რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქები მიკოლაივი და ხარკოვი დაბომბეს. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.
მათივე ცნობით, ქალაქ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად მსხვერპლის რიცხვი 57-მდე გაიზარდა.
ამასთან, უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ბოლო ერთ დღეში რუსეთის 11 სამიზნე გაანადგურეს.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ:
ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს
ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით