აშშ რუსული Darknet-ის ბაზარსა და კრიპტოვალუტის ბირჟას სანქციებს უწესებს

აშშ-ს ფინანსთა სამინისტრო რუსულ darknet-ის ბაზარსა და კრიპტოვალუტის ბირჟას სანქციებს უწესებს. ამის შესახებ Reuters წერს. 

უწყების ცნობით, კრიპტობირჟები ძირითადად მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ფუნქციონირებენ.

„მნიშვნელოვანი გზავნილია კრიმინალებისთვის, რომ ვერ დაიმალებიან darknet-სა თუ მათ ფორუმში". - თქვა ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა.

სანქციები Hydra-სა და კრიპტოვალუტა Garantex-ს დაუწესდა. ახალი სანქციებით, ამერიკის მოქალაქეებს ეკრძალებათ, მიიღონ ან განახორციელონ ნებისმიერი კონტრიბუცია, მომსახურება Hydra-სა თუ Garantex-ზე.

ბლოკჩეინის მკვლევართა აზრით, 2019 წელს რუსული კრიპტო ბირჟების მიერ მიღებული ბიტკოინების დაახლოებით 86% Hydra-ს ეკუთვნის, რომელსაც აშშ-ს ფინანსთა სამინისტრო "ყველაზე დიდ და ცნობილ darknet-ის ბაზრად" აფასებს.

აშშ-ს ფინანსთა სამინისტრო შეუერთდა აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტს, FBI-ს და გერმანიის ფედერალურ კრიმინალურ პოლიციას, რომელმაც განაცხადა, რომ დახურეს Hydra-ს სერვერები გერმანიაში და ამოიღეს 25 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინი. 

დახურვამდე, DarkMarket-ს, საშუალოდ 500 000 მომხმარებელი ჰყავდა და ევროპოლის მიხედვით, აქ ჯამში განხორციელდა 320 000 ტრანზაქცია. ამ ბაზარზე ვაჭრობდნენ ისეთი არალეგალური საქონლით, როგორიცაა ნარკოტიკები, ყალბი ფული, მოპარული საკრედიტო ბარათების დეტალები თუ მავნე კომპიუტერული პროგრამები. ევროპოლის შეფასებით, DarkMarket-ზე დღევანდელი კურსის ექვივალენტური 140 მილიონი ევროს ღირებულების პროდუქცია გაიყიდა, ბიტკოინისა და მონეროს კომბინაციით.