მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, მოლდოვა არ დაუშვებს რუსეთის საქონლის რეექსპორტს საკუთარი ტერიტორიის გავლით.
"მოლდოვა დამოკიდებულია რუსეთის ენერგორესურსებზე, რის გამოც გადაწყდა, რომ არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს, მაგრამ ხელისუფლება აპირებს, ხელი შეუშალოს რუსეთს, არ გამოიყენოს მოლდოვა საქონლის რეექსპორტისთვის და სანქციების გვერდის ავლის მიზნით, მოლდოვის საბანკო სისტემაზე დაშვების შესაძლებლობა არ მისცეს.
ვიცი, სანქციების ირგვლივ ბევრი დისკუსია მიმდინარეობს, მაგრამ არ არსებობს რისკი, რომ რუსეთმა შეძლოს სანქციების გვერდის ავლა მოლდოვის საბანკო სისტემის მეშვეობით. ჩვენ ასევე არ დავუშვებთ რუსული საქონლის რეექსპორტს მოლდოვის გავლით“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ასევე წაიკითხეთ:
მოლდოვის პრეზიდენტი: მთელ მსოფლიოსთან ერთად შოკირებულები ვართ კიევთან, ბუჩაშ ხოცვა-ჟლეტით
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.