლება, დაჯარიმდნენ მათი წლიური გლობალური შემოსავლის 6 პროცენტამდე. 6-დან 9 ივნისამდე ასობით მილიონი ევროპელი მიიღებს მონაწილეობას ევროპარლამენტის ახალი წევრების არჩევაში. ზოგიერთ პლატფორმას, როგორიცაა Facebook, YouTube და TikTok, სთხოვეს, უზრუნველყონ პოლიტიკური რეკლამებისა და „ფეიქების“ მკაფიო მარკირება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. მათ ასევე უნდა შექმნან სპეციალიზებული ჯგუფები, რათა დააკვირდნენ პოტენციურ საფრთხეებსა და ნარატივებს, რომლებიც იზრდება ევროკავშირის ზოგიერთ 27 ქვეყანაში, წერს Politico. პლატფორმებმა ასევე უნდა უზრუნველყონ, რომ ისინი ხელს უწყობენ მრავალფეროვან კონტენტს და არა შეუსაბამო კონტენტს. „მაგალითად, YouTube-მა ზედმეტად გაავრცელა ულტრამემარჯვენე ანტიმიგრაციული ვიდეოები ამ წლის დასაწყისში ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს,“ აღნიშნავს გამოცემა. ბლინკენი: მსოფლიოში გამორჩეული საარჩევნო წელია, დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ქვეყნებმა მეტი უნდა გააკეთონ ბორელი: 2024 წელს არჩევნები მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციისა და საგარეო ჩარევის მთავარი სამიზნე გახდება შეგახსენებთ, 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დააანონსა. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“ ამასთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში არჩევნების თემაზე ვრცლად ისაუბრა.  

პრეზიდენტი საგარეო უწყებას აკრიტიკებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგარეო უწყებას აკრიტიკებს. ზურაბიშვილის თქმით, მთავრობის მხრიდან „არანაირი პასუხი არ არის გაცემული, რა შეიძლება, რომ გაკეთდეს“ იმისათვის, რომ მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებში, უცხოეთში მყოფმა ქართველებმაც მიიღონ მონაწილეობა. მან აღნიშნა, რომ საგარეო უწყებასა და ცესკოს შორის ერთგვარი პინგ-პონგია, უცხოეთში მყოფი მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ყველა ხარვეზი უნდა გამოსწორდეს. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებში დიასპორის ჩართულობასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრებში საგარეო საქმეთა სამინისტრო არ მონაწილეობს, რაც, პრეზიდენტის შეფასებით, მნიშვნელოვანი ხარვეზია. „მთელი პროცესი დაკავშირებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობასთან. საკონსულოებში ტარდება რეგისტრაცია, რაც არის წინაპირობა, რომ მოთხოვნა იყოს უბნის გახსნის შესახებ.საკონსულოებიდან საგარეოს უნდა გადაეცეს ინფორმაცია უბნების გახსნის თაობაზე, შემდეგ კი საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გადმოსცეს ცესკო-ს. ეს არის პირველი ეტაპი. ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია, რომ ჩატარდეს საარჩევნო და სარეგისტრაციო კამპანია, საინფორმაციო კამპანია განთავსდეს საელჩოების საიტებზე. გადავხედეთ და ამ კუთხით ჯერ არაფერი გაკეთებული არ არის.  