ვილნიუსში რუსეთის საელჩოსთან გუბურა სისხლისფრად შეღებეს

ლიეტუვაში, ვილნიუსში რუსეთის საელჩოსთან მდებარე გუბურა სისხლისფრად შეღებეს. ამ პერფორმანსით ლიეტუვამ უკრაინაში რუსეთის შეჭრა გააპროტეს 

ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აქცია-პერფორმანსი ხელისუფლებასთან იყო შეთანხმებული. რაც შეეხება საღებავს, ის ცხოველებისთვისა და მცენარეებისთვის უსაფრთხოა. 

ლიეტუვას პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა შიმონიტემ განაცახდა, რომ ომის დანაშაულების არ აღიარებით, რუსეთის რეჟიმი „ნაცისტების მსგავსად მოქემედებს“.

29 მარტს სტამბოლის მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთმა ჩერნიგოვისა და კიევის მიმართულებით სამხედრო აქტივობის „კარდინალურად შემცირების“ შესახებ განაცხადა.

2 აპრილს უკრაინის თავდაცვამ განაცხადა, რომ რუსულმა ჯარმა კიევის ოლქი დატოვა.ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია.

ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.

ასევე წაიკითხეთ:

სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს

ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის

რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს

შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას