„ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი შესაბამისი ენერგეტიკული სისტემების გარდაქმნა ერთ ღამეში. მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით, რომ პუტინის ომი ერთ ღამეში არ დასრულდება“, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„დიდი ბრიტანეთი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაუგზავნის Starstreak საზენიტო რაკეტებს, რომლებიც ისვრის ხმის სამჯერ მეტი სიჩქარით, კიდევ 800 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტას. მაღალი სიზუსტის დამიზნების მქონე საბრძოლო მასალა, რომელიც იქამდე რჩება ცაში, სანამ სამიზნეს არ მიაღწევს.უკრაინა ასევე მიიღებს დამატებით ჩაფხუტებს, ღამის ხედვის მოწყობილობასა და ჯავშანჟილეტებს", - აღნიშნა ჯონსონმა.
ბორის ჯონსონმა დაამატა, რომ დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს საბჭოთა კავშირის ბლოკში შემავალი იმ ყოფილი ქვეყნების მხარდაჭერას, საიდანაც სამხედრო აღჭურვილობა უფრო მარტივად გაიგზავნება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, რათა მათ ეს დახმარება გაგზავნონ. |
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