მსოფლიო სპორტის ვარსკვლავებმა უკრაინის დასახმარებლად აუქციონზე ნივთები გამოიტანეს

მსოფლიო სპორტის ცნობილმა ვარსკვლავებმა ომის შედეგად დაზარალებული უკრაინისა და უკრაინელების დასახმარებლად აუქციონზე ნივთები გამოიტანეს.

აუქციონის სერია, სახელწოდებით World Sports For Ukraine, სპორტული გამოცემა Tribuna-ს, ორგანიზაცია Ukraine Alive 2022-ისა და ბელორუსის სპორტული სოლიდარობის ფონდის ინიციატივას წარმოადგენს. ნივთების შეძენა Ebay-ზეა შესაძლებელი.

უკრაინის დასახმარებლად პოლონეთის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ აუქციონზე მაისური, სადაც ავტოგრაფთან ერთად ფეხბურთელის მიერ გაკეთებული წარწერა – „Stop War”. 

აუქციონზე ასევე წარმოდგენილია MMA-ში მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონის, უკრაინელი ლენა ოვჩინიკოვას მაისური უნიკალური პრინტით.

რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.