მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრო ანდრიუშენკო აცხადებს, რომ ინფორმაცია, თითქოს 36-ე საზღვაო ბრიგადა მარიუპოლის უკანასკნელი ბრძოლისთვის ემზადება, Facebook-ის ყალბ გვერდზე გავრცელდა.
პეტრო ანდრიუშენკო უკრაინულ მედიას, გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ სოციალურ ქსელში მიმართავს და აცხადებს, რომ მათ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, თითქოს უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითები ემზადებიან, მარიუპოლის „უკანასკნელი ბრძოლისთვის“ და რომ საბრძოლო მასალები ამოიწურა, Facebook-ის „ფეიკგვერდზე“ გავრცელებული ინფორმაციაა.
მისი თქმით, ეს ინფორმაცია საერთაშორისო მედიამაც გაავრცელა. ანდრიუშენკო, აცხადებს, რომ „ფეიკგვერდზე“ ასევე დაიწერა, თითქოს 36-ე საზღვაო ბრიგადა რუსმა სამხედროებმა „ალყაში მოაქციეს“.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟინმა განაცხადა, რომ ქვეყანა მარიუპოლის დასაცავად შესაძლებელსაც და შეუძლებელსაც აკეთებს და ქალაქის დამცველებთან კავშირზეა.
მანამდე, Facebook-ზე და საერთაშორისო მედიამ, მათ შორის BBC-მ უკრაინის საზღვაო ქვეითთა 36-ე დანაყოფის სახელით გავრცელდა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სამხედროებისთვის დღევანდელი დღე „ალბათ, ბოლო ბრძოლა იქნება, რადგან რესურსები იწურება“.
ასევე წაიკითხეთ
საზღვაო ქვეითთა 36-ე დანაყოფი მარიუპოლიდან: დღეს ალბათ უკანასკნელი ბრძოლა იქნება
ვალერი ზალუჟინი: მარიუპოლის მცველებთან კავშირზე ვართ, ვაკეთებთ შესაძლებელსაც და შეუძლებელსაც