რუსეთს და უკრაინას შორის მოლაპარაკებები მარტივად არ მიმდინარეობს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, სომეხ კოლეგასთან, არარატ მირზოიანთან შეხვედრის დროს განაცხადა.
„მოლაპარაკებები მარტივად არ მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ამ მოლაპარაკებების წინაშე დასახული ყველა ამოცანა შესრულდეს. დასავლეთმა რუსოფობიურ აურზაურში ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მექანიზმი გააუქმა“, – თქვა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ცნობისთვის, 7 აპრილს ზელენსკიმ დაასახელა 7 ქვეყანა, რომლებიც მზად არიან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები განიხილონ.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ:
აშშ-მ ლუკაშენკოს და მის ცოლს სანქციები დაუწესა
ალექსანდრე ლუკაშენკო: არ ვაპირებთ ჩავერთოთ იმ ოპერაციაში, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს. თუ ვუპასუხებთ, ვუპასუხებთ ისე, რომ ყველა იგრძნობს