თბილისის მერი კახა კალაძე სამარცხვინოს უწოდებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, უკრაინა საქართველოსგან ელოდება მტკიცებულებებს, რომ არ ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში.
კალაძის თქმით, ბრალდება იყო უკრაინის მხრიდან და სწორედ მათგან ელოდებიან ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებებსაც.
„საქართველოს არანაირი მტკიცებულება არ აქვს წარმოსადგენი, ეს იყო სამარცხვინო განცხადება, როგორც ჩვენ მოვისმინეთ ბევრი სამარცხვინო განცხადება. ჩვენ ველოდებით უკრაინის მხარისგან. მათი მხრიდან იყო გაჟღერებული სამარცხვინო ბრალდება და კეთილი ინებონ, წარმოადგინონ თუ რაიმე მტკიცებულება აქვთ“, – განაცხადა კალაძემ.
ასევე წაიკითხეთ:
თეა წულუკიანი ვერეშჩუკს: საზღვრები კონტროლდება, დანარჩენი ყველაფერი ბინძური ტყუილია