ყველამ ვიცით, რომ რეგისტრაცია მნიშვნელოვანია ახლა და არა ოთხ-ხუთ თვეში,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის თქმით, შემდეგ ეტაპზე ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროზე არის დამოკიდებული საარჩევნო აღრიცხვა, რეგისტრაცია, სიების გადაცემა ცესკო-სთვის. მისივე თქმით, ცესკო-სა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მუშაობა საჭირო. „კანონი არსებობს, უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს აქვთ უფლება, რომ თუ არიან საკონსულო აღრიცხვაზე და 50 ადამიანზე მეტი ცხოვრობს ერთ ქალაქში, საარჩევნო უბნის გახსნა მოითხოვონ - მეორე მხრივ, პარლამენტში, საგარეო საქმეთა მინისტრი და ბევრი სხვა, ოფიციალურად აცხადებს, რომ „არა, ვერ და არ შევასრულებთ ამ კანონს“ - ხან რესურსები არ გვაქვს, ხან ყოველ „პადიეზდში“ არ გავხსნითო. ჩემთვის გაუგებარი ტერმინებია, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარესთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრისას. ზურაბიშვილის თქმით, კანონი არსებობს, უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს აქვთ უფლება, რომ თუ არიან საკონსულო აღრიცხვაზე და 50 ადამიანზე მეტი ცხოვრობს ერთ ქალაქში, მოითხოვონ და მიიღონ საშუალება, რომ საარჩევნო უბანი გაიხსნას. „მაგრამ მეორე მხრივ, პარლამენტში, საგარეო საქმეთა მინისტრი და ბევრი სხვა, ოფიციალურად აცხადებს, რომ „არა, ვერ და არ შევასრულებთ ამ კანონს“. იმას კი არ გვეუბნებიან, რომ ნაწილობრივ მაინც, რამდენი უბანიც შესაძლებელი იქნება, იმდენს გავხსნით. კატეგორიულად არის გაცხადებული, რომ "არა, შეუძლებელია", ხან "რესურსები არ გვაქვს", ხან "ყოველ „პადიეზდში“ არ გავხსნითო". ჩემთვის გაუგებარი ტერმინებია. არანაირი პასუხი არ არის გაცემული, რა შეიძლება, რომ გაკეთდეს. კიდევ ერთი მიზეზი, რაც გამოყენებულია, არის ის, რომ ეს მოითხოვს პროცედურების ჩატარებას უცხო ქვეყნებთან, რაც მართალია იმისთვის, რომ საკონსულომ სხვადასხვა ქალაქში, მის დაქვემდებარებაში სივრცეები გახსნას, რომლებიც უბნის გახსნისთვის იქნება გამოყენებული. თუმცა ეს სრულად შესაძლებელია,“ - განაცხადა პრეზიდენტმა. ზურაბიშვილის მიერ დღეს ჩატარებულ შეხვედრას, მედიასთან გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერი. „სალომე ზურაბიშვილს არ აქვს არავითარი მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს. თქვენ გახსოვთ, რომ მიუხედავად კომისიის გადაწყვეტილებისა, მან კალანდარიშვილი არ წარადგინა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად. რატომ, იმიტომ, რომ კალანდარიშვილს თავის დროზე მხარი არ დაუჭირეს ხაბეიშვილმა, სამადაშვილმა, ვაშაძემ და სხვებმა. შესაბამისად, ზურაბიშვილს მორალური უფლება არ აქვს, რომ ხვდებოდეს კალანდარიშვილს. ეს ერთი და მეორე, მას არ აქვს მორალური უფლება, საუბრობდეს არჩევნებზე, იმიტომ, რომ ის პირდაპირ თავისი ვეტოთი მხარს უჭერდა ჩიხის შენარჩუნებას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. პრეზიდენტის თქმით, საჭიროა ცესკოს თავმჯდომარეს ოპოზიციონერი მოადგილე ჰყავდეს ყველა კარგად ხედავს, რომ სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი მიზანია, საბოტაჟი, რომ არჩევნებს რაღაცნაირად შეექმნას საფრთხე და პრობლემა. რა თქმა უდნა, ის ამას ვერ მიაღწევს. ის სპეკულაციებიც, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა ემიგრაციასთან დაკავშირებით, ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობის სპეკულაციური კამპანია და ამ კამპანიას შეუერთდა დღეს სალომე ზურაბიშვილი. ესეც აჩვენებს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი თვითმიზანია, რომ რაღაცნაირად ჩრდილი მიაყენოს არჩევნებს, რასაც ის რა თქმა უნდა, ვერ მიაღწევს,“ - განაცხადა პრემიერმა. ილია დარჩიაშვილი: საზღვარგარეთ, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის აქტივობა დაბალია  

