აშშ პირველად უწესებს სანქციებს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ოჯახის წევრებს. თეთრი სახლის ვებგვერზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სანქციები პუტინის „სრულწლოვან“ შვილებს დაუწესდებათ.
ვინ არიან პუტინის ქალიშვილები - ამის შესახებ BBC-მ რამდენიმე მედიაზე დაყრდნობით დაწერა.
რა არის ცნობილი პუტინის ქალიშვილებზე
რუსეთის პრეზიდენტს ჰყავს ორი შვილი ლუდმილა პუტინასთან ქორწინებაში, რომელთან გაყრის შესახებაც მან 2013 წელს გამოაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტი არ საუბრობს შვილებზე, მან ქალიშვილებთან გადაღებული ფოტო, ბოლოს 2002 წელს გამოაქვეყნა.
The New Times ცნობით, პუტინის უფროსი ქალიშვილია მარია ვორონცოვა. სააგენტო Reuters-მა 2015 წელს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის ფუნდამენტური მედიცინის კურსდამთავრებულია და კარიერას ენდოკრინოლოგიაში იკეთებს. ასევე მედია წერდა, რომ უფროსი ქალიშვილი ბიზნესმენ იორიტ იოსტ ფასენის მეუღლეა და ნიდერლანდებში ცხოვრობს. 2022 წლის მარტში გამოცემა Follow The Money დაუკავშირდა ფასენს, მან განაცხადა, რომ არასოდეს ყოფილა პუტინის ქალიშვილზე დაქორწინებული.
ვორონცოვა - მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატია. 2017 წელს მან დისერტაცია დაიცვა თემაზე „ჰიპოფიზის ჯირკვლის მქონე ბავშვების მკურნალობა ზრდის ჰორმონის პრეპარატებით: სამედიცინო და ეკონომიკური ასპექტები“.
როგორც BBC-ის რუსულმა სამსახურმა გაარკვია, მარია ვორონცოვა არის კომპანია Nomeco-ს თანამფლობელი, რომელიც ჩართულია რუსეთის ჯანდაცვის სფეროში უმსხვილესი კერძო საინვესტიციო პროექტის განხორციელებაში. პუტინის ოჯახის ნაცნობმა BBC-ს დაუდასტურა, რომ ეს რუსეთის პრეზიდენტის უფროსი ქალიშვილია.
პუტინის უმცროსი ქალიშვილი კატერინა ტიხონოვა, როგორც სააგენტობი Reuters და Bloomberg 2015 წელს წერდნენ „ნაციონალური ინტელექტის განივითარების“ ფონდი დირექტორია. ეს ინფორმაცია BBC-ის რამდენიმე წყარომაც დაადასტურა.
ამასთან ტიხონოვა პუტინის შვილად აშშ-ის ფინანსთა მინისტრის პრეს-რელიზშიც იყო დასახელებული 2018 წლის 6 აპრილს. თავად პუტინი მასთან ნათესაურ კავშირს არც არასდროს ადასტურებდა და არც უარყოფდა.
2019 წლის მაისში BBC-ის ჟურნალისტები დაესწრნენ ტიხონოვას საკანდიდატო დისერტაციის დაცვას ლომონოსოვის სახელობის მექანიკის ინსტიტუტში. ტიხონოვას შრომა მიეძღვნა ვესტიბულური აპარატის შესწავლას და მისი ერთ-ერთი სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო უნივერსიტეტის რექტორი ვიქტორ სადოვნიჩი.
2019 წლის დეკემბერში, ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე, BBC-ის კორესპონდენტმა ფარიდა რუსტამოვამ პუტინს დაუსვა კითხვა მისი ქალიშვილების შესახებ, მაგრამ მან პირდაპირ არ უპასუხა. „თქვენ ახსენეთ ერთი ქალი, მეორე. თქვენ ახსენეთ მათი პირადი წილები, ბიზნესის მოცულობა. თქვენ უბრალოდ მიუთითეთ ფაქტი, როცა ჩაუღრმავდებით, მიხვდებით, როგორი ბიზნესია, არის თუ არა ის იქ, ვის ეკუთვნის, ვინ ეხმარება“, - თქვა პუტინმა.
ასევე წაიკითხეთ
აშშ-მ რუსული ელიტის წევრებსა და პუტინის შვილებს, ახალი სანქციები დაუწესა
მედია: ბუჩას მოვლენების შემდეგ პუტინის ორ შვილს ევროკავშირის სანქციები ემუქრება