უკრაინის უმაღლესი რადა, საქართველოში, რუსთაველის გამზირზე, ბუჩაში, რუსეთის შემოჭრის შედეგად გარდაცვლილებისთვის პატივის მისაგებად გამართულ აქცია-პერფორმანსს ,,ტვიტერის" გვერდზე ეხმაურება და აღნიშნულის ვიდეოს აქვეყნებს.
,,მადლობა საქართველო. უკრაინელები ქართველების მხარდაჭერას გრძნობენ", - ნათქვამია უმაღლესი რადას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, გუშინ რუსთაველის გამზირზე ბუჩაში, რუსული ძალების მიერ მოკლული ადამიანებისთვის პატივის მისაგებად, აქცია-პერფორმანსი გაიმართა, სადაც ადამიანები, ბუჩაში გარდაცვლილების მსგავსად, მიწაზე ხელებშეკრული დაწვნენ.