ევროკავშირი განიხილავს შესაძლებლობას, რომ რუსეთის პრეზიდენტის ორ შვილს სანქციები დაუწესოს. ამის შესახებ Forbes სააგენტო Bloomberg-ზე დაყრდნობით წერს.
Bloomberg წერს, რომ პუტინის ქალიშვილებისადმი, კატერინასა და მარიას მიმართ სანქციების დაწესება ძირითადად სიმბოლური ნაბიჯია, რადგან გაურკვეველია, ფლობენ თუ არა ისინი მნიშვნელოვან აქტივებს რუსეთის ფარგლებს გარეთ.
პუტინის ქალიშვილების ცხოვრება საიდუმლოებით არის მოცული, მათ სხვადასხვა გვარი აქვთ. კრემლს არასოდეს დაუდასტურებია პუტინის ქალიშვილების სახელები და არ გაუვრცელებია მათი სრულწლოვნების პერიოდში გადაღებული ფოტოები.
2015 წელს პუტინმა ქალიშვილების შესახებ რამდენიმე დეტალი გაამჟღავნა. მათ შორის, აღნიშნა, რომ ორივემ დაამთავრა რუსული უნივერსიტეტები და საუბრობენ არაერთ ენაზე.
36 წლის მარია ვორონცოვა Nomenko-ს თანამფლობელია. 37 წლის კატერინა ტიხონოვა კი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნური ინტელექტის ინსტიტუტს მართავს.
5 აპრილს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცახდა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს აწესებს.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.
ასევე წაიკითხეთ
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა
აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს
ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა
აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება
Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის