Bloomberg-მა ევროკავშირის სანქციების შემდეგ პირველი რუსული კომპანიის დეფოლტის შესახებ განაცხადა.
კომპანია „რუსეთის რკინიგზამ“ ევრობონდების დაფარვა ვერ შეძლო. საუბარია შვეიცარიულ ფრანკში განთავსებულ ევრობონდებზე, რომლის დაფარვის ვადა 14 მარტს ამოიწურა. „რუსეთის რკინიგზამ“ ევრობონდების დაფარვა სანქციების გამო ვერ შეძლო.
უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.
ასევე წაიკითხეთ
დიმიტრი კულება: რუსეთი სანქციების ზეწოლას ყოველდღიურად გრძნობს