რუსეთი არ შეაჩერებს უკრაინაში მის „სამხედრო ოპერაციას“ სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის გამართვამდე, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
"ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკებები, თუმცა მტკიცედ ვდგავარ პოზიციაზე, რომ მოსკოვმა არ უნდა შეაჩეროს ოპერაციის მიმდინარეობა, როცა მხარეები კვლავ შეიკრიბებიან. მას შემდეგ, რაც დავრწმუნდით, რომ უკრაინელები არ გეგმავდნენ საპასუხო ქმედებას, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის განმავლობაში არ იქნებოდა პაუზა, სანამ საბოლოო შეთანხმება არ იქნება მიღწეული”, - განაცხადა ლავროვმა.
ასევე წაიკითხეთ:
ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს
ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.