რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჟირინოვსკი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ერთ-ერთი ვერსიით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება COVID19-ით ინფიცირებამ გამოიწვია.