7 ქვეყანა მზადაა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიის შესახებ საერთაშორისო შეთანხმება განხილოს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქულ ტელეარხ Habertürk-თან ინტერვიუში განაცხადა.
„აშშ, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, პოლონეთი, გერმანია, საფრანგეთი, ისრაელი - ეს გარანტორების სრული სია არ არის, მაგრამ მე დავასახელე ის ქვეყნები, რომლებიც მზად არიან ჩამოვიდნენ და უსაფრთხოების გარანტიების ჩამონათვალი განიხილონ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ქვეყნების ნაწილი მზად არის უკრაინას მხარი სრულად დაუჭიროს, ნაწილი კი არა და სწორედ ამიტომ, საჭიროა შეხვედრა მრჩევლების დონეზე და პოტენციური დოკუმენტის პუნქტების განხილვა.
29 მარტს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა.
უკრაინულ დელეგაციას მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს უსაფრთხოების ყველა გარანტორი მოაწერს.
უკრაინის დელეგაციის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტორები შეიძლება იყვნენ: დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი.
საგულისხმოა, რომ სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე მხარეებს დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ. 31 მარტს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი გახდეს.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ
მედია: ერდოღანმა გამოაცხადა პრინციპული თანხმობა, რომ თურქეთი გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი
მედინსკი: სტამბოლში უკრაინა „არსებითად“ დათანხმდა რუსეთის „პრინციპულ მოთხოვნებს“
ბარბარა ვუდვორდი: დიდი ბრიტანეთი მზადაა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი ქვეყანა გახდეს
Reuters: გერმანია თანახმაა, იყოს უსაფრთხოების გარანტორი უკრაინისთვისახალი ამბებიუცხოეთი
La Repubblica: იტალია მზადაა უკრაინის ნეიტრალეიტეტის გარანტორი გახდეს