კულტურის მინისტრი, ვიცეპრემიერი თეა წულუკიანი უკრაინის ვიცეპრემიერს ირინა ვერეშჩუკს მიმართავს.
„რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ პატარა საქართველოს არ შეუძლია, შეაჩეროს ეს ომი, რომლის შეჩერებაც დიდმა და ძლევამოსილმა ქვეყნებმა დღემდე ვერ შეძლეს. მინდა, ქალბატონ ვერეშჩუკს ვუთხრა. ძვირფასო კოლეგავ, მინდა, გჯეროდეთ და გარწმუნებთ, საქართველოს საზღვრები კონტროლდება. ამის შესახებ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ეს საზღვრები კონტროლდება სწორედ იმისთვის, რომ ნებისმიერი სანქცირებული, იქნება ეს სამხედრო, ორმაგი დანიშნულების მასალა, თუ საქონელი, არ ასცდეს მკაცრ საბაჟო მონიტორინგს ჩვენს საზღვრებზე. ეს არის რეალობა, დანარჩენი ყველაფერი არის ბინძური ტყუილი“, - განაცახდა წულუკიანმა.
4 აპრილს უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე.
დაზვერვის განცხადებას უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი გამოეხმაურა. მან TV ფორმულასთან აღნიშნა, რომ საუბარი არ არის „მაკარონსა და წიწიბურაზე, საუბარია საომარ ტექნიკაზე, ნაწილებზე".
მოგვიანებით, საქართველოდს ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ვერეშჩუკის განცახდება კონტრაბანდაზე დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდებაა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადებას Twitter-ზე გამოეხმაურა. მისი თქმით ასეთი დეზინფორმაცია კატეგორიულად მიუღებელია.
ასევე წაიკითხეთ