ერდოღანმა დამარცხება აღიარა - თურქეთის დიდ ქალაქებში ოპოზიციამ გაიმარჯვა

თურქეთში მუნიციპალური არჩევნების წინასწარი შედეგებით, ოპოზიციის კანდიდატებმა პრაქტიკულად, ყველა დიდ ქალაქში გაიმარჯვეს. პრეზიდენტმა ერდოღანმა თავისი „სამართლიანობის და განვითარების პარტიის“ მარცხი აღიარა. სტამბოლში ერდოღანის პარტიას წინა მუნიციპალური არჩევნების შედეგად დაკარგული პოზიციების აღდგენა სურდა, თუმცა ეს ვერ შეძლო. სტამბოლის მოქმედმა მერმა, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ კანდიდატმა ექრემ იმამოღლუმ ხმების 51%-ზე მეტით თანამდებობა შეინარჩუნა. დახლოებით 39% მიიღო „სამართლიანობის და განვითარების პარტიის“ კანდიდატმა მურატ ქურუმმა. ოპოზიციის კანდიდატი, მოქმედი მერი მანსურ იავასი ლიდერობს დედაქალაქ ანკარაშიც. მუნიციპალური არჩევნების წინასწარი შედეგებით, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ხმების 60%-ზე მეტით გაიმარჯვა მოქმედმა მერმა, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ კანდიდატმა მანსურ იავაშმა. მის კონკურენტს ერდოანის პარტიიდან თურგუტ ალტინოკს ხმა მისცა დაახლოებით 32%-მა. არჩევნების წინასწარი შედეგებით, პრეზიდენტ ერდოანის ოპოზიციაში მყოფი „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ კანდიდატები მერის არჩევნებში ლიდერობენ 20-ზე მეტ დიდ ქალაქში, მათ შორის იზმირსა და ანტალიაში. BBC-ი წერს, რომ არჩევნების შედეგები მნიშვნელოვანი დარტყმაა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის, რომელიც იმედოვნებდა, რომ მისი პარტია ქალაქებზე კონტროლს დაიბრუნებდა. ერდოღანმა აღიარა, რომ მისმა პარტიამ ვერ მიაღწია იმ შედეგს, რისი სურვილი და იმედიც ჰქონდა. „შედეგების მიუხედავად, ამ არჩევნებში გამარჯვებული ჩვენი დემოკრატია და ეროვნული ნებაა. თურქმა ხალხმა საარჩევნო ყუთი პოლიტიკოსებისთვის თავისი გზავნილების გადასაცემად გამოიყენა. ჩვენი პარტია ყოველთვის დემოკრატიისა და საარჩევნო ყუთის მხარესაა. დღეს ჩვენ ვმოქმედებთ იგივე პასუხისმგებლობის გრძნობით და არ ვაღიარებთ არანაირ ძალაუფლებას ერის ნებაზე მაღლა. ჩვენ არ გამოვიჩენთ უპატივცემულობას ჩვენი ერის გადაწყვეტილების მიმართ და არ ვიმოქმედებთ ეროვნული ნების საწინააღმდეგოდ.“ „ჩვენს პარტიაში ღიად შევაფასებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს და თვითკრიტიკაში ჩავერთვებით“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა. არჩევნებში მონაწილეობის უფლება დაახლოებით 61 მილიონ თურქს ჰქონდა. ქვეყნის 81 პროვინციაში ამომრჩეველთა აქტივობამ 77%-ს გადააჭარბა. მუნიციპალური არჩევნები 31 მარტს ჩატარდა. ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტია 2014 წლიდან. მანამდე ის ათი წლის განმავლობაში ერდოანი თურქეთის პრემიერ-მინისტრი იყო.