უკრაინამ რუსეთს სრული ემბარგო დაუწესა

უკრაინის ხელისუფლებამ რუსეთთან ვაჭრობაზე ემბარგო დააწესა. ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელმა ტარას მელნიჩუკმა განაცახდა.

„შემოღებულია ემბარგო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. აკრძალულია იმპორტი უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციიდან“, - განაცხადა მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელმა.

ამასთან დღეს გამართულ სხდომაზე ხელისუფლებამ ბელორუსთან და რუსეთთან მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გააუქმა.

რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.